Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.085.524

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს

შს სამინისტროს განცხადებით, 6 დეკემბერს მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან — ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია. „აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე“, —

სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე - საუბარი იყო მოპარულ არჩევნებზე და საგანგაშო რეპრესიებზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას - ქართველებს დონალდ ტრამპის სახით ჰყავს მეგობარი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეოს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს. „სიღრმისეული დისკუსია მქონდა პრეზიდენტ ტრამპსა და მაკრონთან. საუბარი იყო მოპარულ არჩევნებზე და საგანგაშო რეპრესიებზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატების საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით ჰყავს მეგობარი. ღმერთმა დ

ნინო ლომჯარია - ადგილი აქვს სისტემურ წამებას, არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობას - თითოეული ფაქტი დოკუმენტირდება ჩვენს მიერ და ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობასაც ვაწვდით

ადგილი აქვს მოქალაქეთა სისტემურ წამებას, არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ მოპყრობას. წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა ასობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც. ჩვენ გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ თითოეული ასეთი ფაქტი მოქალაქეთა წამების, ცემის, ძალის გამოყენებით დაკავებისა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ დოკუმენტირდება ჩვენს მიერ. თითოეული ფაქტის შეახებ ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობასაც ვაწვდით, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული

მარია რესა: მზია ამაღლობელი საპატიმროში დღეს შიმშილობის მე-14 დღეს იწყებს

ვატიკანის იუბილის დროს სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა. მარია რესას წიგნი “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” ქართულ ენაზე გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishingმა გამოსცა. პუბლიკა

მზია ამაღლობელი - არა და არ ვეთანხმები ბრალს, თავს უკანონო პატიმრად მივიჩნევ!

არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს,- ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან სასამართლო დარბაზიდან გაავრცელა. როგორც ამაღლობელი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ შეძლებს უდანაშაულობის დამტკიცებას. „არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა, ამიტომ მჯერა მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას“,

ავჭალაში, კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ე.წ. ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში მოხდა. მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ინტერპრესნიუსს“ მოზარდის დაღუპვის ფაქტი კლინიკაში დაუდასტურეს. ინფორმაციისთვის, „ტიტანიკის“ კორპუსი ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლია. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წ####ბით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა

ხერსონის პრორუსული ხელისუფლება მამაკაცებს "სახალხო ლაშქარში" ჩაწერისკენ მოუწოდებს

მოსკოვის მიერ დანიშნული ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლება ქალაქში დარჩენილ მამაკაცებს ადგილობრივ "სახალხო ლაშქარში" გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. მანამდე საოკუპაციო რეჟიმმა ხერსონის უკრაინის რეგიონში დაიწყო ადგილობრივი მილიციის ფორმირება და განაცხადა, რომ ქალაქში დარჩენილ ყველა მამაკაცს, რომელიც ამჟამად ევაკუაციის შესახებ ბრძანებ ამოქმედებას ელოდება, შეუძლია შეუერთდეს სახალხო ლაშქარს, თუ ისინი არ დატოვებენ ქალაქს. 24 ოქტომბერს ტელეგრამში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში საოკუპაციო ხელისუფლება აცხადე

გერმანიის ელჩი - სტუდენტებმა მკითხეს, რა უნდა გავაკეთოთ ევროკავშირში შესასვლელადო, მათ ვუთხარი, იყავით დემოკრატიულ პროცესებში ჩართული, ეს თქვენს მომავალს ეხება

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ელჩმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინტერესო დისკუსიის შემდეგ, მათ მკითხეს: „რა უნდა გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირში შევალთ?“ მე ვუთხარი მათ: „იყავით საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში ინფორმირებული და ჩართული მოქალაქეები. ეს თქვენს მომავალს ეხება“

სი ძინპინი აცხადებს, რომ მზადაა, შეერთებულ შტატებთან ორმხრივი სარგებლის მიზნით იმუშაოს

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა შეერთებულ შტატებთან იმუშაოს, რათა გამონახოს გზები ორმხრივი სარგებლის მიზნით თანამშრომლობისთვის. მისი მტკიცებით, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიერონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყონ მსოფლიოს სტაბილურობას. Reuters-ი წერს, რომ ორ ქვეყანას რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ტაივანის მიმართ ჩინეთის პოლიტიკასთან და ჩინეთის რუსეთთან ურთიერთობებთან, უთანხმოება აქვთ. რამდენიმე კვირის წინ პეკინი

უკრაინა ირანისგან მოითხოვს შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 28 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბარში მან ირანს მოსთხოვა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის. კულება ტვიტერით წერს, რომ მან "ირანს მოსთხოვა დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც იყენებენ სამოქალაქო პირების დასახოცად და უკრაინაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად". კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთს ბრალს სდებენ ირანული წარმოები

უკრაინა მოუწოდებს მსოფლიოს, რუსეთს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა მოსთხოვოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტვიტერზე წერს, რომ, ე.წ. "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის გამო, რუსეთს ყველა სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს „შიმშილის თამაშების“ შეწყვეტა. „ჩვენ გაფრთხილებდით რუსეთის გეგმებზე, ჩაეშალა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. ახლა მოსკოვი ტყუილი საბაბით ბლოკავს „მარცვლეულის დერეფანს“, რომელიც უზრუნველყოფდა მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოითხოვოს რუსეთისგან - შეწყვიტოს შიმშილის თამაშები და დაუბრუნდეს თავის

გუბერნატორი - უკრაინელებმა ლუგანსკში ცხრა დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსი ოკუპანტებისგან ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა. "ცხრა დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. იმედი მაქვს, ჩვენი დამცველები ყოველ კვირას გაზრდიან ამ მაჩვენებელს", - აღნიშნა მან. გაიდაის თქმით, ბელოგოროვკას, სვატოვოსა და კრემენაიას ტერიტორიები ფრონტის ხაზზე ცხელ ზონებად რჩება. ipn

ევროკომისია მომავალ კვირას უკრაინას 18 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს წარუდგენს

ევროკომისია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მომდევნო თვეებში. ამავე ცნობით, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ამ კვირაში უკრაინას შესთავაზებს ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს, რომელიც მოიცავს 1,5 მილიარდ ევრომდე თვეში, საერთო ჯამში კი მისი მოცულობა 18 მილიარდ ე

შონ პენი კიევში ჩავიდა და თავისი "ოსკარი" დატოვა უკრაინის არმიის გამარჯვებამდე

ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი 8 ნოემბერს მესამედ ესტუმრა უკრაინას, რათა უკრაინელებისთვის მხარდაჭერა გამოეხატა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა ფეისბუკში, პენის გვარი დღეს გაჩნდა კიევში გახსნილ სიმამაცის ხეივანში, სხვა უცხოელ პოლიტიკოსებთან და ცნობილ ადამიანებთან ერთად, „რომლებიც სულ თავიდან იყვნენ უკრაინის გვერდით“. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შონ პენმა კიევში ჩამოიტანა აშშ-ის კინოაკადემიისგან მიღებული ჯილდო -

სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი – ყარამან ქუთათელაძე მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ აკადემიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. აკადემიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა რექტორობის კანდიდატის ყარამან ქუთათელაძის მიერ წარდგენილი სტრატეგიული განვითარების გეგმა. როგორც ყარამან ქუთათელაძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, 2023-2027 წლების სტრატეგიული განვითარება მოიაზრებს ორი პარადიგმის

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა. “დღეს აშშ უკრაინისადმი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელშიც საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი სისტემები შევა, ისეთები, როგორიცაა Hawk საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები, ასევე Stinger-ის რაკეტებით აღჭურვილი Avenger-ის სისტემები”, - აღნიშნა სალივან

უკრაინული მედიის ცნობით, რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 2023 წლის 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია პარტია „გოლოსის“ დეპუტატ იაროსლავ ჯეელზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, როგორც მედია წერს, რადას წევრებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას. მედიის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ინიცირებულ შესაბამის დადგენილებებს 294-მა და 297-მა დეპუტატმა დაუჭირ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ

ოკუპანტებმა წუხელ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. "ქალაქური ტიპის დასახლება შევჩენკოვო, კუპიანსკის რაიონი - რუსებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კორპუსს. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. palitra news

„გარშემო ყველას ვირუსი აქვს“ - რა ტიპის ვირუსები ტრიალებს და რა უნდა ვიცოდეთ?

დღეს საქართველოში ათზე მეტი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. სპეციალისტთა თქმით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, გრიპის ვირუსების შემთხვევათა მატება ჩვეულ დროზე ადრე, ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. შესაბამისად, ექიმები ვარაუდობენ, რომ შემთხვევათა პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება. ისინი თვლიან, რომ დღეს, ქვეყნისთვის, გრიპის ვირუსის შემთხვევათა მატება გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსის, რომლის მუტაციაც - ომიკრონი, არ გამოირჩევა გართულებებით და გრიპთან შედარებით, მისი მიმდინარეობა უფრო მს

„როიტერი“ - იტალიაში მეწყრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხუთის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება

იტალიის სამხრეთში მდებარე კუნძულ სიკიაზე მეწყრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ახალშობილია. კუნძულ სიკიაზე მეწყერი 26 ნოემბერს ჩამოწვა. სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. როგორც სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ხუთი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამაშველო და სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მომხდარის გამო იტალიის მთავრობის მეთაურმა ჯორჯია მელონიმ საგანგებო სხდომა გამართა და დაზარალებულების დახმარების განკარგულება გასცა. ა

მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ესპანეთის დედაქალაქში მდებარე უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. როგორც „როიტერი“ წერს სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულია საელჩოს ერთი თანამშრომელი, რომელსაც ხელში წერილი ეჭირა. დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია მადრიდში უკრაინის საელჩოს.   ავტორი - სალომე თორაძე

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აიკრძალება

რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აკრძალული აიკრძალება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, დღეს გაიმართა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის რუსეთთან კავშირის საკითხი იყო განხილული. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას, უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შეიტანოს კანონი, რომლითაც რუსეთის ფედ

თავდაცვის მინისტრი - ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, გმირია

ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, ყველა არის გმირი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მთავრობას არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე. „ჩვენ არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაგვიტოვებია ყურადღების გარეშე. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი გახდა თავდაცვის მინისტრი, შემდეგ მე თავდაცვის მინისტრი, ეს პოლიტიკა გაგრძელდა. თქვენ ალბათ ე

ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს დაინიშნა, ადგილი გადაწყვეტილი არ არის

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისა და მთავრობის მეთაურები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალი წლის 3 თებერვალს სამიტს გამართავენ, განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა 22 დეკემბერს, თუმცა სამიტის ადგილი არ დაუკონკრეტებია. "შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება და რომ პრეზიდენტ ზელენსკის გაეგზავნა ღია მოწვევა ბრიუსელში ჩამოსასვლელად", - აღნიშნა ბარენდ ლეიტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესმდივანმა. ლეიტსის თქმით, ზელენსკისთვის გაგზავნი

კახა კალაძე - ოპოზიციაში სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან - საცობებს უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი ხელმისაწვდომობა

საცობებს უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან დედაქალაქში საცობების გამომწევ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში არსებული საცობები ბოლო წლებში კერძო ავტომობილების რაოდენობის რეკორდული ზრდის შედეგია. მანვე აღნიშნა, რომ თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რომ პრობლემა საზ
×
×
  • შექმენი...