კაცი, რომელმაც ცოლს 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, დააკავეს. შემთხვევა, დაახლოებით, 5 დღის წინ გლდანში მოხდა.
რუსთავი 2-თან საუბარში საავადმყოფო ამბობს, რომ ქალის გადარჩენისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ტელეკომპანიის ცნობითვე, ქალი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ნეტგა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელიც მოქალაქეებს მოტყუებით ჰპირდებოდა მექსიკის გავლით აშშ-ში არალეგალურად გადაყვანას.
როგორც სამინისტრო აცხადებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა.
ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადითი ითვალისწინებს.
ნ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 1996 წელს დაბადებული კაცი, რომელიც, გამოძიების ვერსიით, ცდილობდა ბავშვის მოტყუებითა და მუქარით მის ბინაში შესულიყო. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო", - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი.
უწყების ცნობით, გამოძიების თანახმად, 2023 წლის გაზაფხულზე არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში“ მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
მოგვიანებით ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი); გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; ასევე სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა.
გარდა ამისა, დაავა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა დაეთმობა აქონდროპლაზიის გაიდლაინის მომზადების სტატუსის მიმოხილვას, მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვის ეტაპებს და ამ მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილებას.
პარალელურად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მორიგი აქცია მიმდინარეობს.
“ოცნება” საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს, რათა საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს.
იზოლაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ნიშნავს ომის საფრთხის გაზრდას.
გუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1069247177934436/
გუშინ კახეთში მომხდარ ავარიას „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ელენე მეგრელიშვილი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა კოალიციის კიდევ ერთი წევრი, ანა ქართლელიშვილი.
როგორც პარტია „ახალის” და კოალიციის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, დღეს ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმებულია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი სამშობიარო სახლი დაიხურა. გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს უკვე გააცნო.
სამშობიარო "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკების ქსელის შემადგენლობაში შედიოდა. ადგილობრივი ხელმძღვანელი გელა ორველაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე მსჯელობდა.
მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში სამშობიაროს სულ უფრო ნაკლები მშობიარე მიმართავდა და სამეანო განყოფილების დახურვის ერთადერთი მიზეზი ეს არის. კლინიკის ხელმძღვანელის თანახ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ახაშენში გვიან ღამით მოხდა.
გარდაცვლილია დედა მამა და მათი 4 წლის ბავშვი. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე მოზარდი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
მომხდარზე მ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარეობს გამოძიება.
იპნ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზარალებული 14 წლის მოზარდის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
არასრულწლოვანის ნათესავები ამბობენ, რომ ფერმაში 45 წლამდე კაცს ბავშვი ჩააბარეს. რადგან ისინი ქელეხის სუფრას ამზადებდნენ, მან კი მოზარდზე სექსუალურად იძალადა და გაიქცა. ამბის გამჟღავნების შემდეგ კი, დაზარალებული მოზარდის ბიძამ ის დაჭრა.
„ჩემი შვილი გარდაიცვალა 10 დღის წინ, მისი შვილები და ქმარი აქ დარჩნენ ჩვენს ოჯახში. ჩვენ ვუვ
კახეთში სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ქმარმა მეუღლე და ორი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.
შემთხვევის შემდეგ სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას სამართალდამცავები ეძებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
იპნ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი წერს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე, მერის თანამდებობა დატოვა.
„ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში. ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს – გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად“, – წერს ის.
ზურაბ უტიაშვილი ვრცელ Facebook-პოსტში იმ პროექტებზე საუბრობს, რო
გურიაში დოღის ლამის საუკუნოვანი ტრადიცია არსებობს – გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაისახა და მას შემდეგ ყოველწლიურად კონკრეტულ დღესა და სივრცეში, 19 აგვისტოს ბახმაროში იმართება. ტრადიციის ძალა და ინერცია არსაიდან, წინარე ისტორიების, ლეგენდებისა და ადამიანების გარეშე არ ჩნდება, ტრადიცია დროს უძლებს მძლავრი ისტორიული მოვლენისა თუ გამოცდილების დახმარებით.
როგორ მოხვდნენ გურული მოჯირითეები ამერიკაში – ესაა ისტორიული მოვლენა და გამოცდილება, რომელიც გურიაში ცხენოსნობას, ცხენებით ჯირითს, დოღს კოლო
გურიაში დიდთოვლობისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში, ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით გარდაცვლილი ნონა კვაჭანტირაძე 85 წლის მოხუცებულ დედას უვლიდა.
ნეტგაზეთს ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა ნატანების თემში, ვალერიან ვაჩეიშვილმა ნონა კვაჭანტირაძის გარდაცვალება დაუდასტურა და გვითხრა, რომ ქალი ინსულტით გარდაიცვალა.
მისი თქმით, სოფელში გადაადგილება, ან სასწრაფოს გამოძახება პრობლ
ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, პიროტექნიკის გამოყენებისას ზოოპარკში ბოლო 5 წელში 2 ცხოველი დაიღუპა – ანტილოპის სახეობის 2 გნუ.
მოულოდნელი ხმაური, რომელსაც თან განათება მოჰყვება, ცხოველებისთვის გაუგებარი და აუხსნელი და შესაბამისად, საფრთხის შემცველია.
მისივე თქმით, ეს პრობლემის ერთი ფორმაა, მეორე კი არის სტრესი, რომელსაც შეიძლება ცხოველები სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ.
პიროტექნიკა აშინებს ქუჩაში მცხოვრებ ცხოველებსაც.
გარდა ამისა, მისი გამოყენების დროს ზიან
ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, სექტორთაშორის თანამშრომლობა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა პროექტ SECTORs -ის მთავარი მიზანია. პროექტი განხორციელების მესამე წელს ითვლის და მიწურულს უახლოვდება, თუმცა, მოსაყოლი ბევრიც დაგროვდა და ბევრი ადამიანის ცხოვრებაც შეცვალა უკეთესობისაკენ.
პროექტი SECTORs ევროკავშირის დაფინანსებულია და მისი სრული სახელია „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიი
გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება. აღნიშნულს გულისხმობს მთავრობის მიერ „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი.
პროექტის წარდგენა პარლამენტში გასული წლის მიწურულს მოხდა და ახლა მისი საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს.
კანონპროექტის მიღების შედეგად, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობს მიენიჭება ეროვნული პარკის სტატუსი და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია გურიის ეროვნული პარკი.
გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე მანქანა დაზიანდა, მათ შორის ერთი ავტობუსი. შსს-ს ცნობით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
რამ გამოიწვია ავარია, უცნობია. თბილისის სატრანსპორტო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტობუსის მძღოლი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. მათი ინფორმაციით, მძღოლს გარეგანი დაზიანებები არ აქვს და უტარდება კვლევები.
აშშ-ს ელჩმა ამაზე გულწრფელად როგორ უნდა თქვას, რომ მათი სურვილი ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის დამყარებაა - არ შეიცვლება „ხალხის ძალის“ პოლიტიკა, არსებობს გარკვეული ინფორმაციები და საზოგადოება ეტაპობრივად უფრო მეტს გაიგებს! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
ამავე კონტექსტში მაჭარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ხალხის ძალის“ პოლიტიკა გამართლებულია, რაზეც აშშ-სთან მიმართებაში აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის ისრაელის, ნატოს წევრი თურქეთისა და ნატო-სა
კიდევ ვინ შეიძლება, გვითხრას, რომ ეს კანონი არის დამაზიანებელი, მავნებლური და ნამდვილად რუსული, – ასე მიმართა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გურამ იმნაძემ „ხალხის ძალის“ წევრს, გურამ მაჭარაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობენ.
იმნაძის თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
„მე მაინტერესებს, რა ფაქტორი შეიძლება იყოს, ვინ შეიძლება გვითხრას კიდევ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნი
კვლევის თანახმად, საქართველოში, არასრულწლოვნებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დონე ევროპულს 2-ჯერ აღემატება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აცხადებს.
როგორც იმნაძე განმარტავს, მოზარდებში განსაკუთრებული პრობლემა სააფთიაქო ნარკომანიაა.
„ევროპის სასკოლო კვლევების შედეგები არსებობს, რომელიც პერიოდულად, 4-5 წელიწადში ერთხელ, მათ შორის, საქართველოშიც ტარდება. თუ არ ვცდები, ეს კვლევა ა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა (100+ კგ) გურამ თუშიშვილმა სენეგალელ მეტოქეს იპონით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველ