Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.743

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინის საგარეო უწყება - რუსული რაკეტები კიევში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვიტა გამოიწვია

დილა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშით იწყება. რუსული რაკეტები კიევსა და სხვა ქალაქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხვდა, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვიტა გამოიწვია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთადერთი მიზანი არის სიკვდილი და განადგურება. „რუსეთი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით და არც გლობალური სასურსათო უსაფრთხოებით“, - წერს ნიკოლენკო

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები 83.33%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაული წლიურად 5.47%-ით შემცირდა. ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ 9 თვეში სამოხელეო დანაშაულის 432 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 23.61% ანუ 102 შემთხვევა გაიხსნა. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში კი ამ სახის დანაშაულის 457 ფაქტი აღირიცხა და მათგან 86, ანუ 18.82% გაიხსნა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის

თებერვლიდან 90%-ით შემცირდა რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი ჩრდილოეთ ევროპაში

Bloomberg-ის თანახმად, რუსული ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ძალაში შესვლამდე ორი კვირით ადრე, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, თებერვალთან შედარებით, 90 პროცენტით შემცირდა რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის მიწოდება. Bloomberg-ი წერს, რომ მისი მოცულობა დღეში მილიონ ორასი ათასი ბარელიდან 95 ათას ბარელამდე დავიდა. ქვეყნებმა, როგორებიცაა ლიტვა, საფრანგეთი და გერმანია, რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს რუსული ნავთობის იმპორტი. პოლონეთი მათ სექტემბერში შეუერთდა. ბალტიის პორტებში დატვირთული ნავთ

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელსაც მზიურის 18 000 კვ/მ ტერიტორიის სანაცვლოდ, ლისზე 14 ჰა მიწა გადაეცა

მზიურის პარკი ფართოვდება - მერიამ 18 000 კვ მეტრამდე ფართობი კერძო მესაკუთრისგან ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა. ინფორმაცია დღეს თბილისის მერის კახა კალაძისგან გახდა ცნობილი. მოგვიანებით ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ. მისი თქმით, მესაკუთრეს მზიურის ტერიტორიის ნაცვლად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია გადაეცა. ტერიტორია შპს "პიაცა მზიურს" ეკუთვნოდა. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილმონაცვლეობა, რომელიც

ანრი ოხანაშვილი - ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გაგზავნა-არგაგზავნაზე კატეგორიული პოზიცია არ არსებობს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება უკრაინულ მოდელზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, გადააგზავნიან თუ არა ვენეციის კომისიაში „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს. მისივე თქმით, ჯერ უნდა გაარკვიონ, რა ხდება დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც ვენეციის კომისია ამუშავებს. „ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციები გვაქვს, კომუნიკაცია გვქონდა ვენეციის კომისიასთან, მთელი რიგი ინფორმაცია გვაქვს, მათ შორის უკრაინის მიერ ვენეციის კომის

აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინაში ბრძოლები ზამთრის პერიოდში შენელდება

უკრაინაში ბრძოლები ნელდება და ეს სავარაუდოდ გაგრძელდება ზამთრის მომავალ თვეებში, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა განაცხადა. ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაც და რუსი სამხედროებიც ზამთრის შემდეგ კონტრშეტევისთვის მოემზადებიან. ჰეინსის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ამ ეტაპზე არ აქვს სრული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა სახის გამოწვევები აქვთ მის სამხედროებს. „რამდენადაც ჩ

კრისტიან ტერჰესი - არ უნდა დავივიწყოთ, რომ მთავრობები მიდიან და მოდიან, მაგრამ ხალხი რჩება, ქართველ ერს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია

ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს, რუსეთის ომის შედეგად განადგურებულმა საქართველომ არ გადაუხვია თავის პროდასავლურ კურსს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერჰესმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და ქართველებს სჭირდებათ დახმარება ამ მიზნის მიღწევაში. „ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს - ჩალას სიმძიმე და წონა ვერ ექნება, როგორც არ უნდა შეფუთო

ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ჩალას კი არანაირი გადაფარვა არ სჭირდება - ჩალას სიმძიმე და წონა ვერ ექნება, როგორც არ უნდა შეფუთო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილის კადრები ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გადასაფარად ხომ არ გასაჯაროვდა. მისი თქმით, კადრების გასაჯაროება არის „პასუხი „ფეიკ“ კამპანიაზე იმის შესახებ, რომ სააკაშვილი 400 დღის განმავლობაში ყოველდღე კვდება“. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, კ

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან შევა ძალაში

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან შევა ძალაში. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ ინიციატივის მხარდაჭერის შემდეგ, გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის პირველ სექტემბერს ევროპულმა საბჭომ მკაცრად დაგმო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და მოუწოდა სხვა ქვეყნებს, არ ე

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მინისტრთა კაბინეტში შევლენ მემარჯვენე კონსერვატორების ბლოკის წარმომადგენლებიც. მათ შორის იქნებიან პარტია „რელიგიური სიონიზმის“ წევრებიც. ისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ ქვეყნის პრეზიდენტს უთხრა, რომ ახალი მთავრობა „ისრაელის ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ იმუშავებს“. როგორც ვარაუდობენ, ახალი მთავრობის წევრების ფიცის დადების ცერემონია წლის ბოლომდე შედგება. „ბიბისი“ ცნობით

ავსტრიის კანცლერი - ავსტრია, როგორც მთლიანად ევროკავშირი, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ეს საკითხი ჩვენი აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როცა საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ

ავსტრია, ისევე როგორც მთლიანად ევროკავშირი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აბსოლუტურად მხარს უჭერს და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია მოქცეული, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში ვმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ის, რომ რაციონალური შეფასებები გვქონდეს. პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ ამ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს, - ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრ

კელი დეგნანი - აბაშიძე-კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება

აბაშიძე კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება. „აბაშიძე – კარასნის საუბრის დეტალები არ ვიცი. მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ე

ევროკავშირის ელჩი ევროკომისიის ანგარიშზე: ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მზადყოფნასთან დაკავშირებით მომზადებულ ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. "ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინისა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული

მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 223 მლნ ლარის ტენდერებში გაიმარჯვეს -TI

3 თვეში პარტიებმა 742 230 ლარის შემოწირულება მიიღეს - 50% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. საუბარია 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე - ინფორმაციას საერთაშრისო გამჭირვალობა საქართველო ავრცელებს. ამავე პერიოდში პარტიის შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამურად 102 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გაიმარჯვეს, სულ კი 223 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული. ამავე პერიოდში მმართველი პარტიის დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 51 000 ლ

პრეზიდენტი - კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროინტეგრაციის გზისათვის

კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის - ამ კანონპროექტის მიმართ, ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე გამოსვლის

არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ივანიშვილმა ჩახსნა ის - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში ჩაერთო, რის ერთ-ერთი ფაქტორი ის არის, რომ რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, მასაც განსაზღვრავდა უცხოური გავლენის აგენტად. ინფორმაცია იმაზე, რომ ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის, 13 მარტს გაავრცელეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა. ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ საქმეებზე კომენტარს მედიასთან აქტიურად აკეთებდა. მათ შორის, 28 თ

გვარამიას პოლიტპატიმრობა და მედიის სხვა პრობლემები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ წლის განმავლობაში ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება გამოთქვამდა სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის დამოკიდებულების მიმართ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. გასულ წელს განვითარებულ მოვლენებს შორის სახელმწიფო დერპარტამენტი გამოყოფს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. უწყება Amnesty International-ის დასკვნასაც იშველიებს, სადაც ნათქვამია, რომ

ნათია მეზვრიშვილი - ამ კადრებმა მსოფლიო მოიარა. ბევრმა არ იცის, რომ ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს დღეს წინა რიგებში საამაყო საჯარო მოხელესთან ერთად, ჩვენი გუნდის უნიჭიერესი ახალგაზრდა - ბორჯომის საკრებულოს წევრი კოკა კობალაძე იდგა

ამ კადრებმა მსოფლიო მოიარა. ბევრმა არ იცის, რომ ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს დღეს წინა რიგებში საამაყო საჯარო მოხელესთან ერთად, ჩვენი გუნდის უნიჭიერესი ახალგაზრდა - ბორჯომის საკრებულოს წევრი კოკა კობალაძე იდგა, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. "კოკას წარდგენა არ სჭირდება - საზოგადოება კარგად იცნობს როგორც ნიჭიერ პოეტს. მაგრამ ვიცნობდეთ მას როგორც კარგ პოლიტიკოსს და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ახალგაზრდას

ზურაბ აზარაშვილი - ვამზადებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც მაკონტროლებლის როლი

დავიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, რომლითაც სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში. ამ ცვლილებებით, ვაძლიერებთ სამინისტროს, როგორც რეგულატორისა და მაკონტროლებლის როლს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევ

„სამების ტაძრის ეზოში მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დავუშვებთ“ - საპატრიარქო ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ხარებისა (7 აპრილს) და ბზობის (9 აპრილს) დღესასწაულებზე სამების სახელობის ტაძარში მედიის მხოლოდ აკრედიტებულ წარმომადგენლებს დაუშვებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელევიზიებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა, აკრედიტაციისთვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უნდა მიმართონ.

სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ახალი მოადგილეები წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, მისი მოადგილეები იქნებიან ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე. „როგორც იცით, გიორგი ბურჯანაძემ და ეკა სხილაძემ დატოვეს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე, ორივე მათგანი ჩემთან ერთად გააგრძელებს მუშაობას,“- განაცხადა იოსელიანმა. იპნ

ზაზა თავაძე - ჩინჩალაძე-მურუსიძისთვის ცალსახად მიუღებელი და შეუთავსებელია ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილი, თითზე ჩამოსათვლელი დამოუკიდებელი მოსამართლეები

ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატისთვის რომ ცალსახად მიუღებელი და შეუთავსებელია ჯერ კიდევ აქა-იქ შემორჩენილი, თითზე ჩამოსათვლელი დამოუკიდებელი მოსამართლეები, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მომხდარი ფაქტი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი ზაზა თავაძე წერს. მისი თქმით, ცნობილი გახდა, რომ პარტია "საქართველოსთვის"  გუნდის პოლიტპატიმრების - აკაკი ბართაიას, გელა აბულაძისა და ნოდარ ავდალიანის სისხლის სამართლის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5197 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისთანახმად,დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5197 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5229 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7651 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7795 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. IPN

უნგრეთი მარცვლეულის გარდა, უკრაინიდან თაფლისა და გარკვეული ხორცპროდუქტების იმპორტსაც კრძალავს

უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულის გარდა თაფლისა და გარკვეული ხორცპროდუქტების იმპორტიც აკრძალა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გერგლი გულიაშმა განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთის მიერ მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 25 პროდუქტს მოიცავს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მარცვლეული, რაფსის და მზესუმზირის თესლი, ფქვილი, ზეთი, თაფლი და გარკვეული ხორცპროდუქტები“. იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 30 ივნისამდე იმოქმედებს. ცნობ

,,ახლა გორში არის ასეთი სიტუაცია - ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით ვაშლი მაინც შემოდის" - ასოციაცია

ახლა გორში არის ასეთი სიტუაცია - ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით ვაშლი მაინც შემოდის - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა" და „პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა. ცნობისათვის, 2023 წლის 3 თვეში საქართველომ 415.7 ათასი აშშ დოლარის 1 002 ტონა ვაშლი იყიდა. აქედან, 722 ტონა თურქეთიდან. „თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ჩვენ აბსოლუტურად ყველა პროდუქტი შემოგვაქვს. ახლა გორში არის ასე
×
×
  • შექმენი...