მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მილიონობით ადამიანს კვლავაც არ აქვს წვდომა ფაგის პრეპარატებზე. შედეგად, პაციენტები ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ დაუცველები არიან.
სწორედ გლობალური პრობლემის გადაჭრა დაისახა მიზნად თითქმის 100 წლიანი გამოცდილების მქონე ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“, რომელიც ანტიბიოტიკების ალტერნატიულ საშუალებებს აწარმოებს.
სულ ახლახანს, საწარმოში მოდერნიზაციის პროცესი დასრულდა. 17,5 მილიონი ლარის (€6,000,000) 2-წლიანი საინვესტიციო პროექტი ევროკ
ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შემცირებას, გააუქმოს მთავრობისა და ქნესეთის გადაწყვეტილებები.
ორივე კანონპროექტს 120-ადგილიან ქნესეთში 63-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 47 ი
კიევში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვიზიტის დროს, 20 თებერვალს, რუსეთმა წარუმატებლად გამოცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი“, რომელსაც დასავლეთში „სატანას“ უწოდებენ. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს აცნობა შეერთებული შტატების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
წყაროების თანახმად, აშშ რუსეთისგან წინასწარ იყო ინფორმირებული ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ და მას ვაშინგტონი არ განიხილავდა საფრთხედ, ანომალიად და ესკალაციად.
CNN-ის რესპონდენტები მიიჩნ
ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ - ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გასაგებია ყიფიანის აგრესიული რიტორიკა, რადგან მას კანონპროექტი ამოქმედების შემთხვევაში პირდაპირ შეეხებოდა და, როგორ ჩანს, დასამალი მასაც ბევრი აქვს.
„ვიცი, რომ ეს კაცი ბ
როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი ვერასდროს გახდები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
როგორც მან განმარტა, ვიქტორ ყიფიანი უკვე კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ა
მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ჟურნალისტებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დაუსვეს შეკითხვები.
7 მარტს ჰააგამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, დაკავების ორდერი გასცა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა და დაკავების ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ არ ნიშნავს.
„დამნაშავის იდენტიფიცირება ეს სასამართლოს საქმეა, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს – საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გ
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა დღეს კიევში ჩავიდა, იტყობინება იაპონიის საინფორმაციო სააგენტო Kyodo. ვიზიტის შესახებ წინასწარ არ გამოუცხადებიათ.
კისიდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია უკრაინელი ლიდერის მონაწილეობისას „დიდი შვიდეულის“ ონლაინ სამიტში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავს მიეძღვნა. იაპონია ამჟამად „დიდი შვიდეულის“ მორიგე თავმჯდომარეა.
როგორც მოსალოდნელია, ზელენსკი და კისიდა ითათბირებენ იაპონიის დახმარებაზე ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის საქმეშ
შინაგან საქმთა სამინისტროს განცხადებით, 14, 15, 16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ, რა დროსაც ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს.
უწყების განმარტებით, სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე საერთო ჯამში, დაახლოებით, 1500 ადამიანია დასახლებული, რომელთა შორის მხოლოდ 20% -ია სტუდენტი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივ რეჟ
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორთა საბჭომ პარასკევს დაამტკიცა პაკეტი უკრაინისთვის დახმარების სახით, ოთხწლიანი ტრანშის, 15,6 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.
Reuters-ის ინფორმაციით, ეს ტრანში 115 მილიარდი დოლარის მოცულობის უფრო დიდი საერთაშორისო პაკეტის ნაწილია. გამოყოფილმა თანხამ უნდა დააკმაყოფილოს გადაუდებელი საჭიროებები უკრაინისთვის, რომელიც ერთ წელზე მეტია იცავს თავს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ფართომასშტაბიან ომში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესსამსახურის ცნობით, ფონდის
სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.
ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა.
ქალთა თანასწორუფლებიანობის ნაწილში, ანგარიშში საუბარია სექსუალური შევიწროების შესახებ შესახებ და ნათქვამია, რომ გასულ წელს სახალხო დამცველს, აქტიურად მიმა
31 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა და მოუწოდა მმართველ გუნდს, რომ აღასრულოს ხალხის ნება - ის, რისთვისაც ამდენი მსვერპლი გაიღო ჩვენმა ერმა, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.
მისი თქმით, არავის აღარ სჯერა მმართველი გუნდის ნაამბობის იმის შესახებ, რომ ჩვენ ევროპა ომში გვითრევს.
"უთუ თქვენ ამის გჯერათ? ნუთუ დღეს პარლამენტში უნდა იყოს წყენები იმის თაობაზე, თუ ვინ დაუჭირა მხარი პრ
„ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება, კანონდამრღვევი კი დაჯარიმდება.
ამის შესახებ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს.
აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიან
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისთანახმად,დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5197 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5229 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7651 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7795 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
IPN
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა.
აღნიშნულის შესახებ ბრძანება რუსეთის ოფიციალურ საკანონმდებლო ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
იპნ
„[ლიბერალიზმი] პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვის“, – ასე შეაფასა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის ჰომოფობიური და ტრანსფობიური გამოსვლა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
„ჩემი აზრით, ჩვენს ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ლიბერალიზმი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ამას არ შევხედოთ რელიგიური და მორალური პრიზმიდან, პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვისა თუ შენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც ის თავის გერმანელ კოლეგას, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, მოგვიანებით კი კანცლერ ოლაფ შოლცსაც შეხვდება.
ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია გერმანიაში ომის დაწყების შემდეგ. გუშინ კი უკრაინის ლიდერი იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და რომის პაპთან აუდიენცია გამართა.
მოგვიანებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კონტრიერიში, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, მალე დაიწყება.
ავ
უკრაინაში, დნიპროში სამედიცინო დაწესებულებაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა.
დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის თქმით, ჯერ კიდევ ეძებენ 3 ადამიანს, რომელიც იმ დროს კლინიკაში უნდა ყოფილიყვნენ. აფეთქების ადგილას ადამიანის სხეულის ნაწილებიც იპოვეს.
თავდასხმის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულებს შორის არიან ექიმები და მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. ლისაკის ინფორმაციით, 13 დაშავებული საავ
დნიპროში, საცხოვრებელ უბანში, რუსული საჰაერო იერიშის შედეგად 2 წლის გოგონა დაიღუპა, ხოლო 22 პირი კი დაშავდა.
დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის განცხადებით, გოგონას ცხედარი ნანგრევებიდან ღამით ამოიყვანეს.
მისივე თქმით, დაშავებულთაგან ხუთი ბავშვია, სამი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
იპნ
მრავალწლიანი ლოდინის და სამოქალაქო და საერთაშორისო ბუნებისდაცვითი ორგანიზაციების ძალისხმევის შემდეგ, 2023 წლის 1 იანვარს რაჭაში პირველი დაცული ტერიტორია შეიქმნა. ტერიტორიები მოიცავს 50 835 ჰექტრის ფართობის ეროვნულ პარკსა და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას.
სხვადასხვა დაბრკოლების ფონზე რაჭის დაცული ტერიტორიების საბოლოოდ შექმნა დადებითად ფასდება, თუმცა რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ტერიტორიები ბუნებისდაცვითი თვალსაზრისით დაცული ტერიტორიების კრიტერიუმებს, ამ საკითხს კითხვის ნიშნ
რუსეთი ომს წააგებს თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებას მიაღწევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენი გმირი ხალხი, ჩვენი სამხედროები ფრონტზე ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან. ვინაიდან რუსეთისთვის ამ კამპანიის [კონტრშეტევის] წაგება, ვიტყოდი, რომ ფაქტობრივად ომის წაგებას ნიშნავს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ხაზიდან სიახლეები “ძირითადად პოზიტიური, მაგრამ ძალიან რთულია”.
ipn
საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდე
“ხელისუფლებაში მოსვლაც უნდა შეგეძლოს და ოპოზიციაში წასვლაც უნდა შეგეძლოს, მაგრამ არა ისე, რომ, როცა ოპოზიციაში მოდიხარ გრამი რეიტინგი აღარ გაგაჩნია და ფაქტობრივად გაღარიბებული ხარ ამ კუთხით, არამედ ისევ რეიტინგული ხარ, ისევ მოთხოვნადი ხარ და უკვე სხვა აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ ლანდშაფტს ქმნი ქვეყანაში. სულ სხვა პოლიტიკური კონკურენცია მიიღება ამ შემთხვევაში.”
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი
10000000_1004496800834745_6677027488
თელ-ავივზე ნახევარი საათის შუალედით ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთამ, „ალ-კასამის ბრიგადებმა“ აიღო.
„ალ-კასამის ბრიგადებმა“ განაახლეს თელ-ავივის დაბომბვა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სიონისტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ“, - აცხადებენ „ალ-კასამის ბრიგადებში“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და 3 ა
პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილობით მიმართვას.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ გამოხატავს მზაობას, კვლავ მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში.
ამ მიზნით, ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, რომ დროულად მოახდინოთ შესაბამისი საპარლამენტო სამუშაო ფორმატების ინიცირება.
„საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდ
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
იპნ