Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    887.468

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დათო ტურაშვილი სასწრაფოს მანქანამ პირდაპირი ეთერიდან საავადმყოფოში გადაიყვანა

დათო ტურაშვილი სასწრაფოს მანქანამ პირდაპირი ეთერიდან საავდმყოფოში გადაიყვანა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინგა სამხარაძე წერს: “ეთერიდან, სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ტურიკა! თქვე ჩმორებო – მიხეილ ყაველაშვილო, დავით კაჭარავა!!! თქვე მონებო!”  

დათო ტურაშვილი კლინიკიდან გაწერეს

მწერალი დავით ტურაშვილი, რომელიც გუშინ, 19 მარტს, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გახდა ცუდად, კლინიკიდან გაწერეს. როგორც მისმა შვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი მდგომარეობა ახლა ნორმალურია. "ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - გვითხრა ანაკო ტურაშვილმა. ასევე ნახეთ პაპუაშვილი ტურაშვილზე: სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება 19 მარტს გადაცემა "მე-17 სარ

დათო ტურაშვილი ახლა უკეთაა, თუმცა დღეს კლინიკაში დარჩება – ანაკო ტურაშვილი

მწერალი დათო ტურაშვილი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბირგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ნეტგაზეთს მწერლის შვილმა ანაკო ტურაშვილმა განუცხადა, დათო ამჟამად შედარებით უკეთ არის, თუმცა მას დღეს მაინც დატოვებენ კლინიკაში. “გულის კლინიკაშია, ახლა ნორმალურად არის, მაგრამ ძალიან ინერვიულა და გული აწუხებს, ალბათ, იცით და მაქსიმალურად ყველას ვთხოვ არ დაურეკოთ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”, – უთხრა ანაკო ტურაშვილმა ნეტ

დათო გორგილაძე: პირველ არხზე ჩემი გადაცემა აღარ გავა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე გადაცემას ხურავს. ამის შესახებ არხის თანამშრომლების ნაწილი უკვე ფლობს ინფორმაციას. მომავალი წლიდან არხის ეთერში აღარ გავა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე". წყაროსგან მიღებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა თავად გადაცემის წამყვანმაც. "მომდევნო წლიდან "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. არხის ხელმძღვანელობისგან მოყვანილი მიზეზი ფინანსური რესტრუქტურიზაცია

დათა ქაჯაია – პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან

ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა. 700-ცხენისძალიანი The 488 CHALLENGE EVO პირველი ფერარია, რომლითაც დათა GT მიმართულებით უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე ოფიციალურად წარდგა და რომლითაც კარიერის ახალ ეტაპზე ახალი წარმატებების გზას დაადგა. რბოლა გერმანიაში, ქალაქ ჰოკენჰაიმში გაიმართა. ქართველი მრბოლელი და Shell-ის ბრენდამბასადორი მასში „თე

დათა თავაძის დადგმული „კავკასიური ცარცის წრე” ლატვიის საზოგადოებრივი მედიის ჯილდოს ნომინანტია

დათა თავაძის მიერ ლატვიაში, თეატრში „Dailes”, დადგმული „კავკასიური ცარცის წრე” მოხვდა ყოველწლიური, ლატვიის საზოგადოებრივი მედიის ჯილდოს 5 ნომინანტს შორის. სპექტაკლის სცენოგრაფია ეკუთვნის ქეთი ნადიბაიძეს, ხოლო მუსიკალური გაფორმება — ნიკა ფასურს. სპექტაკლის პრემიერა შედგა 2023 წლის 24 მარტს. ფოტო გარეკანზე: Dailes teātris ნეტგაზეთი

დაზიანების აღმოფხვრას, სავარაუდოდ, 1 კვირა დასჭირდება - მერიაში GWP-სთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ დაზიანების აღმოფხვრას, დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება. „დედაქალაქის მერთან ერთად გვქონდა კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესებია, რამაც დააზიანა სასმელი წყლ

დავიწყეთ განხილვა, რა იქნებოდა პასუხი, თუკი კანონი ამოქმედდება, გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, 27 მაისს საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს, რითი შეიძლება, უპასუხონ საქართველოში რსრული კანონის ამოქმედებას. ამის შესახებ ბორელმა ბრიუსელში საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დღეს, 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. ასევე კომიტეტმა ხელახლა დაუჭირა მხარი რუსული კანონის პირვანდელ ვერსიას.

დავიღალეთ იმის მოსმენით, რომ თითქოს საქართველოს ომში ჩართვას ვცდილობთ — კალიურანდი

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესისა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ლიდერები “კრემლის სახელმძღვანელოს” შესაბამისად საუბრობენ. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ვრცელი კრიტიკული გამოსვლა მას დღეს, 8 ივნისს, ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე ჰქონდა. ევროპარლამენტარმა, რომელ

დავითულიანი ბრეგაძეს: სააკაშვილი რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას ხომ არ საჭიროებს?

საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. მას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შეკითხვა დაუსვა უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა. ბექა დავითულიანმა ჰკითხა რატი ბრეგაძეს, თუ მიხეილ სააკაშვილი არის „მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში“, არსებობს თუ არა ამის შესახებ შესაბამისი სპეციალისტების დასკვნა. იუსტიციის მინისტრი ამ კითხვაზე პასუხს მოგვიანებით გასცემს, მანამდე ისევ უმრავლესობის დეპუტატების შეკითხვებით გრძელდება პლენარულ

დავითულიანი EU-ში გაწევრების შეჩერებაზე: არა უშავს

„ქართული ოცნების” წევრი, ბექა დავთულიანის თქმით, „არა უშავს”, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია. ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკისვე განცხადებით, შეჩერდება ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის სექტორის 30-მილიონევროიანი დახმარება. მიზეზი რუსული კანონი და მმართველი პარტიის არადემოკრატიული ნაბიჯებია. ბექა დავითულიანის შეფასებით, ევროკავშირის ამ გადაწყვ

დავითაშვილმა არ უპასუხა კითხვებს ჩინეთში გამართულ ბანკეტზე, რომელსაც პუტინთან ერთად ესწრებოდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა არ უპასუხა კითხვებს ჩინეთში გამართულ ბანკეტზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ესწრებოდა. საუბარია 18 ოქტომბერს ჩინეთში „სარტყელი და გზის“ ფორუმის ფარგლებში გამართულ ბანკეტზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქართულ მედიაში თავდაპირველად „ტაბულამ“ 27 ოქტომბერს გაავრცელა. ბანკეტის ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი სი ძინპინის სიტყვით გამოსვლას მაგიდების გარშემო მ

დავითაშვილი: საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ ყოფნას 30 დღით შეძლებენ

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობას ერთჯერადად 30 დღის განმავლობაში შეძლებენ. მისივე განმარტებით, ეს ზუსტად იგივე რეჟიმია, რაც საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის აქვს დაწესებული. ლევან დავითაშვლის თქმით, ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, უვიზო მიმოსვლის გააქტიურება კი მისი მხრიდან „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”. ჩინეთის მეირ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებაზე განცხადება

დავითაშვილი ადრეული გაფრთხილების სისტემებზე 2018 წლის განცხადებას განმარტავს

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 2018 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა უნდა შექმნილიყო. შოვში მომხდარი სტიქიის ფონზე დავითაშვილის 2018 წლის განცხადება განხილვის თემა გახდა, რასაც მინისტრი „სპეკულაციასა და პოლიტიკური ქულების დაწერის“ მცდელობად აფასებს. დავითაშვილი შოვში მომხადარი სტიქიის ფონზე „შეუსაბამოდ“ მიიჩნევს ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავშირებით მისი ძველ

დავით ხიდაშელი - საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია, მე მთავრობის არ მწყინს, კანონმდებლობაა შესაცვლელი - მე როგორ დამიცავს, თავისი თავი ვერ დაუცვია?

საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია - მე მთავრობის არ მწყინს, უბრალოდ კანონმდებლობაა შესაცვლელი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით ადამიანს საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია. „საქართველოს კანონმდებლობა ისეა შექმნილი, რომ მთავრობა ნამდვილად უსუსური და დაუცველია. ის მოქმედებს კანონის ფარგლებში და ამ კანონით თავისი თავი ვერ დაუცვია. ვისაც რა უნდა იმას იტყვის, რასაც უ

დავით ხიდაშელი - ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის, არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ბიზნესმენს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია 49 წლის ვადით მხოლოდ 11 ლარად გადასცა, ტყუილია. როგორც დავით ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მან მხოლოდ ნადირობის ლიცენზია შეიძინა. „ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს. პირიქით, ხალხი უნდა დაასაქმონ, ტყის გასასუფთავებლად, თან ბევრი. წაიკითხეთ და გაეც

დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლებია საუბრობს ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის მზარდ პრობლემაზე. ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალაში წერია, რომ მაღალი დონის კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ბიზნესმენები გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ სხვადასხვა სარგებელს იღებენ. TI წერს, რომ ბოლო წლებში ამის კარგი მაგალითია რუსული კავშირების მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომლის ჩართულობა პოლიტიკურად მოტივირებულ „კარტოგ

დავით ქაცარავა კლინიკის დატოვების შემდეგ - ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა. როგორც მან კლინიკის დატოვებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოკუპაციის ხაზს და ქუჩაში პროტესტს. „ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, იმიტომ, რომ მათ სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი უბრალოდ ჯალათები არიან. იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა, რომელიც საკმაოდ ბრუტალური იყო. ეს ხდება ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე სასტიკად გამის

დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 78-ხმით (2 წინააღმდეგი) მიიღო. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით პარლამენტს თავად სერგეენკომ მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ სერგეენკოს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. დავით სერგეენკო საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო. იპნ

დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დავით სერგეენკოს, რომელიც სხდომებს ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ არ დასწრებია, დეპუტატის უფლებამოსილება უწყდება. საკითხი განსახილველად შეტანილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 14 ივლისის სხდომის დღის წესრიგში. რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა დეპუტატმა დაარეგისტრირა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონპროექტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლებიც სა

დავით სერგეენკო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელზეც გავლენა არ აქვს არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკოს განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭო დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, მაგრამ ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან. სერგეენკოს არ მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევით ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქრება. „არ მგონია, რეკომენდაციების შესრულების პროცესს რაიმე საფრთხე დაემუქროს, რადგან ეს მართლაც სტრატეგიული ნაბიჯია და ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს წლის ბოლომდე.

დავით სანაკოევი - ჰააგის სასამართლოს ჩვენი დამნაშავეებად წარმოჩენა, ხოლო რუსეთის აგრესორად გამოყვანა სურს - საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებები საქართველოში შექმნილი ვითარების გამოძიების დასრულების და სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ მიუთითებს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც რუსეთს აგრესორად წარმოაჩენს, რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატმა დავით სანაკოევმა რუსულ სააგენტო TASS-ს განუცხადა. „ის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება ამ ფორმით ახლა დასრ

დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის ოსკარით დააჯილდოვეს

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის „ოსკარით“ დააჯილდოვა. ჯილდო ქართველმა მორაგბემ „ჟერლანის“ სტადიონზე გამართულ ცერემონიალზე მიიღო. ნინიაშვილი გახდა მეორე ქართველი მორაგბე, რომელსაც აღნიშნული ინდივიდუალური ტიტული გადასცეს. 2013 წელს გამოცემამ „ოსკარი“ ქართული რაგბის ლეგენდას, მამუკა გორგოძეს მიანიჭა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით ნინიაშვილი „ლიო

დავით ნარმანია - სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე რუსთავში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრებმა რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების შესახებ შპს „რუსთავის წყლის“ პრეზენტაცია მოისმინეს და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. „მოვისმინეთ კომპანიის გეგმა და ადგილზე გა

დავით ნარმანია - დეკემბერში მარეგულირებელ კომისიას უწევს ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას არ ველოდებით

ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. „როცა რამე სახის ტარიფზე ინფორმაციას გაიგებთ, ეს მარეგულირებელ კომისიაში აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, რადგან ჩვენ ვართ ის უწყება, ვინც ტარიფებს ვადგენთ და ყველაზე კარგად ვიცით, როდის რა არის მოსალოდნელი. ვინაიდან მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება სამწლიანი სატარიფო ვადა, მარეგულირებელ კო
×
×
  • შექმენი...