Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.981

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ ცხვარიჭამიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მირიან კუკავას განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობისთვის ორ

მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. რელიგიური სწავლების თანახმად, ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - „ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება, კანონდამრღვევი კი დაჯარიმდება

„ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება, კანონდამრღვევი კი დაჯარიმდება. ამის შესახებ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიან

მიხეილ დაუშვილი: კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ

კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის. მისი თქმით, პირველ რიგში ოპოზიციამ 50 ხმის მობილიზება უნდა გააგრძელოს. „კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფო

აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოაცხადა

აშშ-მა უკრაინისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პაკეტი მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და მისი შეიარაღებული ძალების საარტილერიო ჭურვების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა. მასში შევა: საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები და საბრძოლო მასალა; დასავლური გამშვები მოწყობი

ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა. აღნიშნულის შესახებ ბრძანება რუსეთის ოფიციალურ საკანონმდებლო ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა. იპნ

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას და დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ უკრაინის პირველი პირის საქართველოს პრეზიდენტისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. ზელენსკის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას.

თბილისის მერია მუხიანელების პროტესტს პასუხობს: სტადიონის ადგილას კორპუსების მშენებლობა ნამდვილად იგეგმება

თბილისის მერიამ მუხიანის მოსახლეობის ნაწილის პროტესტის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გობრონიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის ადგილზე კორპუსების მშენებლობა ნამდვილად იგეგმება. მერიის ცნობით ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა 2008 წელს დამტკიცდა, თუმცა, პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა. „ბოლო კორექტირებით, რომელიც 2019 წლით თარიღდება, პროექტის გაკეთილშობილება მოხდა, კერძოდ, შემცირდა განაშენიანების ინტენსივობის ფართობი 5 268 კვ.მ.-ით. ასევე, ნაცვლად შვიდი 16-სართული

დნიპროში საცხოვრებელ კვარტალში რუსული საჰაერო იერიშის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა, არიან დაშავებულები

დნიპროში, საცხოვრებელ უბანში, რუსული საჰაერო იერიშის შედეგად 2 წლის გოგონა დაიღუპა, ხოლო 22 პირი კი დაშავდა. დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის განცხადებით, გოგონას ცხედარი ნანგრევებიდან ღამით ამოიყვანეს. მისივე თქმით, დაშავებულთაგან ხუთი ბავშვია, სამი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში არიან მოთავსებული. იპნ

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კატასტროფის ზონაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სამაშველო ოპერაციაში ჩართვისკენ მოუწოდა. მისი მტკიცებით, ვითარება ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში აბსოლუტურად კატასტროფულია. „ოკუპანტებმა უბრალოდ მიატოვეს ხალხი ამ საშინელ პირობებში. გადარჩენის გარეშე, წყლის გარეშე. ეს არის რუსეთის კიდევ ერთი გაცნობიერებული დანაშაული“, აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, საჭიროა მსოფლიოს მკაფიო და სწრაფი რეაქცია იმაზე, რ

“შესაძლებელი გახდა ეტაპობრივი ამუშავება” — რა ხდება ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ განცხადებას ავრცელებს და ეტაპობრივი ამუშავების შესახებ იუწყება. მანამდე, აეროპორტში მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ განაცხადეს, რის მიზეზადაც უამინდობა დაასახელეს. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ეტაპობრივი ამუშავება. შედეგად: რეისები შემდეგი მიმართულებით: ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-პოზნანი, ქუთაისი- პრაღა გაფრინდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტანდა

წყნეთში 16 წლის მოზარდი დაიღუპა – სავარაუდოდ, მას სკვერში დენმა დაარტყა

წყნეთში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. ჟურნალისტებთან ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიჭი სკვერში ელექტროგაყვანილობამ იმსხვერპლა. როგორც ისინი ჰყვებიან, ამ ადგილას ბავშვები თამაშობდნენ. ახლო-მახლო კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სასწრაფოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ექიმებს ბავშვი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა, მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ელექტროობასთან ან ელექტროგაყვანილობასთან. ნეტგაზეთი ცდილო

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, 2024 წლის არჩევნებზე ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა

ფაქტობრივად დაიწყო წინასაარჩევნო წელი და 2024 წლის შემოდგომაზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დადგება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა საქართველო. „ახალ უმკაცრეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც პროცესები ჯერ მხოლოდ ირევა და

თელ-ავივზე ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, არიან დაშავებულები

თელ-ავივზე ნახევარი საათის შუალედით ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთამ, „ალ-კასამის ბრიგადებმა“ აიღო. „ალ-კასამის ბრიგადებმა“ განაახლეს თელ-ავივის დაბომბვა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სიონისტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ“, - აცხადებენ „ალ-კასამის ბრიგადებში“. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და 3 ა

ბექა ლილუაშვილი - საქართველოს მოქალაქეების მოლოდინია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უსაფრთხოების დარეგულირება. ამის გზა კი არის ევროკავშირში გაწევრიანება (ვიდეო)

“საქართველოს მოქალაქეების მოლოდინია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უსაფრთხოების დარეგულირება. ამის გზა კი არის ევროკავშირში გაწევრიანება. “ოცნება” ამ პროცესის შეფერხებას ცდილობდა ირიბი თუ პირდაპირი გზით, თუმცა ხალხის დამსახურებით მივედით სტატუსამდე. ახლა კი მთავარია რეფორმები განვახორციელოთ, გადავიდეთ საქმის კეთებაზე და დავიწყოთ მოლაპარაკებები.”  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. იპნ

იენს სტოლტენბერგი - ვლადიმერ პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა, ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი - უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს. „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელებული შეჭრის მიზანი იყო, არ დაეშვათ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ შეჭრიდან თითქმის ორი წლის ომის შემდეგ, უკრაინა ნატო-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა dpa-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხ

ანა ბუჩუკური - კობახიძეს ვურჩევდი, "ტიკ-ტოკზე" ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს. მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება

მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი - კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ- ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს - მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძეს უპასუხა. ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან "ქართული ოცნების" ლიდერები და გახარიასთან დაკავშირებულ საკითხზე თავად ივანიშვილმა უნდა ისაუბროს საჯაროდ. "მე არ ვიცოდი, რომ ირაკლი კობახიძე ჩემი პერსონალური "

გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - მოძრაობა „ხმა"

გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე მოძრაობა „ხმის” წევრები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს მოძრაობა „ხმა“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მათ ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,  რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. შსს

ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძეს -  რატომ აძლევთ საშუალებას მიხეილ სააკაშვილს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია სასამართლო დარბაზიდან, როცა მას ამის უფლება არ გააჩნია? (ვიდეო)

ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძეს:  რატომ აძლევთ საშუალებას მიხეილ სააკაშვილს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია სასამართლო დარბაზიდან, როცა მას ამის უფლება არ გააჩნია?  თქვენ ცნობილი ხართ ტყუილებით, ჭორაობით, თქვენ 2012 წლის გამარჯვების სახეც არ ხართ. თქვენი აზრით, რა დამსახურებით დაგნიშნათ ივანიშვილმა პრემიერად? ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1569468303883950/

ბერდი სიჭინავა - ნაც.მოძრაობა" სადაც ზის იქ შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობა, მომავლის საკითხებზე მსჯელობა ვერ ხერხდება, ამ გუნდს შინაარსობრივი საუბრის კომპლექსი აქვს (ვიდეო)

"ნაც.მოძრაობა" სადაც ზის იქ შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობა, მომავლის საკითხებზე მსჯელობა ვერ ხერხდება, ამ გუნდს შინაარსობრივი საუბრის კომპლექსი აქვს.  ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/378409831461978/

15 და 27-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლები ახმეტელის თეატრიდან დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს - „გილდია“

დამოუკიდებელი პროფკავშირის, „გილდიის“ განცხადებით, ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრიდან, დასაბუთებისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს 27 და 15-წლიანი სტაჟის მქონე 2 კაპელდინერი. თეატრის თანამშრომლები, გაურკვეველი მიზეზით, იანვარში გაათავისუფლეს. „გილდია“ აცხადებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ  დადების შედეგად გრძელდებ

ლილუაშვილი - რუსთავის იერსახის ფასად, განაშენიანების პრინციპების დარღვევის ფასად, მხოლოდ და მხოლოდ, კორუფციულად ფულის საშოვნად "ოცნებამ" და "ნაც.მოძრაობამ" ერთად მხარი დაუჭირეს კობახიძე-კალაძის დაჯგუფების - არქის კონკრეტულ პროექტს

"რუსთავის იერსახის ფასად, განაშენიანების პრინციპების დარღვევის ფასად, მხოლოდ და მხოლოდ, კორუფციულად ფულის საშოვნად "ოცნებამ" და "ნაც.მოძრაობამ" ერთად მხარი დაუჭირეს კობახიძე-კალაძის დაჯგუფების - არქის კონკრეტულ პროექტს, რომელსაც რუსთავის თავმჯდომარემ მხარი არ დაუჭირა, ამ ყველაფრის გამო კი რუსთავის მერმა რუსთავის სასამართლოს უჩივლა სასამართლოში. "  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7210

სოლოვიოვი: 2008-ში საქართველოს პრობლემა რომ მოგვეგვარებინა, სომხეთთან სახმელეთო საზღვარი გვექნებოდა

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი ნანობს, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველო არ დაიპყრო და მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთს დღეს სომხეთთან პრობლემები არ ექნებოდა. 25 თებერვლის გადაცემაში, რომელშიც სომხეთ-რუსეთის გაუარესებულ ურთიერთობებს განიხილავდნენ, სოლოვიოვმა განაცხადა: „არ იქნებოდა საზღვარი არც საქართველოსთან და არც სომხეთთან. [იქნებოდა ისე], როგორც უნდა იყოს“, – უპასუხა მას კოლეგა-პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა, რასაც სოლოვიოვიც დაეთანხმა. ბოლო დროს

ალექსანდრე მოწერელია - სავალალო მდგომარეობა შეიქმნა ბალდის კანიონთან დაკავშირებით, “ოცნების” ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად

"სავალალო მდგომარეობა შეიქმნა ბალდის კანიონთან დაკავშირებით, ხოლო “ოცნების” ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მინდა მოვუწოდო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სანამ უფრო მძიმე შედეგი დამდგარა, დროულად ჩაერიონ აღნიშნულ საკითხში."  ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1355802328459187/
×
×
  • შექმენი...