Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.926

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დღეს ბზობაა

მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამო

დღეს აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რეჟისორი გიორგი ლიფონავა

დღეს აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რეჟისორი გიორგი ლიფონავა. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, სამივე დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით. აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო აქცია დასრულდა. პოლიტიკოსებმა მოქალაქეებს ხვალ, 19 საათზე პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდეს. ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა მსვლელობა დაიწყეს აღმაშენებლის ხეივანზე. პოლიცია მსვლელობის მონაწილეებს უფლებას არ აძლევს გზის სავალი ნაწილი

დღეს 17:00 საათზე 9 ქალაქში ქალების მარში გაიმართება, 19:00-ზე - ახალგაზრდების მორიგი აქცია

დღეს საქართველოს 9 ქალაქში ანტირუსული საპროტესტო აქციები გაიმართება. თბილისში, ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში 17:00 საათზე ქალთა მარში დაიწყება რუსული კანონის წინააღმდეგ. 19:00 საათზე კი თბილისში ასევე დაგეგმილია ახალგაზრდების მორიგი აქცია. ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე გუშინაც შეიკრიბნენ, მათ მსვლელობა გამართეს და გმირთა მოედანთან ფიცი დადეს. მსვლელობის დროს პარალეიზებული იყო თბილისის ცენტრალური ქუჩები. პუბლიკა

დღემდე სანქცირებული „ქართული ოცნების" წარმომადგენლები | სია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს ერთიან სიას „ქართული ოცნების” იმ მაღალჩინოსნების, რომლებიც დასავლეთმა დაასანქცირა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სანქცირებული 150-ზე მეტი პირისგან მხოლოდ 45-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სავიზო შეზღუდვებია დაწესებული. ბიძინა ივანიშვილი – სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვა: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი; ეკონომიკური და ფინანსური სანქციები (სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვის ჩათვლით): უკრაინა; ირაკლი კობახიძე – სავიზო და სა

დღეის მდგომარეობით, გურიის მხარეში შემოწმებულია 800-მდე სახლი და 300-ზე მეტ სახლზე არის რეკომენდაცია, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ რეგიონში აქტიურად მუშაობენგეოლოგები. დღეის მდგომარეობით, მათ მიერ შემოწმებულია 800-მდე სახლი და 300-ზე მეტ სახლზე არის გაცემული რეკომენდაცია, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება. ,,8 სექტემბრის სტიქიურმა უბედურებამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა გურიის რეგიონს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე საცხოვრებელი სახლები. სამწუხაროდ, სტიქიას არ ჩაუვლია მსხვერპლის გარეშე

დღეიდან, დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 18 მარტიდან რეფერენტული ფასი, დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. უწყების ინფორმაციით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს და აღნიშნული მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება. მათივე ცნობით, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან. „რეფორმის მიზანი ქვეყან

დღეიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება

2023 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 10%-ით იზრდება. ამ მიმართულებით “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევას ყოველწლიურად გამოიწვევს. საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების ახალი წესი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო და დღეიდან ძალაშია.

დღეიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შედის

დღეიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე მიმდინარე წლის 28 მაისიდან, საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. როგორც საგარეო საქმეთა

დღეიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო

14 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქსტატის ინფორმაციით, მონაცემთა შეგროვების პროცესი 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერ

დღეიდან ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება

დღეიდან ევროპაში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი იკრძალება. როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ წერს, საქმე ეხება ბენზინს, დიზელს, ნავთსა და მაზუთს. აღნიშნული აკრძალვა ამოქმედდა ევროკავშირის მიერ ჯერ კიდევ ივნისში დამტკიცებული სანქციების საფუძველზე. ევროკავშირმა 2022 წლის 3 ივნისს დაამტკიცა ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, ის 2022 წლის 5 დეკემბერს შევიდა ძალაში. გამონაკლისი შეეხო ბულგარეთს. ასევე, შეზღუდვები

დღეიდან ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

დღეს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც ორივე ქვეყანას ეს წინსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ გზა იქნება შესაძლებლობებით სავსე. ამ დღეს ისტორიული უწოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ და დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სრულიად ევროკავშირს. 7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანა

დღეიდან ამოქმედდება ჩვენი გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი - ოპოზიცია

სამი ოალიციისა და 1 პარტიის ლიდერებმა ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, რომ დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საზოგადოებას “მუდმივად მიაწვდის განახლებებს და შეფასებებს პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა ჰქონდეთ ადეკვატური ინფორმაცია ყველაფერ იმაზე, რაც ხდება”. publika

დღეიდან ამოქმედდა პუტინის გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ

დღეიდან, 15 მაისიდან ოფიციალურად ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება, საქართველოსთან 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 90 დღით, რუსეთში უვიზოდ ყოფნა. პუტინმა ამ ბრძანებულებას ხელი 10 მაისს მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ იმავე დღეს გამოცემული მეორე დოკუმენტით, გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამომოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში

დღეიდან ამინდი გაუმჯობესდება

დღეიდან, ამინდი გაუმჯობესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს კი ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი. „თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში

დღეიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის საფასური იზრდება

2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის გაზრდილი საფასური მოქმედებს. 1-ელ იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის ინიციატივით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასური ძვირდება. კერძოდ, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნა

დუშეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2000 წელს დაბადებული ა.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებ

დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა

ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია სხირტლაძის მეუღლემ, მარინა ნაცვლიშვილმა დაადასტურა. „დიახ, გიდასტურებთ, ნამდვილად დატოვა ტელეკომპანია „იმედი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა Ambebi.ge-სთან საუბრისას. მანამდე დუტა სხირტლაძე „ფეისბუქზე“ აქციის ერთ-ერთი მონაწილის,18 წლის ბიჭის დაკავებას გამოეხმაურა. „ბავშვია, ბიჭო! ბავშვიიიიი! გამოუშვით! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებ

დუმის დეპუტატი მზადაა, ითავოს რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ევგენი პოპოვი ამბობს, რომ მზადაა წარადგინოს წინადადება რუსეთისა და საქართველოს საპალარმენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის შესახებ, იტყობინება „რია ნოვოსტი“. დეპუტატის თქმით, საუბარი არაა „მეგობრობის ჯგუფზე“, მაგრამ ორი ქვეყნის პარლამენტარებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენაში. გუშინ რუსეთის ფედერაციამ გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე. მმართველ გუნდში ამ გადაწვყეტილე

დუდაშვილის ოჯახთან გამოსამშვიდობებლად და მარტო დარჩენილი მამის სანუგეშებლად, ქაშვეთის ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა

"კაცი თოჯინით," - ასე შეარქვა ხალხმა გიორგი დუდაშვილს, რომლის ოჯახიც შოვის სტიქიას ემსხვერპლა. მეუღლისა და ორი ვაჟის ცხედრის პოვნის შემდეგ, დუდაშვილი ნაბოლარა შვილის, ანასტასიას თოჯინით ხელში ეძებდა ანასტასიას. დღეს, შოვის სტიქიიდან 23 დღის შემდეგ, გიორგი დუდაშვილმა ოჯახის ოთხივე წევრი ერთად მიაბარა მიწას. დუდაშვილის ოჯახთან გამოსამშვიდობებლად და მარტო დარჩენილი მამის სანუგეშებლად, ქაშვეთის ეკლესიასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა.  მთავარი არხი

დუდა - პოლონეთს ნატოსგან უკრაინისთვის უსაფრთხოების მეტი გარანტია სურს

პოლონეთი მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მიიღოს ნატოს სამიტზე, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ივლისში გაიმართება, თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 5 აპრილს. "ჩვენ ვცდილობთ ნატოს მომავალ სამიტზე, ვილნიუსში, უკრაინისთვის მოვიპოვოთ... უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის სამხედრო პოტენციალს", - თქვა დუდამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. რადიო თავისუფლება

დსთ-ს გენერალური მდივანი - არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ქართველებს ესმით მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთთან, თანამშრომლობის მნიშვნელობა

არჩევნების შედეგები საქართველოში მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლებს ესმით მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, დამოუკიდებელი კურსისა და თანამშრომლობის შენარჩუნების მნიშვნელობა, - ამის შესახებ დსთ-ს გენერალურმა მდივანმა, სერგეი ლებედევმა განაცხადა. „არჩევნების შედეგები თავისთავად მეტყველებს: ადამიანებს ესმით ქართველი ხალხისთვის ქართველი ერის ინტერესების შესაბამისი დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობა და ეჭვგარეშეა, რომ მეზობლებთან თანამშრომლობა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისე ჩრდი

დრონების იერიში: მოსკოვში დაზიანდა ბიზნესცენტრი, ყირიმში აფეთქდა ტყვია-წამლის საწყობი

მოსკოვს ორი დრონით შეუტიეს,  განაცხადა რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დრონების ჩამოგდება მოახერხა. სობიანინის მტკიცებით, მომხდარის შედეგად ინფრასტრუქტურას სერიოზული ზიანი არ მიადგა. არ არიან დაშავებულებიც. „მედუზას“ ცნობით, ერთი დრონი ბიზნესცენტრს მოხვდა, მეორე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს ჩამოვარდა. ამ დრონის ჩამოვარდნის წერტილთან ახლოსაა სამხედრო უნივერსიტეტიც და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს რა

დროებითი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 19 და 23 წლის პირები დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პოლიციამ რუსული კანონის საწინაარმდეგო აქციების კიდევ ორი მონაწილე  დააკავა სისხლის სამართლის ბრალდებით. უწყების განცხადებით, 19 წლის ო.ო-ს და 23 წლის ს.მ-ს ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანება. ბრალდება მათ პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირის მიზანმიმართულად დაზიანებას ედავება: შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინ

დრანდის ციხიდან გაქცეული პატიმარი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ციხიდან გაქცეული მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ძებნილი 18 სექტემბერს, დილის 7 საათზე, სოფელ კამანის მახლობლად დააკავეს. სოფელ იაშთუხის მკვიდრი, 35 წლის გურგენ კირაკოსიანი დრანდის ციხიდან 13 აგვისტოს გაიქცა. ის ,,მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების" ბრალდებით იყო დაკავებული. ამჟამად კირაკოსიანი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

დონორებმა საქართველოს დაბალი ათვისების 7 პროექტისთვის 2.4 მლნ-ის “ვალდებულების გადასახადი” დააკისრეს

ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისებაზე. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 7 პროექტში, რომელთა ათვისებაც 130 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ 30.6 მილიონით შესრულდა. ამ პროექტების დაბალი ათვისების გამო, საქართველოს მთავრობამ დონორების მიმართ 2.4 მილიონი ლარის ოდენობით გადაიხადა ე.წ. Commitment Fee, რაც ამ პროექტებში ათვისების დონის გათვ
×
×
  • შექმენი...