Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.033.954

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ქუთაისში მაღაზიათა ქსელის საწყობში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ „ჯიბეს” საწყობში ხანძარი გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ადგილზე მათ აფეთქების ხმაც გაიგონეს. პერიმეტრზე ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანებაა, ადგილზე კი სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, შემთხვევას შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე.

Ekho Kavkaza: 30 მარტს ირაკლი ბებუას გაათავისუფლებენ

Ekho Kavkaza ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ 30 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას გათავისუფლებენ – ბებუას 9 წელი ჰქონდა მისჯილი. ე.წ. მინისტრი უარყოფს, რომ ის ვადაზე ადრე თავისუფლდება – როგორც Ekho Kavkaza წერს, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედებს მხოლოდ დროებითი მოთავსების იზოლატორები, რის გამოც სასჯელის ვადა „ერთი ორად“ აითვლება. ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ოკუპ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არჩევნები "ბლოკჩეინის" სისტემით გაიმართება. „კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი შემოიტანეს. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, საუბარი იყო „ფეისბუქ“ პლატფორმაზე, მეორე იყო - “ბლოკჩეინის“ პლატფორმა. ორივე მხარე „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ აღმოჩნდა, ერთი ხმა

ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გამოძიება დაიწყო

თბილისში ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სავარაუდოდ, შეიარაღებული დაპირისპრების საქმეზე, რომელშიც ახალგაზრდები მონაწილეობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთი მანქანა ეჯახება მეორე მანქანას, ირგვლივ რამდენიმე ახალგაზრდაა შეკრებილი. ისმის გინების ხმა, ასევე, სავარაუდოდ გასროლის ხმაც. შსს-ში მედიასთან ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას

ათენში EU-ს გაფართოებაზე არაფორმალურ შეხვედრას საქართველოდან არავინ ესწრებოდა

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ათენში არაფორმალური შეხვედრა 21 აგვისტოს, საღამოს გაიმარათა. შეხვედრას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერები. თუმცა, არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოება განიხილებოდა, არ იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელი. შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაიმართა სალონიკის სამიტიდან 20 წლისთავის აღსანიშნად. 200

რუსულმა ჯარმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნა ჩაატარა

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში წვრთნა ჩაატარეს, რომლის მსვლელობისას სამხედრო ობიექტებზე პირობითი მოწინააღმდეგის ტერორისტული თავდასხმის მოგერიება იქნა დამუშავებული. „აფხაზეთში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზაზე ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფების სამხედრო წვრთნები ჩატარდა. საბრძოლო მდგომარეობასთან მიახლოებულ ვითარებაში იმიტაციის მრავალი საშუალება და ფუჭი საბრძოლო მასალა გამოიყენეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ისევ ცვლის

„ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ისევ ცვლის.  საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღეს, 6 სექტემბერს, წარადგინა. კერძოდ, მმრთველი გუნდის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად  90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად  90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისუ

გიორგი გახარიამ გორში პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან შეხვედრა გამართა (ფოტოები)

გიორგი გახარიას შეხვედრა გორში - პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან:  

ილია სულამანიძე ოლიმპიადის ნახევარფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე ნახევარფინალში გავიდა. სულამანიძემ მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფი ვაზარით დაამარცხა. შეგახსენებთ, საქართველოს ამ დროისთვის ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი

ზელენსკი ბერლინის კინოფესტივალის გახსნის მონაწილეებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს მიმართავს ვიდეო ხიდის საშუალებით. ამის შესახებ იტყობინებიან 73-ე „ბერლინალეს“ ორგანიზატორები. კინოფესტივალის გახსნა დაგეგმილია 16 თებერვლისთვის. ზელენსკის სტუმრების წინაშე წარადგენს ჰოლივუდის ამერიკელი ვარსკვლავი შონ პენი, რომელმაც ფესტივალზე ჩაიტანა თავისი დოკუმენტური ფილმი უკრაინაზე „Superpower-ი.“ ორგანიზატორების თანახმად უკრაინის ლიდერის მონაწილეობა, რომლის ქვეყ

საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან“. „ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის. მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინ

FDA-მ შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის მიერ წარმოებული სწრაფი მოქმედების ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ამის შესახებ ფარმაცევტული გიგანტი იუწყება. Pfizer-ის განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გავა და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება. „FDA-ს მიერ Zavzpret-ის დამტკიცება მნიშვნელოვანი მიღწევაა შაკიკის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც ტკივილისგან გათავისუფლება სურთ და ორალურ პრეპარატებს ალტერნატიულ ვარიანტებს არჩევენ“, —

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა

ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენი უკრაინული ყირიმის ოკუპაციით, სწორედ ყირიმში უკრაინული და ყირიმულ თათრული თავისუფლების, ყირიმელი მუსლიმების წინააღმდეგ რეპრესიებით დაიწყო რუსეთის მცდელობა, მონობაში ჩააყენოს უკრაინა და ცივილიზებული ევროპის სხვა ერები“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ახლა ყირიმში რუსული დროშის ქვეშ ბოროტება ბატონობს - „მიმდინარეობს დამცირებები,

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4858 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7377 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7488 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 8 პირს პატიმრობა მიუსაჯეს, 1 - გამართლდა

თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, დენის დარტყმით 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ბრალდებულიდან 8-ს პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დღეს, 10 ივლისს, გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი მიყენებ

უკრაინელებმა რუსების 30 რაკეტა და 27 დრონი გაანადგურეს

5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 30 რაკეტა და 27 თავდასხმის დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „2023 წლის 5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე რუსმა დამპყრობლებმა მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო და საზღვაო ბაზირების რაკეტებით, ასევე ირანული "შაჰედ-136/131" თავდასხმის დრონებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში. უ

ოზურგეთელი “ფრედი მერკური“, რომელმაც ქუჩა და ინტერნეტსივრცე “აადუღა”

„დილა მშვიდობისა, საქართველოს!“ ეთერში ქუჩის მუსიკოსი დავით ვაშაყმაძე გამოჩნდა, რომელმაც თავისი შესრულებით ქუჩა და ინტერნეტსივრცე დაიპყრო. “დილა მშვიდობისა საქართველომ” ექსპერიმენტი ჩაატარა და ნახა, როგორი ემოციებით შეხვდნენ  ღია სივრცეში ქუჩის მუსიკოს  დავით ვაშაყმაძეს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფენომენალურ ვოკალისტს, ფრედი მერკურს ადარებენ. gurianews.com  

რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი 100-მდე ქართველმა აბიტურიენტმა გამოთქვა – „ტასს“

„დაახლოებით 100-მა“ ქართველმა აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე, წერს რუსული სამთავრობო მედია „ტასს“ საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შვეიცარიის საელჩოში მოქმედ რუსეთის ინტერესების სექციაში ამბობენ, რომ წელს ქართველი აბიტურიენტებისთვის ორასი კვოტაა გამოყოფილი, ხოლო აბიტურიენტებს დიდწილად მოსკოვსა და სანქტ-პეტებურგში სურთ სწავლა. „თუმცა ირჩევენ უნივერსიტეტებს ყაზანში, კრასნოდარში, ასტრახანში, ვოლგოგ

დღეს სვეტიცხოვლობაა

დღეს მცხეთობა - სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია სვეტიცხოველში აღევლინება. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა.  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ის ისრაელში იმყოფება.  მან განმარტა ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტის მიზნები – ბლინკენის თქმით, პრეზიდენტი “ადასტურებს შეერთებული შტატების სოლიდარობას ისრაელის მიმართ”. ბლინკენი ამბობს, რომ ბაიდენი ასევე იმუშავებს ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად.  მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ასევე მოისმენს ისრაელისგან, თუ როგორ წარმართავს

უზბეკეთი უარს ამბობს რუსეთთან და ყაზახეთთან საგაზო კავშირის შექმნაზე

უზბეკეთი მზად არის გააფორმოს რუსეთთან კომერციული კონტრაქტი გაზის მიწოდების თაობაზე, მაგრამ ის არ აპირებს შეუერთდეს მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ საგაზო კავშირს რუსეთთან და ყაზახეთთან, - Reuters-სი თანახმად ამის მის შესახებ უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ტაშკენტი არასოდეს მიიღებს გაზის სანაცვლოდ შეთავაზებულ პოლიტიკურ პირობებს. მოსკოვი და ტაშკენტი მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსული გაზის მიწოდებაზე მეზობელი ყაზახეთის გავლით, მაგრამ "ეს იქნება ტ

სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა

სტამბოლში უამინდობის გამო, თბილისის მიმართულებით ოთხი ავიარეისი გაუქმდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, გაუქმებულია სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ავიაკომპანია „პეგასუსის“ ორი ავიარეისი და „თურქეთის ავიახაზების“ ორი ფრენა. მათივე ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს და სხვა რეისები გეგმურად სრულდება.

დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა, მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. მთელი საქართველოს მასშტაბით, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა.

ჰერჩინსკი: ხელისუფლებას გადავეცი პოზიცია, რომელიც 27-მა ქვეყანამ შეათანხმა ბრიუსელში

ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ საქართველოს ეკონომიკის მინისტრს დემარში გამოუცხადა. დიპლომატების დემონსტრაციული ქმედება რუსეთთან პირდაპირი ფრენის დაწყების საკითხს შეეხო. ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ სამინისტროში შეხვედრაზე მინისტრ ლევან დავითაშვილს აცნობეს, რომ ფრენის დაწყების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკ

დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორობის ვადა გაუხანგრძლივეს

ეროვნული მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი თანამდებობაზე კიდევ 4 წლის ვადით დარჩება. ამას მოწმობს კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ დღეს, 22 ივნისს გაასაჯაროვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1 თვის განმავლობაში ლორთქიფანიძემ კულტურის სამინისტროს უნდა წარუდგინოს სამოქმედო გეგმა. ნეტგაზეთთან კომენტარში დავით ლორთქიფანიძემ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ბრძანებას 21 ივნისს მოეწერა ხელი. სხვა კითხვებზე, მაგალითად, იმაზე, გაგრძელდება თ
×
×
  • შექმენი...