Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.084.285

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრეზიდენტი - თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა პასუხია ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ ქმედებებზე - რატომაა ეს კანონი რუსული? რატომ და ამიტომ!

აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა - ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების გაყინვას გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ნაბიჯებით პარტნიორები საზოგადოებ

გახარია - ეს არჩევანი დღევანდელ "ოცნებას" 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაუდგა - გადავიხადო ნებისმიერი ფასი, ჩემი პოლიტიკური რეპუტაცია, ქვეყნის საგარეო კურსი, კორუფცია, შევინარჩუნო ძალაუფლება ნებისმიერ ფასად თუ დავთმო

"მე არასდროს მითქვამს, რომ ანგელოზი ვარ, ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, თუმცა ბევრი საჭირო საქმე გამიკეთებია" - ამის შესახებ ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას, იყო თუ არა ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს "ქართული ოცნების" მიერ საგარეო ვექტორის ცვლილების შემაკავებელი.  გიორგი გახარიას თქმით, მისი გადადგომის შემდეგ დემოკრატიული უკუსვლა, საქართველოს საგარეო კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და კორუფცია ეტაპობრივად გა

ბერდია სიჭინავა - ხელისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, მათი ქმედებები არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი (ვიდეო)

ევროპული მომავალი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ხელისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, მათი ქმედებები არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1411955206182623/

2025 წელს ეთნიკური უმცირესობები სპეცმასწავლებლისა და ასევე, კომბინირებულ გამოცდას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარებენ

2025 წელს ეთნიკური უმცირესობები სპეცმასწავლებლისა და ასევე, კომბინირებულ გამოცდას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს, უწყება ეთნიკური უმცირესობების მასწავლებლებისთვის გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების ადმინისტრირებაზე მუშაობს. „ყველა ეთნიკური უმცირესობის მასწავლებელს, ნებისმიერი საგანში კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა დღესაც მშობლიურ ენაზე აქვს. გამონაკლისი იყო კომბინირებული გამოცდა და

„როცა შენი ოკუპანტები მოგიწოდებენ, რომ გააკეთო, ამან უნდა დაგაფიქროს" - რა თქვეს კონგრესში „ოცნებაზე"

გუშინ, 23 ივლისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საქართველოსა და მოლდოვის შესახებ. თავის გამოსვლებში კონგრესმენებმა გააკრიტიკეს „ქართული ოცნება” და აღნიშნეს, რომ მათი ქმედებები აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქართველი ხალხის არჩევანს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ჯოშუა ჰაკი, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს დამატებით ზომებზე, რაც მათ შორის მოიცავს მთავრობისთვის გამოყ

თეთრი სახლი - ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის ძლიერი და ურყევი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ

თეთრი სახლი გმობს სასიკვდილო თავდასხმას გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული. „ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის ძლიერი და ურყევი ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა ტერორისტული ჯგუფის, მათ შორის, ლიბანური „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში. გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავ

ანა ბუჩუკური - მაშინ, როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კარტი გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები ჯერ არ დაგვიწყია - ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი არის წინ! (ვიდეო)

მაშინ, როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კარტი გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები ჯერ არ დაგვიწყია - ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი არის წინ!  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი  "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/461159926829483/

კაფე „მზიური": მერია კაფეს შენობას აუქციონზე ყიდის, დაველოდებით პირობების გასაჯაროებას

კაფე „მზიური” აცხადებს, რომ თბილისის მერია კაფეს შენობას აუქციონზე ყიდის. ამის შესახებ მათ არა მერიამ, არამედ სახალხო დამცველმა შეატყობინა. სოციალურ კაფე „მზიურს” 2024 წლის 15 ივნისს ქონების მართვის სააგენტომ შეატყობინა, რომ არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით განკარგვას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ და ის განიხილება, როგორც თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალება. კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუა

თეონა აქუბარდია - “ოცნების” ნარატივი ტერიტორიულ მთლიანობაზე, მძიმე საფრთხეებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოებას (ვიდეო)

- “ოცნების” ნარატივი ტერიტორიულ მთლიანობაზე, მძიმე საფრთხეებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოებას. - ჩვენი განცხადებები პრეზიდენტის ქარტიასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო თანხვედრაში.   თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1782733668922297/

სენატორები - შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით - ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს

შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: სენატორები ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია), ბენ კარდინი (დემოკრატიული პარტია), ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და პიტ რიკეტსი (რესპუბლიკური პარტია). განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს. “შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით გ

გიორგი შარაშიძე უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისა და სასმელი წყლის დაბინძურების რეალური საფრთხის შესახებ (ბრიფინგი)

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრის გიორგი შარაშიძის და გარემოსდამცველ ანა გაბრიაძის ერთობლივი ბრიფინგი - დიღმის ტყე-პარკსა და აღმაშენებლის ხეივანში, სადაც გადის წყლის ცენტრალური მაგისტრალი, შექმნილი უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისა და სასმელი წყლის დაბინძურების რეალური საფრთხის შესახებ! ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1181330179626963/

თეონა აქუბარდია - ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია - შევჯერდებით „ტექნიკურ მთავრობაზე“, ქვეყანას ევროკავშირის გზაზე დავაბრუნებთ და ევროკავშირშიც შევიყვანთ

ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია, -ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ოპოზიციის სახით აჯაფსანდალი გვაქვს და იმასაც ვერ ბედავენ თქვან, როგორია მათი მთავრობის შემადგენლობა". თეონა აქუბარდიას განმარტებით, ახლა მთავარია 26 ოქტომბრის არჩევნები და ქართველი ხალხის გამარჯვება. „ახლა, როცა ნახეს, რომ „ტექნიკური მთავრობა“ არჩევნების შემდგომ დასახელდება, გაბრაზებ

კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვას გეგმავს

კანადა შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და სხვა დარღვევების ფართოდ გავრცელებული ფაქტებით, რომლებზეც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლები იუწყებიან, - ამის შესახებ კანადის მთავრობის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული დარღვევები უნდა გამოიძიონ და მოაგვარონ. „კანადას მტკიცედ სწამს რომ თა

ლიეტუვა საქართველოს არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად არ მიიჩნევს — ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ლიეტუვა არ მიიჩნევს, რომ საქართველოში თავისუფალ და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა. მისი თქმით, ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს სურთ გაიგონ,  რეალურად რა მოხდა. „თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ამ საკითხზე ევროკომისიასთან თანამშრომლობაზე, უარს იტყვის გამოძიებაზე, ესეც ნიშანდობლივია. თუ მათ არ უნდათ გავიგოთ, რა მოხდა, ეს ნიშნავს თვალთმაქცობას, თითქოს საქართველო კვლავ

პაველ ჰერჩინსკი - უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა - ერთად შეგვიძლია შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 25 ნოემბერს აღინიშნება, განცხადებას ავრცელებს. პაველ ჰერჩინსკის თქმით, გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ასევე ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაა. ელჩის განცხადებით, უპირველესი გზა ქალების გასაძლიერებლად არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შიშის გარეშე და ძალადობისგან დაცულად შეძლონ ცხოვრება და უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული

პარლამენტი მთავრობას ნდობას დღეს გამოუცხადებს

დღეს, 28 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტი მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს. მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. პრემიერ- მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში კი სამი ახალი მინისტრი იქნება. მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად ასეთი შემადგენლობით წარედგინა: პრემიერ მინისტრი

გერმანიის ელჩი: ურთიერთობები კრიზისშია, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აღარ ვართ კარგი პარტნიორი

ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023 - 2024 წლების გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა: "ჩვენ გვინდა ვიყოთ დემოკრატია, გვინდა ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ". სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობი

„ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ხალხს" - პრეზიდენტმა ელჩებს, ჯარსა და პოლიციას მიმართა

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს, პრეზიდენტი ევროკავშირის წევრები ქვეყნების ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც მან მიმართა პოლიციას, ჯარს და დიპლომატიურ კორპუსს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ელჩებს მოუწოდა, დღესვე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც აქამდეც უნდა მიეღოთ. ამასთან, პრეზიდენტმა მიმართა ქართულ ჯარსაც და აღნიშნა, რომ ის არის ქვეყ

„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის 500-ზე მეტი თანამშრომელიც გაემიჯნა

„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებიც ემიჯნებიან. შესაბამის განცხადებას ხელს 500-ზე მეტი თანამშრომელი აწერს. ისინი აცხადებენ, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება მათთვის „მეტად მტკივნეულია“. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხ

ბალტიის ქვეყნები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში "საპროტესტო აქციებს ახშობდა", ეროვნული სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა, - ამის შესახებ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი, ბაიბა ბრაჟე და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ. „დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“, - აცხადებენ სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები. იპნ

„ადასტურებს, რომ „ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს“ — მეზვრიშვილი პოლიციაზე კანონის ცვლილებაზე

პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი მიიჩნევს, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონში დაინიცირებული ცვლილებები ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საპოლიციო ძალა უჭირს. ამ ცვლილებების თანახმად, შს მინისტრს პირის პოლიციაში მიღება კონკურსის გავლის გარეშე შეეძლება. დეტალურად ამ ცვლილებებზე მეზვრიშვილის შეფასებით, პოლიციაში გადაწყვიტეს არაფორმალი ნიღბიანი ზონდერების მიღება. „როგორც ჩანს, ივანიშვილმა პოლიციაში არაფორმალი ნიღბიანი

„გახარია საქართველოსთვის“ PACE-ს მუწოდებს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები

„გახარია საქართველოსთვის“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოუწოდებს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები. პარტია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. 25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება” პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა. ოპოზიცია არჩევნების შედეგ

ირაკლი კვირიკაძე - ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია, ეს არის ცირკი - ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მას მოსამართლე არ ჰქვია, ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია დღეს, ამას ყველაფერი ჰქვია სასამართლოს გარდა, ეს არის ცირკი. ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება, ამ თამაშის, შოუს და მაიმუნობამდე გაცემული ბრძანება ,- ამის შესახებ მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც შეაფასა სასამართლო გადაწყვეტილება, აქციაზე დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გამოსავალი ახალი არჩევნე

ბათუმში, სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა ქალს თავზე დაეცა

დღეს, პირველ მარტს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 40 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა თავში. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ბათუმელები“ ავრცელებს. როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ ეუბნება, დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ცნობით, ბათუმში ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიური თოვის შედეგად, ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა. სახლის სახურავები რადგან გაწმენდილი არ არის, თოვლის მასა შენო

უკრაინის საელჩომ საქართველოში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია „როტარისთან“ ერთად 11 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეიძინა

საქართველოში უკრაინის საელჩომ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „როტარისთან“ ერთად 11 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეიძინა. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ტვირთის ნაწილი, ჯამში 5 ტონა ბათუმში გაიგზავნა, 6 ტონა კი თბილისში დარჩა და ის მიეწოდება უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იძულებულები არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე თავი საქართველოს შეაფარონ. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა ჩვენთვის, დღე, როდესაც
×
×
  • შექმენი...