„უცხორი გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, შეწყდა. მას ახლა ბრალი მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება.
უფრო კონკრეტულად, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ადვოკატმა ამ ნაწილში სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა და არგუმენტად დაასახელა ის, რომ 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას სამართლადამცავებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს მას და მის შვილს კონფლიქტი აქვთ.
ბექა გრიგორიადისი აღნიშნულს მისი შვილის „გაშავების პროცესს“ უწოდებს.
ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ მათ სახლში ლაზარეს მამა რამდენჯერმე მიუვარდა.
„მუხლი რომ აქვს მამამისზე თავდასხმა — პირიქით, ის მოგვივარდა სახლში.
28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" გაიმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგებიან.
თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე.
ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც შეიკვრება.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადე
დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე გაიმართება.
ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იქნება შესაძლებელი.
იპნ
დღეს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა,
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა: ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე
კობალაძემ, ასევე პარლამენტის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, გენერალურ პროკურატურას ოფიციალურად მიმართეს წერილობით.
პარტია “საქართველოსთვის” გენერალური პროკურატურისგან მოითხოვს კორუფციული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყებას თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.
დღეს, ორგანიზაცია "ახალგაზრდები საქართველოსთვის" შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა წარმოადგინეს გუნდის პროგრამული ხედვა-" ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონის წინსვლასა და პოლიტიკაში".
კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონის ახალგაზრდა დელეგატები, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები და სამოქალაქო სექტორი.
ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დღეს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება.
კერძოდ, დედაქალაქში, 14:30 საათზე, კამპუსის შენობიდან (დავით აღმაშენებლის 240) გაიმართება კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში;
15:00 საათზე, მზიური, ამფითეატრში, შეხვედრა მაისის სტუდენტურ მოძრაობასთან
16:00 საათზე, იპოდრომზე, აქცია-კონცერტი „მუსიკალური აქცენტები - მიტაცება“. ასევე, 17:00 საათზე - მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების მარში გაიმართება.
18:00 საათზე- რესპუბლიკის მოედანზე მიხა ხელაშვილის სახელობის მარში იგეგმება
ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.
როგორც ცნობილია, დებატების თემაა: "საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესება".
დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული.
ამასთან, ცნობილია ისიც, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება, საქართველოს არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.
ფორმულა
დღეს, 6 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან „მშობლების მარში“ გაიმართება. აქცია აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების მოთხოვნით გაიმართება.
„აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის მოთხოვნა გრძელდება. ვითხოვთ, სახელმწიფომ შეასრულოს პირობა და გამოყოს ბიუჯეტიდან თანხა მედიკამენტისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სასწრაფოა ჩვენი შვილებისთვის.“ – ვკითხულობთ აქციის ანონსი.
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა, მართავენ. მათი მოთხოვნაა
1947 წლის 2 მარტს საქართველოს ეროვნული გმირი, გურამ გაბესკირია დაიბადა. ეთნიკური აფხაზი გაბესკირია 1992 წელს სოხუმის მერი გახდა და 1993 წელს, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს, გაწევრიანდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოში.
1993 წლის 27 სექტემბერს, იმ დღეს როდესაც ქალაქი სოხუმი რუსებმა და აფხაზებმა აიღეს, მან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან (ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, მამია ალასანია და სხვები) ერთად,
დღეს, დილიდან, ოზურგეთში თხილის მიღება შეაჩერეს. ქუჩებში გუნდ-გუნდად ჩამომსხდარი ქალები, რომლებიც თხილს იბარებდნენ, თხილის ჩასაბარებლად მოსულებს უარით ისტუმრებდნენ.
_ მხოლოდ „ბერძნულას“ მივიღებთ, თუმცა ჯერ ფული უნდა გამოგვიგზავნონ. ახლა არ გვაქვს და ველოდებით, _ეუბნებიან მიმღები თხილის ტომრებით მოსულ ხალხს.
_რა მოგივიდათ, აი, ასეა, ხვალ ფერიცვალობაა. ყოველი დღესასწაულის წინ , ასე რომ უნდა გვეცეთ წურბელებივით, 30 წელიწადია,ვიცით, _ ბრაზობს ხალხი.
_მოდი, მოდი, შენსას მივიღებ. ბ
პროფესორი მზექალა შანიძე ენათმეცნიერი და ფილოლოგია. იგი 70 წელზე მეტია ემსახურება ქართულ მეცნიერებას და 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს სტუდენტთა მრავალი თაობა ჰყავს აღზრდილი. იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
ქართული მეცნიერების მემატიანე | მზექალა შანიძე
თბილისის უნივერსიტეტისა და მეცნიერების განვითარების მოწმე და მონაწილე პროფესორი მზექალა
დღეს მცხეთობა - სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.
დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია სვეტიცხოველში აღევლინება.
გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
საქართველოს პრეზიდენტის ადიმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში 16:00 საათზე ღონისძიება გაიმართება, აღიმართება სახელმწიფო დროშა, დაგეგმილია პრეზიდენტის მიმართვა.
ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ოფიციალურ ცერემონიას დაესწროს.
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად,
დღეს, 29 ივლისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ევროკავშირის 9 ნაბიჯის “შესრულების ანგარიშს” გააცნობენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შეხვედრის შესახებ ანონსი არ გაუვრცელებია, თუმცა ასეთი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს რამდენიმე საელჩოში დაუდასტურეს. პასუხს ნეტგაზეთი საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც ელის.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, საგარეო უწყებაში შეხვედრა 16:00 საათზეა დაგეგმილი.
შეხვედრას ევროკავშირის ელჩის ნაცვლად დაესწრე
დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს - ქართული ოცნება 37%, გამარჯვების პლატფორმა 22% | Edison Research- ის კვლევა
პოლიტიკა
პუბლიკა20:40, 28 სექტემბერი, 2023
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
ქართული ოცნება – 37%
გამარჯვების პლატფორმა – 22%
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ივნისს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს.
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.
რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმო
28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
იპნ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ორ მოსამართლე წევრს აირჩევენ.
მოსამართლეთა რიგით 31-ე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი მოსამართლე წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.
კანდიდატად მოსამართლეებმა დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ, თავად დააყენა საკუთარი კანდიდატურა.
დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, სესიაზე იქნება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მოხსენება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.
ბორელი წარადგენს მოხსენებას, სახელწოდებით „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში”. ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც – წარდგენილ
დღეს დილით, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნაძვის ხე ჩამოიტანეს როკფელერის ცენტრთან. 25 მეტრის სიმაღლის ნორვეგიული ნაძვი წელს ამერიკულმა ოჯახმა Queensburry-დან (ნიუ იორკის შტატი) უსახსოვრა ქალაქს. 90 წლის ნაძვმა 200 მილი გამოიარა და ის 30 ნოემბერს საზეიმოდ აინთება.
ავტორი: Giorgi Nikolaishvili
ყოფილი საჯარო მოხელეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ დღეს დადგა მომენტი, როცა კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველო შორდებოდა მის ისტორიულ ევროპულ კურსს.
განცხადებას 90-ზე მეტი ყოფილი საჯარო მოხელე უერთდება.
„ჩვენ მრავალი წელი გავატარეთ საჯარო სამსახურში და ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში გულწრფელად და თავდაუზოგავად ვემსახურებოდით
დღეს, 27, ოქტომბერს, მთავრობის ინიციატივით დაწესებული, მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც გამორჩეულ პედაგოგებს გამოავლენენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია მუშაობს პედაგოგების შერჩევაზე. ვიდეოში ასახულია გადარჩევის პროცესი და საუბრობენ ჟიურის წევრები.
განათლებ