Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    887.467

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დასავლური მედია - საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი, რომელმაც საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია

საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელმაც ამ კვირაში საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ტელეკომპანიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ათიათასობით ადამიანმა საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები გამართა. კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება ასევე გამოხატეს აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა“. პარლამენტში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის ჩ

დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს, გოგონამ კი ნაადრევად იმშობიარა

დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი დაიღუპა, თუმცა ეს ოფიციალურად დადასტურებული არაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიე

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინ

დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც აღკვეთს ადამიანების ხარჯზე ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვას - წულუკიანი დეოლიგარქიზაციაზე

დარწმუნებული ვარ, დეოლიგარქიზაციის ისეთ საკანონმდებლო ბაზას მივიღებთ, რომელიც აღკვეთს კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას, ადამიანების ხარჯზე ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვასა და მათ სპეკულაციებს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დარწმუნებული ვარ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ერთ-ერთ ვარიანტად იქნება განხილული - ელჩი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ Movement-თან ინტერვიუში რუსული კანონის შემდეგ მოსალოდნელ ზომებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან ივნისში და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ამჟამად, წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არსებულ ინსტიტუტებს სხვადასხვა ვარიანტის მომზადება სთხოვეს. ეს ვარიანტები განიხილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და ისინი გადაწყვეტენ, რომელ ვარიანტს მისდიონ და როგორი რეაგირება მო

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ვაგნერი" მოსკოვისკენ მიიწევს - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ვაგნერი” მოსკოვისკენ მიიწევს – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სმაინისტროს ინფორმაციაშია საუბარი. მანამდე გავრცელდა სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის განცხადება, სადაც იგი ეხმაურება ვლადიმერ პუტინს და ამბობს, რომ ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ცდება, და რომ იგი დანებებას არ აპირებს. ამ დროისთვის ვორონეჟის ოლქში თავდაცვის ძალებსა და ვაგნერს შორის შეტაკებები მიმდინაროებს. რუსეთის თავდაცვის ძალებმა დაბობმეს ვაგნერის კოლონა, ვაგნერ

დარჩიაშვილმა ჰერჩინსკის ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის ანგარიში გადასცა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადდა. სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი.

დარღვევები და გამოწვევები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში - სახალხო დამცველმა 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. 347-გვერდიან დოკუმენტში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმარ

დარახველიძე: პოლიციელს ვერ მოვთხოვთ იმ უნარ-ჩვევებს, რასაც სპეცრაზმელს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ როცა ჯგუფი ადამიანზე ძალადობს, იქ ერთი პოლიციელი „ვერაფერს ვერ გააკეთებს”. ეს განცხადება დარახველიძემ „პუბლიკის” ჟურნალისტზე თავდასხმის დროს პოლიციელების უმოქმედობის შესახებ კითხვის პასუხად გააკეთა. 6 დეკემბერს „ქართული ოცნების” „ტიტუშკები” თავს დაესხნენ „პუბლიკის” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს – ადგილზე იყო, მინიმუმ, ორი პოლიციელი და მოქალაქეებს მოთხოვნის მიუხედავად, არ დააკავეს თავდამსხმელები, მათ გაქცევის საშუალება მის

დაპირისპირება ჩოხატაურში – “ოცნების” პარტაქტივმა “ნაც.მოძრაობის” წევრებს სცემა

ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში  ჩოხატაურში – გურიაში ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები “ოცნების” პარტაქტივმა სცემა. დაპირისპირება მუშტებით და გინებით  იმ დროს დაიწყო, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდა და სკვერის გასხვისებას აპროტესტებდა. როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, ოპონენტების მიმართ დაწყებულ ანგარიშსწორებაში, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრიც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ლაშა თოლორდავაც მონაწილეობდა.

დანიის საელჩო - ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში - საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან

დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს, - ამის შესახებ საქართველოში დანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. საელჩო დანიურ გაზეთში, ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის სტატიაზე გამოხმაურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. „სტატია დანი

დანიის საგარეო უწყება - დანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მის ბრძოლაში

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. დანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მის ბრძოლაში, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „გასულმა წელმა გააძლიერა დანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები - მათ შორის გაიხსნა თბილისში დანიის საელჩოს. დანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მის ბრძოლაში“, - აღნიშნულია განცხადებაში

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად - დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს

დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად, დანია კონკრეტულ ზომებზე პარტნიორებთან მუშაობს. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. მისი თქმით, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. “დაუყოვნებლივ საჭიროა საერთაშორისო ქმედება ქართველი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. და

დანიის პრემიერი - მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ

დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი არტილერია უკრაინას გადასცეს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენში განაცხადა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს. ფრედერიკსენმა ასევე მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, გადასცენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალები უკრაინას, რადგან ახლა მათ უფრო სჭირდებათ. დანიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპელი ლიდერები ხშირად საუბრობენ იარაღის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და აცხადებ

დანიის პრემიერი - ევროპამ რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია უნდა განაახლოს - ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით, როცა ისეთ ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული, რომლებზეც არ უნდა ვიყოთ - გაზი რუსეთიდან, ახალი ტექნოლოგიები ჩინეთიდან

ევროპამ 1930-იანი წლების შეცდომები თავიდან უნდა აირიდოს და რუსეთის შეკავების მიზნით თავდაცვის ინდუსტრია განაახლოს, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე უფრო მეტად აგრესიულ რუსეთს ყველა ასპექტში ვხედავ და არა მხოლოდ უკრაინაში. ვფიქრობ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: არის თუ არა უკრაინა რუსეთის საბოლოო დანიშნულების წერტილი თუ ეს მხოლოდ იმის ნაწილია, რისი მიღწევაც მათ, დიდი რუსეთის ხელახლა აშენებით სურთ?“, - განაცხადა მეტე ფრედერ

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი - მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე

ნამდვილად მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. „ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების შეფასება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.   იპნ

დანიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე ისაუბრა

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხზე ისაუბრა, თუმცა დანიის ლიდერს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა მისი ქვეყანა მზად, განიხილოს უკრაინისთვის ტანკების მიწოდება. ამის შესახებ მეტე ფრედერიქსენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოდესაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ომის დაწყებიდან ჩვენ აღვნიშნავდით, რომ უკრაინას მხარს დავუჭერდით ისე, როგორც ეს იქნებოდა აუცილებელი. ვფიქრობ, ჩვენ მრავალი გზით დავამტკიცეთ, რომ უკრა

დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია

საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა, დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ში საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა საქართველოს და ქართველი ხალხის სწრაფვაზე ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შესახებ და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია. ელჩმა გაიხსენა 2023 წლის აქციებიც, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ და ოფიციალური თბილისის „რუსეთთან მეგობრული პოლიტიკა“. ელჩი ოპ-ედს იწყებს 15 დეკემბრის გახსენებით, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებიდან მეორე დღეს საქართველოს მთავრობამ ს

დანიის ელჩი - მზია ამაღლობელი ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭარბებული ბრალდებებისა და წინასწარი პატიმრობის წინაშე დგას - ევროკავშირის აგრძელებს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოწოდებას

მზია ამაღლობელი ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭარბებული ბრალდებებისა და წინასწარი პატიმრობის წინაშე დგას, ევროკავშირის აგრძელებს მათი გათავისუფლებისკენ მოწოდებას, - ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად შევხვდი “ბათუმელებს”, “ნეტგაზეთსა” და დაპატიმრებული რედაქტორის მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომელიც ციხეში 7-წლიანი პატიმრობის საფრთხის წინაშე დგას. მზია ბევრი დაკავებულიდან ერთ-ერთია, ვინც გადაჭა

დანიის ელჩი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა, ასე მარტივად არის საქმე

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა, ამის შესახებ საქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “[საქართველოს] ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო გაიყინა. ასე მარტივად არის საქმე”, - წერს სორენსენი. იპნ

დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა

დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა. ფრედერიკ X-მ სამეფო ტახტი მას შემდეგ დაიკავა, რაც დედამისმა, დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ ხელი მოაწერა გადადგომის დეკლარაციას და შვილს გვირგვინი ოფიციალურად გადასცა. ტახტის გადაცემა დღეს, 14 იანვარს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ქრისტიანსბორგის სასახლეში შედგა. ამის შემდეგ კი, ტრადიციისამებრ, ქრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან დანიის-პრემიერ მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა, ახალი მეფის ტახტზე ასვლის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა. ისტორიული მომენტ

დანიელ ჰაგარი - ღაზის სექტორში აფეთქების შედეგად 21 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ისრაელის 21 ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისი თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელელი ჯარისკაცები საზღვრიდან, დაახლოებით, 600 მეტრში მოქმედებდნენ და სტრუქტურებს და „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებდნენ. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ტერორისტებმა სარაკეტო ყუმბარა ისროლეს ტანკს, რომელიც იცავდა ძალებს და პარალელურად აფეთქება მოხდა ორ ორსართულიან კორპუსში. ამ

დანიელ ფრიდი - არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს - თქვენი მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ლიდერები შეძლებენ სიმართლე თქვან

ამერიკელი დიპლომატის, დენიელ ფრიდის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა და ამის საქართველოსგან მოთხოვნა ომში ჩართვას არ უტოლდება. ამასთან, დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“, საქართველოში „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ომის პარტია“ ნამდვილად არსებობს უკრაინის წინააღმდეგ და მას პუტინი მართავს. მისივე თქმით, არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს. „პუტინმა დ

დანიგანის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. მისივე თქმით, „კარგად ცნობილია“, რომ ის მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას. 1 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა — ამერიკის. რატომ უყვება

დანიგანი: შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა, ვისაც აქვს ვიზა, ეცნობა, რომ ვალიდური აღარაა

საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, შტატების სანქციების ქვეშ მოხვედრილ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, ვისაც ამ დრომდე ამერიკის ვიზა ჰქონდა, ვიზის არავალიდურობის შესახებ უკვე ეცნობა. – ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავდა ურთიერთობებს სრულად და ბლინკენიც მკაფიოდ აცხადებდა, რომ საქართ
×
×
  • შექმენი...