Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    887.824

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დეგნანი: არასამთავრობოების შეზღუდვა ჟღერს, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან ამოღებული

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა, მოძრაობა „ხალხის ძალის" განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რისთვისაც საკანონმდებლო ჩარჩოს თავად მოამზადებენ. „რა შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდვას, ეს ჩემთვის ჟღერს, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან ამოღებული. რასაც ვხედავთ რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ ამისთვის მუშაობდ

დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია იწყება

ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. მოქალაქეებმა სახელმწიფო დრამატული თეატრის მოედანზე, სამთავრობო კომპლექსთან ახლოს შეკრება უკვე დაიწყეს. „სახალხო მიტინგის“ ორგანიზატორები ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის კუთხით ერთი მხრივ რუსეთისთვის მიწის გადაცემაში ადანაშაულებენ, მეორე მხრივ კი თბილისთან ვაჭრობის გაღრმავებაში. საგარეო პოლიტიკის გარდა, ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი დე ფაქტო მთავრობას არაერთი გადაწყვეტილების გამო

დე ფაქტო „კაგებემ“ ე.წ. საზღვრის „ცალმხრივი მოწყობა“ დაიწყო

ოკუპურებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის „ცალმხრივი მოწყობის“ შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთების შემოღობვაზე, სადაც ყველაზე ხშირად ხდება დამრღვევთა დაკავება, ასევე პირუტყვის უნებართვო ძოვება“, - ნათქვამია განცხადებაში. დე ფაქტო „კაგებე“ აცხადებს, რომ ამ ზომებს სასაზღვრო ორგანოები ახორციელებენ „მკაცრად კომპ

დაჯარიმებულთა დასახმარებლად 348 000 ლარი შეგროვდა

2 ივნისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას დაჯარიმებულთა დასახმარებლად თბილისში გამართულ აქცია-კონცერტზე, 3 ივნისის  14:00 საათის მდგომარეობით, 348 000 ლარი შეგროვდა. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლშის ინფორმაციით, დონაცია გრძელდება. დახმარების მსურველებს შეუძლიათ, შემოწირულობა ჩარიცხონ ანგარიშებზე: TBC ბანკი: GEL: #GE41TB7249036080100001 USD/EUR: #GE85TB7249036180100001 საქართველოს ბანკი: GEL/USD/EUR: #GE90BG0000000595714311

დახმარება უკრაინელებს და შემოწირულობები მედიცინას - ბერნარ არნოს ქველმოქმედება

73 წლის LVMH-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარ არნო მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Louis Vuitton, Tiffany და მრავალი სხვა. ბერნარ არნო ცნობილია ქველმოქმედებით, მას ფულის გაცემა ნამდვილად არ ენანება და მსოფლიო მედია ხშირად წერს ამის შესახებ. წარმოგიდგენთ ბერნარ არნოს ყველაზე დიდ საქველმოქმედო შემოწირულობებს:   შემოწირულობა ჩინეთის წითელი ჯვრისთვის - 2 მილი

დახვრეტის მოლოდინში მყოფი ტიციან ტაბიძის ფრაზა, რომელიც მის შთამომავლებს დღემდე ახსოვთ

„შენ არასდროს შეგრცხვება ჩემი სახელის ხსენება, თუნდაც ცოცხალი აღარ ვიყო“ – უთხრა ტიციან ტაბიძემ 16 წლის ქალიშვილს, ნიტას. ეს 1937 წელს მოხდა, პაოლო იაშვილის თვითმკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ. დემონსტრაციული თვითმკვლელობის მიზანი საბჭოთა რეპრესიების მიმართ პროტესტის გამოხატვა იყო. თითქოს უახლოესი მეგობრის სიკვდილი არ კმაროდა, ტიციანი საქართველოს კომპარტიის ცეკას იმდროინდელ მდივანს, ლავრენტი ბერიას დაუბარებია და მოუთხოვია, გარდაცვლილი პაოლო იაშვილი უცხო ქვეყნის აგენტობაში დაედანაშა

დაჭრილია გლოვოს კურიერი - დედის თქმით, იარაღიდან მას 3-ჯერ ესროლეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გლოვოს კურიერი დაჭრეს. კურიერის დედა ,,ფორმულას” ეუბნება, რომ მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი 3-ჯერ ესროლეს. ამბობს, რომ ფიზიკურად 8 ადამიანი გაუსწორდა. ,,მიუტანია შეკვეთა და ბრუნდებოდა სახლში, ბოლო შეკვეთა მაქვსო, დამირეკა. ცოტახანში ისევ დამირეკა და მითხრა – დედა, ჩამოდი ქვემოთ დაჭრილი ვარო. ჩავარდი ქვემოთ და ვხედავ – ერთი ტყვია, მეორე ტყვია, მესამე ტყვია… 4 ბიჭი და 4 გოგო ჩამოსულან, ჯერ უცემიათ და შემდეგ დაახალა ტყვია. ნუცუბიძიდან არავის დაურეკავს სასწ

დაწესებულებები 15 იანვარს, 15:00 საათზე გაფიცვას აცხადებენ

დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს, 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას - „იფიცება საქართველო!“ იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ 15 იანვრის საყოველთაო გაფიცვას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები. ბიზნეს-სუბიექტები შესაბამის განცხადებას სოცია

დაჩი ბერაიამ ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

საქართველოს პარლამენტში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მოჰყვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლას, სადაც მან „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. „ქართველ ხალხს არ სჯერა რუსული მშვიდობის. ჩვენ გვინდა ნატოს და ევროკავშირის მიერ გარანტირებული მშვიდობა. ჩვენ გვინდა ეკონომიკური კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად. დღეს გაწევრიანების შანსი

დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 30 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც BBC წერს, შემთხვევა მახაჩკალაში მოხდა. გამოცემა წერს, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათი ნაწილი მძიმედ არის. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 600 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. თვითმხილველის თქმით, რომლის სახელიც არ გასაჯაროებულა, ხანძარი ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს ავტომობილების სადგომზე გაჩნდა. რუსეთის ჯანდაცვის მინ

დაუჯერებელი სცენა იყო. შუქნიშანთან დავეწიე და ვკითხე, ასე ბავშვთან ერთად მუშაობ მეთქი... კიო, მორიდებით დამიდასტურა. ისღა მოვასწარი მეთქვა მაგარი გოგო ხარ მეთქი, შუქნიშანს აღარ დაელოდა და გზაზე გადავიდა

"დაუჯერებელი სცენა იყო. შუქნიშანთან დავეწიე და ვკითხე, ასე ბავშვთან ერთად მუშაობ მეთქი... კიო, მორიდებით დამიდასტურა. ისღა მოვასწარი მეთქვა მაგარი გოგო ხარ მეთქი, შუქნიშანს აღარ დაელოდა და გზაზე გადავიდა." მელიქიშვილის გამზირი, თბილისი. 2022 წ. ფოტო: Alex Siradzé Entrepreneur Georgia

დაუშვილი - ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ უარს ამბობს სასამართლო სისტემაში სანქცირებული მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე და საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკო-ს

ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ უარს ამბობს სასამართლო სისტემაში სანქცირებული მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე და საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკო-ს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმებისა და დაქვემდებარების იმ პროცესის გაგრძელება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია, დაიწყო. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა არის ვენეციის კომისიის მ

დაუშვილი - ლავროვმა პირდაპირ დაადასტურა, „ოცნების“ ხელისუფლება „ჩაუშვა“, რომ ფრენების აღდგენა, ეს იყო შეთანხმებული მოქმედება, “ოცნების“ ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის (ვიდეო)

“დღეს ლავროვმა პირდაპირ დაადასტურა, „ოცნების“ ხელისუფლება „ჩაუშვა“, რომ რეალურად ეს იყო არა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, არამედ ეს იყო შეთანხმებული მოქმედება, “ოცნების“ ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის.” მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი.  384752305_1736015380178597_3200447196257494685_n.mp4

დაუშვილი - ვეუბნებოდით ხელისუფლებას გაემკაცრებინათ სავიზო რეჟიმი, რადგან მივიღეთ ათი ათასობით რუსი , რომელიც უკვე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და კონკურენციაშია ჩვენს მოქალაქეებთან მომსახურებისა თუ ბიზნეს სფეროში (ვიდეო)

“რუსული გავლენები საქართველოში უფრო და უფრო მეტად ძლიერდება. ვეუბნებოდით ხელისუფლებას, რომ სავიზო რეჟიმი უნდა გადაგვეხედა და გაგვემკაცრებინა, რადგან მივიღეთ ათი ათასობით რუსი , რომელიც უკვე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და კონკურენციაშია ჩვენს მოქალაქეებთან მომსახურებისა თუ ბიზნეს სფეროში. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ლაინერით ბათუმში შემოვიდნენ, თუ მათ აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი ეს ცალსახა საფუძველია, რომ ქვეყანაში არ შემოეშვათ.”  მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქარ

დაუშვილი - “ოცნება” იბრალებს, რომ სტატუსი თავისი მოტანილია, აქეთ რადიკალური ოპოზიცია იბრალებს, რომ ევროინტეგრაცია სააკაშვილს უკავშირდება. მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს სტატუსი საქართველოს მოქალაქეების მონაპოვარია (ვიდეო)

“ოცნება” იბრალებს, რომ სტატუსი თავისი მოტანილია, აქეთ რადიკალური ოპოზიცია იბრალებს, რომ ევროინტეგრაცია სააკაშვილს უკავშირდება. მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს სტატუსი საქართველოს მოქალაქეების მონაპოვარია, ამიტომაც არ ენდობიან პარტიებს.”     მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  410116310_370653048662226_7002238290773190736_n.mp4

დაუშვებლად მიგვაჩნია თანამოქალაქეებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება - „მწერალთა სახლი"

„მწერალთა სახლს“ დაუშვებლად მიაჩნია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება”, – ამის შესახებ ისინი განცხადებას ავრცელებენ.

დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება - პრეზიდენტი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ორგანოებს „პრაიდის ფესტივალის” უსაფრთხოდა ჩატარებისკენ მოუწოდებს. 2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა, 6 ივლისს კი საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია გაიმართა აქტივისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისა და სხვათა მონაწილეობით. 8 ივლისს დასკვნითი ღონისძიება პრაიდ ფესტივალი გაიმართება. ჰომოფობიური ჯგუფები აორგანიზებენ ძალადობას და ფესტივალის  ჩაშლა სურთ. პუბლიკა

დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება | ომბუდსმენის განცხადება

სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, კადრების კავრცელების გადაწყვეტილების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მონიტორინგის პროცესში. სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მე-7 დასკვნა გამოქვეყნ

დაუშვებელია კრიტიკული მოსაზრებების გამო ადამიანებზე თავდასხმა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ეხმაურება დღეს, 7 აპრილს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელ დირექტორზე, გიორგი კლდიაშვილზე და გასულ კვირას, 5 აპრილს, პედაგოგ ლადო აფხაზავაზე თავდასხმებს. კლდიაშვილთან ერთად თავს დაესხნენ “ფორმულას” გადამღები ჯგუფის წევრებსაც. “სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა. მნიშვნელოვანია, თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგ

დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული – Amnesty International

ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააკავეს. ამის შესახებ საერთაშორისი ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საქართველოში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებსა და ამ აქციების ფონზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებს ეხმაურება. „საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა პირი,

დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული – ევროკავშირი

ევროკავშირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დააკავეს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა. „თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, პოლიციის მხრიდან სასტიკი, უკანონო ძალის გამოყენების პირისპირ, გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებისას. გრძელდება საპროტესტ

დაურეგისტრირებელი გიდები ყველგან ვერ იმუშავებენ — კანონპროექტი

ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო გახდება. ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული ტურიზმის შესახებ კანონპროექტი. სხვა ცვილელებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს  სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის შემოღებასაც. კერძოდ,  მთავრობა განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც გიდის საქმიანობის განხორციელების უფლება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის იქნება შესაძლებელი. კანონპროექტ

დაუნინგ სთრითი რიში სუნაკისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბარზე - ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია პუტინის ბარბაროსულ რეჟიმზე ზეწოლა გაგრძელდეს ეკონომიკური სანქციების გზით

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურეს განსაკუთრებული ურთიერთობა აშშ-სა და ბრიტანეთს შორის და განაცხადეს, რომ ისინი ერთად იმუშავებენ გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. „ლიდერები შეთანხმდნენ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის და რუსეთისთვის, აგრესიის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

დასაქმებულ ქალთა შევიწროების ფაქტები ყველაზე ხშირი ტექსტილის წარმოების სფეროშია - პროფკავშირები

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში, სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ, „პროფკავშირები“ სახელმწიფოს შრომით სფეროში ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ წლებია მოუწოდებს. „საქართველოში, სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით ძალადობა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. ამას არაერთი, მათ შორის, პროფკავშირების გაერთიანების მიე

დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული

ამ დროისთვის, დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების სააგენტოში განუცხადეს, პროგრამის დაწყებიდან დღემდე სამუშაო პროგრამას სხვადასხვა მიზეზით 7 079 პირი გამოეთიშა. „2024 წლის 21 მარტის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 30 000-მდე სოციალურად დაუცველი პირი. პროგრამაში ჩართვის ინტერესი საკმაოდ მაღალია. დასაქმების სააგენტო, დასაქმების მსურველ
×
×
  • შექმენი...