Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.084.926

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

იენს სტოლტენბერგი - არ შეგვიძლია პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ

არ შეიძლება პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ, ეს კატასტროფა იქნებოდა უკრაინისთვის და ნატო-ს უფრო მოწყვლადს გახდიდა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “არ დავიწყებ ფიქრს თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი. პირველი - ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. არ შეგვიძლია პრეზიდენტ პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ. ეს კატასტროფა და ტრაგედია იქნებოდა უკრაინელე

შსს-მ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ირაკლი ხახუბიას ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბია საკუთარ სა

„ხუთი დღით წავლენ, დაათვალიერებენ შენობებს" - მურუსიძე აკრიტიკებს აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ „პირველი არხის" ეთერში გააკრიტიკა საქართველოს მოსამართლეების ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ის კი არ გვჭირდება, რომ მოსამართლეები ექსკურსიაზე დაჰყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხუთი დღე რა უნდა ისწავლოს მოსამართლემ იქ? რომელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად? მაგიტომ მინდა, რომ შევხვდე [საერთაშორისო პარტნიორებს]. ის თანხა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ცოტა ჭკვიანურად, კარგად, მოხდ

ღარიბაშვილი: წარმატებული რეფორმები განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ, ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი გადმოვიღეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა. "ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს სექტორული თანამშრომლობა, ურთიერთობა მინისტრებს, სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონო ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს არის ძალიან წარმატებულ

უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 52 დამცველი დააბრუნა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის ორი მებრძოლი და მეზღვაური კუნძულ „ზმეინიდან“

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 52 უკრაინელი სახლში დაბრუნდა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის ორი მებრძოლი და მეზღვაური კუნძულ „ზმეინიდან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე“ დაწერა. "ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. განვახორციელეთ ტყვეების მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 52 ჩვენი ადამიანის - ოფიცრების, მედიკოსების, სერჟანტებისა და ჯარისკაცების გათავისუფლება. მათ შორის - უკრაინის ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი, ორი "აზოველის" ჩათვლით, საზღვაო ძალების

როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე"? - ბოლო შეთანხმებით სამუშაოები დღეს უნდა დასრულებულიყო

ჯერ ისევ უცნობია, როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე", რომელიც ორ წელზე მეტია მგზავრებს ვერ ემსახურება. ბაქანზე დაგეგმილი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სადგური მგზავრებს უახლოეს დღეებში მიიღებს, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.   ბოლო შეთანხმებაში, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და დაკვეთის შემსრულებელ შპს "სამშენებლო კომპანია მამისონს" შორის დაიდო, წერია: "სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევა

დევი მეზურნიშვილი - პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება

"პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება. წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში, ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქ

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. „როგორც ჯანდაცვის მინისტრ

გაერო-ში იმედოვნებენ, რომ მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა მუშაობას განაახლებს

გაერო-ში იმედოვნებენ, რომ მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მარტინ გრიფიტსმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა შეაჩერა და არ შეუწყვიტავს. „მჯერა, მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა განახლდება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამაში დავრწმუნდეთ. ამისთვის 18 ნოემბრამდე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ეს ინიციატივა შეჩერებულია და არა შეწყვეტილი. სხვაო

პირველად საქართველოს ისტორიაში Fia Motorsport Games 2022-ზე ქართველებმა უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს

პირველად საქართველოს ისტორიაში მარიამ დავითიძემ, ნიკა კობოსნიძემ, არჩილ ციმაკურიძემ და მარი წიკლაურმა Fia Motorsport Games 2022-ზე, ერთ-ერთ დისციპლინაში - 4-საათიან კარტინგ ენდურანსის რბოლაში უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს.    მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო რბოლა ვერ გაიარეს სრულად და სტარტი მე-9 პოზიციიდან აიღეს,  თითქმის შეუძლებელი წარმატების მიღწევა შეძლეს და რბოლა მე-4 ადგილზე დაასრულეს.    ბრინჯაოს მედლამდე მათ სულ რაღაც 6 წამი დააკლდათ.   ფედერაციის ყველ

ანა ჯაბაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის სიტყვების დამარცვლით წარმოთქმასაც ცდილობს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულის შესახებ ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე განმარტებით, გამსახურდია სიტყვების დამარცვლით წარმოთქმასაც ცდილობს. „ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰემოდინამიკური მაჩვენებლებისა და სასიცოცხლო კრიტერიუმების მხრივ სტაბილურია. მაგრამ მოგეხსენებათ, მძიმე ტრავმების შედეგად თავის ტვინის ღრმა დაზიანება აქვს, რის გამოც, შეზღუდული აქვს კოგნიტ

VIDEO: როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ - პირველი კადრები ბაზიდან

ქართველი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია დღეს „ნაპოლის“ ბაზაზე იმყოფებოდა, თუმცა გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. მიზეზი კი ტრავმის შემდეგ არსებული ტკივილებია. Prime Time   ნახეთ კადრები ↓

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 14 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან. გენშტაბის თანახმად, უკრაინის ამ ნაწილში მოწინააღმდეგე შეტევებს განაგრძობს ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორ

კელი დეგნანი - ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და გაბედული

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილ იქნას, ­რომ ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, ის უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და უნდა ჰქონდეს გამბედაობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „სახალხო დამცველის თანამდებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა. სახალხო დამცველის ოფისი არის ის არის ერთ-ერთი იმ მცირე უწყებებს შორის, რომლებიც, კონსტიტუციის თანახმად, ვალდებულები არიან დაიცვა

ვლადიმერ პუტინი - დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს

დასავლეთი ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი დომინირება, უკრაინელი ხალხი კი გახდა ამ მისწრაფებების მსხვერპლი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „ასეთი ქმედებების მძიმე შედეგებს დღეს უკრაინაში ვხედავთ. რამდენიმე წლის განმავლობაში დასავლეთი ურცხვად ეუფლებოდა და ექსპლუატაციას უწევდა მის რესურსებს, ხელს უწყობდა გენოციდს და ტერორს დონბასში, ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, კოლონიად აქცია და ახლა ცინიკურად იყენებს უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად, ტარა

ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ანკარასა და მოსკოვს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა, რაც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს. მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ თურქეთმა რუსეთში პროდუქციის ექსპორტი გაზარდა და უფრო მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობს. როგორც ბორელი ამბობს, ანკარა

კრამონი: 10 წლის წინ ივანიშვილმა გასაოცარი დემოკრატიის პირობა დადო, მაგრამ მიტაცებული ქვეყანა მივიღეთ

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა, რომ რთულია მისთვის ამის აღაირება, მაგრამ საქართველო, რომელიც ერთ დროს წამყვანი ქვეყანა იყო, დღეს არის მიტაცებული სახელმწიფო. მან თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და ბევრი საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, მაგალითად, ერთ-ერთია ნიკა გვარამიას საქმე.

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მხარდაჭერისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. დახვედრის ოფიციალურ კადრებს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კი ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ჯო ბაიდენი უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ დოლარს აღწევს. „დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტს და კონგრესს საჭი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობას 24 თებერვლისთვის დაასრულებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წლისთავისთვის, ანუ 24 თებერვალს დაასრულებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმიერ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ამ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების წლისთვაზე ჩვენ გვექნება სანქციების მეათე პაკეტი“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მან ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული იქნება გადაიხადოს ი

მიწისძვრის გამო ჯეიჰანის ნავთობტერმინალმა მუშაობა შეაჩერა - რა მდგომარეობაშია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი

თურქეთში გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის გამო ჯეიჰანის ნავთობტერმინალმა ეპიცენტრის სიახლოვის გამო ოპერაციები შეაჩერა. ინფორმაციას Reuters გადამზიდავი სააგენტო Tribeca-ზე დაყრდნობით ავრცელებს Tribeca-ს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გაიმართება. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის პორტები მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და მათ მუშაობაში შეფერხებები დაფიქსირდა. თუმცა Reuters-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის თურქული მონაკვეთის ოპერატორ BOTAS-ზე დაყრდნობით

საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. „საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„გრინსერვის+“-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და კომპანიის თანამშრომელი, დევი კახოიძე მათთვის ბრალდების დამძიმებას არ ეთანხმებიან

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე „გრინსერვის+“-ის დაკავებული დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და „გრინსერვის+“-ის თანამშრომელი, დევი კახოიძე მათთვის ბრალდების დამძიმებას არ ეთანხმებიან. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განუცხადა. როგორც ფურცელაძე განმარტავს, დაცვის მხარეს პროკურატურამ მტკიცებულებები გუშინ გადასცა, რასაც სრულად არ გაცნობია, თუმცა, „მტკიცებულებების ძირითადი ბაზისი, რაც საქმეზე გამოყენებული იყო, როგორც ბრალის წინა პირობა, არსებითად შ

გიორგი ამილახვარი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი, თარგმანი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი, თარგმანი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე კომენტარისას აღნიშნა. მისივე თქმით, ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „ოპოზიციის განცხადებები არის მათი კიდევ ერთი ლუსტრაცია, თუ როგორ ქმნიან არაფრისგან ფეიქნიუსს და ცდილობენ საზოგადოების მოწამვლას. როგორც ჩანს, მათ კანონპროექტის შინაარსში საერთოდ არ ჩაუხედ

საერთაშორისო NGO-ებმა ითავეს ჩვენი დამწვარი სახლების აღდგენა — ლია ჩლაჩიძე

სოფელ ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმის დამფუძნებელი ლია ჩლაჩიძე, რომელსაც 2008 წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად სახლი დაეწვა,  “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონის ანალოგს აკრიტიკებს. ჩლაჩიძე “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს, რომ 2008 წლის ომით დაზარალებულები სწორედ უცხოურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააბინავეს. “ომის შემდეგ გაპარტახებულ და გადამწვარ ერგნეთზე იმდროინდელმა ხელისუფლებამ ხელები დაიბანა ,ღია ცის ქვეშ დაგვტოვა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებ

ირაკლი კობახიძე - როცა ხარ ივანიშვილის ადვოკატი და ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები

როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არა მარტო „ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი ვერასდროს გახდები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. როგორც მან განმარტა, ვიქტორ ყიფიანი უკვე კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ა
×
×
  • შექმენი...