Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.093.581

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კრამონი: 10 წლის წინ ივანიშვილმა გასაოცარი დემოკრატიის პირობა დადო, მაგრამ მიტაცებული ქვეყანა მივიღეთ

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა, რომ რთულია მისთვის ამის აღაირება, მაგრამ საქართველო, რომელიც ერთ დროს წამყვანი ქვეყანა იყო, დღეს არის მიტაცებული სახელმწიფო. მან თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და ბევრი საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, მაგალითად, ერთ-ერთია ნიკა გვარამიას საქმე.

საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, წლის განმავლობაში, დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ

მიმდინარე წლის განმავლობაში საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, დეპუტატებისთვის ხელფასიდან დაქვითული თანხა 80 ათასს ლარს შეადგენს. პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრების დაქვითული ხელფასი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 80 ათასი ლარიდან 77% პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, რაც დაახლოებით, 60 ათასი ლარია. პარლამ

სალომე ზურაბიშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. ავსტრი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობას 24 თებერვლისთვის დაასრულებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წლისთავისთვის, ანუ 24 თებერვალს დაასრულებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმიერ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ამ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების წლისთვაზე ჩვენ გვექნება სანქციების მეათე პაკეტი“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. მან ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთი იძულებული იქნება გადაიხადოს ი

ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ შიმშილობა გამოაცხადა

ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ, რომელსაც შარშან ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, შიმშილობა გამოაცხადა. ის აპროტესტებს ციხეში მის გაჩერებას უკვე მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმატებით გაასაჩივრა მისი დაკავება. ფანაჰი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ირანელი კინორეჟისორია. მის ფილმებს მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების პრემიები, ლოკარნოს ფესტივალის „ოქროს ლეოპარდი“ და ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“. შარშან მაისში ფანაჰიმ 300-ზე მეტ ირანელ ინტელექტუალთან და

ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერთიანებულ სამეფოსთან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მოწოდებაზე შევთანხმდით

ჩვენ გვაქვს თავდაცვის ძლიერი პაკეტი გაერთიანებული სამეფოდან. შევთანხმდით ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობაზე, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მოწოდებაზე და ასევე უკრაინელი მფრინავების წვრთნების დაწყებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში მისი ვიზიტი უაღრესად პროდუქტიული იყო. "მადლობელი ვარ პრემიერ მინისტრ სუნაკის

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი მეგობრები რუსული კანონის წინააღმდეგ

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი მეგობრები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტზე კრიტიკულ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მოქალაქეთა ნებასა და ადამიანის უფლებებს. “ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი ახლო მეგობრები შეშფოთებულნი არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის მიღებას”, — წერია განცხადებაში. ხელმომწერთა სიტყვებით,

შეწყვიტეთ ძალადობა და დაიცავით დემოკრატიის სტანდარტები - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი "ოცნებას"

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ტვიტერზე წერს.     

ანა ფოტიგა - მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყნის წაყვანა, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს

მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყნის წაყვანა, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელში დაწერა. „ცუდი ამბები მოდის საქართველოდან, გამორჩეული ქვეყნიდან, რომლის ხალხით, კულტურით, ისტორიითა და მემკვიდრეობით ყველა აღფრთოვანებული ვართ. ახალი კანონპროექტი და ძალადობა, რომელიც ამ კანონპროექტს მოყვა, არ არის მხოლოდ შეშფოთების საგანი, ეს სახიფათო თამაშია. საერთო საფრთხეების, ჩვენს კართან ომის წინაშე კოლე

"ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება - ზუსტად ვიზუალის გამოა დაჭერილი" - ლაზარე გრიგორიადისის მამა

ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებ­დი ჩემ შვილს, რომ ასე­თი ვი­ზუ­ა­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ღაც ამ ვი­ზუ­ალს გა­მო­ი­ყე­ნებს. ზუს­ტად ამ ვი­ზუ­ა­ლის გამო არის ბავ­შვი და­ჭე­რი­ლი, - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის მა­მამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ბექ

ბექა ლილუაშვილი - ამასობაში, ტელეგრამის რუსულ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, რუსეთ- საქართველოს შორის, პირდაპირი ფრენები აღდგა

ამასობაში, ტელეგრამის რუსულ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეთა (როგორც ჩანს მოლაპარაკებები "წარმატებით" დაასრულეს ჩვენებმა) შეთანხმების საფუძველზე, რუსეთ- საქართველოს შორის, პირდაპირი ფრენები აღდგა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.   როგორც ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, პირველი ფრენა 18 აპრილს განხორციელდება.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5197 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისთანახმად,დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5197 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5229 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7651 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7795 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0144 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. IPN

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას და დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ უკრაინის პირველი პირის საქართველოს პრეზიდენტისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. ზელენსკის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას.

გიორგი გახარია - დღესაც საქართველოს ჰყავს იგივე მტერი - რუსეთი - ყველა ჩვენგანის მისიაა, ერთად გავაგრძელოთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება

დღეს, ყველა ჩვენგანის განსაკუთრებული მისიაა, ერთად გავაგრძელოთ ერთიანი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება და საბოლოოდ დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს იგივე მტერი ჰყავს-რუსეთი. „1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლით ადრე რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა და დაარსდა საქართველოს

რატომ დაუბრუნა ხიდაშელმა ტყის ნაწილი უკან სახელმწიფოს ეროვნული პარკის შესაქმნელად რაჭაში

მრავალწლიანი ლოდინის და სამოქალაქო და საერთაშორისო ბუნებისდაცვითი ორგანიზაციების ძალისხმევის შემდეგ, 2023 წლის 1 იანვარს რაჭაში პირველი დაცული ტერიტორია შეიქმნა. ტერიტორიები მოიცავს 50 835 ჰექტრის ფართობის ეროვნულ პარკსა და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას. სხვადასხვა დაბრკოლების ფონზე რაჭის დაცული ტერიტორიების საბოლოოდ შექმნა დადებითად ფასდება, თუმცა რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული ტერიტორიები ბუნებისდაცვითი თვალსაზრისით დაცული ტერიტორიების კრიტერიუმებს, ამ საკითხს კითხვის ნიშნ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთისთვის კონტრშეტევის წაგება, ფაქტობრივად ომის წაგებას ნიშნავს

რუსეთი ომს წააგებს თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებას მიაღწევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენი გმირი ხალხი, ჩვენი სამხედროები ფრონტზე ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან. ვინაიდან რუსეთისთვის ამ კამპანიის [კონტრშეტევის] წაგება, ვიტყოდი, რომ ფაქტობრივად ომის წაგებას ნიშნავს”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტის ხაზიდან სიახლეები “ძირითადად პოზიტიური, მაგრამ ძალიან რთულია”. ipn

ბერდია სიჭინავა - მომაკვდავი სააკაშვილი გაცოცხლდა და უკვე ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი სარდალიც გახდა... ეს ყველა ქაოსსა და ალიაქოთზე თანახმა იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს

დასხივებული და მოწამლული, მომაკვდავი სააკაშვილი გაცოცხლდა და გამოჯანმრთელდა, პოლიტიკიდან არსად წასული ისევ ქართულ პოლიტიკაში “დაბრუნდა” და უკვე ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი სარდალიც გახდა! ეს ყველა ქაოსსა და ალიაქოთზე თანახმა იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს! პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი - ბერდია სიჭინავა. Facebook    

ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკზე თავდასხმაზე - რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს: დამარცხებასა და ტრიბუნალს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას „ტერორის გამოვლინებად“ აფასებს. „ტერორის ყოველი ასეთი გამოვლინება არაერთხელ გვიმტკიცებს ჩვენ და მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს იმ ყველაფრის შედეგად, რაც გააკეთა - დამარცხებასა და ტრიბუნალს, სამართლიან და კანონიერ სასამართლოს ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა კრამატორსკის ცენტრში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის

“ჯორჯიან ეარვეისი” მოსკოვიდან ნიცაში თბილისის გავლით იფრენს

„საქართველოს ავიახაზები“ მოსკოვიდან ნიცის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს. ტრანზიტული რეისი სრულდება თბილისის გავლით, სადაც მგზავრებს გადაჯდომისთვის 1 საათი და 10 წუთი აქვთ. “ჯორჯიან ეარვეისი” საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფრენები 8 ივლისიდან, კვირაში ორჯერ შესრულდება. ბილეთების ფასი 1422 ლარიდან 2026 ლარამდე მერყეობს. ნიცას გარდა, Georgian Airways ასევე ახორციელებს ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, სალონიკში, თელ-ავივში, მილანში, ბერლინს

ნათია მეზვრიშვილი - ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, ბრალდებულები ციხეში გაუშვეს, მაგრამ მართლმსაჯულება არ აღსრულებულა - კორუფციისთვის არავინ დასჯილა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ბრალდებულები ციხეში გაუშვეს, მაგრამ მართლმსაჯულება არ აღსრულებულა - სიკვდილის რისკები ისევ სახეზეა იმიტომ, რომ ელიტური კორუფციისთვის, რამაც რეალურად ბავშვის სიკვდილი გამოიწვია, არავინ დასჯილა; მერიაში კორუფცია გრძელდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის - ელიტური, პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრა პრიორიტეტს არ წარმოადგენს, რასაც არც მალავე

“შესაძლებელი გახდა ეტაპობრივი ამუშავება” — რა ხდება ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ განცხადებას ავრცელებს და ეტაპობრივი ამუშავების შესახებ იუწყება. მანამდე, აეროპორტში მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ განაცხადეს, რის მიზეზადაც უამინდობა დაასახელეს. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ეტაპობრივი ამუშავება. შედეგად: რეისები შემდეგი მიმართულებით: ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-პოზნანი, ქუთაისი- პრაღა გაფრინდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტანდა

წყნეთში 16 წლის მოზარდი დაიღუპა – სავარაუდოდ, მას სკვერში დენმა დაარტყა

წყნეთში 16 წლის მოზარდი დაიღუპა. ჟურნალისტებთან ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიჭი სკვერში ელექტროგაყვანილობამ იმსხვერპლა. როგორც ისინი ჰყვებიან, ამ ადგილას ბავშვები თამაშობდნენ. ახლო-მახლო კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სასწრაფოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ექიმებს ბავშვი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა, მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ელექტროობასთან ან ელექტროგაყვანილობასთან. ნეტგაზეთი ცდილო

"საქართველოსთვის" - ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩვნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება, წერტილი!

"ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩვნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება, წერტილი!" პარტია "საქართველოსთვის" 

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან ერთად იარაღის წარმოებაზე - ის, რაც ფანტასტიკა იყო, რეალობად იქცევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ერთად იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ ისტორიულს უწოდებს. "არსებობს ამერიკის ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვითი სისტემების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის, ერთობლივი წარმოების შესახებ. ეს არის ის, რაც ბოლო დროს აბსოლუტურად ფანტასტიკა იყო, მაგრამ რეალობად იქცევა. ჩვენ ამას რეალობად ვაქცევთ", - აღნიშნა ზელენსკიმ. 22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთ

გიგა ფარულავა - რატომ არის ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსება საგანგაშო?! (ვიდეო)

რატომ არის ოჩამჩირეში რუსული ფლოტის განთავსება საგანგაშო?!… გიგა ფარულავა, ზუგდიდი - პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" 393487088_349354310800126_7589740491328903681_n.mp4
×
×
  • შექმენი...