Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    865.166

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა მაისიდან გაიხსნება - რა ჯდება პროექტი?

ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა. როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, აღნიშნულ მონაკვეთზე 4-ზოლიანი გზა მოეწყობა, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. „დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახული

„მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიაზე შეღავათები რომ არსებობდეს, მთას ხალხი აღარ დატოვებს“ - ენერგეტიკოსი

ზემო სვანეთი საქართველოს მთიან რეგიონებს შორის ერთადერთია, სადაც ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სვანეთის მოსახლეობასთან სიტყვიერი შეთანხმების შედეგად, ფიზიკური პირები დენს უფასოდ იღებენ, კომერციული სექტორი კი მხოლოდ მინიმალურ თანხას იხდის. ამ შეღავათებს ფიზიკური პირების ნაწილი კრიპტო-მაინერების ასამუშავებლად იყენებს. ამის გამო, მესტიაში სერიოზულ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება, რადგან ელექტროენერგიის გადაჭარბებული მოხმარების გამო, ხშირად მოს

ნანა მალაშხია ახალგაზრდებს: თქვენ უნდა გვატაროთ თავისუფალი საქართველოს გზაზე

2023 წლის მარტის აქციების 1 წლისთავზე ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია ახალგაზრდებს მიმართავს და „ბრძოლის, ერთიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის“ მადლობას უხდის. თავის მიმართვაში ნანა მალაშხია ხაზს უსვამს ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობას. მიმართვაში ნანა მალაშხია აღნიშნავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც და ახალგაზრდებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს. პუბლიკა

ზურაბიშვილი: ოდესაზე თავდასხმა რუსეთის მშიშარა ტაქტიკის მორიგი მაგალითია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ოდესაზე რუსეთის თავდასხმას მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად სტუმრობდა. რუსებმა ოდესა გუშინ იმ დროს დაბომბეს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად სტუმრობდა. შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა – უკრაინის პრეზიდენტი და საბერძნეთის პრემიერი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან. CNN-ის ინფორმაციით, ოდესაში უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსული რაკეტა მათი მ

შვედეთი NATO-ს წევრი გახდა

შვედეთი NATO-ს 32-ე ოფიციალური წევრი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. პროტოკოლის მიხედვით, დოკუმენტი ძალაში 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი „ტვიტერის“ პირად გვერდზე ეხმიანება შვედეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ „შვედეთის გაწევრიანება ნატოს უფრო ძლიერს, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და მთლიან ალიანსს უფრო დაცულს ხდის“.   უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მაისში ფინეთმა და შვედეთმა ნ

მიხეილ დაუშვილი - „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ ადეიშვილი ასე თავისუფლად მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში - გახარიას პრემიერობის დროს ის ბუნდესტაგში ასე ზარზეიმით ვერ შედიოდა

ფაქტი, რომ არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადეიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, სრულად "ოცნების" პასუხისმგებლობაა - "ოცნებამ" ჩვენი მოქალაქეების წინაშე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და როგორც მინიმუმ, განმარტება უნდა გააკეთოს, როგორ ხდება, რომ ეს ადამიანი ასე მარტივად, ასე თავისუფლებად მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, გიორგი გახარიას პრ

აუდიტის სამსახური - სკოლების დაფინანსების მოდელი არ ეფუძნება სკოლების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოსწავლეების საჭიროებებს

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების მოდელი არ ეფუძნება სკოლების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოსწავლეების საჭიროებებს, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2019-2021 წლებს მოიცავს. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2019-2021 წლებში დამატებითი დაფინანსების მიზნით სამინისტრომ სკოლებს ჯამურად 6,694,993 ლარი გადაურიცხა, თუმცა "სამინისტროს მიერ არ მომხდარა დაფინანსების არსებული მოდელის შეფასება, არ გ

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩადის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს თურქეთს ეწვევა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს შეხვდება და ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის, მარცვლეულის შეთანხმების, რეგიონში მშვიდობის პერსპექტივებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხებს განიხილავენ. „ვიზიტის ფარგლებში დეტალურად განიხილება ომის მიმდინარეობა, რომელიც გრძელდება რუსეთსა და უკრაინას შორის

აუდიტი - სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად - სამეურვეო საბჭოს როლი ეფექტიანი არ არის

სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფ

ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ბრიტანეთში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე დაინიშნა. 8 თებერვალს ვლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა განცხადება, სადაც მან ისაუბრა ზალუჟნისთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ყოფილ მთავარსარდალს მადლობა გადაუხადა ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაცვისათვის. გენერალი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალებს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს. პუბლიკა

ონლაინ სექსუალური შევიწროების შემთხვევაზე ექიმმა პოლიციას მიმართა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)-ის განცხადებით, ორგანიზაცია იცავს ქალს, რომელიც პროფესიული საქმიანობის გამო ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნეა. ეკა კვირკველია ექიმი რეზიდენტი რეპროდუქტოლოგი, სექსოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის მიწვეული ლექტორია, რომელიც 1 წელზე მეტია პაციენტების საგანმანათლებლო ბლოგს აწარმოებს ონლაინ პლატფორმებზე, სადაც მის პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობს. PHR-ის ინფორმაციით 2024 წლის 5 მარტს ო

საქართველოში დაბრუნების შემდეგ - რა დაბრკოლებებს აწყდებიან მიგრანტი ქალები | კვლევა

ამის შესახებ საუბარია კვლევაში – „შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა”, რომელშიც განხილულია გამოწვევები, რომლებსაც შრომითი მიგრანტი ქალები საქართველოში დაბრუნებისას აწყდებიან. კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მიგრაციის მართვის სისტემის განვითარების მიმართულებით, თუმცა, კანონმდებლობაში, პოლიტიკასა თუ პროგრამებში ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც აბრკოლებს მიგრანტი ქალების დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაც

ცვლილება მიღებულია - ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასი?

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული ცვლილების თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარ

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს

მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შენობის გარშემო რკინის ღობის მოხსნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის აპრილში გავრცელდა. მოგვიანებით შენობის გარშემო რკინის ღობე აღიმართა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. იპნ

ანგარიში - საქართველოში თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრებისა და შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია - ქვეყანაში მხოლოდ 3 ცენტრი ფუნქციონირებს და სამივე თბილისშია

საქართველოში თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრებისა და შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია - ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ 3 სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებს და სამივე თბილისშია (შპს „დღე პირველი“, შპს „კამარა“ და შპს „გამოსავალი“), - ამის შესახებ მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, ეს გარემოება ცხადყოფს, რომ დაინტერესებულ პირებს აქვთ

მიშა დაუშვილი -თუ მართლა უნდათ გარე ძალებისგან და მტრული სახელმწიფოებისგან ჩვენი ქვეყნის დაცვა, მაშინ უნდა მიიღონ ჩვენი შეთავაზებული კანონები

ჩვენი კანონპროექტი ემსახურება იმ მიზნის მიღწევას, რომ დღეს, ამ ქვეყანაში თუკი ვინმე საფრთხეს წარმოადგენს გარე ძალებიდან და ჩვენს ქვეყანას თუკი ვინმესგან დაცვა სჭირდება, ეს არის რუსეთი. ამიტომ, თუ მართლა უნდათ გარე ძალებისგან და მტრული სახელმწიფოებისგან ჩვენი ქვეყნის დაცვა, მაშინ უნდა მიიღონ ჩვენი შეთავაზებული კანონები.     მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/940779677528532/

ლილუაშვილი - კეზერაშვილის მიერ დაფინანსება არ შეიძლება იყოს მტრული? ივანიშვილის მიერ დაფინანსება არ შეიძლება იყოს ინტერესებისთვის შეუსაბამო? შესაბამისად დავაინიცირეთ "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილება, რომელიც ადგენს გამჭირვალობის მაღალ სტანდარტს

როგორ შეიძლება გამჭირვალობაზე საუბრობდეთ, როცა ორ საგამოძიებო კომისიას, ერთს სასამართლოებზე უარი უთხარით, ერთს კეზერაშვილის ქოლ-ცენტრებზე უარი უთხარით. კეზერაშვილის მიერ დაფინანსება არ შეიძლება იყოს მტრული? ივანიშვილის მიერ დაფინანსება არ შეიძლება იყოს ინტერესებისთვის შეუსაბამო? შესაბამისად დავაინიცირეთ "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილება, რომელიც პირდაპირ ადგენს გამჭირვალობის მაღალ სტანდარტს, თუ მართლა გამჭირვალება გადარდებთ, დაუჭირეთ ჩვენს ინიციატივას მხარი.      ბექა ლ

პრეზიდენტი - პოლიტიკაში ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობამ აიწიოს, ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი უკანასკნელი თუ არა, ბოლო რიგებში მყოფი ქვეყანა ვართ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალების როლის გაძლიერებაზე საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ქალების როლი პოლიტიკაში უნდა გაიზარდოს. „პოლიტიკაში ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობამ აიწიოს. ჩვენ ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი უკანასკნელი თუ არა ბოლო რიგებში მყოფი ქვეყანა ვართ. ეს არ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც აღვწერე და რაც არის საქართველოში, სადაც ქალები არიან ყველა სფეროში წინ, მაგრად და ძლიერად წარმოდგენილები. რატომ არ არიან პ

სალომე ზურაბიშვილი - ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობას და ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს

ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი ანუ ქალთა მკვლელობა, ეს არის პირდაპირ სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობას და ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრა სკოლებიდან დაიწყოს. „ეს არის, ალბათ, მთავარი გამოწვევა, რომ ჩვენ შევძლოთ და დავძლიოთ ეს მძიმე სურათი. ეს ყველას საქმეა

ნათია მეზვრიშვილი - საჯარო მოხელეების დაყოფა „ნაცებად“ და „ქოცებად“ უნდა დასრულდეს. დავიცავთ კეთილსინდისიერ მოხელეებს ბულინგისგან და მოქალაქეებს - არაკეთილსინდისიერი მოხელეებისგან

საჯარო მოხელეების დაყოფა „ნაცებად“ და „ქოცებად“ უნდა დასრულდეს. დავიცავთ კეთილსინდისიერ მოხელეებს ბულინგისგან და მოქალაქეებს - არაკეთილსინდისიერი მოხელეებისგან. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  ვიდეო: https://www.facebook.com/NatiaMezvrishvili25/posts/454841330397617

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მათ უსაფრთხო გადაადგილება და წარმატება უსურვეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანის სასახლეში გაიმართა. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ: ბაია პატარაია (ფემინისტი, უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი) – ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის; ანა არგანაშვილი 

რა გამოწვევები არსებობს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში — საიას განცხადება

8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც დღეს ქალებს საქართველოში აქვთ. ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა, სოციალური-ეკონომიკური გამოწვევები, ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე – საია დეტალურად აღწერს ამ და სხვა მიმართულებით არსებულ სისტემურ პრობლემებს. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა საიას ინფორმაციით, 15-69 წლის ასაკის ქალების 50,1%-ს ცხოვრების განმავლობაში ძალ

“გაუგებარია, რატომ არ სურს პარლამენტს, დაიცვას ადამიანები გაუპატიურებისგან” – ქალთა მოძრაობა კანონის ცვლილებას ითხოვს

“ქალთა მოძრაობა” გაუპატიურების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს. უფრო კონკრეტულად, უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გაუპატიურების ის დეფინიცია, რომელიც კანონში წერია, არასწორია – არ მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ფაქტობრივად არის გაუპატიურება. შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში, დამნაშავე დაუსჯელი რჩება. “ქალთა მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ გაუპატიურების შესახებ კანონმდებლობის დახვეწა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა უფლებრივი საკითხია და არ შეიძლება ამ თ
×
×
  • შექმენი...