Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    887.673

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა, მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობებია, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. მთელი საქართველოს მასშტაბით, საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა.

დიდთოვლობის გამო გურიაში, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, გურიაში, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა. კონკრეტულად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-დან 53-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე (ჩხაკაურა-ბახმარო). მოძრაობა აკრძალულია ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-13-დან 33-ე კილომეტრამდე მონაკვეთზეც. მოძრაობა თავისუფალია ჩოხატაურიდან სოფელ ჩხაკაურამდე.

დიდთოვლობაა იმერეთში — მოქალაქეების თქმით, გზები გაწმენდილი არ არის, არ არის დენი და გაზი

იმერეთში რამდენიმე დღეა, გადაუღებლად თოვს. გზები გაწმენდილი არ არის, ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და გაზი. იმერეთში მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად შექმნილი მოხალისეობრივ FB ჯგუფში „იმერეთის დასახმარებლად” მოქალაქეები წერენ, რომ ვითარება მძიმეა. ვანის მაღალმთიან სოფლებში დასახმარებლად ასვლას გეგმავს მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი „თეთნულდი”. კლუბის წარმომადგენლის, არჩილ გეგენავას თქმით, მათ „ნანუკას ფონდი” დაეხმარა, საღამოს მიეწოდებათ ტექნიკური აღჭურვილობა და 8

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა უვნებელი იპოვეს (ვიდეო)

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა უვნებელი იპოვეს.  შეგახსენებთ, დიდ დიღომში 11 წლის გოგონას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში პოლიციელებთან ერთად ახლობლები და მოქალაქეები იყვნენ ჩართულები.   354635808_645253970832809_7630468713839348972_n.mp4 354459031_1220511801985498_335542597499454456_n.mp4

დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის დედა სამხარაულის ექსპერტისთვის გირაოს შეფარდებაზე - იმაზე იყო აპელირება, რომ 4 შვილი ჰყავს, თუმცა მაგიდაზე 12 წლის ბავშვი რომ ეწვინა, მაშინაც უნდა ეფიქრა, რომ ისიც ბავშვი იყო

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის გარდაცვალებაში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიც არის დამნაშავე, რომელმაც მისი აზრით, აღებული ნიმუშები სათანადოდ არ დალუქა და შეინახა. მან ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც საქმეზე ბრალდებულ ექსპერტს 2 500 - ლარიანი გირაო შეუფარდა და თანამდებობიდან გაათავისუფლა. "ჯარიმა ჩამოწიეს 2 500 ლარზე. იმაზე იყო აპელირება, რომ მას ჰყავს 4 შ

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა - ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაგზავნილი დნმ-ანაწმენდები არის დაობებული, პაკეტი გახსნილი - ეს არის დანაშაული

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები დაზიანებულია. როგორც მან “უფლებები საქართველოს“ იურისტთან, ელისო რუხაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს არის დანაშაული და „ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს ექსპერტიზის ბიუროში, რომ

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა - ბავშვს 39 დაზიანება აქვს, რასაც თავისით ვერ მიიღებდა - ფრჩხილში გაჩხერილია მამაკაცის თმა - ჩემი შვილის მკვლელს აუცილებლად იპოვიან ან პირადად ვიპოვი და დავსჯი

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედის, ნატო ხუტაშვილის განცხადებით, საქმეზე გამოძიება არა სამსახურეობრივი გულგრილობის, არამედ განზრახ ან გაუფრთხილებლობით ექსპერტის მიერ საექსპერტო ობიექტის დაუცველობის დაზიანების ფაქტზე უნდა დაიწყოს. როგორც ნატო ხუტაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მხოლოდ გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დნმ-ანაწმენდია დაზიანებული და არა საქმეში არსებული საეჭვო პირების დნმ-ანაწმენდები. „ექსპერტ-ბიო

დიდ დიღომში 11 წლის გოგოს ეძებენ

დიდ დიღომში 11 წლის გოგოს ეძებენ — თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, დარეკეთ 112-ში!   დიდი დიღომში ეძებენ 11 წლის გოგოს, რომელიც 16 ივნისს, საღამოს დაიკარგა. გავრცელებული ცნობებით, ბავშვი ბოლოს მწვანე სკოლასთან ნახეს. დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოში პოლიცია ჩაერთო, ასევე სამძებრო სამუშაოში ჩართულია ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები.  

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინაში რიში სუნაკის ვიზიტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის უკრაინაში ვიზიტი უკვე მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო ავრცელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ დანიშვნის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა. “ვიცი, რომ ეს ძალიან კარგი საუბარი იყო, რომლის დროსაც, კერძოდ, შეთანხმდნენ იმაზე, რომ რიში სუნაკი უკრაინაში გამართავს ვიზიტს. კონკრეტულად როდის მოხდება ეს?- ჩვენ უკვ

დიდ ბრიტანეთში მოგზაურებისთვის წინასწარი ავტორიზაცია სავალდებულო ხდება

დიდ ბრიტანეთში, უვიზო რეჟიმით მოსარგებლეების გარდა, წინასწარი ელექტრონული ავტორიზაცია (ETA) ყველა მოგზაურისთვის სავალდებული ხდება, რაც ათწლეულების განმავლობაში სასაზღვრო წესების ყველაზე დიდი ცვლილება იქნება ქვეყანაში. ცვლილება ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, იაპონიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც შეეხებათ და ძალაში 2024 წლის ბოლოდან შევა. გამონაკლისი იქნებიან ბრიტანული და ირლანდიური პასპორტის მქონეები, ასევე ბრიტანეთში დაფუძნებულების სტატუსის მქონენ

დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება. ღარიბაშვილისგან გაიგეს ეს? - მდინარაძე

„დიახ, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება, ეს თურმე ღარიბაშვილისგან გაიგეს”, – ასე ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე, მამუკა მდინარაძე. ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო. მდინარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მას ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე აქვს „მკაფიო გზავნილები“.

დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო, თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავს და ამბობს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისას დიასპორის სრული მობილიზაციაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისს მიერ წარდგენილ გეგმაში, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომლებიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან, დიასპორას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „27 მაისია და ჩვეულებრივ, ეს უნდა ყოფილიყო დიასპორის დღე, მაგრამ როგორც ჩანს, მიღებული იქნა გადაწ

დეპუტატის პოსტი იმის შესახებ, რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო, აღარ იძებნება

უმრავლესობის დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გუშინ Facebook-ის საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო და მანაც შეცდომა დაუშვა. „ოცნების“ დეპუტატის პოსტი უკვე წაშლილია, ის მის ოფიციალურ გვერდზე აღარ იძებნება. თუმცა, რამდენიმე ონლაინგამოცემამ პოსტის შინაარსი მალევე გამოაქვეყნა. დავით სონღულაშვილი იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსული კანონპროექტის მიღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რას წერდა დეპუტატი – წაშლამდე

დეპუტატი სამხარაძე: ჩემი სახელით ვიღაცას მისწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა, "ფეიკია"

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ მისი სახელით მოქალაქის მიმართ გავრცელებული მუქარის ამსახველი ე.წ. სკრინი, "ფეიკია". ის ფეისბუკზე ბრალდებების საპასუხოდ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ მათი სახელით შეიძლება "ნეკროლოგი მერაბიშვილი" დაემუქროს ვინმეს და "მუქარის აღსრულება" მათ დაჰბრალდეთ. "ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის ყოველდღე კითხულობთ ჩემს პოსტებს და შეგეძლოთ უფრო ხარისხიანი "ფეიკი" შეგექმნათ ან როდის იყო "მესინჯერში" ვინმესთვის რამ

დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. „ინტერპრესნიუსი“ დეტალების დაზუსტებას ცდილობს. ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხ

დეპუტატი ინჯია სატელეფონო ბაზრის 25.19%-სა და ინტერნეტბაზრის 6.2%-ს აკონტროლებს - IDFI

ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა (IDFI) ქართულ ბინესში რუსულ კაპიტალსა და რუსულ კავშრებზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, კომუნიკაციების სფეროში იკვეთება ანტიდასავლური განცხადებებითა და რუსეთთან დაახლოების ინიციატივებით ცნობილი პარლამენტის წევრის ფრიდონ ინჯიასა და მისი ოჯახის მნიშვნელოვანი გავლენა. IDFI-ის მიხედვით, ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19 %-სა და ფიქსირებული ინტერნეტბაზრის 6.2%-ს. ფრიდონ ინჯიას საკუთ

დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, საკრებულოს სხდომა შეწყდა

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომელიც მაგიდაზე იდო. ამ დროისთვის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული. ცნობისთვის, დეპუტატებს შორის ფიზიკურ დ

დეპუტატებს ანტისემიტური და კონსპირაციული წიგნი დაურიგდათ

საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს დაურიგდათ ანტიამერიკული კონსპირაციების და ანტისემიტური შინაარსის მქონე წიგნი – „ლუციფერის მხილება“. ამის შესახებ ინფრომაცია პარტია „ლელოს“ წევრებმა გაავრცელეს. პარლამენტში კი განაცხადეს, რომ პარლამენტარებს წიგნი ავტორმა გაუგზავნა. წიგნი 2022 წელსაა გამოშვებული და ამერიკის შეერთებული შტატები შედრებულია ლუციფერთან. წიგნი ასევე გაჯერებულია ანტისემიტური შინაარსით,  არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კონსპირაციის ნაწილად არიან მოხსენიებულები და ა.შ. პარლ

დეპუტატ ხელაშვილს მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია მიმართავს

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს მიმართავს და მოუწოდებს ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ. „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მიმართავს მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი ხელაშვილს, ხმა არ მისცეს კანონს მის მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობაშიც, წლების მანძილზ

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ცვლილებები იგეგმება

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, დოკუმენტში სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებს შორის დასახელებულია: იურიდიული პირების საარჩევნო შემოწირულების აკრძალვა, თითოეული მხარისთვის ხარჯების ზედა ზღვარის კიდევ უფრო შემცირება, პოლიტიკური პარტიების ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნება. „ეს ღონისძიებები უზრუნველყოფს გადაჭარბებულ ინტერესებზე დამოკიდებულების და მისი უარყოფით ზეგავლენის შემდგომ შემცირებას, გააძლიერებს კონკურენციას,

დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას ზამთრისთვის გაზისა და ქვანახშირის საკმარისი რაოდენობა აქვს და მარაგების შევსებას აგრძელებს

უკრაინას ზამთრისთვის გაზი და ქვანახშირი საკმარისი რაოდენობით აქვს და აგრძელებს მარაგების შევსებას. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომის დროს განაცხადა. “ჩვენი გაზსაცავების შევსება ასევე გრძელდება. შედარებით თბილი შემოდგომა და ენერგორესურსების ეკონომია ჯერ კიდევ გვაძლევს საშუალებას იმაზე მეტი გაზი შევინახოთ, ვიდრე გაზსაცავებიდან გამოგვაქვს. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს გაზის 14.6 მილიარდი კუბური მეტრი. ამ რესურსის 98% უკრაინული გაზია” , - აღნი

დენის შმიგალი - უკრაინამ აშშ-სგან 3,9 მილიარდი დოლარი მიიღო

უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მსოფლიო ბანკის მეშვეობით 3.9 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „ეს თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები და სოციალური შეღავათები“, - აღნიშნა პრემიერმა. მისი განმარტებით, ეს არის შეერთებული შტატების პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანში 2024 წელს. მთლიანობაში, უკრაინა წელს შეერთებული შ

დენის შმიგალი - უკრაინა გერმანიისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს

უკრაინა გერმანიისგან ეკონომიკის მხარდასაჭერად 50 მილიონ ევროს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „ეს თანხები მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის „5-7-9“-ის დაფინანსება გააგრძელოს “, - განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ თანხებს სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს. უკრაინის პრემიერმა ს

დენის შმიგალი - სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა

უკრაინაში რუსების მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ენერგოსისტემაში რჩება ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი. „ქვეყანაში სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური, დაზიანდა მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40% სხვადასხვა ხარისხით”,- განაცხადა შიმგალმა და დასძინა, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ზამთარს „ელექტროენერგიის მოხმარებაზე მნიშ

დენის შმიგალი - ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო

ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მედიასთან ისაუბრა. დახმარების ახალი დაპირებები უკრაინამ შვეიცარიის, დანიის, ესპანეთის, ირლანდიის, იაპონიის, ლატვიისა და ლიეტუვისგან მიიღო. ამას გარდა, უკრაინულმა მხარემ ამერიკულ კომპანია „ბოინგთან“ მიაღწია შეთანხმებას უკრაინული კომპანიებისთვის 200 მილიონი დოლარის დავალიანების ჩამოწერის შესახებ.
×
×
  • შექმენი...