Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.069

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემის დანერგვა იგეგმება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის სისტემის დანერგვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. მთავრობა განმარტავს, რომ შესწავლილი და გაანალიზებულია 50-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო გამოცდილება და მიზანშეწონილია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში პარამედიკოსის ფართოდ დანერგვა. მათი ცნობით, აღნიშნული სპეციალობა კლასიფიცირდება პროფესიების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორში, ISCO-08 გამოცემის მიხედ

ჯოზეფ ბორელი - უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე და გავაგრძელოთ ჩართულობა უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა და დღეს აღმოსავლეთის სამეზობლო სრულიად განსხვავებულია. "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა ევროპაში ომი დააბრუნა. დღეს ჩვენ ვუყურ

კრამონი: 10 წლის წინ ივანიშვილმა გასაოცარი დემოკრატიის პირობა დადო, მაგრამ მიტაცებული ქვეყანა მივიღეთ

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა, რომ რთულია მისთვის ამის აღაირება, მაგრამ საქართველო, რომელიც ერთ დროს წამყვანი ქვეყანა იყო, დღეს არის მიტაცებული სახელმწიფო. მან თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და ბევრი საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, მაგალითად, ერთ-ერთია ნიკა გვარამიას საქმე.

ნიკოლ ფაშინიანი - რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს დაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი, ოჯახები ბლოკადის სხვადასხვა მხარეს ხვდებიან

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ლაჩინის დერეფნის გარშემო არსებული ვითარების შესახებ წერს. „რვა დღეა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანს დაკეტილი აქვს და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გზებზე სიცივეშია ჩარჩენილი. ოჯახები ბლოკადის სხვადასხვა მხარეს ხვდებიან. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე მოქალაქეები მოკლებულნი არიან მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას“, – წერს ფაშინიანი. ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა გადაკეტეს. სწორ

ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მხარდაჭერისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. დახვედრის ოფიციალურ კადრებს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კი ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ჯო ბაიდენი უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადებს, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ დოლარს აღწევს. „დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტს და კონგრესს საჭი

ირაკლი ღარიბაშვილი: გაერთიანების შემთხვევაში აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებს განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. მან წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების განვითარებისთვის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებაა შესაძლებელი. "ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი სულ რაღაც 200 მილიონ დოლარს შეადგენს, სრულად დოტაციაზეა მათი ბიუჯეტი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აფხაზი და ოსი დებისთვის და ძმებისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანებ

NDI - უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს

NDI-ის კვლევის თანახმად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. კითხვაზე, მოყვანილი მოსაზრებებიდან, რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? 30 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს , რაც შეუძლია იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანეს. 38 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს, იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრი

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მომხდა ძლიერ მიწისძვრას 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სრული სოლიდარობა ჩვენს მოკავშირე თურქეთს ამ საშინელი მიწისძვრის შემდეგ. ნატო-ს მოკავშირეები ახლა მხარდაჭერის მობილიზებას ახდენენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას გამოეხმაურა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკი მზადაა დასახმარებლად. „ამ დილით თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის

ანა ბუჩუკური - პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, „პუფები“ გვეძახეს, შემდეგ შემოვიდნენ, ახლა ისევ გადიან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ თუ მაინც ხელფასებს იღებენ

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, „პუფები“ გვეძახეს, შემდეგ შემოვიდნენ, ახლა ისევ გადიან, ოღონდ ვერ გაურკვევიათ, მანდატებს ტოვებენ თუ მაინც ხელფასებს იღებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კომიკურია. „ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში და „პუფები“ გვეძახეს, მერე შემოვიდნენ, ოღონდ თან სიები ჩახსნეს. სიები რომ ჩახსნეს, მერე სანანებელი გაუხდათ, რადგან მანდატები დაკარგეს. ეს

თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს

თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორები. ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს. 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 ათასი შენობა დაინგრა, მათ შორის რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული. თურქული მედიის ინფორმაციით, მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით ქვეყანაში რამდენიმე გამოძიება უკვე დაწყებულია. თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ განკარგ

ბექა ლილუაშვილი - პოლიტიკურმა აქტმა, რაც ხელოვანმა გამოხატა, ძალიან გააღიზიანა ქალბატონი წულუკიანი და ზედმეტი მოუვიდა, შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწიათ ამ გადაჭარბებულ რეაქციაზე გამოსწორების პასუხების გაცემა

პოლიტიკურმა აქტმა, რაც ხელოვანმა გამოხატა, ძალიან გააღიზიანა ქალბატონი წულუკიანი და ზედმეტი მოუვიდა - როგორც ჩანს ხელოვანი ადამიანების რეაქცია, რომელიც სახელმწიფოს ნაბიჯებს მოჰყვა, კარგად არ ჰქონდათ შეფასებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველ გუნდში მოგვიანებით გააცნობიერეს, რომ მწვავე ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, სამართლებრივი

თენგიზ ცერცვაძე - „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამის, ე.წ. კრაკენის ცალკეული შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა - იგი დაახლოებით, 40%-ით მეტად გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი სუბვარიანტები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, „ომიკრონის“ XBB1.5 ე.წ. კრაკენის სუბვარიანტით გამოწვეული ცალკეული შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, მოსალოდნელია COVID-ის ახალი შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა. „ომიკრონის XBB1.5 ე.წ. კრაკენის სუბვარიანტით გამოწვეული ცალკეული შემთხვევები გამოვლენილია საქართველოშიც, თუმცა ჩვენთან დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ ს

ვახტანგ გომელაური - სამინისტრო შეიძენს მრავალფუნქციურ შვეულმფრენებს, რომლებსაც შეეძლებათ, საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციების შესრულება

მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციის შედეგად, სამი ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება გაფორმდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო შეიძენს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია, შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. „სასაზღვრო პოლ

მედიის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 39 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა 39 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს. ასევე, ჯგუფი საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოუწოდებს, მარტის მიწურულამდე დააჩქარონ მუშაობა უკრაინის მხარდაჭერის პროგრამაზე. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 15 მილიარდი დოლარის ღირებულების პროგრამის გაფორმებას იმედოვნებს, რომლითაც გადაუდებელი ფინანსური დახმარება და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა განხორციელდება. როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის,

„აგენტებზე“ კანონმა შეიძლება უფლებადამცველი ადვოკატების მარგინალიზაცია გამოიწვიოს - ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განცხადებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ასოციაციის განცხადებით, კანონპროექტის შინაარსი, მისი ინიცირების დრო და განხილვის კონფრონტაციული ფონი შეიცავს რისკებს პოლარიზაციის გაღრმავების, სოციალური დაპირისპირებისა და დემოკრატიული პროცესების შესუსტების თვალსაზრისით. „როდესაც ფართო საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსე

„გაიწვიეთ კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს“ — ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს (European Youth Parliament (EYP) – Georgia) დამფუძნებლები, ეროვნული კომიტეტი, ყოფილი და მოქმედი წევრები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავსირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ კანონპროექტი მიღების შემთხვევაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს: „ჩვენთვის, როგორც ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის მიგვაჩნია, რომ ინიცირებული

უკრაინამ გერმანიისგან „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკები მიიღო – „შპიგელი“

„ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკები უკრაინაში ჩავიდა. „შპიგელის“ ცნობით, საუბარია საბრძოლო მანქანის 18 ერთეულზე. ამ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემას გერმანიის ხელისუფლება დიდხანს განიხილავდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, არა მარტო თავად დადო კიევისთვის მათი მიწოდების პირობა, არამედ შესაბამისი ნებართვა სხვა ქვეყნებსაც მისცა. პოლონეთის პირველი „ლეოპარდები“ უკვე უკრაინაშია — მინისტრი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემენ რა არის „ლეოპარდ 2“ და

ლინას ლინკევიჩუსი მოსამართლეების სანქცირებაზე - ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისაც

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ამერიკის დიპლომატიური უწყების გადაწყვეტილება ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, გზავნილია ყველასთვის, ვინც საქართველოში საჯარო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს საკუთარი პირადი თუ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. „ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების თაობაზეც, ასევე მედიის შეზღუდვის შესახებაც. ეს გარკვეულწილად გაფრთხილებაა ოლიგარქებისთვისა

საქართველოში დასაქმების მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა - hh.ru

საქართველოში რუსი მუშახელის მიზიდვა, თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რეკრუტირების პორტალ HeadHunter-ის (hh.ru) მონაცემებში არის ნათქვამი, რომელიც რეზიუმეებზე დამსაქმებელთა პასუხების მიხედვით არის გაანალიზებული. ანგარიში სააგენტო RBC-მ მოიპოვა. რუსი მუშახელის მასობრივი მიზიდვის მხრივ საქართველო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ქვეყანაში 2023 წლის პირველ კვერტალში რუსი მუშახელის 9,3 ათასი განაცხადი დაფიქსირდა, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 160%-ით მეტია. მაშინ საქარ

გიორგი გახარიამ რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები დაიწყო

გიორგი გახარიამ რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები დაიწყო.   პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებს შეხვდა.   შეხვედრების მთავარი მიზანია პარტიის საქმიანობის და წარმომადგენლობის გაძლიერება, საკრებულოებში არსებული პლატფორმების აქტიურად გამოყენება, რეგიონებში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახ

ვიტალი კლიჩკო - რუსეთმა ღამით კიევზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა წუხელ კიევზე, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დრონების გამოყენებით ყველაზე მასიური თავდასხმა განახორციელა. "ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების წყალობით, 36-ვე დრონი ჩამოაგდეს. ეს არის ყველაზე მასიური თავდასხმა ჩვენს ქალაქზე ომის დაწყების შემდეგ", - აღნიშნა კლიჩკომ. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ქალაქის არცერთი მცხოვრები არ დაღუპულა, თუმცა დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღი და სკოლა. ყველაზე სერიოზულად დაზიანდა მაღალსა

პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ განიხილავენ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა, 15 მაისის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. გასული წლის ნოემბერში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები განსახილველად პირველი მოსმენით გადის. კანონის პროექტით "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო ა

სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გამო ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული გ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის

მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, ოკუპაციის კანონი არ აქვს დარღვეული - მდნარაძე

„მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული“, – „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჩეჩნეთის მოქალაქეების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ამბობს, რომ მებაჟეს პირის შეჩერების უფლება არ აქვს, თუ არ არსებობს ინფორმაცია კონკრეტულ დარღვევაზე ან მითითება პროვოკაციის შესახებ. გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ საქართველოში, სხვადასხ

კახაბერ ქემოკლიძე - 2024 დიდი ცვლილებების წელი უნდა იყოს... "ოცნება" უნდა გავწიოთ და არ დავუშვათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მობრუნება (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სტუმრად Formula • ფორმულა-ზე გადაცემაში "კომენტარი":  - ევროკავშირს დალოდების რესურსი აქვს, ჩვენ არა! -უკრაინისთვის “გაწევრიანების მოლაპარკებების” გახსნა ნიშნავს უკვე წევრი სახელმწიფოების მსგავსად 90%-იანი სარგებლის მიღება, მათ შორის დიდი ფინანსების სახით! -ამ “მატარებელზე” ვერ ასვლა 15-20 წლიან ჭაობში დარჩენაა… -2024 დიდი ცვლილებების წელი უნდა იყოს! -მიზანი: ოცნების გაწევა, გაწმენდა “მტვერისგან” და ენმ-ის მობრუნებ
×
×
  • შექმენი...