"ყველას მოვუწოდებ, ყველაფერი გადადონ 26 ოქტომბერს და საქართველოსთვის გააკეთონ არჩევანი, რაც არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით, შევქმნით კეთილდღეობას და ისეთ მშვიდობას, როგორიც ევროპულ ქვეყნებშია."
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/894083105930323/
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი დარღვევა ჩაიდინა, რაც „ქმნის ძალადობრივ, უთანასწორო და არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოს”.
მეზვრიშვილის თქმით, მათ აქვთ ყველა წარმოდგენილი დარღვევის მტკიცებულება.
ამასთან, მისივე შეფასებით, „საარჩევნო დარღვევების მასშტაბი და მათზე არასათანადო რეაგირება ცხადყოფს, რომ სრული სიცრუეა „ოცნების“ განცხადებები, თითქოს საარჩევნო კამპანია მშვიდ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.
მისივე განმცხადებით, პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები ელოდება, რის გამოც აღნიშნულ კანონს ხელი მოაწერა.
„საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლო დროინდელი ბრიფინგებით ცხადი ხდება, რომ „ოცნება“ ცდილობს ნიადაგი მოამზადოს სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამავე მიზნით, „ოცნება“ ცდილობს დასავლეთი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულოს.
„პარლამენტის თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის ბოლო დროინდელი
საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები, რათა საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მიერ ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით შეაფასონ“, - წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა.
იპნ
შინაგან საქმეთა მინისტრი მეც ვიყავი. ერთ უნიღბო პოლიციელს ვერ იპოვის ადამიანი რამე რომ დასჭირდეს. ეს რა უბედურებაა? როდემდე შეიძლება ჩვენი შვილები ცემონ ვიღაც ნიღბიანმა პოლიციელებმა, რომელთაც არანაირი საიდენთიფიკაციო ნიშნები არ აქვთ. ყველა არის ნიღბით, რაც პირდაპირ დაუსჯელობის სინდრომს ნიშნავს. ეს არასდროს მომხდარა აქამდე...
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
AQNpFAbZdOBWwUo-zQeNAqBC8oNWrdk9Utx-9QfTOVOwkoRQnLt5HEd2HY4hDYHidB42_AZxkVrIv41PsZludIIl.mp4
საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი თეა მაისურაძის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ჩეხეთში საქართველოს ელჩის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„ძვირფასო თეა, ნამდვილად ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას. თქვენ გაქვთ ჩემი პატივისცემა! დიდი სიამოვნება იყო თქვენთან თანამშრომლობა. დიდი მადლობა. მზად ვარ მხარი დაგიჭიროთ, სადაც არ უნდა იყოთ. მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ თქვენ და საქართველოს!“- წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთში საქართ
საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.
განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
განჩინებას თან ერთვის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომე
სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. მანამდე ქრისტინე ბოტკოველი მისი მეგობრის, ილია ღლონტის სახლში მივიდა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა.
ქრისტინე ბოტკოველის განმარტებით, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ჯგუფ "დაიტოვეს" აქტიურობას უკავშირდება.
„მოვედი ილია ღლონტის სახლში იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია. ველოდებოდი რა მოხდებოდა, რატომ იყო პოლიცია შესული, უცებ მოვიდნენ ჩემთან, სახელი-გვარი მკითხეს და მითხრეს, რომ ჩემთან გასაუბ
„საქართველო იცვლის ვექტორს, ექცევა იზოლაციაში მთელი განვითარებული სამყაროსგან, რაც სამწუხაროდ ჩამოანგრევს ამ ქვეყნის ეკონომიკას,“ - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„ის დახმარებები რაც გვაკლდება, პირდაპირ მოაკლდება ეკონომიკას, ჩვენი ეკონომიკა კი არის პატარა და ყველა დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ უფრო ფართოდ არის საქმე: საქართველო როცა იცვლის ვექტორს და მიდის სხვა მიმართულებით, ექცევა იზოლაციაში მთელი განვითარებული სამყა
ივანიშვილის ძალაუფლება დგას პროპაგანდაზე, რეჟიმის დამფინანსებლებზე და ძალადობაზე, სამივე უნდა მოიშალოს.
რეჟიმის ყველა სპონსორი არის პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ყველა მათგანი უნდა დასანქცირდეს.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1131797441976851
უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია განგაშის რუკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო ოლქები, სადაც განგაში გამოცხადდა, ჩერნივცის და დონეცკის ოლქები იყო. საჰაერო განგაშის სარაკეტო დარტყმების საფრთხეს ნიშნავს.
ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერში წერს, რომ მის ქვეყანას არ აქვს ე.წ. "ბინძური ბომბი" და რომ რუსეთი, შესაძლოა, თავად ემზადება მის ასაფეთქებლად.
"რუსული ტყუილი იმაზე, რომ თითქოს უკრაინა გეგმავს 'ბინძური ბომბის' გამოყენებას, იმდენადვე აბსურდულია, რამდენადაც სახიფათო", - წერს კულება. "პირველ რიგში, უკრაინა ერთგულია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა: ჩვენ 'ბინძური ბომბები' არც გვაქვს და არც ვაპირებთ მათ მოპოვებას. მეორე - რუსები ხშირად სხვებს ადანაშაულებენ ხ
არ შეიძლება პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ, ეს კატასტროფა იქნებოდა უკრაინისთვის და ნატო-ს უფრო მოწყვლადს გახდიდა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“არ დავიწყებ ფიქრს თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი. პირველი - ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. არ შეგვიძლია პრეზიდენტ პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ. ეს კატასტროფა და ტრაგედია იქნებოდა უკრაინელე
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ირაკლი ხახუბიას ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბია საკუთარ სა
თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით აღარ შეისყიდის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი ავტობუსების შესყიდვა საბიუჯეტო სახსრებით მოხდება.
„სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ჩვენი დაპირებაა დამატებითი ავტობუსების შემოყვანა. ეს არის 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. ბოლო პერიოდში გვქონდა მოლაპარაკებები, როგორც ევროპის
„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ბერგამოში არ გაემგზავრება და „ატალანტას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებს – ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
კვარაცხელიას დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.
5 ნოემბერს, ბერგამოში, სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლი“ „ატალანტას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაწყება.
ავტორი - მერაბ მამულაშვილი
სტამბოლში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 38-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სტამბოლის გუბერნატორი ავრცელებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
აფეთქება ერთი საათის წინ სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა.
ავტორი - გივი ბარამიძე
კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის არგენტინის ნაკრებისა და საუდის არაბეთის მატჩით გაიხსნა და პირველი სენსაციაც დაფიქსირდა – არგენტინამ 1:2 წააგო და მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყო.
სამხრეთამერიკელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გახსნა უკვე მეორე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ლიონელ მესის დარტყმული საუდელთა მეკარემ მოიგერია.
არგენტინელებმა აქტიურობა განაგრძეს და მე-10 წუთზე გოლიც გაიტანეს – კუთხურის გა
ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა. აღნიშნული პირი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. მან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია.
მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა, თუმცა, მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა.
კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა, ანალიზში აღარ გამოვლენილი
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე განაცხადა.
„კიევის საქალაქო საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ ბორის ჯონსონს, უკრაინის დიდ მეგობარს, მიენიჭოს კიევის საპატიო მოქალაქის წოდება. ბორისი არაერთხელ ეწვია უკრაინის დედაქალაქს – როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ყველაზე დრამატულ დროს. ჯონსონმა გააკეთა და, დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რათა
სიღნაღში ავტომობილის მძღოლი, რომელიც ისტორიული გალავნის თაღს შეეჯახა, რის შედეგადაც ის ჩამოინგრა, 250 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ადგილზევე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მძღოლი დაჯარიმდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის.
1 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მე-18 საუკუნეში აგებული სიღნაღის გალავნის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივების თქმით, სატვირთო ავტომობილი თაღ
მოსკოვის სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელებაში დამნაშავედ მიიჩნია ოპოზიციონერი ილია იაშინი და მას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას დანაშაულად ჩაუთვალეს ვიდეოჩართვა უკრაინის ქალაქ ბუჩის მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების შესახებ.
8,5 წელი ყველაზე მკაცრი სასჯელია არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების საქმეებზე უკვე გამოტანილ განაჩენებს შორის. ამ მუხლით სასჯელის ზედა ზღვარი 10 წელია. განაჩენის წაკითხვისას მოსამართლემ სრულად
ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს, დაიცვას დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ანკარასა და მოსკოვს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა, რაც ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს.
მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ თურქეთმა რუსეთში პროდუქციის ექსპორტი გაზარდა და უფრო მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობს.
როგორც ბორელი ამბობს, ანკარა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.
მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.