Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.088.310

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიშა დაუშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტი ახლა ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის ტოლფასია (ვიდეო)

“პრეზიდენტის იმპიჩმენტი ახლა ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის ტოლფასია. შესაძლოა “ნაც.მოძრაობა” აღმოჩნდეს სწორედ იმპიჩმენტის მხარდამჭერი. ამის მაგალითები გვაქვს, უკეთესი არგუმენტი რა უნდა იყოს, როცა უკვე მხარი დაუჭირეს რამდენიმე თვის წინ ოცნების წარმოდგენილ მოსამართლეებს.” მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384739098_995336054919252_1364675704547599804_n.mp4

ეგვიპტე, ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები რაფაჰის გადასასვლელის გავლით ეგვიპტეში შესვლას შეძლებენ

ეგვიპტე, ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები რაფაჰის გადასასვლელის გავლით ეგვიპტეში შესვლას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკელი ოფიციალური პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადასასვლელი ადგილობრივი დროით 12 საათიდან 17 საათამდე იქნება ღია. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მისცემს თუ არა „ჰამასი“ ამერიკელებს ღაზას დატოვების უფლებას. იპნ

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მესამე შანსი აღარ არსებობს. ის ან გაიგებს და გამოიყენებს ამ მეორე შანსს, გადადგამს ნაბიჯებს და ქვეყანას მოუტანს ლიდერობას გაწევრიანების პროცესში, ან მოუწევს სახლში წასვლა (ვიდეო)

“დღეს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მესამე შანსი აღარ არსებობს. ის ან გაიგებს და გამოიყენებს ამ მეორე შანს, ან გადადგამს ნაბიჯებს და ქვეყანას მოუტანს ლიდერობას გაწევრიანების პროცესში, ან არადა მოუწევს სახლში წასვლა, 2024 წლის არჩევნები შორს არ არის.” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 400645966_640172308271442_7461011111446168934_n.mp4

ალექსანდრე მოწერელია - სამწუხაროდ, დღესაც დაძაბულია ვითარება მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის საკითხთან დაკავშირებით - მოსახლეობას არავინ ესაუბრება, დაჰპირდნენ საჯარო განხილვას, მაგრამ არანაირი ქმედება არ განხორციელებულა (ვიდეო)

“სამწუხაროდ, დღესაც დაძაბულია ვითარება მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის საკითხთან დაკავშირებით. მოსახლეობას არავინ ესაუბრება, დაჰპირდნენ საჯარო განხილვას, მაგრამ არანაირი ქმედება არ განხორციელებულა, პირიქით უფრო იძაბება მდგომარეობა, ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი ჰქონდა ადგილი. ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ “ოცნების” ხელისუფლებას, სანამ უბედურება დატრიალდება დროულად ჩაერთეთ და დაელაპარაკეთ მოსახლეობას. პრობლემა არსებობს, ამ პრობლემას სჭირდება გადაწყვეტა და დროული მიხედვა.”  

შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან - ქუთაისი საქართველოსთვის (ფოტორეპორტაჟი)

შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან ქუთაისი #საქართველოსთვის  

ქემოკლიძე - ერთ მხარეს ამომრჩეველი ხედავს ხელისუფლებას, რომლისგანაც მოლოდინი არ აქვს,რომ რეფორმებს გაატარებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მეორე მხარეს, ოპოზიციას, რომელიც არ იღებს მონაწილეობას რეკომენაციების შესრულების ნაწილში (ვიდეო)

“ამ ქვეყანას აკლია ეროვნულ საკითხებზე ერთიანი შეთანხმება. ერთ მხარეს ამომრჩეველი ხედავს ხელისუფლებას, რომლისგანაც მოლოდინი არ აქვს,რომ რეფორმებს გაატარებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მეორე მხარეს, ოპოზიციას, რომელიც არ იღებს მონაწილეობას რეკომენაციების შესრულების ნაწილში და არაკონსტრუქციულია. ამიტომ, სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას დაანახონ, რომ არიან საქმიანები, ეფექტურები, კონსტრუქციულები, პრაგმატულები და ა.შ.”  კახაბერ ქემოკლიძე

23 დეკემბრიდან საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულება: წვიმა, ძლიერი ქარი, მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 6 ბალამდე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. „მოსალოდნელ

გახარია ივანიშვილზე - კარგია რომ გამოჩნდა, კარგია რომ ბევრი რამ აღიარა, იმედია ისევ არ დაიმალება (ვიდეო)

პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პარტიის თბილისის ოფისში პოლიტსაბჭოს წევრებს, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებს, თბილისის გუნდის წევრებს, საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელს და პარტიულ აქტივს  შეხვდა. 2024 წლის პოლიტსაბჭოს პირველ სხდომაზე პარტიის განვითარების გეგმებზე, მოახლოებულ არჩევნებზე, გუნდის ხედვებსა და ინიციატივებზე,  ასევე,   ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. გიორგი გახარია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად

“ბევრი ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს” – ომბუდსმენი სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის აზრით, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმა “ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს”. მისი შეფასებით, საბჭოთა დიქტატორის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში გამოსახვის ამ ფორმით გაპროტესტება საშიშია. ასე უპასუხა იოსელიანმა “იმედის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იზიარებს თუ არა ხელისუფლების პოზიციას, რომ ბოლო პერიოდში “არნახული შეტევა მიმდინარეობს” საპატრიარქოზე. სახალხო დამცველმა მხოლოდ პროტესტს გამოხატვი

გიორგი შარაშიძე - რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა „განაცებული ოცნების“ რეალური სახე - სიმართლის მოსმენის გამო სახედაკარგული „ოცნების“ უმრავლესობა

რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა „განაცებული ოცნების“ რეალური სახე - სიმართლის მოსმენის გამო სახედაკარგული „ოცნების“ უმრავლესობა, რომელიც სრულიად უწყინარ სიტუაციაში, როცა საკრებულოს ტრიბუნიდან მოვუწოდეთ, ბოდიში მაინც მოეხადათ თბილისელებისთვის იმ დისკომფორტისთვის, რაც წერეთლის გამზირის სამუშაოების გამო ბოლო ათი თვეა ექმნებათ ჩვენს მოქალაქეებს, შეტევაზე გადმოვიდა და ნაცებისთვის დამახასიათებელი რადიკალური ფორმებით დაგვესხა თავს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის სა

ხულოსა და ქედაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთ-ერთი უბნის ინსპექტორია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხულოსა და ქედაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორის შსს ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული პირი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძეა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ზვავის ჩამოწოლისას საკუთარ სახლში იმყოფებოდა. „შინაგან ს

კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ

კლინიკების ნაწილს დოკუმენტი გაეგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ. წერილი კლინიკების ნაწილს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გაუგზავნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოჰოსპიტალში“ განუმარტეს, მსგავსი შინაარსის წერილი ნამდვილად მიიღეს და კომუნიკაციები მიმდინარეობს ლეტალობის დათვლის მექანიზმის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. "ეს დოკუმენტი რეალურად რამდენიმე კლინიკაში მივიღეთ. ჩვენ გარკვეულ კომუნი

გიორგი შარაშიძე - ყველა ავტორიტეტული კვლევით პარტია “საქართველოსთვის” რეიტინგი არის მზარდი. ჩვენი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი, რომ ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ ორმა რადიკალურმა ძალამ, ჯამში 50% ვერ მიიღონ

"ყველა ავტორიტეტული კვლევით პარტია “საქართველოსთვის” რეიტინგი არის მზარდი. ჩვენი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი, რომ ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ ორმა რადიკალურმა ძალამ, ჯამში 50% ვერ მიიღონ.”    გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/278187671794247/

ზაზა თავაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მომზადებული პროექტი, მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი და ძირეული რეფორმის შესახებ, მალე მოახდენს აშშ-ს მიერ კორუფციიისთვის დასანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფის სასამართლოდან დემონტაჟს

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მომზადებული პროექტი, მართლმსაჯულების ყოვლისმომცველი და ძირეული რეფორმის შესახებ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ძალიან მალე მოახდენს აშშ-ს მიერ კორუფციიისთვის დასანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფის სასამართლოდან დემონტაჟს!"  ზაზა თავაძე, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2595124305

ნათია მეზვრიშვილი - საჯარო მოხელეების დაყოფა „ნაცებად“ და „ქოცებად“ უნდა დასრულდეს. დავიცავთ კეთილსინდისიერ მოხელეებს ბულინგისგან და მოქალაქეებს - არაკეთილსინდისიერი მოხელეებისგან

საჯარო მოხელეების დაყოფა „ნაცებად“ და „ქოცებად“ უნდა დასრულდეს. დავიცავთ კეთილსინდისიერ მოხელეებს ბულინგისგან და მოქალაქეებს - არაკეთილსინდისიერი მოხელეებისგან. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  ვიდეო: https://www.facebook.com/NatiaMezvrishvili25/posts/454841330397617

ევროპული საბჭო - ყურადღებას ვაპყრობთ საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოვუწოდებთ

ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების კუთხით წინსვლის საქმეში. ევროპული საბჭო ყურადღებას აპყრობს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც გუშინ, საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. „ევროპულმა საბჭომ შეაფასა გაფართოებისა და შიდა რეფორმებისთვის მზადება და განაცხადა, რომ ორ

ბექა ლილუაშვილი - გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?!

გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?! - ეს მმართველი პარტიის პოზიციებს ძლიერად ვერ წარმოაჩენს, რადგან მცირდება სტანდარტი და ლეგიტიმაცია! - აღნიშნული განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა. როგორც ლილუაშვილმა განმარტა, 2014 წელს, საკრებულოს მაჟორიტარების არჩე

ბექა ლილუაშვილი - სამარცხვინოა, რაც დღეს ვნახეთ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. რა ფასეულობებზე, ღირებულებებზე ან საერთოდ რაზე უნდა ისაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებიც ქალების მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ ლანძღვას და გინებას ავლენენ

"სამარცხვინოა, რაც დღეს ვნახეთ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. რა ფასეულობებზე, ღირებულებებზე ან საერთოდ რაზე უნდა ისაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებიც ქალების მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ ლანძღვას და გინებას ავლენენ… მერე ასეთი ხალხი, ოჯახურ ფასეულობებზე, მორალზე და ქართულ ტრადიციებზე დაიწყებს საუბარს." საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

გახარია - საქართველოს მოქალაქე თითოეულ მუსლიმს ვულოცავ რამადანის წმინდა თვის დასრულების დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ერთიანობას. სიკეთე და სიხარული არ მოჰკლდებოდეს თქვენს ოჯახებს! (ფოტოები)

საქართველოს მოქალაქე თითოეულ მუსლიმს ვულოცავ რამადანის წმინდა თვის დასრულების დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ერთიანობას. სიკეთე და სიხარული არ მოჰკლდებოდეს თქვენს ოჯახებს! ხულო. გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  

სპეცრაზმელებმა „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს სცემეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეს და „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურს სცემეს. „ჟვანიას ქუჩაზე, ტაბულას ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა სცემეს და მობილური წაართვეს, როცა ის აქციას იღებდა. ჩემი თხოვნის მიუხედავად, წამოსულიყო, გიორგიმ მუშაობა გააგრძელა ოფისის მობილურით, რომლის წართმევაც ასევე სცადეს და უკან დააბრუნებინა. რუსული, ღორი რეჟიმის დაცვაში სპეზრაცმი იქცევა ველურივით. ჯერ მობილური დააბრუნეთ და დანა

ანა ბუჩუკური - იმ 83 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, თუ ჰგონია, რომ მხოლოდ ივანიშვილის ბრალეულობას ამოეფარება, ცდებიან. პასუხისგებლობები იქნება პერსონალიზირებული (ვიდეო)

"ოცნება" დღეს აკეთებს ყველაფერს, რომ გაანადგუროს მის მიერვე მიღწეული თითოეული მონაპოვარი. იმ 83 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, თუ ჰგონია, რომ მხოლოდ ივანიშვილის ბრალეულობას ამოეფარება, ცდებიან. პასუხისგებლობები პერსონალიზირებული იქნება.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1535722120321236/

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს და არ გადაჩეხოს ქვეყანა უფსკრულში - დვალი და ოსმანოვი

ფიზიკოსები გია დვალი და ზაზა ოსმანოვი მშვიდობიანი აქციის დარბევის და სამართალდამცველების ქმედების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: „დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი თაობის, ჩვენი შვილების თაობის გვერდით, რომელიც მასიურად ჩაერთო მშვიდობიან პროტესტში “რუსული კანონის” წინააღმდეგ. მათ შესანიშნავად ესმით, თუ რისთვის იბრძვიან. ეს არ არის უკმაყოფილება რაიმე ერთი მორიგი კანონით, არამედ მიმართულების განმსაზღვრელი ნიშნული: შევდგებით ჩვენ საბოლოოდ როგორც დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ადამიანის

ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებენ

„ადამიანის უფლებათა ცენტრი” ლაზარე გრიგორიადისის გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს. ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა და პატიმრობიდან გათავისუფლდა, გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრება აუცილებელია, რათა სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება გადაიხედოს და მსჯავრდებულმა იდავოს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუ სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები ობიექტურ გადაწყ

ომბუდსმენი შსს-ს აქციის მონაწილეებზე თავდასხმებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი 8 მაისს მოქალაქეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს: „სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს მყისიერ და ეფექტუ
×
×
  • შექმენი...