Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.043

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია იმაზე მეტადაა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და იმაზე აქტიურია, ვიდრე მაგალითად, ჩემი კოლეგა, რომელიც ბრიუსელში დადის და იქიდან „სელფაობს“ - ანა ბუჩუკური

ვხუმრობ ხოლმე და ეს მართლა ასეა, გიორგი გახარია იმაზე მეტად არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და იმაზე აქტიურია, ვიდრე მაგალითად, ჩემი კოლეგა, რომელიც ვთქვათ, ბრიუსელში დადის და იქიდან „სელფაობს“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ბუჩუკურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, გიორგი გახარია აქტიურადაა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. „უბრალოდ, თემა არის ის, რომ განსხვავებული ტაქტიკა აქვს ჩვენს გუნდს და გუნდის ლიდერს

„სიენენი“ - უკრაინელმა სამხედროებმა უთხრეს აშშ-ს და მოკავშირეებს, რომ ცდილობდნენ რუსული რაკეტის ჩამოგდებას პოლონეთის სარაკეტო თავდასხმის დროს, აფეთქების ადგილთან ახლოს

უკრაინელმა სამხედროებმა უთხრეს აშშ-ს და მოკავშირეებს, რომ ცდილობდნენ რუსული რაკეტის ჩამოგდებას პოლონეთის სარაკეტო თავდასხმის დროს, აფეთქების ადგილთან ახლოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა საჰაერო თავდაცვის სისტემის ეს რაკეტა იგივე, რაც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. „სიენენის“ ცნობით, ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნა ვაშინგტონის მიერ პოლონეთის ტერიტორიაზე აფეთქების გარემოებებ

2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება. კერძოდ, ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება საათში შვიდი ლარით, თვეში საშუალოდ 1 260 ლარით, ხოლო ექთნების საათში 4.4 ლარით, თვეში საშუალოდ 792 ლარით განისაზღვრება. სამინისტროს ინფორმაციით, ხელფასის ზრდა შეეხება 9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს. მათივე ცნობით, სამედიცინო სექტორში დასაქმებ

ტელეჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ტელეჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი. ბარათი ჟურნალისტის მონაცემებით დეპარტამენტის საძიებო მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა. მანამდე, ნოემბრის დასაწყისში, მოსკოვის რეგიონში კარაულოვის სახლში ჩატარდა ჩხრეკა სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ხელმძღვანელის, სერგეი ჩემეზოვის მიმართ ცილისწამების მუხლით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არ არის მითითებული, თუ რა შემთხვევაში იძებნებიან ეჭვმიტ

რუსეთში ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ საქმე აღძრეს უკრაინაში შექმნილი ჩეჩნური ბატალიონის გამო

ჩეჩნეთში, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა არაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრემიერ-მინისტრის, ახმედ ზაკაევის წინააღმდეგ, მისი ინიციატივით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩეჩნური დანაყოფის შექმნის გამო. საქმე აღიძრა ტერორისტული დაჯგუფების შექმნის მუხლით, იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS ჩეჩნეთის „ეფ-ეს-ბეს“ რეგიონული სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით. „კავკაზ.რეალიის“ თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იჩქერიის შეიარაღ

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი უახლოეს თვეებში ვერ შეძლებს დონბასში წინ წაწევას

უკრაინაში რუსეთის პრიორიტეტული ამოცანა, როგორც ჩანს, კვლავაც არის წინ წაწევა დონეცკის ოლქის სიღრმეში, მაგრამ რუსეთის ჯარები დიდი ალბათობით ვერ შეძლებენ ამის მიღწევას უახლოესი თვეების განმავლობაში, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მორიგ ანგარიშში. „უახლოეს ხანებში რუსეთის სტრატეგია სავარაუდოდ ვერ მიაღწევს ამ მიზანს: ძალზე ნაკლებად არის სავარაუდო, რომ რუსეთის ჯარებს ამჟამად უნარი შესწევთ, შექმნან ეფექტიანი დამრტყმელი ძალა, რომელიც ამ რაიონების ხელში ჩაგდებას შეძლებდა“, - წერია ანგ

ნიდერლანდები მზადაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საქმის განსახილველად ტრიბუნალი შექმნას

ნიდერლანდები მზად არის, შექმნას ახალი, გაერო-ს მიერ მხარდაჭერილი ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა. მისი თქმით, ნიდერლანდები, ევროკავშირთან ერთად ეძებს საერთაშორისო მხარდაჭერას და დაფინანსებას ტრიბუნალისთვის და რომ ახალი სასამართლო არ უნდა ჩაერიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მუშაობაში, რომელიც ასევე ნიდერლანდებში მდებარეობს. სასამართლო ექსპერტები აცხადებენ, რომ სი

ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს დაინიშნა, ადგილი გადაწყვეტილი არ არის

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისა და მთავრობის მეთაურები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალი წლის 3 თებერვალს სამიტს გამართავენ, განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა 22 დეკემბერს, თუმცა სამიტის ადგილი არ დაუკონკრეტებია. "შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირ-უკრაინის სამიტი 3 თებერვალს გაიმართება და რომ პრეზიდენტ ზელენსკის გაეგზავნა ღია მოწვევა ბრიუსელში ჩამოსასვლელად", - აღნიშნა ბარენდ ლეიტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესმდივანმა. ლეიტსის თქმით, ზელენსკისთვის გაგზავნი

ევროკავშირის მხარდაჭერით, „ბიოქიმფარმი“ საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს ზრდის

მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მილიონობით ადამიანს კვლავაც არ აქვს წვდომა ფაგის პრეპარატებზე. შედეგად, პაციენტები ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ დაუცველები არიან. სწორედ გლობალური პრობლემის გადაჭრა დაისახა მიზნად თითქმის 100 წლიანი გამოცდილების მქონე ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“, რომელიც ანტიბიოტიკების ალტერნატიულ საშუალებებს აწარმოებს. სულ ახლახანს, საწარმოში მოდერნიზაციის პროცესი დასრულდა. 17,5 მილიონი ლარის (€6,000,000) 2-წლიანი საინვესტიციო პროექტი ევროკ

რომის პაპმა საშობაო მიმართვისას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკრაინაში „უაზრო ომი“

რომის პაპის განცხადებით, მსოფლიოში „მშვიდობის შიმშილია“. ამის შესახებ მან საშობაო მიმართვისას აღნიშნა. ამასთან, ყოველწლიური საშობაო მიმართვისას პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მოუწოდებს უკრაინაში მიმდინარე „უაზრო ომის“ დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, „ურბი ეთ ორბი“-ის მიმართვისას პონტიფიკოსმა „საკვების, როგორც ომის იარაღად“ გამოყენება დაგმო. „მოდით, ასევე დავინახოთ ჩვენი უკრაინელი ძმების და დების სახეები – მათი, ვინც შობას ხვდება სიბნელეში და

ვოლოდიმირ ზელენსკი - ახალი წლის დადგომამდე რუსეთი შეეცდება, უკრაინელებს ცხოვრება გაურთულოს, თუმცა უკრაინის მოსახლეობა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის

ახალი წლის დადგომამდე რუსეთი შეეცდება, უკრაინელებს ცხოვრება გაურთულოს, თუმცა უკრაინის მოსახლეობა მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთმა წელს ყველაფერი დაკარგა, რაც შეეძლო, მაგრამ ცდილობს, აანაზღაუროს თავისი დანაკარგები პროპაგანდისტების ზეიმით უკრაინაში სარაკეტო თავდასხმების შემდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საჰაერო განგაშის მიმართ ყურადღებით იყვნენ.

სერგეი ლავროვი - საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას ეროვნული ინტერესებით პასუხობს

საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნის თაობაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს. „ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, არის მთავრობა, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლასთან ერთად, მოთხოვნაზე საპასუხოდ, შეუერთდეს სანქციებს, გახსნ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთავამდე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს დაამტკიცებს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთავამდე ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს დაამტკიცებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის პრეზიდენტთნ, ვოლოდიმირ ზელენსკისთნ ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პუტინმა გადაიხადოს ამ სასტიკი ომისთვის. სანამ რუსეთი ამ ომს დაიწყებდა, ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა ფასის გადახდა მოუწევდა რუსეთს და რუსეთმა გადაიხადა. ჩვენი სანქციები

ენტონი ბლინკენი - ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა

ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკულ ეროვნულ საზოგადოებრივ რადიო NPR-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ვლადიმერ პუტინმა უარი უნდა თქვას იდეაზე, რომ უკრაინა მისი საკუთრებაა. „ჩვენ თუ მოვახდენთ ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების რატიფიცირებას და ვიტყვით, კარგი, თქვენ შეგიძლიათ, შეხვიდეთ, მიიტაცოთ ის ძალით და დაიტოვოთ, ე

გახარია - ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის

ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს ხელისუფლება უქმნის, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული უკვე აღარ არის - მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს - გადამალული ბიძინა ივანიშვილი თავისი დანაშაული გეგმის განსახორციელებლად გიყენებთ და თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი გაიპარება უკანა კარიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვი

კანონპროექტი "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. კანონის მოქმედ

ვოლოდიმირ ზელენსკი რობერტა მეცოლას - უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება

უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „გმადლობთ თქვენი ლიდერობისთვის ამ საშინელი ომის პირველივე დღეებიდან უკრაინის მხარდაჭერი

გიორგი გახარია - დღეს შევხვდი საქართველოში ესტონეთის ელჩს და ვთხოვე ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში

დღეს შევხვდი საქართველოში ესტონეთის ელჩს და ვთხოვე ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, - ამის შესახებ პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით,  ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა. "ესტონეთის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ", - წერს გახარია.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი მეგობრები რუსული კანონის წინააღმდეგ

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი მეგობრები “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ კანონპროექტზე კრიტიკულ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მოქალაქეთა ნებასა და ადამიანის უფლებებს. “ოქსფორდის უნივერსიტეტის ქართული საზოგადოება და მისი ახლო მეგობრები შეშფოთებულნი არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის მიღებას”, — წერია განცხადებაში. ხელმომწერთა სიტყვებით,

დასავლური მედია - საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი, რომელმაც საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია

საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად გაიწვია კანონპროექტი „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელმაც ამ კვირაში საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება. ტელეკომპანიის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ათიათასობით ადამიანმა საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები გამართა. კანონპროექტთან დაკავშირებით შეშფოთება ასევე გამოხატეს აშშ-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა“. პარლამენტში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის ჩ

უბისა-შორაპანის გზის მე-10 კმ-ზე ფერდის ზედაპირი ჩამოიშალა – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომენტარს აკეთებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალურ გზაზე ერთ-ერთი მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით. როგორც უწყებაში ამბობენ, გზის მშენებლობისას, „გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება“. როგორც დეპარტამენტში ამბობენ, ჩამოწმენდის სამუშაოების ჩატარების შემდეგ პროექტი დაგეგმილი სამუშაოები გაგრძელდება. „ანაზღაუ

კობახიძე პუტინის დაკავების ორდერზე: ისტორიული შედეგი იქნება უკრაინაში მშვიდობის დამყარება

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ჟურნალისტებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დაუსვეს შეკითხვები. 7 მარტს ჰააგამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, დაკავების ორდერი გასცა. ირაკლი კობახიძის თქმით, დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა და დაკავების ორდერი სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ არ ნიშნავს. „დამნაშავის იდენტიფიცირება ეს სასამართლოს საქმეა, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს – საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გ

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა კიევში ჩავიდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა დღეს კიევში ჩავიდა, იტყობინება იაპონიის საინფორმაციო სააგენტო Kyodo. ვიზიტის შესახებ წინასწარ არ გამოუცხადებიათ. კისიდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია უკრაინელი ლიდერის მონაწილეობისას „დიდი შვიდეულის“ ონლაინ სამიტში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავს მიეძღვნა. იაპონია ამჟამად „დიდი შვიდეულის“ მორიგე თავმჯდომარეა. როგორც მოსალოდნელია, ზელენსკი და კისიდა ითათბირებენ იაპონიის დახმარებაზე ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის საქმეშ

სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: ვისურვებდი, რეალურ პრობლემებზე ყოფილიყო აქცენტი

საქართველოს პარლამენტის ადამიანი უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ უმჯობესია პრეზიდენტი რეალურ პრობლემებზე კონცენტრირდეს. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა უფლებადამცველის, თათია სამხარაძის მიმართ პროპაგანდისტური არხის POSTV-ის და მისი მფლობელის, სექსუალურ შევიწროებაში მხილებული შალვა რამიშვილის მიერ წარმოებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას. სალომე ზურაბიშილმა თქვა, რომ ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯ

მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი 5 აპრილს პეკინში გაემგზავრებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, 5 აპრილს პეკინში გაემგზავრება. „მთავარი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ჩინეთთან, მაგრამ ყველაფერი შეიძლება, მკვეთრად შეიცვალოს, თუ ჩინეთი გადალახავს ზღვარს და გადაწყვეტს, რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ომის ვითარების შეცვლა ორივე მიმართულებით.
×
×
  • შექმენი...