Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.628
  • comments
    0
  • views
    308.974

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს - „ოცნების“ თითოეული გადაწყვეტილების მიღმა რეალურად დგას არჩევნების მოპარვის სურვილი

ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ოცნებამ“, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც მის სიტყვას და არც მის დაპირებას ფასი არ აქვს. „დღეს ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს. აქ იმაზეც

თბილისში, ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე OK-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22). ინფორმაციის მი

ბექა ლილუაშვილი - დღეს, “ოცნებისთვის” ყველაზე დიდი პოლიტიკური გამოწვევა არის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი

დღევანდელ პარლამენტში ვხედავთ, რომელი პარტია, რომელ პარტიასთან შედის კოალიციაში. დღეს, “ოცნებისთვის” ყველაზე დიდი პოლიტიკური გამოწვევა არის გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ამიტომ, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ის გადადგამს, თავისი კონტროლის გასამყარებლად, მას უნდა აჩვენოს, რომ თითქოს ეს გადაიდგა ან მრავალპარტიული ან არამხოლოდ მისი გადაწტვეტილებით. შესაბამისად, დღეს ძალიან მკაფიო მოცემულობაა, რომ სინამდვილეში ეს არის უბრალო, ჩვეულებრივი, იაფასიანი ვაჭრობის შედეგი.

13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება

13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებაზე გელოდებათ იაპონური ტრადიციული სამოსის ჩვენება, ორიგამის, შოდოს - იაპუნური კალიგრაფიის, კინცუგის - დამსხვრეული ჭურჭლის ოქროს მავთულხლართით შეკეთების მასტერკლასი და სხვა თემატური აქტივობები.   ღონისძიება გაიხსნება იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონიალით, რომელიც იაპონური კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.   დამთვალიერებელი იაპონური კულტურის თემატიკაზე რუსუდან ფეტვ

„ოცნება“ რუსულ კანონს აბრუნებს

„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ გადათქვა და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან 1 წლის შემდეგ, კანონპროექტს ისევ აბრუნებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, დღეს, 3 აპრილს, განაცხადა. მდინარაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. როგორც მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიცირებული. მისი თქმით,

არსებული ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა

შუახევის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლის მკვლელობის შემდეგ შუა ხნის მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც, კლინიკაშია მოთავსებული. რა გახდა ინციდენტის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ipn

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ კანონპროექტს არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან, ამის უკან დგას შიშები მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით

„ქართული ოცნება“ იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, ახალ-ახალ კანონპროექტებს, გავლენის ბერკეტებს ქმნის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივაზე დაუსვეს კითხვა. „საქართველოს მდგომარეობის შედარება იმ ქვეყნებთან წარმოუდგენელია. ჩვენ გვყავს ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ჰიბრიდული მეთოდებით იბრძვის, პროპაგანდას აღვივებს ქვეყან

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება“ იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, რომ თავის შიშებზე ჭრის და კერავს, გავლენის ახალ-ახალ ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში

ეს არის ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნა „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც იმდენად შეშინებულია მოახლოებული არჩევნებით, თავის შიშებზე ყოველდღიურად ჭრის და კერავს, ახალ-ახალ გავლენის ბერკეტებს ქმნის საკუთარ პოლიტიკურ არსენალში, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, როდესაც პირველად მოხვდა "რუსული" კანონის დაინიცირება, მათ მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი რუსეთის, ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენის გამოაშკარავების

პეტრას აუსტრევიჩუსი - როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება

როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება , - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ქართული ოცნების” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას. “როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, ვინაიდან, დემოკრატიული კრიტერიუმები მოლაპარაკებების საგანი არ შეიძლება იყოს”, - წერს აუსტრევიჩუსი. ცნობისთვის, საპარლამენტო

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული

პრეზიდენტი - „ოცნებამ“ ევროპას უთხრა: „არა“ - „ოცნება“ დაკავებულია ჩვენი ევროპული გზისა და მომავლის საბოტაჟით

„ოცნებამ“ ევროპას უთხრა, არა - „ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გამოეხმაურება. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა. „[ქართულმა ოცნებამ“] ევროპას უთხრა არა, ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში

პრეზიდენტი - პასუხი უზრდელობაზე, უხეშობაზე და შეურაცხყოფაზე, რასაც ჰქვია რუსული კანონი და მიმართულება, არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა - საჭიროა მომზადება, რომ ყველანი გავიდეთ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ

პასუხი ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა, -ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საჭიროა 2024 წლის არჩევნებზე გაერთიანება საერთო მიზნისკენ, რასაც ევროპული დროშის ქვეშ გაერთიანება ჰქვია. „არჩევნები მოდის ცოტა ხანში, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რა არი

ეს ის ბიჭია, რომელიც GIZ-ს წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული, სირცხვილია! - კრამონი პაპუაშვილზე

„ეს ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაცია GIZ-ს წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პროექტებზე. როგორ შეიძლება დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში ისეთი ადამიანების დაქირავებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, არღვევენ პარლამენტში დეპუტატების უფლებებს და იცავენ რუსეთის ინტერესებს? სირცხვილია!“,- ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რითიც ეხმაურება „ქ

შალვა კერესელიძე - საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება, რომელიც სამწუხაროდ არ არსებობს. აი ეს არის რეალური პრობლემა, რატომაც არ ხდება სინათლის გარეშე დარჩენილი სოფლების განათების პროექტების განხორციელება

"ამ საკითხებს სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება, რომელიც სამწუხაროდ არ არსებობს. აი ეს არის რეალური პრობლემა, რატომაც არ ხდება სინათლის გარეშე დარჩენილი სოფლების განათების პროექტების განხორციელება." პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/938528994409965/

ბექა ლილუაშვილი - სამარცხვინოა, რაც დღეს ვნახეთ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. რა ფასეულობებზე, ღირებულებებზე ან საერთოდ რაზე უნდა ისაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებიც ქალების მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ ლანძღვას და გინებას ავლენენ

"სამარცხვინოა, რაც დღეს ვნახეთ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. რა ფასეულობებზე, ღირებულებებზე ან საერთოდ რაზე უნდა ისაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებიც ქალების მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ ლანძღვას და გინებას ავლენენ… მერე ასეთი ხალხი, ოჯახურ ფასეულობებზე, მორალზე და ქართულ ტრადიციებზე დაიწყებს საუბარს." საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

ზაზა თავაძე - ივანიშვილი, პირადი კეთილდღეობისთვის კიდევ ერთხელ ეუბნება საქართველოს ევროპულ მომავალს უარს

"ივანიშვილი, პირადი კეთილდღეობისთვის კიდევ ერთხელ ეუბნება საქართველოს ევროპულ მომავალს უარს და შესაბამისად, მეორედ ერთი და იგივე შეცდომას უშვებს, როდესაც ხელმეორედ აინიცირებს "რუსულ კანონს". დღეს, ივანიშვილის არასწორი პოლიტიკის გამოა, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძეს შეუძლიათ დააშანტაჟონ ის."     ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3686024935012585/

ლევან გოგიჩაიშვილი - მეგობრულად ვურჩევ ჩემს ყოფილ კოლეგებს, ნუ ჩაყვებიან ივანიშვილს იქ, საიდანაც მობრუნება შეუძლებელი იქნება, რადგან პასუხისმგებლობა იქნება პერსონალური

მეგობრულად ვურჩევ ჩემს ყოფილ კოლეგებს, ნუ ჩაყვებიან ივანიშვილს იქ, საიდანაც მობრუნება შეუძლებელი იქნება, რადგან პასუხისმგებლობა იქნება პერსონალური. „ოცნება" ამ არჩევნებს ვერ მოიგებს  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/702580378490515/

ამერიკელი სენატორები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში

ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი იმ კანონების მსგავსია, რომლებსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს. „წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღ

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა - ვეწინააღმდეგებით ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს - მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. „აგენტების შესახებ” კანონს,- ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვაშია ნათქვამი. როგორც გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, ისინი ეწინააღმდეგებიან ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მიმართავს საქართველოს პარლამენტის

გასულ წელს ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა ამ კანონზე უარის სათქმელად - სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, უკან დააბრუნოს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი და ის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, გასულ წელს ამ კანონის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. დღეს, 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმ

რუსეთში გეგმავენ, „უცხო ქვეყნის აგენტებად" მიჩნეულ პირებს არჩევნებში კენჭისყრა აუკრძალონ

რუსეთში გეგმავენ, ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნის აგენტებად არიან დარეგისტრირებული, ნებისმიერი დონის არჩევნებში კენჭისყრას აუკრძალონ. შესაბამისი კანონპროექტი რუსეთის დუმაში გუშინ, 2 აპრილს დარეგისტრირდა. ამასთან, მას შემდეგ, რაც ინიციატივის შესახებ მედიამ დაწერა, ინიციატორებმა ის „გადასინჯვისა და გაუმჯობესების” მიზეზით გაითხოვეს და გაუმჯობესებული ვარიანტის ხელახალი რეგისტრაციის პირობა დადეს. კანონპროექტის ავტორი ფრაქცია „სამართლიანი რუსეთია“. რუსეთში ამ ეტაპზე მოქმედი კანონდებლო

უმცროსმა მორაგბეებმა საფრანგეთი ბოლო წამებზე დაამარცხეს

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა U18 ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთი  20-19 დაამარცხეს. პირველი ტაიმი საფრანგეთმა 19-10 მოიგო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩში დაბრუნება და საბოლოო გამარჯვების მოპოვება მოახერხა. ფესტივალის პირველი მატჩი ქართველმა 18-წლამდელებმა შოტლანდიასთან წააგეს, ხოლო ფრანგებმა ირლანდიას მოუგეს 50-5. netgazeti

ბექა ლილუაშვილი - ჩვენთვის ტოლობის ნიშნის დასმა სტრატეგიულ პარტნიორსა და ოკუპანტს შორის დაუშვებელია, ამიტომ როგორც წინა ჯერზე, ჩვენ წარვადგენთ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ხელისუფლების მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის განმეორებით ინიცირებას. მას შემდეგ, რაც ასობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, ტყუილებში ჩაკარგულ „ოცნებას“ კანონი გააწვევინა, მათ თქვეს, რომ ისინი არასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს. დღეს, ძალიან კარგად ჩანს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“, როცა კიდევ ერთ პირობასაც არღვევს. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს საზოგადოებას გამარჯვება გვაერთიანებს, ივანიშვილი გვყოფს და ცდ

ბექა ლილუაშვილი - როგორ შეიძლება, უცხოურ გავლენაზე ლაპარაკობდე და ოკუპანტზე მეტად ერჩოდე სტრატეგიულ პარტნიორს

რუსულის ძახილის ნაცვლად ადექით და დაარწმუნეთ აბა ეს ადამიანები, რატომ არ არის ეს კანონი რუსული კანონი თქვენს ხელში და არის ამერიკული, - ასე მიმართა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, “ქართულ ოცნებას”. აღნიშნული განცხადებით, იგი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირებას გამოეხმაურა. ლილუაშვილის თქმით, ისინი წარადგენენ ალტერნატიულ კანონს ოკუპანტი სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დ

მიხაილ როთი - „ქართულ ოცნებას“ არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო - „აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას

„აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენა ნდობის სერიოზული დარღვევაა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ხელახლა ინიცირებას. “მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ სრულიად არასწორად გაუგია რაღაც: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ნდობის გამოცხადება და არა ჯილდო. „აგენტების კანონის“ ხელახლა
×
×
  • შექმენი...