Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.087.056

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. „ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხ

არ აქვთ სუფთა წყალი, საკანალიზაციო სისტემა, სველი წერტილები - ომბუდსმენი გორის სოციალურ საცხოვრისზე

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. სახალხო დამცველის ცნობით, საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.  2023 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა

გიორგი გახარია რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრებს აგრძელებს

გიორგი გახარია რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრებს აგრძელებს.   პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია იმერეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებს შეხვდა, რომლებსაც პარტიის რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე წარუდგინა.   შეხვედრაზე საქმიანობის და წარმომადგენლობის გაძლიერება და რეგიონებში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახლება განიხილეს. #იმერეთისაქართველოსთვის

ვაკეში, კაფე ,,სტრადაში“ მოქალაქის დაჭრაში ბრალდებული მიმალვაშია. გამოცხადდება ძებნა - პროკურატურა

პროკურატურამ ვაკეში, კაფე ,,სტრადაში“ მომხდარი მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული მიმალვაშია. შემთხვევა 25 მაისს მოხდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. საგამოძიებო უწყების განმარტებით, ამის შემდეგ ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდება. პუბლიკა

„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე - მთავრობა რთვლის სუბსიდირებაზე ყოველწლიურად არაეფექტურად ხარჯავს ასეულ მილიონობით ლარს

შალვა კერესელიძე: მთავრობა რთვლის სუბსიდირებაზე ყოველწლიურად არაეფექტურად ხარჯავს ასეულ მილიონობით ლარს ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე. რეზიუმე: საქართველოში ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლიდან იწყება, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა. ვინაიდან იმჟამინდელი ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია გახლდათ, ემბარგომ იმდროინდელ ქართულ მეღვინეობას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოუტან

ქართული ლურჯი მოცვი გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვან სუპერმარკეტებშია ხელმისაწვდომი

ქართული ლურჯი მოცვის შეძენა გერმანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი სუპერმარკეტების ქსელებში უკვე შესაძლებელია,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქართული საექსპორტო პროდუქტი, გერმანიაში Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში კი, Westzone-ის, Lulu-ს და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება. „ეს წარმატება ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის შედეგია, რომელსაც USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამ

ანა ბუჩუკური - ჩვენს გუნდს არ სჭირდება 50%, იმისთვის, რომ „ოცნება“ ოპოზიციაში გაუშვას და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცეს ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა - ჩვენ ეს დავადასტურეთ მუნიციპალიტეტების დონეზე (ვიდეო)

“ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ოცნებასთან“ რაიმე ტიპის თანამშრომლობა. 2021 წლის არჩევნების შედეგებით, ანუ ფაქტებით გვაქვს დადასტურებული, რომ ჩვენს გუნდს არ სჭირდება 50%, იმისთვის, რომ „ოცნება“ ოპოზიციაში გაუშვას და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცეს ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა. ჩვენ ეს დავადასტურეთ მუნიციპალიტეტების დონეზე.” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 360127956_309890588232564_5062868311866043256_n.m

როგორ მუშაობს სოციალური დახმარების სისტემა საქართველოში და რატომ რჩება უამრავი ადამიანი ყურადღების მიღმა

საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ყოველი მესამე კი სოციალურ შემწეობას ითხოვს. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები და რეალობა, რაც 30-წლიანი დამოუკიდებლობისა და 3 მთავრობის ცვლილების პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა და პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა გადაწყვეტილებებმა მოგვიტანა. სიღარიბე დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქვეყანაში. მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი მოსახლე

ბექა ლილუაშვილი - პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლი "ქოცების" და "ნაცების" მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ შორის პოლიტიკური თუ კომერციული პარტნიორობა შემდგარი მოცემულობაა

გახარიას და ჩვენი მთლიანი გუნდის, პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლი ქოცების და ნაცების მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორედ ამ ორ პარტიას შორის პოლიტიკური თუ კომერციული პარტნიორობა შემდგარი მოცემულობაა. ეს არაერთხელ დადასტურდა პოლიტიკაშიც და დადასტურდა ბიზნესშიც, მაგალითად ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემით., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი. ბექა ლილუაშვილის თქმით, პარტიას საქმე აქვს გა

ბერდია სიჭინავა - ადამიანს, რომელმაც არ იცის სესხი როგორ გადაიხადოს, შვილებს რა ჩააცვას, აბა ჰკითხეთ - მელია ჯობია თუ ხაბეიშვილი, ამ ბუღალტერიაში შესვლა უნდა, თუ არა

- ჩვენს მოქალაქეებს გაცილებით მძიმე სოციალურ ეკონომიკური გამოწვევები აქვთ, ვიდრე ის - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში". ადამიანს, რომელმაც არ იცის სესხი როგორ გადაიხადოს, შვილებს რა ჩააცვას, აბა ჰკითხეთ - მელია ჯობია თუ ხაბეიშვილი, ამ ბუღალტერიაში შესვლა უნდა თუ არა?” ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი  გადაცემის ბმული: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/834834054675961/

კახა კალაძე - მინდა, მივმართო თბილისის მოსახლეობას, ოჯახებს, რომლებიც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ, იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში დაწყებულ მორიგ პროექტს გაეცნო. სამგორის რაიონში, კერძოდ, კალოუბნის N18-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია და 30 თვეში ამჟამად ქირით უზრუნველყოფილი 29 ოჯახი ახალაშენებულ სახლში, გარემონტებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება. „დედაქალაქში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგ

მიშა დაუშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტი ახლა ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის ტოლფასია (ვიდეო)

“პრეზიდენტის იმპიჩმენტი ახლა ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის ტოლფასია. შესაძლოა “ნაც.მოძრაობა” აღმოჩნდეს სწორედ იმპიჩმენტის მხარდამჭერი. ამის მაგალითები გვაქვს, უკეთესი არგუმენტი რა უნდა იყოს, როცა უკვე მხარი დაუჭირეს რამდენიმე თვის წინ ოცნების წარმოდგენილ მოსამართლეებს.” მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384739098_995336054919252_1364675704547599804_n.mp4

ეგვიპტე, ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები რაფაჰის გადასასვლელის გავლით ეგვიპტეში შესვლას შეძლებენ

ეგვიპტე, ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები რაფაჰის გადასასვლელის გავლით ეგვიპტეში შესვლას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკელი ოფიციალური პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადასასვლელი ადგილობრივი დროით 12 საათიდან 17 საათამდე იქნება ღია. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მისცემს თუ არა „ჰამასი“ ამერიკელებს ღაზას დატოვების უფლებას. იპნ

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს. ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მესამე შანსი აღარ არსებობს. ის ან გაიგებს და გამოიყენებს ამ მეორე შანსს, გადადგამს ნაბიჯებს და ქვეყანას მოუტანს ლიდერობას გაწევრიანების პროცესში, ან მოუწევს სახლში წასვლა (ვიდეო)

“დღეს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მესამე შანსი აღარ არსებობს. ის ან გაიგებს და გამოიყენებს ამ მეორე შანს, ან გადადგამს ნაბიჯებს და ქვეყანას მოუტანს ლიდერობას გაწევრიანების პროცესში, ან არადა მოუწევს სახლში წასვლა, 2024 წლის არჩევნები შორს არ არის.” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 400645966_640172308271442_7461011111446168934_n.mp4

შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან - ქუთაისი საქართველოსთვის (ფოტორეპორტაჟი)

შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან ქუთაისი #საქართველოსთვის  

ქემოკლიძე - ერთ მხარეს ამომრჩეველი ხედავს ხელისუფლებას, რომლისგანაც მოლოდინი არ აქვს,რომ რეფორმებს გაატარებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მეორე მხარეს, ოპოზიციას, რომელიც არ იღებს მონაწილეობას რეკომენაციების შესრულების ნაწილში (ვიდეო)

“ამ ქვეყანას აკლია ეროვნულ საკითხებზე ერთიანი შეთანხმება. ერთ მხარეს ამომრჩეველი ხედავს ხელისუფლებას, რომლისგანაც მოლოდინი არ აქვს,რომ რეფორმებს გაატარებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მეორე მხარეს, ოპოზიციას, რომელიც არ იღებს მონაწილეობას რეკომენაციების შესრულების ნაწილში და არაკონსტრუქციულია. ამიტომ, სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას დაანახონ, რომ არიან საქმიანები, ეფექტურები, კონსტრუქციულები, პრაგმატულები და ა.შ.”  კახაბერ ქემოკლიძე

23 დეკემბრიდან საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულება: წვიმა, ძლიერი ქარი, მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 6 ბალამდე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. „მოსალოდნელ

გახარია ივანიშვილზე - კარგია რომ გამოჩნდა, კარგია რომ ბევრი რამ აღიარა, იმედია ისევ არ დაიმალება (ვიდეო)

პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია პარტიის თბილისის ოფისში პოლიტსაბჭოს წევრებს, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებს, თბილისის გუნდის წევრებს, საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელს და პარტიულ აქტივს  შეხვდა. 2024 წლის პოლიტსაბჭოს პირველ სხდომაზე პარტიის განვითარების გეგმებზე, მოახლოებულ არჩევნებზე, გუნდის ხედვებსა და ინიციატივებზე,  ასევე,   ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. გიორგი გახარია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად

“ბევრი ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს” – ომბუდსმენი სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის აზრით, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმა “ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს”. მისი შეფასებით, საბჭოთა დიქტატორის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში გამოსახვის ამ ფორმით გაპროტესტება საშიშია. ასე უპასუხა იოსელიანმა “იმედის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იზიარებს თუ არა ხელისუფლების პოზიციას, რომ ბოლო პერიოდში “არნახული შეტევა მიმდინარეობს” საპატრიარქოზე. სახალხო დამცველმა მხოლოდ პროტესტს გამოხატვი

გიორგი შარაშიძე - რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა „განაცებული ოცნების“ რეალური სახე - სიმართლის მოსმენის გამო სახედაკარგული „ოცნების“ უმრავლესობა

რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა „განაცებული ოცნების“ რეალური სახე - სიმართლის მოსმენის გამო სახედაკარგული „ოცნების“ უმრავლესობა, რომელიც სრულიად უწყინარ სიტუაციაში, როცა საკრებულოს ტრიბუნიდან მოვუწოდეთ, ბოდიში მაინც მოეხადათ თბილისელებისთვის იმ დისკომფორტისთვის, რაც წერეთლის გამზირის სამუშაოების გამო ბოლო ათი თვეა ექმნებათ ჩვენს მოქალაქეებს, შეტევაზე გადმოვიდა და ნაცებისთვის დამახასიათებელი რადიკალური ფორმებით დაგვესხა თავს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის სა

ხულოსა და ქედაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთ-ერთი უბნის ინსპექტორია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხულოსა და ქედაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორის შსს ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული პირი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძეა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ზვავის ჩამოწოლისას საკუთარ სახლში იმყოფებოდა. „შინაგან ს

ბექა ლილუაშვილი - ირაკლი კობახიძის გამოსვლაზე, რომ თვალდახუჭულს მოგესმინათ გეგონებოდათ, რომ ნაცმოს წევრი საუბრობდა. ზუსტად იმ ნარატივით გვესაუბრებოდა კობახიძე, რომელსაც ნაცმო იყენებდა 2019-2020 წლებში (ვიდეო)

"ირაკლი კობახიძის გამოსვლაზე, რომ თვალდახუჭულს მოგესმინათ გეგონებოდათ, რომ ნაცმოს წევრი საუბრობდა. ზუსტად იმ ნარატივით გვესაუბრებოდა კობახიძე, რომელსაც ნაცმო იყენებდა 2019-2020 წლებში."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/784784290337657/  

პროკურატურა: დუშეთთან შსს-ს თანამშრომელი ქვეითს დაეჯახა და მიიმალა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გამოძიების ვერსიით ქვეითს პირადი ავტომობილით დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების განცხადებით, დაშავებული, რომელიც ბრალდებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა, დაიღუპა: „ქალაქ დუშეთის შესასვლელთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთ

კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ

კლინიკების ნაწილს დოკუმენტი გაეგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ. წერილი კლინიკების ნაწილს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გაუგზავნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოჰოსპიტალში“ განუმარტეს, მსგავსი შინაარსის წერილი ნამდვილად მიიღეს და კომუნიკაციები მიმდინარეობს ლეტალობის დათვლის მექანიზმის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. "ეს დოკუმენტი რეალურად რამდენიმე კლინიკაში მივიღეთ. ჩვენ გარკვეულ კომუნი
×
×
  • შექმენი...