საქართველოს ევროპარლამენტარების დელეგაცია ეწვევა.
დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.
„კოლეგებთან ერთად, თბილისში მივემგზავრებით, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს!“, — წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დელეგაციაში შედიან:
რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტი
ადმინისტრაციული წესით დაკავებული პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
კონსტანტინე ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ჩახუნაშ
რესპუბლიკის მოედანზე საჯარო სექტორის თანამშრომლები არიან შეკრებილები.
საჯარო სექტორში დასაქმებული პირები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც უკვე მე-14 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და საჯარო სექტორში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.
„ჩვენი შეკრების მიზეზი ორია: ერთი ის მიმდინარე პროცესი, რაც ქვეყანაში ხდება, 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმა. მეორე, ეხმაურება დაშინების ფორმებს, ჩვენ საჯარო სამსახურში
დღეს ივანიშვილი არის შეშინებული, რადგან იცის, რომ მას და მის პოლიტიკას ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვს.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/550294361308934
ახალი არჩევნები, თავისთავად, გულისხმობს დემოკრატიული გზით სახელმწიფოს დემოკრატიულ პროცესებში დაბრუნებას. ამ საკითხმა უპირატესი მხარდაჭერა მოიპოვა იმ საზოგადოებაში, რომელიც ახლა ქუჩაშია.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/908653674735200
დღეს პირველი ამოცანა არის, რომ შეწყდეს ის რეპრესიები, რომელსაც “ოცნება” ამ ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/583082784657648
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი განიხილავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის.
იოზვიაკის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებას არ სჭირდება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა და მხოლოდ უმრავლესობაა საჭირო.
რიკარდ იოზვიაკი ასევე აღნიშნავს, რომ აქ არის ერთი გარემოება, კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებს დიპლომატიური პასპორტების გარდა აქვთ „ჩვეულებრივი” ბიომეტრიული პასპორტებიც. შესაბამისად
სამშენებლო სექტორში დასაქმებული პირები, რომლებიც ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს გაუწევენ მომსახურებას, მცირე მეწარმის სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან.
შესაბამისი ცვლილება საკითხის მომხსენებლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მან „ქართული ოცნების“ დეპუტატების შენიშვნები გაითვალისწინა და საბოლოოდ, დეპუტატებმა კენჭი რეგულაციის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედებას უყარ
გასულ ღამეს, მიმდინარე მასშტაბური პროევროპული პროტესტის მე-13 ღამეს მორიგი 6 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.
10-11 დეკემბრის ღამეს აქცია სრულიად მშვიდობიანად დამთავრდა. არ გამოყენებულა არც პიროტექნიკა და პოლიციის წარმომადგენლებიც კი არ მდგარან დემონსტრანტების სიახლოვეს, როგორც ჩვეულებრივ დგანან ხოლმე პარლამენტის მოსაზღვრე ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე. თუმცა ძალოვნების სანადირო ოპერაციამ აქციის დაშლის შემდეგ კიდევ 6 ადამიანი მო
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდე
საქართველო ევროპაა და ამ ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გეტბერგი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლახან თბილისში ჩავედი, რათა ქართველი ხალხის, მათი ევროპული მისწრაფებებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. „ქართული ოცნების“ მიერ ძალადობრივი დარბევა მიუღებელია. საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ არსებით ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის“, - წერს შვედი პარლამე
ევროკავშირმა ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები დაგმო, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დრო დადგა, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ინტერესთა დაცვის დირექტორი, ისკრა კიროვა და ასოცირებული დირექტორი, გიორგი გოგია ავრცელებენ.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც საქართველოს საკითხის განსახილველად 16 დეკემბერს შეიკრიბებიან, ქვეყანაში მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის თაობაზე, რომელიც უკ
ბეატრის გაზდელიანი, რომელიც ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში შეურაცხყოფა მიაყენეს.
გაზდელიანი 7 დეკემბერს დააკავეს. მას დღეს ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი აქვს. სხდომის დაწყებამდე ქალმა ჟურნალისტებთან თქვა:
პუბლიკა
პოლიციის კანონის მიღება, ეს არის დიქტატორული რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისტემა, როდესაც ერთის მხრივ, შენ გჭირდება, რაც შეიძლება მეტი პოლიციელი გყავდეს და გააბევრო შენი უხეში ძალა, რომ ხალხის დარბევისა და დაჭერის მეტი რესურსი გქონდეს და მეორეს მხრივ, თუ ვინმეს განსხვავებული აზრი ექნება სამსახურში, ძალიან მარტივად გააგდო სამსახურიდან, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
ცქიტიშვილის თქმით, კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნები და, ამასთან, ახალი წინ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ იმეორებს, აშშ-ს ღრმა შეშფოთებას "მიმართულების ცვლილებაზე, რომელიც საქართველის მთავრობამ განახორციელა".
შესაბამისად, მისი თქმით, აშშ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის ახალი სანქციების შემოღებით, ხოლო „რა იქნება და ვის შეეხება, უნდა დაველოდოთ“.
"ჩვენ ვიყენებთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომლებსაც ორივე პარტია უჭერს მხარს. ასევე, როდესაც მიზანშეწონილია, ახალ ზომებს ვავითარებთ, იმ დროში, რომელიც
დაზუსტებით ვიცი, რომ 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც გომელაურის უწყებაში არ აკმაყოფილებენ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, უწყებიდან კადრების ძალიან დიდი გადინებაა, რის აღდგენასაც წლები დასჭირდება.
შიგნიდან ხოცავენ უკვე ერთმანეთს, ფიზიკურ ცემა-ტყეპაზე არიან გადასულნი. ეს ინფორმაცია მარტო მე კი არა ქალაქს აქვს, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა რეაქციაში“ განაცხადა.
გახარიას თქმით, პარტიის შიგნითაც ისე სცემენ ერთმანეთს, როგორც გარეთ ახალგაზრდებს.
“ყველა ერთმანეთს სცემს. ამათ ფიზიკური ძალის ენის მეტი არაფერი ესმით. ისე სცემენ ერთმენთს,როგორც ჩვენს ახალგაზრდებს“, - თქვა გახარიამ.
მთავარია, ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მივიღოთ ხელახალი არჩევნების თარიღი, ეს არის კრიტიკულად მნიშვენელოვანი“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფერს კომპლესური მიდგომა სჭირდება და ვინ იქნება მომლაპარაკებელი და გამფორმებელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
“მნიშვნელოვანია, ქვეყანა არ შევიდეს ისეთ პოლიტიკურ ჩიხში, რომლის მიღმაც უკვე სამოქალქო დაპირისპირებაა“, - განაცხადა გახარიამ.
“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია “ოცნების“ ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ გაყალბებული არჩვენების შემდეგ მათ რამდენიმე ფატალური შეცდომა ჩაიდინეს.
გახარია ორ ძირითად შეცდომას უსვამს ხაზს, რომელიც მისი თქმით, უკვე სხვა რეალობაა და აჩვენებს, რომ “ოცნებას“ არანაირი რესურსი აღარ აქვს, დემოკრატიულად მართოს ეს ქვეყანა.
არ შეგეშალოს - შენი მანევრირების სივრცე მცირდება, როგორც პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, ევროპის მოთმინება უსაზღვრო არ არის. ასე პასუხობს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც ჟიგიმანტას პავილიონისის და მარკო მიხელსონის განცხადებები გააკრიტიკა.
ევროპარლამენტარის თქმით, შალვა პაპუაშვილი ცილს სწამებს მარკო მიხელსონს და ჟიგიმანტას პავილიონისს, „ნამდვილი ღალატი“ კი პირიქით „ქართული ოცნების“ რიგებიდან მოდის.
“დემოკრატიაზე საუბრობ, მაგრამ იმას იცავ,
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დააჯილდოვა. მათ შორის არიან ის ჟურნალისტები, რომელთაც მიმდინარე მასშტაბური პროევროპული პროტესტის მიმდინარეობისას და გაშუქებისას ძალადობრივად გაუსწორდნენ ძალოვნები, მათთან დაკავშირებული არაიდენტიფიცირებადი პირები და ჯგუფები.
პრეზიდენტის ჯილდო გადაეცათ ჯონი ბაკურიძეს, სერგი ბარამიძეს, ნუცა ბახუტაშვილს, დავით ბერაძეს, დავით ბიჭიკაშვილს, სალომე ბოკუჩავას, ნიკა ბუჭოშვილს, მინდია გაბაძეს, მარიამ გაფრინდაშვილს, გურამ როგავას, რუსუდან დუმბაძეს, აკაკი ზარ
მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლიანდაგებზე ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უდასტურებენ.
მეტროს მეორე ხაზზე გადაადგილება მხოლოდ სადგურ „დელისამდე“ შეიძლება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობა „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურიდან, სადაც მომხდარის შემსწრე ადამიანი ჰყვება, რომ გარდაცვლილს ხელი ჰკრეს. იმავე ინფორმაციას ავრცელებს სხვა მგზავრიც.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკ
დღეს, 10 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნება, რომ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის გასაზრდელად „ 2-3 ადამიანის“ მკვლელობა იგეგმება, რასაც შემდეგ „ხელისუფლებას დააბრალებენ“.
სუსი კვლავ ირწმუნება, რომ საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.
სუსი ისევ იმეორებს, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით ქვეყანაში „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირ
მამიდის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ბიჭმა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა. აღნიშნულის შესახებ ეკა თირქია „ფეისბუქზე“ წერს და ამბობს, რომ ბიჭის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
„სასიხარულო ამბავი გვაქვს...ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე... რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით, თუმცა, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ეკა თირქია.
ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული
კიდევ ორი კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უანგაროდ დაეხმაროს დაშავებულებს.
„კლინიკა ინოვა და მისი სამედიცინო პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება – იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა – ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა“, — წერს სამედიცინო ცენტრი Innova.
მსგავსი განცხადება ასევე გამოაქვეყნა ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ