Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.088.071

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მარკო მიხელსონი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. „თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად“, - წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს 26 ოქტომბერს გამართული საპარლ

რა უნდა ვიცოდეთ, თუ პოლიცია ბინის/ოფისის გასაჩხრეკად მოგვადგება – იურისტის განმარტება

დღეს, 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელი სახლებში შევიდა. ადგილზე მყოფი პოლიციელების ინფორმაციით, მიმდინარეობს ჩხრეკა, თუმცა ამის საფუძელს ისინი ჯერჯერობით არ განმარტავენ. სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” სპიკერი, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია განმარტავს ჩხრეკის სამართლებრივ საფუძვლებს. რა დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს გამომძიებელმა ჩხრეკის ჩასატარებლად? სასამართლოს განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება (გ

პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები - დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება

საქართველოში პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები. პიროტექნიკასთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, აკრძალვები, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმები შემოდის, რომელთა ნაწილის ამოქმედება 2025 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება, ნაწილი 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში. ერთ-ერთ აკრძალვას წარმოადგენს ის, რომ დემონსტრანტს, მანიფესტაციის დროს, პიროტექნიკის ქონის უფლება არ ექნება და

იზოლაციის პირობებში აუცილებლად ჩამოინგრევა საქართველოს ეკონომიკა - ეკონომისტი

„საქართველო იცვლის ვექტორს, ექცევა იზოლაციაში მთელი განვითარებული სამყაროსგან, რაც სამწუხაროდ ჩამოანგრევს ამ ქვეყნის ეკონომიკას,“ - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „ის დახმარებები რაც გვაკლდება, პირდაპირ მოაკლდება ეკონომიკას, ჩვენი ეკონომიკა კი არის პატარა და ყველა დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ უფრო ფართოდ არის საქმე: საქართველო როცა იცვლის ვექტორს და მიდის სხვა მიმართულებით, ექცევა იზოლაციაში მთელი განვითარებული სამყა

Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი, Instagram-ი, Messenger-ი, WhatsApp-ი შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლებს საკუთარ ანგარიშებზე შესვლა უჭირთ. Meta-ს პროდუქტები 11 დეკემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, გლობალურად გაითიშა. Downdetector-ის მონაცემებით, 22:10 საათისთვის Meta-ს მომხმარებლებისგან 100 ათასზე მეტი "რეპორტი" შევიდა. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა Meta-მ და აღნიშნა, რომ პრობლემაზე მუშაობენ. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებელს. "ვიცით, რომ ტექნიკური პრობლემა ზ

საია - დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებები საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიების მკაფიო გაგრძელებაა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებებს ეხმიანება და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საია მიიჩნევს, რომ ცვლილებები მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიების. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში , რითაც უკანონოდ გააუარესა დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების უფ

თბილისში რამდენიმე ლოკაციიდან მარში „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ მიმდინარეობს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. აქციის - „თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს” მონაწილეებს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში შეუერთდა. შესაბამიის ლოზუნგით აქცია მიმდინარეობს თსუ-ს პირველ კორპუსთანაც. პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ, რომელიც გალაკტიონის ხიდთან სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე მარშს შეუერთდება. პროტესტის მონაწილეები ერთობლივი მსვლელობით პარლამე

აქტივისტი თემურ ქათამაძე კლინიკიდან გაწერეს და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს

აქტივისტი თემურ ქათამაძე კლინიკიდან გაწერეს და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში დააბრუნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და კვლევის შედგები დამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ შესაძლებლად ჩაითვალა მისი სტაციონარიდან გაწერა და შესაბამისად, 6 მარტს გაეწერა. ამასთან, როგორც ის აცხადებს, პაციენტი არ ემორჩილებოდა ექიმების რეკომენდაციებს, „არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს და ყველ

რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კრივი-რიჰში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია

რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კრივი-რიჰში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. სერგეი ლისაკის ცნობით, ქალაქ კრივი-რიჰზე გუშინ საღამოს რუსული ძალების მიერ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია. რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად კრივ

აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი: რუსეთის განცხადება "ბინძური ბომბის" შესახებ აშკარა სიცრუეა

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თხოვნით გაიმართა მისი და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის სატელეფონო საუბარი. პენტაგონის ინფორმაციით, ოსტინმა უარყო ნებისმიერი საბაბი რუსეთის მხრიდან ესკალაციისთვის და დაადასტურა კომუნიკაციის მნიშვნელობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის პირობებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შოიგუსა და ოსტინს შორის 23 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას განხილული იყო უკრაინაში არსებული სიტუაცია. რუსეთის ოფიციალურ შეტყობინ

პენტაგონის სპიკერი - აშშ-ის თავდაცვის უწყება ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება, ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვული ან „ბინძური“ ბომბის გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა გააკეთა. „ჯერჯერობით ჩვენ არ შეგვიმჩნევია არანაირი ნიშანი, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის ან „ბინძური“ ბომბის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, ან განზრახული აქვს რომ გამოიყენოს“, – განაცხადა რაიდერმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები სიტუაციის განვითარებას ყურადღები

შარლ მიშელი - ყაზახეთი და უფრო ფართო რეგიონი შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის

ყაზახეთი და უფრო ფართო რეგიონი შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყაზახეთში ვიზიტისას განაცხადა. მიშელის თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია მიწოდების დივერსიფიკაცია. შარლ მიშელის განცხადებით, ყაზახეთი ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო არენასა და რეგიონში. „მინდა მოგილოცოთ, პირველი ევროკავშირი-ცენტრალური აზიის ლიდერთა შეხვედრის მასპინძლობა. ცენტა

ბორის ჯონსონი პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე - არა მგონია, ასე მოიქცეს, გიჟი იქნებოდა

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. „არა მგონია, ასე მოიქცეს, გიჟი იქნებოდა“, - აღნიშნა ჯონსონმა. მისი თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენება ნიშნავს, რომ პუტინი "მყისიერად შეიტანს განაცხადს ცივილიზებული ქვეყნების კლუბიდან რუსეთის გასვლის შესახებ". „ეს იქნება სრული კატასტროფა რუსეთისთვის, რომელიც აღმოჩნდება კრიოგენურ ეკონომიკურ ყინვაში“, - აღნიშნა ჯონსონმა.  

კვარაცხელია „ატალანტასთან“ არ ითამაშებს - ხვიჩას წელი აწუხებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ბერგამოში არ გაემგზავრება და „ატალანტას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებს – ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კვარაცხელიას დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. 5 ნოემბერს, ბერგამოში, სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლი“ „ატალანტას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაწყება.   ავტორი - მერაბ მამულაშვილი

„უკრაინის რკინიგზა“ ხერსონში სამგზავრო მატარებლის აღდგენას აანონსებს

„უკრაინის რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია ხერსონის მიმართულებით სამგზავრო მატარებლის აღდგენის პროცესი. „რკინიგზა ადგილზეა. ხალხი გველოდება. ასე რომ, მალე იქნება მატარებელი ხერსონში“, - წერს ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ გვერდზე კომპანიის ხელმძღვანელი, ალექსანდრ კამიშინი.   „განაღმვის სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ამას დრო სჭირდება. დაზიანებულ გზებსა და დამტვრეულ ვაგონებს მალე აღვადგენთ“, - წერს კამიშინი. 11 ნოემბერს, უკრაინის ქალაქი

გაერო რუსი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებს შეისწავლის

პარასკევს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროს მიერ ტყვედ აყვანილი რუსი სამხედრო მოსამსახურეების დახვრეტის კადრები უნდა იყოს აღბეჭდილი. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს ავთენტურობა არ დადასტურდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე უწოდა ამას ომის დანაშაული, ხოლო ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა დანაშაულის ჩამდენებს „შურისგებით“ დაემუქრა. აღნიშნული ვიდეოები გამოქვეყნდა ტელეგრამის არხებში. ერთ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ გამოდიან ხელებაწეული რუსი სამხედროე

კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა - არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა [ვიდეო]

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის არგენტინის ნაკრებისა და საუდის არაბეთის მატჩით გაიხსნა და პირველი სენსაციაც დაფიქსირდა – არგენტინამ 1:2 წააგო და მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყო.     სამხრეთამერიკელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გახსნა უკვე მეორე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ლიონელ მესის დარტყმული საუდელთა მეკარემ მოიგერია. არგენტინელებმა აქტიურობა განაგრძეს და მე-10 წუთზე გოლიც გაიტანეს – კუთხურის გა

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე: ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშაა. მინისტრმა იუსტიციის სამინისტროში დღეს, 29 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს კვლევა აქვს ჩანიშნული. "დღეს ხშირად ვრცელდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებული სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა

უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში 11 დასახლებულ პუნქტში მოვიგერიეთ რუსეთის ჯარის თავდასხმა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი ალექსანდრე შტუპუნი ომის 291-ე დღეს აჯამებს და ამბობს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსეთის ჯარის თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 11 დასახლებულ პუნქტში.   გენშტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში, უკრაინის მიმართულებით, რუსეთის ჯარებმა სამი სარაკეტო და 17 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ისევ არსებობს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურა

„ნიუ იორკ თაიმსი“ - გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულები კანცლერ ოლაფ შოლცის მკვლელობას გეგმავდნენ

გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებულები კანცლერ ოლაფ შოლცის მკვლელობას გეგმავდნენ, – ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს. როგორც გამოცემა იუწყება, დახურული მოსმენისას საქმის გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა გეგმებში შედიოდა ბუნდესტაგის შტურმით აღება და კანცლერის მკვლელობა. ჩხრეკის ოპერაციის დროს კი, სამართალდამცველებმა 40 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ათასობით ტყვია ამოიღეს. ასევე ნაპოვნია გაუთქმელობის შესახებ 100-ზე მ

სახალხო დამცველის აპარატი - მოვუწოდებთ ყველას, არ დაუშვან ოჯახის წევრების, მათ შორის, არასრულწლოვნების ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება, მოვუწოდებთ პარლამენტს, აამოქმედოს ეთიკის საბჭო

ყოვლად დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ დისკურსში არასრულწლოვანთა ოჯახური კუთვნილების თუ სხვა ნიშნით გამორჩევა, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებას, მათ შორის, გამოიწვიოს ბავშვებს შორის შესაძლო ჩაგვრის წახალისებაც კი, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს ყველას, მათ შორის პარლამენტარებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, არ დაუშვან ერთმანეთის

წალენჯიხაში შვილმა მამა სცემა - მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 35 წლამდე მამაკაცმა მამა სასიკვდილოდ სცემა. მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 11

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი შენიშნეს

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი შენიშნეს. ვაშინგტონი აკვირდება მაღალ სიმაღლეზე მფრინავ ბურთს მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დღის წინ შევიდა. ბოლო საჰაერო ბურთი მონტანას საჰაერო სივრცეში ნახეს. აშშ-ის სამხედრო ლიდერებმა გადაწყვიტეს, არ ჩამოეგდოთ საჰაერო ბურთი, რადგან იყო შეშფოთება ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო. ვიდრე მონტანას შტატის ქალაქ ბილინგზის თავზე გამოჩნდებოდა, ობიექტმა გადაუ

ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონს - ბორის, შენ გააერთიანე სხვები, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა, მადლობა

ვესტმინსტერის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს პირადად გადაუხადა მადლობა. „ბორის, შენ გააერთიანე სხვები, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა. მადლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან მხარდაჭერისთვის მადლობა ასევე გადაუხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ III-ს. ამასთან, ზელენსკიმ ბრიტანეთს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის ტანკების მიწოდებისა და უკრაინელი ს

ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს

ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მოკლე რეპლიკით ისარგებლა თავად ბრალდებულმა ესებუამაც, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, ის თავს დამნაშა
×
×
  • შექმენი...