Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    865.196

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსებმა კიევს ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, დედაქალაქში განგაში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა X-101/X-555/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. გაშვება განხორციელდა სარატოვის ოლქის ენგელსის ტერიტორიიდან. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში 2 საათზე მ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, -აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბრძოლის ველზე დაეცა. „ბრძოლაში გმირულად დაეცა ჩვენი ძმა თენგო ჭანია, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადა“, - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში. იპნ

„არსებული გარემო ვერ გაუძლებს მრავალბინიან განაშენიანებას“ - სპეციალისტების შენიშვნები "ორბის“ ბახმაროს პროექტზე

თათია ჩაფიჩაძე   "ბახმაროს პროექტს არ ახლავს მშენებლობისთვის საჭირო ყველა კვლევა და მისი მასშტაბი კურორტის მოცულობასთან წინააღმდეგობაშია,“ - ამის შესახებ “ურბანული განვითარების ინსტიტუტის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ანი ბიბილაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. ბიბილაშვილი ამბობს, რომ პროექტი არ ჯდება კურორტის ლანდშაფტში და მისი ზომა ვერ უზრუნველყოფს გახსნილი ხედების შენარჩუნებას. არქიტექტორებისა და ურბანისტების ნაწილი მოითხოვს, რომ განაშენი

ლაზარე გრიგორიადისის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი გადაიდო

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი გადაიდო. შესაბამის ინფორმაციას ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. “რამდენიმე წუთის წინ დაგვირეკა ადვოკატმა, ლაზარეს სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე შვებულებაშია...”, - წერს გრიგორიადისის დედა. შეგახსენებთ, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებუ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განვიცადეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განიცადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინული ძალების მიერ ომში განცდილი დანაკარგების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა : „ვიცით, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა. ათიათასობით ბავშვი იქნა დეპორტირებული. თუ შევადარებთ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას, მე ვიტყოდი, რომ თანაფარდობა არის 1:5. ბრძოლაში დაღუპული ყოველ უკრაინელ ჯარისკაც

ომის 2 წლისთავზე თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლისთავზე, 24 თებერვალს, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია „Believe in Ukraine“ გაიმართება. აქციის მონაწილეები 18:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ. აქცია საქართველოში უკრაინელი აქტივისტების მიერ არის ორგანიზებული და მას ქართულ-უკრაინული პლატფორმაც უერთდება. ქართულ-უკრაინული პლატფორმა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ამოცანაა საქართველოში უკრაინული სათემო ჯგუფებისა და უ

არჩევნების არჩევნებამდე გაყალბების მცდელობა: ფაქტები და გამოსავალი ამომრჩევლისათვის (ვიდეო)

არჩევნების არჩევნებამდე გაყალბების მცდელობა: ფაქტები და გამოსავალი ამომრჩევლისათვის: ვიდეო:   

ბერდია სიჭინავა - “ოცნების” ამოსავალი წერტილია თვითონ კარგად იყვნენ, ბევრი ფული მოიპარონ, ძალაუფლება გაიხანგრძლივონ, ჩარტერებით იფრინონ, ვილები აიშენონ, პარტიული აქტივი დაასაქმონ, ჩვენი მოქალქეები კი ისევ სიღარიბეში იყვნენ (ვიდეო)

“ოცნების” ამოსავალი წერტილია თვითონ კარგად იყვნენ, ბევრი ფული მოიპარონ, ძალაუფლება გაიხანგრძლივონ, ჩარტერებით იფრინონ, ვილები აიშენონ, პარტიული აქტივი დაასაქმონ, ჩვენი მოქალქეები კი ისევ სიღარიბეში იყვნენ, არც განათლების პერსპექტივა ჰქონდეთ, არც კეთილდღეობა, არც უმუშევრობის დაზღვევა, არც მინიმალურ ხელფასი, არც ჯანმრთელობის დაზღვევა.  ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/356920193879024/

გლდანში შვილმა მამა მოკლა

თბილისში, გლდანში შვილმა მამა მოკლა. მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ერთი პირია დაკავებული და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ

ევროკავშირმა სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, რომელიც 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი, მე-13 პაკეტი 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. „საბჭომ დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მეორე წლისთავის გათვალისწინებით, შემაკავებელი ზომების მე-13 პაკეტი მიიღო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პუტინის უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომის გაგრძელებაზე და მნიშვნელოვნად უჭერს მას მხარს. საბჭომ მ

გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც კორპუსის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, მკვლელობა დანით მოხდა. მათივე ცნობით, შემთხვევას დაკავებულის 12 წლის დაც შეესწრო. „დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სისხლისგან დაიცალაო, ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცავებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელ

ზამთარი რაჭაში – ფოტორეპორტაჟი

წელს რაჭაში განსაკუთრებით დიდი თოვლი მოვიდა. ნახეთ, როგორია ის სტიქიის მიღმა: ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil ნეტგაზეთი

უკრაინელი მღვდელი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს და დეპორტაცია საქართველოში მოახდინეს

გამოცემა Україна Православна-ს ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მოძღვარი, მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დეპორტაცია საქართველოში გაუკეთეს. დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი სერგიუსის განცხადებით, არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი რუსეთის ხელისუფლებამ 2023 წლის სექტე

 ბერდია სიჭინავა - კეთილი ინებოს ირაკლი კობახიძემ, ღარიბაშვილის განკარგულებები დადოს

“კეთილი ინებოს ირაკლი კობახიძემ, რომელიც გამჭვირვალედ აცხადებს თავს, ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე, როგორც პრემიერის ინსტიტუტის წარმომადგენელი და უმაღლესი პოლიტიკური პირი, ღარიბაშვილის განკარგულებები დადოს.”     ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1435814807372137/  

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა. 2022 წლის 24 თებერვლის უკრაინის დროით დილის 5:00 საათზე ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომის დაწყებიდან 731-ე დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის იბრძვის. დღემდე, 3

პრეზიდენტი - ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! - რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა - თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია

ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა სახეზეა. “ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. იპნ

ხერსონის ოლქში რუსული ბომბდამშენი ჩამოვარდა

ხერსონის ოლქში რუსული „სუ-34“ ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მედიის ცნობით, რუსული მოიერიშე-ბომბდამშენი ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ვიდეო კადრებს აქვეყნებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „სუ-34“ ჩამოაგდეს. შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. იპნ

ოლაფ შოლცი - ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს

ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. „შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზარდა და მომდევ

ვოლოდიმირ ზელენსკი - სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი - ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ჰოსტომელიდან, რუსების მიერ კიევის სამ დღეში აღება უნდა დაწყებულიყო ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გამარჯვებასთან უკვე 730 დღით არის ახლოს. „დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! თითოეული მათგანით წარმოუდგენლად ვამაყობ. თითოეული მათგანით აღფრთოვანებული ვარ. მე თითოეული მათგანის მჯერა. ო

ადვოკატის ინფორმაციით, მამის მკვლელობისთვის დაკავებულ რეზი გამხიტაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს

გლდანში, მამის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რეზი გამხიტაშვილი ბრალს არ აღიარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. ამასთან, უფლებადამცველი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება. ადვოკატის თქმითვე, მას ბრალდებულმა განუცხადა, რომ ფსიქიკური პრობლემების გამო, ის რამდენიმე წლის წინ, ექიმთან კონსულტაციაზეც იმყოფებოდა, თუმცა, როგორც უფლებადამ

ინტენსიური თოვის გამო, ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. იპნ

თბილისში უკრაინისადმი სოლდარობის მარში იმართება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინისადმი სოლიდარობის მარში იმართება. აქციაში მონაწილეობენ როგორც  საქართველოში მცხოვრები უკრაინელები, ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა”, „დიდება უკრაინას” ამ ტრანსფარანტებით მარშის მონაწილეები პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიისკენ მსვლელობას მართავენ. სოლიდარობის მარშს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც შეუერთდა.   პუბლიკა

ბერდია სიჭინავა - ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე და ყველა ის არაკეთილსინდისიერი გავლენის ჯგუფის წევრი, რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, უნდა მოშორდეს სასამართლო ხელისუფლებას

“ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე და ყველა ის არაკეთილსინდისიერი გავლენის ჯგუფის წევრი, რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმოადგენს და სასამართლო სისტემას მართავს, რა თქმა უნდა, უნდა მოშორდეს სასამართლო ხელისუფლებას და აქ, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან კომპრომისი არავისთან არ იქნება.” ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/10594

პრეზიდენტი - რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, წარსულს ვერ აღადგენს - საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს გზიდან

რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საბჭოთა ოკუპაციის დღეს. მისი თქმით, საქართველო თავისუფალი და მტკიცეა და ვერავინ გადაიყვანს გზიდან. „25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია. დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარ
×
×
  • შექმენი...