Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.221

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ლევან გოგიჩაიშვილი - ყველას ვინც ამ ადამიანების ჯგუფს ხელმძღვანელობს, მათაც მოუწევთ პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ივანიშვილს, მან უნდა იცოდეს, რომ ბოლოჟამის სააკაშვილია

ყველას ვინც ამ ადამიანების ჯგუფს ხელმძღვანელობს, მათაც მოუწევთ პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ივანიშვილს, მან უნდა იცოდეს, რომ ბოლოჟამის სააკაშვილი ხარ, სახე დაკარგული კაცი ხარ, არაფერი შენგან არ გამოვა, არაფერი შენგან არ გამოვიდა და ძალიან ვწუხვარ, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებ, შენს მშიშარა არაკაც ხალხთან ერთად. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/998215865324419/

მარკო მიხელსონი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. „თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად“, - წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს 26 ოქტომბერს გამართული საპარლ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება - ყოველთვის, როცა რუსული არმია წინ მიიწევს ერთი კვადრატული კილომეტრით, საფრთხე ერთი კილომეტრით უახლოვდება ევროპას

არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ BBC-ს განუცხადა. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გასროლა რუსეთში "თავდაცვის ლოგიკით", მაგრამ არ დაადასტურა, გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ ფრანგული იარაღი. ჟან-ნოელ ბარომ ხაზი გაუსვა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა დააწესონ რაიმე შეზღუდვა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერაზე და „არ დაადგინონ და გა

29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. მათივე ცნობით, თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი - ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო

ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო, - ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, თარაშ პაპასკუა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა სჭირდება. „დღეს, როცა რუსეთი: აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას; აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ; ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას... ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპ

"გახარია საქართველოსთვის" - ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ... კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტიონერსბ - იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!

"ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს საერთაშორისო პარტიონერსბ - იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!" პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება. 

იზოლაციის პირობებში აუცილებლად ჩამოინგრევა საქართველოს ეკონომიკა - ეკონომისტი

„საქართველო იცვლის ვექტორს, ექცევა იზოლაციაში მთელი განვითარებული სამყაროსგან, რაც სამწუხაროდ ჩამოანგრევს ამ ქვეყნის ეკონომიკას,“ - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. „ის დახმარებები რაც გვაკლდება, პირდაპირ მოაკლდება ეკონომიკას, ჩვენი ეკონომიკა კი არის პატარა და ყველა დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ უფრო ფართოდ არის საქმე: საქართველო როცა იცვლის ვექტორს და მიდის სხვა მიმართულებით, ექცევა იზოლაციაში მთელი განვითარებული სამყა

ჰამასის ტყვეობიდან შემდეგი 4 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა

ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ტყვეობიდან, ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების საფუძველზე, შემდეგი 4 ისრაელელი მძევალი გათავისუფლდა.  კარინა არიევი, დანიელა გილბოა, ნაამა ლევი და ლირი ალბაგი, რომელთა ასაკი 19-დან 20 წლამდეა, ჰამასმა ღაზის ცენტრში სპეციალურად დადგმულ "ცერემონიაზე" გამოიყვანა. საბოლოოდ კი, გათავისუფლებულები წითელ ჯვარს გადასცა.  აღნიშნული 4 ისრაელელი ახალგაზრდა ქალი ჰამასის ტყვეობაში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან, 477 დღი

ბათუმში, სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა ქალს თავზე დაეცა

დღეს, პირველ მარტს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 40 წლამდე ქალს, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა, შენობის სახურავიდან ჩამოვარდნილი თოვლის მასა დაეცა თავში. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ბათუმელები“ ავრცელებს. როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ ეუბნება, დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ ცნობით, ბათუმში ბოლო რამდენიმე დღე ინტენსიური თოვის შედეგად, ნახევარ მეტრზე დიდი თოვლი მოვიდა. სახლის სახურავები რადგან გაწმენდილი არ არის, თოვლის მასა შენო

გერმანიის ელჩი - სტუდენტებმა მკითხეს, რა უნდა გავაკეთოთ ევროკავშირში შესასვლელადო, მათ ვუთხარი, იყავით დემოკრატიულ პროცესებში ჩართული, ეს თქვენს მომავალს ეხება

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ელჩმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინტერესო დისკუსიის შემდეგ, მათ მკითხეს: „რა უნდა გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირში შევალთ?“ მე ვუთხარი მათ: „იყავით საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში ინფორმირებული და ჩართული მოქალაქეები. ეს თქვენს მომავალს ეხება“

უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 52 დამცველი დააბრუნა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის ორი მებრძოლი და მეზღვაური კუნძულ „ზმეინიდან“

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 52 უკრაინელი სახლში დაბრუნდა, მათ შორის „აზოვის“ პოლკის ორი მებრძოლი და მეზღვაური კუნძულ „ზმეინიდან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამზე“ დაწერა. "ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება. განვახორციელეთ ტყვეების მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 52 ჩვენი ადამიანის - ოფიცრების, მედიკოსების, სერჟანტებისა და ჯარისკაცების გათავისუფლება. მათ შორის - უკრაინის ეროვნული გვარდიის 12 მებრძოლი, ორი "აზოველის" ჩათვლით, საზღვაო ძალების

ნინო დოლიძე - მოვუწოდებთ თეა წულუკიანს, შეწყვიტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლება - თავისუფლდებიან პროფესიონალები, რაც საფრთხეს უქმნის მემკვიდრეობის დაცვას

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში დაწყებული მასშტაბური საკადრო წმენდა გრძელდება და ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 100-ზე მეტი თანამშრომელი გათავისუფლდა. მისივე თქმით, 1-ელ ნოემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაციის მორიგი ტალღა დასრულდა, რი

კვარაცხელია „ატალანტასთან“ არ ითამაშებს - ხვიჩას წელი აწუხებს #1TVSPORT

„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ბერგამოში არ გაემგზავრება და „ატალანტას“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან ზურგის მწვავე ტკივილი აწუხებს – ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კვარაცხელიას დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. 5 ნოემბერს, ბერგამოში, სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში „ნაპოლი“ „ატალანტას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაწყება.   ავტორი - მერაბ მამულაშვილი

სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი – ყარამან ქუთათელაძე მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ აკადემიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. აკადემიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა რექტორობის კანდიდატის ყარამან ქუთათელაძის მიერ წარდგენილი სტრატეგიული განვითარების გეგმა. როგორც ყარამან ქუთათელაძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, 2023-2027 წლების სტრატეგიული განვითარება მოიაზრებს ორი პარადიგმის

ევროკომისარი: ჩვენ არ ვარჩევთ, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი - "ცუდი"

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ამბობს, რომ საქართველომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" ისეთი კანონი უნდა მიიღოს, რომელიც ეფექტური იქნება ამ საკითხის გადასაჭრელად. ამის შესახებ ევროკომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. "ევროკავშირი, ჩვენ, არ ვარჩევთ, რომელია "კარგი" ოლიგარქი და რომელი - "ცუდი". იდეა იმაშია, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიო იყოს, არავის ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა

ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა. აღნიშნული პირი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. მან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა, თუმცა, მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა, ანალიზში აღარ გამოვლენილი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე განაცხადა. „კიევის საქალაქო საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ ბორის ჯონსონს, უკრაინის დიდ მეგობარს, მიენიჭოს კიევის საპატიო მოქალაქის წოდება. ბორისი არაერთხელ ეწვია უკრაინის დედაქალაქს – როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ყველაზე დრამატულ დროს. ჯონსონმა გააკეთა და, დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რათა

ნონა გაფრინდაშვილი მერვედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანებს შორის

ნონა გაფრინდაშვილმა სენიორ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა. ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა მორიგ წარმატებას 81 წლის ასაკში მიაღწია - იტალიის ქალაქ ასისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 65 წელს ზემოთ ასაკის ყველა კონკურენტს აჯობა. ნონა გაფრინდაშვილის მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ზურაბ სტურუა 50 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკეთა შორის. ამავე ასაკობრივ ჯგუფში, ქალთა შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების დათვლის შემდეგ

კელი დეგნანი - ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და გაბედული

სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილ იქნას, ­რომ ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, ის უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და უნდა ჰქონდეს გამბედაობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „სახალხო დამცველის თანამდებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა. სახალხო დამცველის ოფისი არის ის არის ერთ-ერთი იმ მცირე უწყებებს შორის, რომლებიც, კონსტიტუციის თანახმად, ვალდებულები არიან დაიცვა

ურსულა ფონ დერ ლაიენი - შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა - ეს პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მიცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გ

კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა - ქალაქში Shahed-ის 9 დრონი ჩამოაგდეს

კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმა გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში Shahed-ის 9 დრონი ჩამოაგდეს. "მტერი დედაქალაქს Shahed-ის საბრძოლო მასალით უტევს. მუშაობს საჰაერო თავდაცვა. ამ დროისთვის კიევის საჰაერო სივრცეში უკვე ჩამოგდებულია მტრის 9 უპილოტო საფრენი აპარატი", - აცხადებენ ადმინისტრაციაში. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის ოლქებსა და ქალაქ კიე

პარტია "საქართველოსთვის" "ქართული ოცნების" მიერ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლას განცხადებით ეხმაურება

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "გვსურს, გამოვეხმაუროთ „ქართული ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაშლას. პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი პირველივე დღიდან მონაწილეობდა პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით. ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს, კერძოდ, მოთხოვნილია: უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახ

კახა კალაძე - ოპოზიციაში სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან - საცობებს უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი ხელმისაწვდომობა

საცობებს უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან დედაქალაქში საცობების გამომწევ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში არსებული საცობები ბოლო წლებში კერძო ავტომობილების რაოდენობის რეკორდული ზრდის შედეგია. მანვე აღნიშნა, რომ თბილისის მერია ძალისხმევას არ იშურებს, რომ პრობლემა საზ

ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ შიმშილობა გამოაცხადა

ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ, რომელსაც შარშან ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, შიმშილობა გამოაცხადა. ის აპროტესტებს ციხეში მის გაჩერებას უკვე მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმატებით გაასაჩივრა მისი დაკავება. ფანაჰი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ირანელი კინორეჟისორია. მის ფილმებს მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების პრემიები, ლოკარნოს ფესტივალის „ოქროს ლეოპარდი“ და ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“. შარშან მაისში ფანაჰიმ 300-ზე მეტ ირანელ ინტელექტუალთან და

საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. „საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
×
×
  • შექმენი...