Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.715

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილმა ქალთა ორგანიზაციამ პირველი მმართველი კონფერენცია გამართა

ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილმა ქალთა ორგანიზაციამ პირველი მმართველი კონფერენცია გამართა, სადაც მმართველი საბჭო და თავმჯდომარე აირჩიეს, ასევე დამტკიცდა წესდება, მუშაობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია.   კონფერენციის მონაწილეთა ხმათა უმრავლესობით, ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ თამარ ხვედელიანი აირჩიეს. ასევე მმართველი საბჭო დაკომპლექტდა რუსთავის, თბილისისა და რეგიონების 15 წარმომადგენლისგან.

მიხეილ დაუშვილი - დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი მხარდაჭერა უფრო დიდია, ვიდრე რეიტინგებშია ასახული

დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი მხარდაჭერა უფრო დიდია, ვიდრე რეიტინგებშია ასახული, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტიულ რეიტინგებზე და სოციოლოგიური კვლევების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნებზე „ოცნებამ“ და „ნაცებმა“ ერთად 50%-ზე ნაკლები აიღონ, რათა ერთად კოალიციის შექმნა მოუწიოთ. „ჩვენ ერთი რაღაცის გვჯერა, რომ გაცილებით უფრო დიდი პოტენცი

ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალურ ვადას 4 წლამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან 4 წლამდე გაიზრდება. ეროვნული ბანკის თქმით, გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება: „მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წ

გიორგი შარაშიძე - ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს და შეხედოს, რომელ პოლიტიკურ გუნდს შესწევს უნარი, რომ არა უბრალოდ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, არამედ რეალურად შეძლოს საქართველოს შეუქცევად რელსებზე გადაყვანა (ვიდეო)

“კანდიდატის სტატუსით არაფერი არ მთავრდება, მხოლოდ იწყება სერიოზული მუშაობა საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს და შეხედოს, რომელ პოლიტიკურ გუნდს შესწევს უნარი, რომ არა უბრალოდ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, არამედ რეალურად შეძლოს საქართველოს შეუქცევად რელსებზე გადაყვანა, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოო ჯამში გახდეს ევროკავშირის წევრი.” გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატი. 402242924_374121725050634_38123005

ბერდია სიჭინავა - წარმოუდგენელია ქვეყანაში ეკონომიკა იზრდებოდეს და ამის პარალელურად, უპერსპექტივობის და ქვეყანაში არსებული სოციალური გამოწვევების გამო, ქვეყნიდან ახალგაზრდები გარბოდნენ (ვიდეო)

“წარმოუდგენელია ქვეყანაში ეკონომიკა იზრდებოდეს და ამის პარალელურად, უპერსპექტივობის და ქვეყანაში არსებული სოციალური გამოწვევების გამო, ქვეყნიდან ახალგაზრდები გარბოდნენ. იმიტომ, რომ სამართლიანი გარემო არ არის ქვეყანაში. გულწრფელად რომ გითხრათ, სად აქვს “ნაცმოძრაობას” რევანშის თავი, საერთოდ ვერ გაუგიათ რა ხდება საკუთარ პარტიაში. კობახიძე კი დადის და გვეუბნება, რომ ორი ალტერნატივა აქვს საქართველოს მოსახლეობას: ან “ოცნება” ან “ნაცმოძრაობა”. პოლარიზაციის გამომწვევი ეს ორი პოლიტიკური ძ

მიშა დაუშვილი - მთავრი გამოწვევა ბევრ სხვა საკითხთან ერთად არის ის, რომ შავი ფულის მოძრაობა არჩევნებზე მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს და უნდა დასრულდეს (ვიდეო)

“მთავრი გამოწვევა ბევრ სხვა საკითხთან ერთად არის ის, რომ შავი ფულის მოძრაობა არჩევნებზე მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს და უნდა დასრულდეს. თუ ამ შავი ფულის გამოყენება არ შეიზღუდა, უბრალოდ საუბარი იმაზე, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ეს იქნება სრული ტყუილი. “ მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 10000000_1270665660269808_1715325643322076908_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - საქართველოს მოქალაქეების მოლოდინია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უსაფრთხოების დარეგულირება. ამის გზა კი არის ევროკავშირში გაწევრიანება (ვიდეო)

“საქართველოს მოქალაქეების მოლოდინია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უსაფრთხოების დარეგულირება. ამის გზა კი არის ევროკავშირში გაწევრიანება. “ოცნება” ამ პროცესის შეფერხებას ცდილობდა ირიბი თუ პირდაპირი გზით, თუმცა ხალხის დამსახურებით მივედით სტატუსამდე. ახლა კი მთავარია რეფორმები განვახორციელოთ, გადავიდეთ საქმის კეთებაზე და დავიწყოთ მოლაპარაკებები.”  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

“ბევრი ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს” – ომბუდსმენი სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმაზე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის აზრით, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმა “ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს”. მისი შეფასებით, საბჭოთა დიქტატორის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში გამოსახვის ამ ფორმით გაპროტესტება საშიშია. ასე უპასუხა იოსელიანმა “იმედის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იზიარებს თუ არა ხელისუფლების პოზიციას, რომ ბოლო პერიოდში “არნახული შეტევა მიმდინარეობს” საპატრიარქოზე. სახალხო დამცველმა მხოლოდ პროტესტს გამოხატვი

გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხო

ბექა ლილუაშვილი - თუ ივანიშვილს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დამბალანსებლის მითის გამყარება უნდა? - აქ არის გახარია, რომელმაც პოლიტიკური დებატები შესთავაზა, დაუჯდეს და ელაპარაკოს (ვიდეო)

კორუფციაზე საუბარი სურს ივანიშვილს? - მოიყვანოს გენერალური პროკურორი და წარადგინოს ანგარიში;  ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს? - შეიტანოს კონსტიტუციაში ცვლილება და ხალხმა აირჩიოს პირდაპირი წესით პრეზიდენტი;  პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დამბალანსებლის მითის გამყარება უნდა? - აქ არის გახარია, რომელმაც პოლიტიკური დებატები შესთავაზა, დაუჯდეს და ელაპარაკოს;   არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, ივანიშვილს არ ეყო პოლიტიკური გამბედაობა გამოსულიყო და ეპ

ანა ბუჩუკური - სამწუხაროა, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ლიდერის სტატუსი დაგვაკარგვინა - სფერო აღარ დარჩა, სადაც ჩვენი პარტნიორები ქვეყნის უკუსვლაზე არ საუბრობენ

ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნების“ არასწორმა პოლიტიკამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში დაგვაკარგვინა ლიდერის სტატუსი, არა მხოლოდ ასოცირებული „ტრიოს“ ფარგლებში, არამედ რეგიონში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ანგარიშში ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რეგრესზე საუბრობენ. „სამწუხაროდ, სფერო აღარ დარჩა, სადაც ჩვენი პარტნიორები ქვეყნის უკუსვლაზე არ საუბრობენ. ეს

ანა ბუჩუკური - "ოცნების" ინტერესშია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ამყოფონ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ატარებინებენ პარტიულ თათბირებს (ვიდეო)

"ოცნების" ინტერესშია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ამყოფონ პრივილეგირებულ მდგომარეობაში და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ატარებინებენ პარტიულ თათბირებს." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1481029702761903/

ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძეს -  რატომ აძლევთ საშუალებას მიხეილ სააკაშვილს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია სასამართლო დარბაზიდან, როცა მას ამის უფლება არ გააჩნია? (ვიდეო)

ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძეს:  რატომ აძლევთ საშუალებას მიხეილ სააკაშვილს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია სასამართლო დარბაზიდან, როცა მას ამის უფლება არ გააჩნია?  თქვენ ცნობილი ხართ ტყუილებით, ჭორაობით, თქვენ 2012 წლის გამარჯვების სახეც არ ხართ. თქვენი აზრით, რა დამსახურებით დაგნიშნათ ივანიშვილმა პრემიერად? ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1569468303883950/

„განვიხილეთ განახლების შესაძლებლობა" - ზელენსკიმ ზალუჟნი, სავარაუდოდ, გადააყენა

რამდენიმე წუთის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი უკრაინის გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი ზალუჟნის შეხვდა. გენერალი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალებს 2021 წლიდან ხელმზღვანელობს. პუბლიკა

პროკურატურა: დუშეთთან შსს-ს თანამშრომელი ქვეითს დაეჯახა და მიიმალა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გამოძიების ვერსიით ქვეითს პირადი ავტომობილით დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების განცხადებით, დაშავებული, რომელიც ბრალდებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა, დაიღუპა: „ქალაქ დუშეთის შესასვლელთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთ

წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ექნებათ

წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება არც პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ექნებათ. აღნიშნული გათვალისწინებულია უმრავლესობის მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომლის თანახმად, ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაშიც უქმდება. ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი “საარჩევნო კოდექსით, დეპუტატობის მსურველ კანდიდატს ნარკოლოგიური შემოწმება მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ცესკოს საარჩევნო რეგისტრაცია

ბექა ლილუაშვილი - დღეს ძალაუფლების დაკარგვის ისტერიული შიშებით მართული "ოცნებაც" იგივეს აკეთებს, რასაც წარსულში აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა"

"ოცნება" დაემსგავსა "ნაც. მოძრაობას", ზუსტად თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2010 წელს, მიხეილ სააკაშვილმაც გააუქმა საკრებულოს მაჟორიტადარ არჩევისთვის მინიმუმ 30%-იანი მხარდაჭერის აუცილებლობა. დღეს ძალაუფლების დაკარგვის ისტერიული შიშებით მართული "ოცნებაც" იგივეს აკეთებს, რასაც წარსულში აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა". Მსგავსმა მხდალმა ნაბიჯებმა ვერც წინა ნაცებს უშველა, და ვერც თქვენ გიშველით. ნურც თქვენ კარგავთ დროს და ნურც ჩვენ გვაკარგვინებთ, დაუბრუნდით საქმეს!"  ბექა

სუს-ი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს ძალადობრივი სცენარების განვითარებას - დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, "რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით". როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას,

გახარია: ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“, ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე ახლოს მყოფი პარტია „ლელოა” და გამოხატა მზაობა „ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის”. მისივე თქმით, ღიმილისმომგვრელია საუბრები ერთიან სიებზე. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, თუ ის იქნება ოპოზიციის პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი. 2019 წლის 4 მარტს „ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არ

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს. სხდომაზე მხოლოდ „გირჩის“ დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც მომხსენებელს, რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვა, პასუხის შემდეგ კი დარბაზი დატოვა. საკითხის საპარლამენტო განხილვა დღეს დაიწყო და მას ერთობლივად შემდეგი კომიტეტები განიხილავენ: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგ

გახარია - ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე ასე აქტიური კომუნიკაცია არ მქონდა რეგიონალურ მედიასთან, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ - ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, თავისი საქმის ერთგული ხალხი ვნახე

"რეგიონალურ მედიაზე რომ ვილაპარაკოთ, ერთ ტელევიზიაში ვიყავი და გამომცემლობა “ჩემი ხარაგაული”, იქაც მქონდა სიამოვნება ჟურნალისტებთან მესაუბრა. ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ, ბევრად უფრო ჯანსაღი გარემოაა ვიდრე თბილისში.   ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე ასე აქტიური კომუნიკაცია არ მქონდა რეგიონალურ მედიასთან, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან უჭირთ, ტექნიკასაც ეტყობა, სტუდიასაც ეტყობა, მაგრამ არ ეტყობა ხალხს. ძალი

გიორგი შარაშიძე - “ოცნებას” მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი და დაპირებები აღარ დარჩა, ამიტომ ცდილობენ მოდელირებული პროპაგანდისტული სცენარები შემოგვთავაზონ (ვიდეო)

“ოცნებას” მომავალზე ორიენტირებული დღის წესრიგი და დაპირებები აღარ დარჩა, ამიტომ ცდილობენ მოდელირებული პროპაგანდისტული სცენარები შემოგვთავაზონ, ამაშიც ძალიან კარგად დაემსგავსნენ “ნაციონალურ მოძრაობას”.  გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/852976412971896/

პირველი მოსმენით დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდება

„ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდება. კანონპროექტში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ გააცნო. კანონპროექტით ამნისტია ცივი იარაღის ტარებისათვის მსჯავრდებულ პირებზე გავრცელდება, მხოლოდ გარკვეული დათქმით. როგორც გორდულაძემ განმარტა, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სას

30 ევროპარლამენტარი ოლივერ ვარჰეის - არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო ქვეყნის კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს

არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს, - ამის შესახებ 30 ევროპარლამენტარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს. აღნიშნულ წერილს ერთ-ერთი ხელმომწერი, ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი (ლატვია) სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. კერძოდ, არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში ევროპარლამენტარები ევროკავშირს 4 ქმედებას სთავაზობენ: ევროკ

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება" წინასაარჩევნოდ მიმართავს ოპონენტების თვალთვალს, დევნას, მუქარას

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი დარღვევა ჩაიდინა, რაც „ქმნის ძალადობრივ, უთანასწორო და არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოს”. მეზვრიშვილის თქმით, მათ აქვთ ყველა წარმოდგენილი დარღვევის მტკიცებულება. ამასთან, მისივე შეფასებით, „საარჩევნო დარღვევების მასშტაბი და მათზე არასათანადო რეაგირება ცხადყოფს, რომ სრული სიცრუეა „ოცნების“ განცხადებები, თითქოს საარჩევნო კამპანია მშვიდ
×
×
  • შექმენი...