Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.099
  • comments
    0
  • views
    691.674

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5712 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5712 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5712 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0042 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7828 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7727 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0101 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

ნათია მეზვრიშვილი - ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა,  რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა,  როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი. მისი თქმით, დღეს, "ქართულს ოცნებას", ძალადობის გარდა სხვა რესურსი არ გააჩნია. "ოცნება ისეთ ძალადობრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, პირდაპირი მნიშვნელობით როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ მოძალადედ, რომ მისგან ყოველდღე ვიღაცაა დასაცავი. მთელი სახელმ

ბელარუსის საგარეო უწყება - ბელარუსში რუსეთის ბირთვული ქობინების განლაგება მათზე კონტროლის მინსკისთვის გადაცემის გარეშე, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, ნატო-ც ამგვარად მოქმედებს

რუსეთის ფედერაციის ბირთვული ქობინების განლაგება ბელარუსის ტერიტორიაზე, მათზე კონტროლის მინსკისთვის გადაცემის გარეშე, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, ნატო-ც ამგვარად მოქმედებს, – ამის შესახებ აღნიშნულია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მინსკში აცხადებენ, რომ ბელარუსი ზარალს განიცდის სანქციებისგან, ზეწოლისგან და დასავლეთის ქვეყნების შიდა საქმეებში უხეში ჩარევისგან. ბელარუსის საგარეო უწყების განცხადებით, ეს არ არის სიახლე არაბირთვულ და ბირთვულ სახელ

საგარეომ ნორვეგიის ელჩი მისი კომენტარის გამო სამინისტროში დაიბარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის კომენტართან დაკავშირებით ეხებოდა. მათივე ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული კეთილმეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზ

თბილისში 2 აპრილს ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ თბილისში, 2 აპრილს, 18:00 საათზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის (ყოფ. რკინიგზელთა კულტურის სახლი) მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია არ არსებობს გენდერული თანასწორობის გარეშე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება – ო

იტალიაში ქართველი ქალი დაჭრეს

იტალიის ქალაქ ბარიში 32 წლის ქართველი ქალი ყელის არეში დაჭრეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს სამართალდამცავები ეძებენ. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტია.   იპნ

ოლექსი რეზნიკოვი - ბრიტანეთიდან მიღებული „ჩელენჯერი 2“ ტიპის ტანკები მალე ჩაერთვებიან საბრძოლო მისიებში

გაერთიანებული სამეფოს მიერ მოწოდებული „ჩელენჯერი 2“ ტიპის ტანკები ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდა, ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ საბრძოლო მისიებს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს, სადაც აქვეყნებს ვიდეოს, როგორ გადაადგილდება ის ბრიტანული ტანკით. „სასიამოვნო იყო პირველი უკრაინული „ჩელენჯერი 2“-ის ტანკის დატესტვა. ასეთი ტანკები, რომლებიც გაერთიანებულმა სამეფომ მოგვაწოდა, ახლახან ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაკავებული თანამდებობა მან დღეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. „დავწერე განცხადება წასვლასთან დაკავშირებით. დღეს გადავწყვიტე. დღეიდან აღარ ვარ კლინიკური დირექტორი“, - განაცხადა პაპავამ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების პროტესტი გრძელდება. მედპერსონალის მთავარი მოთხოვნაა, კლინიკის რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობა უწყვეტ რეჟიმში განაგრძონ. იპნ

"ქალთა გაძლიერების პლატფორმა" სოლიდარობას უცხადებს თათია სამხარაძეს და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის

პარტია "საქართველოსთვის" - ქალთა გაძლიერების პლატფორმა, სოლიდარობას უცხადებს თათია სამხარაძეს, მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ფსიქოლოგიური ტერორი, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პარტიული ინტერესებისთვის და დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება მომხდარზე. planeta.ge გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ვეხმაურებით ხელისუფლების მიერ წარმოებული ფსიქოლოგიური ტერორის კამპანიას, რომელიც რამდენიმე დღეა უწყვეტად გრძელდება და მიზნად ისახავს ხელისუფლ

დონალდ ტრამპი - უკრაინის კონფლიქტის მოგვარება 24 საათში შემიძლია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება 24 საათში შეუძლია. მისი თქმით, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვებს, ძალიან მარტივად შეძლებს პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებს, რაც ომს დაასრულებს. ტრამპის თქმით, არ გაამხელს, თუ რა სახის მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, რადგან გახმაურების შემთხვევაში გეგმა ვერ განხორციელდება. „ის, რასაც ახლა აშშ-ის ხელისუფლება აკეთებს ძალიან საშიშია. შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, ბირთვული ომი, რასთან შედა

სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: ვისურვებდი, რეალურ პრობლემებზე ყოფილიყო აქცენტი

საქართველოს პარლამენტის ადამიანი უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ უმჯობესია პრეზიდენტი რეალურ პრობლემებზე კონცენტრირდეს. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა უფლებადამცველის, თათია სამხარაძის მიმართ პროპაგანდისტური არხის POSTV-ის და მისი მფლობელის, სექსუალურ შევიწროებაში მხილებული შალვა რამიშვილის მიერ წარმოებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას. სალომე ზურაბიშილმა თქვა, რომ ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯ

თბილისში ბინების გასაყიდი ფასი დოლარში 21%-ით, ხოლო ქირა 53%-ით გაიზრდება - TBC Capital

თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, თებერვალში თბილისში სულ 3 383 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 19%-ით, ხოლო გასული წლის თებერვლის მონაცემებს 12%-ით გადააჭარბა. განახლებული მიმოხილვიდან ჩანს, რომ თებერვალში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1,136 დოლარს გაუტოლდა. რაც თვე თვესთან შედარებით 3%-ით, წელი წელთა შედარებით კი 30%-ით მეტია. რაც შეეხება თებერვალში საშუალო გასაქირავებელი ფასს, იანვართან შ

მამუკა მდინარაძე - ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური, ასევე უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას ველოდებით პარლამენტში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში ტენდენციურია. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პარლამენტშიც პრეზიდენტის გამოსვლა, სავარაუდოდ, ტენდენციური იქნება. „ბოლო პერიოდში პრეზიდენტი არის უკიდურესად ტენდენციური, მაგალითად, მან გუშინ ჩაატარა ბრიფინგი, რომელიც იყო ძალიან ტენდენციური. ასევე, უკიდურესად ტენდენციურ გამოსვლას ველოდებით პარლამენტში, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და დიდი ყურადღებით მოვუსმენთ მ

დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის ოსკარით დააჯილდოვეს

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის „ოსკარით“ დააჯილდოვა. ჯილდო ქართველმა მორაგბემ „ჟერლანის“ სტადიონზე გამართულ ცერემონიალზე მიიღო. ნინიაშვილი გახდა მეორე ქართველი მორაგბე, რომელსაც აღნიშნული ინდივიდუალური ტიტული გადასცეს. 2013 წელს გამოცემამ „ოსკარი“ ქართული რაგბის ლეგენდას, მამუკა გორგოძეს მიანიჭა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით ნინიაშვილი „ლიო

განათლების მინისტრის მოადგილედ გელა გელაძე დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე წარადგინა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გელა გელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ვალერიან გობრონიძეს შეცვლის. ის კურატორობას გაუწევს სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების, ეკონომიკურ, იურიდიულ და ადმინისტრაციის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ს

უკრაინამ გერმანიისგან „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკები მიიღო – „შპიგელი“

„ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკები უკრაინაში ჩავიდა. „შპიგელის“ ცნობით, საუბარია საბრძოლო მანქანის 18 ერთეულზე. ამ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემას გერმანიის ხელისუფლება დიდხანს განიხილავდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, არა მარტო თავად დადო კიევისთვის მათი მიწოდების პირობა, არამედ შესაბამისი ნებართვა სხვა ქვეყნებსაც მისცა. პოლონეთის პირველი „ლეოპარდები“ უკვე უკრაინაშია — მინისტრი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გადასცემენ რა არის „ლეოპარდ 2“ და

აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში ცემა და წამება Amnesty International-ის ანგარიშში

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International 2022/23 წლის ანგარიშში, დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების საკითხებსაც მიმოიხილავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით, მდგომარეობა გაუარესდა. ხოლო წარსულში ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი დარჩა. ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად დე ფაქტო აფხაზეთის დროში

"პალიტრა მედიის“ იურიდიული დეპარტამენტის მიმართვა

"პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი ვებგ­ვერდ www.ongo.ge -ზე გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ ვებგ­ვერ­დის მფლო­ბელს, ქეთი ხა­ტი­აშ­ვილს მი­მარ­თავს. "მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თქვენს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ვებგ­ვერ­დზე 2023 წლის 27 მარტს, 16 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე გან­თავ­სდა სტა­ტია შემ­დე­გი სა­თა­უ­რით: "კე­ზე­რაშ­ვი­ლი პა­ლიტ­რა მე­დი­ას აფი­ნან­სებს“. აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ა­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ეს და არ არის და­ფუძ­

სახელმწიფო თათია სამხარაძის წინააღმდეგ

უკვე რამდენიმე დღეა, რაც სახელისუფლებო ტელეკომპანია „პოსტ ტვ“ სათავეში უდგას კამპანიას თათია სამხარაძის წინააღმდეგ. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს არის მიზანმიმართული და კოორდინირებული დისკრედიტაცია, რომელიც შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებსაც. სამხარაძემ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ 2016-2018 წლებში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოუგო შალვა რამიშვილს — „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებელს, რომელიც ბოლო 1 თვეში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაშ

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ავდეევკასთან დაკარგა ტანკების მნიშვნელოვანი ნაწილი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მონაცემებით, ბოლო დღეებში, რუსეთისთვის პრიორიტეტულია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევის ოპერაცია, თუმცა, რუსეთის ჯარმა ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგის ფასად მიაღწია მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს. ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სამხრეთიდან ავდეევკის ალყაში მოქცევის მცდელობისას, რუსეთის მე-10 სატანკო პოლკმა, როგორც ჩანს, დაკარგა ტანკების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ტაქტიკურ შეცდომებს უკავშირდება.   გაერთი

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს და ასევე ორი მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტს, საბრძოლო მასალის საცავსა და კონცენტრაციის ტერიტორიას დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. „თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 9 დარტყმა მიაყენა საოკუპაციო პერსონალის კონცენტრაციის ტერიტორიებს, ერთი კი - საზენიტო-სარაკეტო სისტემას. ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს მტრის 5 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ უკრაინას თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს

უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებები და ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა განიხილეს. „ანჯეი დუდას ვესაუბრე საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, ფრონტის გარკვეულ ნაწილებში არსებულ ვითარებაზე. განვიხილეთ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებები და უახლოესი მომავლისთვის ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა. ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“. იპნ

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ ცხვარიჭამიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მირიან კუკავას განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობისთვის ორ

მისაქციელში თერმულად დამუშავებული პირველადი ინგრედიენტების საწარმო Georgian Greens-ი ამოქმედდა

მისაქციელში თერმულად დამუშავებული პირველადი ინგრედიენტების საწარმო Georgian Greens-ი ამოქმედდა. როგორც საწარმოს თანადამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ BM.GE-თან განაცხადა, უკვე 13 სახის პროდუქტს, მათ შორის ნივრის, ჯინჯერის, კამის და ქინძის პასტას აწარმოებს. მისივე თქმით, პროდუქცია საქართველოს მარკეტებში 2023 წლიდან გამოჩნდება. "ყველაფერი თერმულადაა დამუშავებული, არ შეიცავს არანაირ დანამატებს და ყველას შეუძლია სამზარეულოში გამოიყენოს. აქტიურად ვმუშაობთ "რითეილ" ქსელებთან და 2023 წლიდან უკვე

რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალური მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს

რუსეთი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან კავშირი შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალური მოსკოვი „სერიოზულ ნაბიჯებს“ გადადგამს. რუსული ახალი ამბების სააგენტო RIA-ს ინფორმაციით, რუსეთის სომხეთისგან მოითხოვს ვლადიმერ პუტინის დაკავების ოდერის გაცემასთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს. მათივე ცნობით, თუ სომხეთის პარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანონპროექტის რატიფიცირებას მოახდენს, რუს
×
×
  • შექმენი...