Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    902.207

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ენტონი ბლინკენი - საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია - ხედავთ მიზნის გარშემო ცხად ერთიანობას აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის

მას შემდეგ, რაც დავინახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები, ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, ქმედებები განვახორციელეთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ცხადი ერთიანობაა აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც "საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე

ენტონი ბლინკენი - სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადავცემთ

შეერთებული შტატები, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადასცემს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინას, პირველად გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც ახლა უკრაინელი ომის ვეტერანების მხარდაჭერას მოხმარდება“, - აღნიშნა ბლინკენმა. საუბარია 5.4 მილიონ აშშ

ენტონი ბლინკენი - რუსული მეთოდია დაბლოკოს უკრაინული ექსპორტი, აქციოს სურსათი იარაღად და აიძულოს მშიერი ხალხი ამისთვის ფული გადაიხადოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტებზე რუსული დარტყმები დაგმო. განცხადებას ენტონი ბლინკენი Х-ზე (ყოფილი Twitter-ი) ავრცელებს. „რუსეთი უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დუნაის პორტებზე თავდასხმებს განაგრძობს, სისტემატურად ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ამას იმისთვის აკეთებს, რომ უკრაინული მარცვლეული, რომელიც ასე არის საჭირო ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის გამოკვებისთვის, ბაზარზე არ დაუშვას. ეს რუსული მეთოდური სახელმძღვანელოა: დაბლოკოს უკ

ენტონი ბლინკენი - რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია - სადაც პუტინი მიზნად ისახავდა გაძლიერებას, გამოავლინა სისუსტე, სადაც გაყოფას ცდილობდა, გააერთიანა, რისი თავიდან აცილებაც სცადა, დააჩქარა

რუსეთის ომი უკრაინაში სტრატეგიული მარცხია, რაც ქვეყნის გავლენასა და ინტერესებს მომავალი წლების განმავლობაში შეამცირებს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „ეჭვგარეშეა, რუსეთი დღეს მნიშვნელოვნად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდე იყო – სამხედრო, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა ბლინკენმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ გააძლიერა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამბედაობა. „

ენტონი ბლინკენი - რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს

რუსეთი საკვებს იარაღად იყენებს, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას. „რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არის განცხადება, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ“, – აცხადებს ბლინკენი. სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ გადაწყვეტილებით რუსეთი ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს ამწვავებს.

ენტონი ბლინკენი - ისრაელს აქვს უფლება და ვალდებულება, თავი დაიცვას - მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცული იყვნენ

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის გვერდით, მას აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას საკუთარი თავი და უზრუნველყოს, რომ 7 ოქტომბრის მოვლენები აღარ განმეორდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცული იყვნენ. „მნიშვნელოვანია, თუ როგორ აკეთებს ისრაელი ამას და ძა

ენტონი ბლინკენი - ისრაელის ქმედებები არა სადამსჯელო, არამედ თავდაცვითია, სტატუს-კვოს ვერ დავუბრუნდებით

ისრაელის ქმედებები არა სადამსჯელო, არამედ თავდაცვითია, სტატუს-კვოს ვერ დავუბრუნდებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ჰყავდეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც შემოდის, ყველაზე ზომაგადასული გზით ხოცავს მის ხალხს, და ასე იცხოვროს… რასაც ისრაელი აკეთებს სამაგიეროს გადახდა არ არის. რასაც ისრაელი აკეთებს, არის საკუთარი ხალხის სიცოცხლის დაცვა და, როგორც ვთქვი, იმაში დარწმუნების მცდელობა, რომ მსგავსი რამ აღარ განმე

ენტონი ბლინკენი - ირანს ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე, ალბათ, ერთი ან ორი კვირა დარჩა

ირანს ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე ალბათ, ერთი ან ორი კვირა დარჩა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ასპენში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „იმის გამო, რომ ბირთვული შეთანხმება გაუქმდა, ირანს ნაცვლად იმისა, რომ ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე სულ მცირე ერთი წელი აშორებდეს, ახლა, ალბათ, ამის გაკეთებამდე ერთი ან ორი კვირა დარჩა. ერთი ან ორი კვირა, ალბათ, რეალისტური დროა“, -

ენტონი ბლინკენი - იენს სტოლტენბერგთან საუბრისას დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთში გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიერ ე.წ ბინძური ბომბის გამოყენების შესახებ ტყუილს უწოდებს. „დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სე

ენტონი ბლინკენი - ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. ენტონი ბლინკენი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. "დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველ

ენტონი ბლინკენი - ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელშიც ამ ქვეყნის უსაფრთხოების სფეროსთვის საჭირო ისეთი საშუალებები შედის, როგორებიცა: საბრძოლო მასალა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და ტერიტორიის განაღმვისთვის დამატებითი მოწყობილობა. ბლინკენის განცხადებით, პაკეტის ღირებულება 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. "ომი რუსეთმა დაიწყო და მას ჰქონდა საშუალება ეს ომი ნებისმიერ მომენტ

ენტონი ბლინკენი - ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა

ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკულ ეროვნულ საზოგადოებრივ რადიო NPR-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ვლადიმერ პუტინმა უარი უნდა თქვას იდეაზე, რომ უკრაინა მისი საკუთრებაა. „ჩვენ თუ მოვახდენთ ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების რატიფიცირებას და ვიტყვით, კარგი, თქვენ შეგიძლიათ, შეხვიდეთ, მიიტაცოთ ის ძალით და დაიტოვოთ, ე

ენტონი ბლინკენი - აშშ-ს არ წაუხალისებია და არც შესაძლებლობა მიუცია უკრაინისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მზად არის, უკრაინელებს ჰქონდეთ საჭირო აღჭურვილობა თავდაცვისთვის

აშშ-ს არ წაუხალისებია და არც შესაძლებლობა მიუცია უკრაინისთვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს, თუმცა მტკიცედ არის მზად, უზრუნველყოს, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ ყველა საჭირო აღჭურვილობა თავდაცვისთვის, – ამის შესახებ ვაშინგტონში პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „რუსეთიდან განხორციელებული დარტყმები იმ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანისკენ არის მიმართული, რომელიც მოსახლეობის გათბობას, ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. ამას ჩვ

ენტონი ბლინკენი - აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს. „შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილის, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა დ

ენტონი ბლინკენი - აშშ მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ - ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ბლინკენი განცხადებაში საუბრობს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის 32 წლიან პერიოდზე და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი რკინასავით მტკიცეა. აღინიშნება, რომ შეერთებული შტატები „მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის

ენტონი ბლინკენი - 2024 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია - დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ

2024 წელი გამორჩეული საარჩევნო წელია, მაგრამ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გააგრძელებს. „მიმდინარე წელს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი

ენმ: ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, დაზიანებულია ინვენტარი, მონაწილეობდა ასამდე თავდამსხმელი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გვიან ღამით მათ „ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, რაშიც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ოფისის შუშები და ინვენტარი დაზიანდა.   პუბლიკა

ენერგოდარიდან ვრცელდება ცნობები საბრძოლო მოქმედებების შესახებ

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარიდან ვრცელდება ცნობები საბრძოლო მოქმედებების შესახებ. რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ ენერგოდართან მდებარეობს ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ქალაქის ლეგიტიმური მერის, დმიტრო ორლოვის ცნობით, გასული ღამიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ენერგოდარი რამდენჯერმე დაცხრილეს. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა. ორლოვის წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია ერთ-ერთი ელექტროქვესადგური და საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კო

ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა

ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა. ენათმეცნიერ გიორგი გოგოლაშვილის თქმით, შენობა ავარიულია, თუმცა პრობლემა აქამდე ვერ მოგვარდა. გოგოლაშვილის თქმით, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე შენობას წლებია, მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობის სტატუსი აქვს და ამის შესახებ სახელმწიფოს ყველა ინსტანციამ იცის. „ავარიული შენობა არის დიდი ხანია, მეოთხე კატეგორიის ავარიული. იცის ეს ყველა ინსტანციამ და გვპირდებიან მდგომარეობის გამოსწორებას, ანუ ახალ შენობას ან გარემონტება

ემანუელ მაკრონმა პარიზში ვიზიტით მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მაკრონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა. „პატივისცემა უკრაინას და მის ხალხს. პატივისცემა თქვენ, ძვირფასო ვოლოდიმირ, თქვენი სიმამაცისა და ერთგულებისთვის“, – წერს მაკრონი. საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი სამხედრო ან სამოქალაქო დამსახურებებისთვის გასცემს.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს

ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების დაწყების მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ საფრანგეთმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინაში ომის დასასრულებლად, მაკრონმა უპასუხა, რომ ეს “ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა რთული კითხვაა”. “ჩვენ უკრაინაში არ ვომობთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ვატარებთ. თუმცა ამ

ემანუელ მაკრონი: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინას მანამ, სანამ ის გაიმარჯვებს და ევროპაში მშვიდობა დამყარდება. „შეერთებული შტატები და საფრანგეთი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვების მიღწევამდე და ევროპაში მშვიდობის დაბრუნებამდე“, - წერს მაკრონი „ტვიტერში“, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. მისი თქმით, მოკავშირეები ასევე მხარს უჭერენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზ

ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი, დონალდ ტუსკი - თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვერ დავუჭერთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრებმა, განაცხადეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარა

ემანუელ მაკრონი ჩინეთის პრეზიდენტს - ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ

ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს პეკინში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა. მისი თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში დარტყმა მიაყენა სტაბილურობას. „ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ და ყველა მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება“, - აღნიშნა მაკრონმა. ემანუელ მაკრონმა, რომელიც ჩინეთში გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ

ემანუელ მაკრონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ქართულად ეხმაურება

ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ქართულად წერს, რითაც ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას. „გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“, - წერს მაკრონი. ipn
×
×
  • შექმენი...