შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: სენატორები ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია), ბენ კარდინი (დემოკრატიული პარტია), ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და პიტ რიკეტსი (რესპუბლიკური პარტია).
განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს.
“შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით გ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.
მისივე განმცხადებით, პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები ელოდება, რის გამოც აღნიშნულ კანონს ხელი მოაწერა.
„საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნი
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, თუ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.
ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, არჩევნებში მონაწი
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგინლე, ნათია მეზვრიშვილის თქმით, „ამ დრომდე „ოცნება“ და მისდამი დაქვემდებარებული კომუნიკაციების კომისია გვიზღუდავს როგორც უფასო რეკლამის განთავსების უფლებას, ისე საეთერო დროს”.
მისივე თქმით, ხელისუფლება მათ ზუსტად ისე „ებრძვის”, როგორც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა” ებრძოდა „ქართულ ოცნებას”.
მეზვრიშვილი ამბობს, რომ „გახარია საქართველოსთვის” არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მოთხოვნებ
"ოცნება" საკუთარ მოსახლეობას ომით აშინებს, თუმცა ვერც ივანიშვილი და ვერც მისი მთავრობა ვერ დაგვიცავს ომისგან. მშვიდობის გარანტი არის მჭიდრო კავშირი ევროპულ სტრუქტურებთან და ევროინტეგრაცია.
ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1189322825474082/
ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია, მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ამის შესახებ "ტელეგრამ" არხი "D News Абхазия" იუწყება.
მანამდე აქციის მონაწილეებმა ავტომობილით ღობის ნაწილი დაანგრიეს და ე.წ. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდნენ. აქციის მონაწილეებსა და ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და ბოთლები დაუშინეს.
შეგახსენებთ, დ
არის ისეთი საკითხები, რომლებიც წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ ნამეტანი თავდაჯერებულები ვიყავით, ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან: კოალიცია „ჩემი ხმა“, საია და „სამართლიანი არჩევნები“ საჯარო შეხვედრაზე განაცხადა.
ზურაბიშვილმა დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მომდევნო არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„მინდა, ყველას მადლობა მოგახსენ
მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებთ, როდესაც გადავწყვეტთ, ეს არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობისა“ და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიულ დაფინანსებასა თუ სხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არსებობს.
„შინაარსზე საუბრისგან როდესაც დაცლილი არიან პოლიტიკური პარტიები, იწყებენ მანდატების ჩახსნით საუბარს. მანდატებთან დაკავშირებით ჩვენ მაშინ მივ
ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023 - 2024 წლების გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა: "ჩვენ გვინდა ვიყოთ დემოკრატია, გვინდა ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ". სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობი
ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა, - ამის შესახებ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი, ბაიბა ბრაჟე და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ.
„დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“, - აცხადებენ სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები.
იპნ
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე საჩივარი წარმოებაში კვლავ არ მიიღო.
როგორც სასამართლოში განმარტავენ, ბრალდებულ მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ადვოკატების - მაია მწარიაშვილის, ჯუმბერ ქათამაძისა და რაჟდენ ხიმშიაშვილის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე დაუშვებლად ცნო.
უფლებადამცველები, ამჯერადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღკვეთის შეცვლას ითხოვდნენ.
სააპელაციო სასამართლომ საქმე წარ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება – ეს მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება.
საია აღნიშნავს, რომ მათ 2023 წელს გამოაქვეყნეს საადვოკაციო დოკუმენტი „ადამიანის უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ“, რომელშიც წამოჭრილია ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული ნიშვნელოვანი გამო
შინაგან საქმეთა სამინისტრო ისრაელური კომპანია Cellebrite-სგან ყიდულობს ციფრულ სისტემას, რომლითაც შესაძლებელი გახდება დაშიფრულ და დაბლოკილ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში შეღწევა.
შესყიდვის ღირებულება 6 796 092 ლარია.
შესაბამისი კონტრაქტი გაფორმდა Cellebrite-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან საქართველოში, შპს „ქომუნალ ტექნოლოჯისთან“.
ვებგვერდის თანახმად, Cellebrite ციფრული დაზვერვის კომპანიაა და კრიმინალური გამოძიებისთვის საჭირო პროდუქციით ვაჭრობს, ხოლო მის
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს 31 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ.
პარტია „ლელოს” დეპუტატის საბა ბუაძის თქმით, ეს არის საკმარისზე მეტი დრო, რომ კალაძემ აღნიშნული ცნობად მიიღოს და გამოცხადდეს.
„სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისათვის, რომ გაექცეს კითხვებს, არღვევს კანონს, პოლიციის
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 1996 წელს დაბადებული კაცი, რომელიც, გამოძიების ვერსიით, ცდილობდა ბავშვის მოტყუებითა და მუქარით მის ბინაში შესულიყო. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო", - აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში
ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გააკეთა.
„დღეს მტერთან ანგარიშს აბარებენ მობილიზაციის თითქოს და დასრულების შესახებ. თითქოს ფრონტზე ახალი ტალღის გაშვების საჭიროება არ აქვთ. ჩვენ წინა ხაზზე სრულიად სხვა რამეს ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენს პოზიციებზე ზეწოლას ცდილობს მობილიზაციის გამოყენებით, მაგრამ ი
რუსეთის ფედერაციის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლა დამნაშავეების აგონიაა, რომელთა დროც დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს.
“რუსული შანტაჟის პრიმიტულობა ყველაფერში. ბირთვული შანტაჟი, ენერგეტიკული, სასურსათო… “ბინძურ ბომბზე” გამოგონებები, რომლებზეც მთელი მსოფლიო იცინის. გამოგონილი ტერაქტები საკუთარ ობიექტებზე… ყველაფერი ძალიან მარტივი და პროგნოზირებადია. დამნაშავეების აგონიაა, მათ არ შეუძლიათ გაიგონ, რომ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ინსპექტორებმა უკრაინაში დაიწყეს ორი ობიექტის შემოწმება. სააგენტოს ექსპერტები კიევმა მიიწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ე.წ. ბინძური ბომბების დამზადებასა და მათი გამოყენებით პროვოკაციის მზადებაში.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ინსპექტორები ორი ობიექტის შემოწმებას მალე დაასრულებენ. გროსი შედეგების საფუძველზე მომზადებულ წინასწარ დასკვნას ამ კვირაში გამოაქვეყნებს.
ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი 8 ნოემბერს მესამედ ესტუმრა უკრაინას, რათა უკრაინელებისთვის მხარდაჭერა გამოეხატა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა ფეისბუკში, პენის გვარი დღეს გაჩნდა კიევში გახსნილ სიმამაცის ხეივანში, სხვა უცხოელ პოლიტიკოსებთან და ცნობილ ადამიანებთან ერთად, „რომლებიც სულ თავიდან იყვნენ უკრაინის გვერდით“.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შონ პენმა კიევში ჩამოიტანა აშშ-ის კინოაკადემიისგან მიღებული ჯილდო -
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.
„ენტონი ბლინკენს შევხვდი. შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ როდესაც ვუყურებთ, როგორი სიხარულის ცრემლებით ეგებებიან ხერსონის მცხოვრებლები თავიანთ განმათავისუფლებლებს, ჩვენ მადლიერებას ვგრძნობთ აშშ-ისა და ამერიკელი ხალხის მიმართაც მათი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კულებამ შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, მადლობა გადაუხადა აშშ-ს უკრაინისთვის მეტი თანამედროვე სამხედრო ტექნიკის გაგზავნასთან დაკავშირ
„წარმოიდგინეთ, რომ მოვიდნენ თქვენთან სახლში და გითხრან, წადი აქედან. ამ სიტუაციაში ვართ“, – თემქაზე, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი იხურება.
82 წლის დონატა პანჩენკო უკვე 23 წელია, პანსიონატში ცხოვრობს. ცვლილებებს შიშით და ნერვიულობით ხვდება. ამბობს, რომ თემქაზე თავს კარგად გრძნობს და მიაჩნია, რომ უკეთეს პირობებს ვერ შესთავაზებენ. მისივე გადმოცემით, ამ სიახლემ პანსიონატში მცხოვრები სხვა მოხუცებიც ააღელვა. ისინი უარს აცხადებენ გადასვლაზე და ორგანიზებულად არ აწერენ ხელს თანხმობის წერილ
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი წყლიდან ამოსვენებულია.
როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა ინფორმაციას, ამ ეტაპზე, შსს არ ავრცელებს.
ინფორმაცია განახლდება.
პარასკევს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროს მიერ ტყვედ აყვანილი რუსი სამხედრო მოსამსახურეების დახვრეტის კადრები უნდა იყოს აღბეჭდილი.
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს ავთენტურობა არ დადასტურდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე უწოდა ამას ომის დანაშაული, ხოლო ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა დანაშაულის ჩამდენებს „შურისგებით“ დაემუქრა.
აღნიშნული ვიდეოები გამოქვეყნდა ტელეგრამის არხებში. ერთ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ გამოდიან ხელებაწეული რუსი სამხედროე
უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ უკრაინა ზამთარს გაუძლებს რუსული რაკეტებით გამოწვეული უშუქობისა და სიცივის მიუხედავად და გააგრძელებს ბრძოლას, რადგან გამარჯვების გარეშე მშვიდობა შეუძლებელია.
”მზად ვართ, გავუძლოთ ამას. იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.
მან ისაუბრა გამოკითხვაზე, რომლის შედეგების თანახმად, უკრაინელების 90%-მა განაცხადა, რომ
იტალიის სამხრეთში მდებარე კუნძულ სიკიაზე მეწყრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ახალშობილია. კუნძულ სიკიაზე მეწყერი 26 ნოემბერს ჩამოწვა. სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.
როგორც სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ხუთი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამაშველო და სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მომხდარის გამო იტალიის მთავრობის მეთაურმა ჯორჯია მელონიმ საგანგებო სხდომა გამართა და დაზარალებულების დახმარების განკარგულება გასცა. ა