Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.583

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სოლოვიოვი: 2008-ში საქართველოს პრობლემა რომ მოგვეგვარებინა, სომხეთთან სახმელეთო საზღვარი გვექნებოდა

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი ნანობს, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველო არ დაიპყრო და მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთს დღეს სომხეთთან პრობლემები არ ექნებოდა. 25 თებერვლის გადაცემაში, რომელშიც სომხეთ-რუსეთის გაუარესებულ ურთიერთობებს განიხილავდნენ, სოლოვიოვმა განაცხადა: „არ იქნებოდა საზღვარი არც საქართველოსთან და არც სომხეთთან. [იქნებოდა ისე], როგორც უნდა იყოს“, – უპასუხა მას კოლეგა-პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა, რასაც სოლოვიოვიც დაეთანხმა. ბოლო დროს

ზაზა თავაძე - როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი, რომელიც თვითონ არის კორუფციაში შემჩნეული, მის მიერ დანიშნული პირი გამოიძიებს იმის დეკლარაციებს?

“როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი, რომელიც თვითონ არის კორუფციაში შემჩნეული, მის მიერ დანიშნული პირი გამოიძიებს იმის დეკლარაციებს? “ ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/769579178062693/

ალექსანდრე მოწერელია - სავალალო მდგომარეობა შეიქმნა ბალდის კანიონთან დაკავშირებით, “ოცნების” ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად

"სავალალო მდგომარეობა შეიქმნა ბალდის კანიონთან დაკავშირებით, ხოლო “ოცნების” ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. მინდა მოვუწოდო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სანამ უფრო მძიმე შედეგი დამდგარა, დროულად ჩაერიონ აღნიშნულ საკითხში."  ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1355802328459187/

პრეზიდენტი - პოლიტიკაში ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობამ აიწიოს, ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი უკანასკნელი თუ არა, ბოლო რიგებში მყოფი ქვეყანა ვართ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკასა და ეკონომიკაში ქალების როლის გაძლიერებაზე საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ქალების როლი პოლიტიკაში უნდა გაიზარდოს. „პოლიტიკაში ვერა და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობამ აიწიოს. ჩვენ ევროპასა და აზიაში ერთ-ერთი უკანასკნელი თუ არა ბოლო რიგებში მყოფი ქვეყანა ვართ. ეს არ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც აღვწერე და რაც არის საქართველოში, სადაც ქალები არიან ყველა სფეროში წინ, მაგრად და ძლიერად წარმოდგენილები. რატომ არ არიან პ

რა გამოწვევები არსებობს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში — საიას განცხადება

8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც დღეს ქალებს საქართველოში აქვთ. ოჯახში ძალადობა, სექსუალური ძალადობა, სოციალური-ეკონომიკური გამოწვევები, ხელმისაწვდომობა მართლმსაჯულებაზე – საია დეტალურად აღწერს ამ და სხვა მიმართულებით არსებულ სისტემურ პრობლემებს. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა საიას ინფორმაციით, 15-69 წლის ასაკის ქალების 50,1%-ს ცხოვრების განმავლობაში ძალ

დმიტრო კულება - უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს, ძლიერი გადაწყვეტილებები - ომის დასასრულია

უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუშაობს, ძლიერი გადაწყვეტილებები - ომის დასასრულია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ლიეტუვაში ესტონელ, ლიეტუველ, ლატვიელ და ფრანგ კოლეგებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ერთი რამ არის ნათელი, და ეს სიმწრითა და სიფხიზლით უნდა ვაღიაროთ. მინდა, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა იცოდეს: უზომოდ მადლიერები ვართ იმისთვის, რაც უკრაინისთვის გააკეთეთ, მაგრამ უკრაინისთვის დახმარების წვეთ-წვეთად გადაცემა აღარ მუ

ანა ბუჩუკური - ხელისუფლება სააკაშვილს სისტემურად აძლევს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საშუალებას, როცა სასამართლო სხდომაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილს პარტიულ თათბირებს ატარებინებს

"ხელისუფლება სააკაშვილს სისტემურად აძლევს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის საშუალებას, როცა სასამართლო სხდომაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილს პარტიულ თათბირებს ატარებინებს."  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთის" წევრი.

დააკავეს 17 წლის ბიჭი, რომელმაც 16 წლის გოგო დააშანტაჟა და ინტიმური ვიდეოს გადაღება აიძულა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის ქმედების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. უწყების ცნობით, გამოძიების თანახმად, 2023 წლის გაზაფხულზე არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში“ მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. მოგვიანებით ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთ

გაბუნიას ინფორმაციით, აქციაზე ნაცემი 5 მოქალაქე კლინიკებშია გადაყვანილი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ პოლიციელების მიერ აქციაზე ნაცემი მოქალაქეები კლინიკებში არიან გადაყვანილები. მისი განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულია 5 მოქალაქე, ამასთან, დაშავებულია 2 პოლიციელი. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. გუშინ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლებამ მონაწილეები ძალისმიერი მეთოდებით დაარბია. პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს და მედიის წარმომადგენლებს. სპეცია

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აშინებდა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მობრუნებით, თვითონ იქცა ამ რეჟიმის მსგავს გაგრძელებად

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს აშინებდა “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მობრუნებით, ეს იყო მისი არაერთგზის გამოყენებული ტაქტიკა, თვითონ იქცა ამ რეჟიმის მსგავს გაგრძელებად და ხალხი, რომელიც აშინებდა მოქალაქეებს ომის რიტორიკით, სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს ჩვენს საზოგადოებაში. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/987154829794861/

ბექა ლილუაშვილი - თავისუფლების ფასეულობების მიღმა, რუსული კანონი ყველას შეეხება, ფინანსურ ფასსაც გადავიხდით ჩვენი ჯიბიდან (ვიდეო)

თავისუფლების ფასეულობების მიღმა, რუსული კანონი ყველას შეეხება, ფინანსურ ფასსაც გადავიხდით ჩვენი ჯიბიდან.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1479660259653247/

თუ „ქართული ოცნება“ კანონს დაამტკიცებს მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, ესტონეთმა ხმა მისცეს გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნას| ესტონეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში ესტონეთის ელჩის, რინა კალიურანდის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს მიიღებს, ესტონეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნაზე მხარს არ დაუჭერს. „ტვ პირველთან“ საუბრისას ესტონეთის ელჩმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის დამტკიცემის მიზეზი არ აქვს. ამასთან, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რუსულ კანონს ამჟამინდელი ფორმით მიიღებს, გერმანია, ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხ

შსს - მეხანძრე-მაშველები შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან სხვადასხვა რეგიონში - სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამაშველო ღონისძიებებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. „უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტშ

ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ

ქართველოლოგიის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგის პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და საქართველოს სწორედ ახლა აქვს ისტორიული შესაძლებლობა, „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ შესაძლებლობის დასაცავად დღეს უპრეცედენტოდ ერთიანია საქართველოს ყველა თაობა. ამ დროისთვის, განცხადებას  134 ადამიანი აწერს ხელს.  გთავაზობთ განცხადებას სრულად. ქართველო

ესტონეთის პარლამენტში წარადგინეს განცხადების პროექტი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეა საუბარი

ესტონეთის რიიგიკოგუს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ერიკ-ნილეს კროსმა რიიგიკოგუს 44 წევრის სახელით წარადგინა განცხადების პროექტი საპარლამენტო განხილვისთვის, რომელიც გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს , - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, განცხადების პროექტში რიგიკოგუს წევრები აღნიშნავენ, რომ ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებებისა და საქართვე

კონგრესმენი ჯო უილსონი - აშშ-სა და საქართველოს ძლიერი კავშირი თავდასხმის საგანი გახდა „ქართული ოცნების” მხრიდან - „უცხოური აგენტების კანონი” მთავრობის ანტიდემოკრატიული გადახვევის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია

აშშ-სა და საქართველოს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი „ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა. „ეს მოსმენა ქართველი ერისთვის კრიტიკულ მომენტში ხდება. 1991 წელს თავისი დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ახლო, განუყოფელი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რო

მიხეილ დაუშვილი - თუ ქალბატონი სალომე იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მივესალმებით - ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც აკეთებს

ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება - ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფისთვის აკეთებს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" "ქართულ ქარტიაში" აღნიშნული რეფორმების გეგმას სრულად იზიარებს. "მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც მეკითხებით ქალბატონი სალომეს პრეზ

პრემიერი - შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით - ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ

ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ "X"-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს. "ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!",-ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვი

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის ფინალურ მატჩში იტალიას დაუპირისპირდება #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში ფიჯის ნაკრებს შეხვდა, 40:36 დაამარცხა და ფინალში 19 ივლისს იტალიას დაუპირისპირდება, რომელიც მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთხელ უკვე დაამარცხა – 28:17. პირველ ტაიმში უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ლელო მიხეილ ხახუბიამ და ტარიელ ბირთიკაშვილმა დადეს, ლუკა ცირეკიძემ ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა გაიტანა, რასაც ფიჯელებმა ორი ლელოთი (პლუს ერთი გარდასახვა) უპასუ

ანა ბუჩუკური - ივანიშვილს და "ოცნებას" ესმით, რომ მათი დამარცხების გასაღები არის გახარია და მოლოდინი გვაქვს, რომ თავდასხმები გაასმაგდება (ვიდეო)

ივანიშვილს და "ოცნებას" ესმით, რომ მათი დამარცხების გასაღები არის გახარია და თავდასხმები რომ გაასმაგდება, მოლოდინი გვაქვს.    ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3910232932596733/

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. შესაბამის განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. “2024 წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო

თეთრი სახლი - ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის ძლიერი და ურყევი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ

თეთრი სახლი გმობს სასიკვდილო თავდასხმას გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული. „ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის ძლიერი და ურყევი ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა ტერორისტული ჯგუფის, მათ შორის, ლიბანური „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში. გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავ

ანა ბუჩუკური - მაშინ, როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კარტი გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები ჯერ არ დაგვიწყია - ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი არის წინ! (ვიდეო)

მაშინ, როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კარტი გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები ჯერ არ დაგვიწყია - ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი არის წინ!  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი  "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/461159926829483/

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიებაზე დავპატიჟეთ ყველა, მათ შორის, პრემიერი, არც დასტური და არც უარყოფა არ მიგვიღია

ორბელიანების სასახლის წინ, 13 სექტემბერს, საღამოს, 19:00 საათზე სახალხო ზეიმი გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ღონისძიებაზე დაპატიჟებულია ყველა, მათ შორის, პრემიერი ირაკლი კობახიძეც, თუმცა, როგორც ონოფრიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის მეთაურისგან არც დასტური და არც უარ

ჯინ ჰაშინი - ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია

ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია. ამის შესახებ სენატორმა ჯინ ჰაშინმა (დემოკრატიული პარტია) სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, სადაც მისი თქმით, საქართველოს პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც მთავრობისადმი კრ
×
×
  • შექმენი...