Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.099
  • comments
    0
  • views
    691.790

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ამჯერად მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო" | სასამართლო ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. „ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – განაცხადა მან. ის დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას, მის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე –

კობახიძე „პალიტრას" დაფინანსებაში ცვლილებებზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მტკიცებულებები არ აქვს

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტში „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ გამოთქმულ მის ბრალდებებთან დაკავშირებით ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა. კობახიძე ამბობს, რომ „პალიტრა მედიას“ დავით კეზერაშვილთან აქვს კავშირი. „მე არ მაქვს მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია, მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენ ამ ჰოლდინგის პროგრამის შინაარსსა და მის ცვლილებას გასული 3 თვის განმავლობაში, აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ცვლილებებია განხორციელებული დაფინანსების ნაწილში. თუ ადრე „პალიტრა“ ცდილობდა პოზ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბუჩა ოკუპანტი ქვეყნის ჯარის ბოროტმოქმედების სიმბოლოა, არასდროს ვაპატიებთ, ყველა დამნაშავეს დავსჯით

ბუჩა. ოკუპაციის 33 დღე. დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 37 ბავშვი. 175-ზე მეტი ადამიანი მასობრივ საფლავებსა და წამების კამერებში იპოვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე წერს, სადაც ქალაქ ბუჩას ოკუპაციიდან გათავისუფლების წლისთავს ეხმაურება. „რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 9 000 ფაქტი. 365 დღე მას შემდეგ, რაც ის კვლავ თავისუფალი უკრაინული ქალაქი გახდა. ოკუპანტი ქვეყნის ჯარის ბოროტმოქმედების სიმბოლო. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ. ჩვენ ყველა

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლაზე - ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებაში ბევრი გაუგებარი განცხადება იყო და ეს არ იყო იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც საკუთარ სახელმწიფო ინტერესზე უნდა ზრუნავდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „დღესაც ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გვექნებოდა. როცა ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუ

გიორგი გახარია - 32 წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ რეფერენდუმზე დასმულ კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა” ერთსულოვნად გასცა დადებითი პასუხი

32 წლის წინ, ამ დღეს, საქართველომ რეფერენდუმზე დასმულ კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა” ერთსულოვნად გასცა დადებითი პასუხი, რასაც საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება მოჰყვა. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს, 84 წლის წინ დაიბადა ამ გამარჯვების ავტორი, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია. გამსახურდიას ბრძოლით და სიცოცხლით მოპოვებულ

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით 18 აპრილს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით 18 აპრილს მიმართავს. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენების დასასრულს აღნიშნა. „ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ. პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზ

პრეზიდენტი - რაც არ უნდა ეცადოთ, რომ მოდელირებული სცენარები, რომლებიც საეჭვოდ ემთხვევა რუსეთის გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ - ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი „მეორე ფრონტის“ თემაზე ერთ ენაზე საუბრობს

რაც არ უნდა ეცადოთ, რომ მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი "მეორე ფრონტის "თემაზე ერთ ენაზე საუბრობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ რამდენსაც არ უნდა ეცადონ, გაავრცელონ "მეორ

სალომე ზურაბიშვილი უმრავლესობას - თქვენ რიგებში აღარ ისმის განსხვავებული აზრი, რადგან ეს მანდატის დატოვებას ნიშნავს - თქვენ არ გაარღვიეთ ის მოჯადოებული წრე, რომელიც ემსახურება ძალაუფლების გამყარებას

„ქართული ოცნებიდან“ ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა, თქვენს რიგებში უკვე აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს, - ასე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა. პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, ხელისუფლება გააკრიტიკა იმისთვის, რომ მათ არ განახორციელეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმა და საგარ

ზურაბიშვილი: თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის. სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა „მეორე ფრონტის“ კონსპირაციულ თეორიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს“.

პრეზიდენტი - ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება, სწორედ ამისთვის მოგცათ ხალხმა მანდატი

31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია - ეს ევროპული მომავალია! ხელისუფლებამ კი დღესაც, უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება! სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა. მან საკუთარი მოხსენების დაწყებამდე უკრაინას სოლიდარობა გამოუცხად

პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“ - არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? - დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც დაიწყო ფერისცვალება

ახლა არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მ

სალომე ზურაბიშვილი - უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა

უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით ხელისუფლებამ თავის 9-წლიან მმართველობას გეზი შეუცვალა ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს გადაუხვია. „დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაერო-ში რეზოლუციებს, თუმცა ყველა სხვა მორალური, პოლიტიკური

იაპონია რუსეთში ფოლადის, ალუმინისა და საფრენი აპარატების ექსპორტს კრძალავს

იაპონია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების ფარგლებში, ქვეყანაში ფოლადის, ალუმინისა და თვითმფრინავების, მათ შორის დრონების ექსპორტს კრძალავს, - ინფორმაციას მედიასაშუალებები იაპონიის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ. სანქციები იაპონურ ორგანიზაციებს უკრძალავს რუსეთში სხვადასხვა სამრეწველო ნივთების, როგორიცაა სამშენებლო მანქანები, გემების ძრავები და ოპტიკური მოწყობილობები, ექსპორტი განახორციელონ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აკრძა

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი - გვიხარია, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა

გვიხარია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთი მოწინავე ადგილზე. ჩვენ, დაახლოებით, ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ და ნატო-ს წევრ 11 ქვეყანაზე წინ ვართ, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა ანტიკორუფციული

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართავს. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი, პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებიან: - პრემიერი და მთავრობის წევრე

გიორგი გიგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ა. რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსზე

გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 33 პიანისტი, მათგან სამი საპრიზო ადგილი ერგო: იუკინე კუროკის (ბრინჯაო), გიორგი გიგაშვილსა (ვერცხლი) და კევინ ჩენს (ოქრო).  აღსანიშნავია, რომ დღეს მხოლოდ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელების ვინაობა გახდა ცნობილი, ხვალ კი – გამოვლინდებიან სხვადასხვა საპრიზო კატეგორიის გამარჯვებულები. ფინალი მოიცავდა სამ ეტაპს. 24 მარტს, პირველ ეტაპზე გიორგი გიგაშვილმა

იმერეთში 46-მა თანამდებობის პირმა დეკლარაცია არაზუსტად შეავსო — TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა იმერეთის თორმეტი მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 400-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია, რომელთაგანაც 46-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოაჩინა. მათ შორის, ორგანიზაციის განცხადებით, დეკლარაცია არასრულად შეავსო 36-მა პირმა, კომპანიებში კუთვნილი წილი სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია 12 პირს, ხოლო თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა დაფიქსირდა 7 შემთხვევაში. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებუ

რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ მათ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ФСБ-ის მტკიცებით, გერკოვიჩი რუსული სამხედრო თავდაცვის კომპლექსის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა. უწყებას არ დაუსახელებია კომპლექსის სახელწოდება ან ადგილმდებარეობა, მათ მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ჟურნალისტი ეკატერინბურგში დააკავეს. ФСБ-ს არც რაიმე სახის მტკიცებულება წარმოუდგენია. The Wall Street Journal-ის განცხად

Wolt კურიერების პროტესტზე განცხადებას ავრცელებს

საკურიერო კომპანია Wolt კურიერების მიერ აპლიკაციის გათიშვასა და უწყვეტ პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში განმარტებულია, რომ კურიერები არიან მიტანის სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმეები, პარტნიორები და  არ არიან „ვოლტ საქართველოს“ თანამშრომლები. მათი თქმით, კურიერებთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება და ამ თანამშრომლობას არ არეგულირებს შრომის კოდექსი. Wolt-ის მტკიცებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ „პარტნიორი კურიერების აბსოლუტური უმრავლე

შალვა კერესელიძის მიმართვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნინო თანდილაშვილს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ნინო თანდილაშვილს მივმართე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში უკანონოდ აშენებული და უნებართვოდ მოქმედი ბეტონის ქარხნის შედეგად გამოწვეული პრობლემის შესახებ, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე.  როგორც შალვა კერესელიძე აღნიშნავს, დაახლოებით წელიწადნახევარია, ჯიღაურაში, უკანონოდ, ყველანაირი თა

„სამების ტაძრის ეზოში მხოლოდ აკრედიტებულ ჟურნალისტებს დავუშვებთ“ - საპატრიარქო ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ხარებისა (7 აპრილს) და ბზობის (9 აპრილს) დღესასწაულებზე სამების სახელობის ტაძარში მედიის მხოლოდ აკრედიტებულ წარმომადგენლებს დაუშვებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელევიზიებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა, აკრედიტაციისთვის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უნდა მიმართონ.

ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ საქმეზე დაკავებულის მამა შვილის მიმართ ბრალდებას ეხმაურება

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას სამართლადამცავებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს მას და მის შვილს კონფლიქტი აქვთ. ბექა გრიგორიადისი აღნიშნულს მისი შვილის „გაშავების პროცესს“ უწოდებს. ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ მათ სახლში ლაზარეს მამა რამდენჯერმე მიუვარდა. „მუხლი რომ აქვს მამამისზე თავდასხმა — პირიქით, ის მოგვივარდა სახლში.

ვოლოდიმირ ზელენსკი ავსტრიის პარლამენტს - ჩვენ უნდა გვესმოდეს როგორ არ უნდა ვიყოთ ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალური

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ ბოროტების წინააღმდეგ მორალურად ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება შეუძლებელია.   ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვოლფგანგ სობოტკა და სხვა პარლამენტარები მიიწვია უკრაინაში, რათა მათ უშუალოდ ნახონ, რა მოუტანა რუსეთის ომმა უკრაინას.   „ჩვენ უნდა გვესმოდეს როგორ არ უნდა ვიყოთ ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალური. ეს გეოპოლიტიკას არ ეხება... ეს ხება იმას, რომ მუდამ საჭიროა

კახა კალაძე - მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული

მეტროში პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ნებართვა არავის მხრიდან არ ყოფილა გაცემული და ვერც იქნებოდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც რამდენიმე მეტროსადგურთან პლაკატების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული. კახა კალაძის თქმით, საინფორმაციო პლაკატების უნებართვოდ განთავსებას მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება. „სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ძალ

"მოხარული ვართ, რომ დათი დღეიდან ჩვენი დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა" - რა ინფორმაციას აქვეყნებს პარაოლიმპიური კომიტეტი? (ფოტოები)

პა­რა­ო­ლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს დათი ქოქ­რაშ­ვი­ლი სტუმ­რობ­და. ფო­ტო­ებ­ზე დათი ეტ­ლით მო­ფა­რი­კა­ვე გო­გო­ნებ­თან, ასე­ვე პა­რა­ო­ლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტთან, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი. "დღეს პა­რა­ლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­ში და თბი­ლი­სის პა­რას­პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრში დათი ქოქ­რაშ­ვილს ვუ­მას­პინ­ძლეთ. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ დათი დღე­ი­დან ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი გახ­და! გვჯე­რა, ერ­თად ბევრ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევთ" -
×
×
  • შექმენი...