Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.578

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა

ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შემცირებას, გააუქმოს მთავრობისა და ქნესეთის გადაწყვეტილებები. ორივე კანონპროექტს 120-ადგილიან ქნესეთში 63-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 47 ი

ევროკავშირმა რუსეთს გაუგრძელა უკრაინის რეგიონების ანექსიის გამო დაწესებული სანქციები

ევროკავშირის საბჭომ ერთი წლით, 2024 წლის 24 თებერვლამდე გააგრძელა უკრაინის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების, მათი შემდგომი ანექსიისა და ოკუპაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ფინანსური, ეკონომიკური და პერსონალური სანქციები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ურყევია ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი გმობს და არ ცნობს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. ევროკავშირმა რუსეთის წინააღ

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, „ხალხის ძალისა“ და „საქართველოსთვის“ დეპუტატებს ე.წ. პოლიტიკური ჯგუფების შექმნა შეეძლებათ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა “ხალხის ძალის“ დეპუტატების კანონპროექტს, რომლის მიხედვით, თუკი ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატები ფრაქციას და პარტიას დატოვებენ, პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შესძლებენ. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების გათვალისწინებით, პოლიტიკური ჯგუფს შექმნიან როგორც “ხალხის ძალის“, ასევე პარტია “საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. 2024 წლამდე პარლამენტში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვით, პარლამენტის არანაკლებ ორ წევრს პოლ

შეწყვიტეთ ძალადობა და დაიცავით დემოკრატიის სტანდარტები - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი "ოცნებას"

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ტვიტერზე წერს.     

თამარა წულეისკირი წერს, რომ ყველამ წაშალოს Facebook-დან, ვინც მის ქმარს მოღალატე უწოდა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, თამარა წულეისკირი, რომელიც „ოცნების“ დეპუტატის ლევან კობიაშვილის მეუღლეცაა წერს, რომ ყველამ დატოვოს მისი Facebook-მეგობრების სია, ვინც მის მეუღლეს მოღალატეს ეძახის. დეპუტატი და ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსულ კანონონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა. „ჩემი „friend-ების“  საყურადღებოდ (ამ სიტყვას გამიზნულად ვიყენებ, რადგან მისი უშუალო ქართული თარგმანი შინაარს

კობახიძე „პალიტრას" დაფინანსებაში ცვლილებებზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მტკიცებულებები არ აქვს

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტში „პალიტრა მედიის“ წინააღმდეგ გამოთქმულ მის ბრალდებებთან დაკავშირებით ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა. კობახიძე ამბობს, რომ „პალიტრა მედიას“ დავით კეზერაშვილთან აქვს კავშირი. „მე არ მაქვს მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია, მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენ ამ ჰოლდინგის პროგრამის შინაარსსა და მის ცვლილებას გასული 3 თვის განმავლობაში, აშკარად ჩანს, რომ გარკვეული ცვლილებებია განხორციელებული დაფინანსების ნაწილში. თუ ადრე „პალიტრა“ ცდილობდა პოზ

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში ჩავიდა. დახვედრის ცერემონია ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. "წლის ბოლოსკენ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული მისი წევრის და ლიეტუვის მხარდაჭერაც. ასევე, მნიშვნელოვანია ვიზიტი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც, რადგან სწორედ ნატოს სამი

სოხუმი აფხაზური პასპორტების აღიარებას ითხოვს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ, 57-ე რაუნდზე, სხვადახვა საკითხთან ერთად, მონაწილეებმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობიდან, აფხაზური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობა მოითხოვეს. “მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჰუმანიტარული საკითხების განხილვისას, აფხაზურმა მხარემ მორიგ ჯერზე აფხაზური ნაციონალური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობის მიღების საკითხი დააყენა. ამასთან, განიხილებოდა განათლების წვდომის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და სხვა აქტუალური საკითხები”, – ნა

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულია #1TVSPORT

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მან ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ნახევარფინალში სანდრომ ფრანგი მაქსიმ პიანფეტი 15:11 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ რიკარდო ნუჩიოს 15:6 სძლია. სანდრო ბაზაძე 2022 წლის მადრიდის მსოფლიო თასიდან დღემდე ზედიზედ მე-11 ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.   ავტორი - ელენე ბილიხოძე

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევ

საფინანსო კომიტეტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს 12 ივნისის სხდომაზე განიხილავს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს 12 ივნისის სხდომაზე განიხილავს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეროვნ

პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ მზადყოფნას გამოთქვამს, ევროკავშირის დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღოს, რის კონტექსტშიც პარლამენტის თავმჯდომარეს სამუშაო ფორმატების დროულად ინიცირებისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილობით მიმართვას. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ გამოხატავს მზაობას, კვლავ მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში. ამ მიზნით, ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, რომ დროულად მოახდინოთ შესაბამისი საპარლამენტო სამუშაო ფორმატების ინიცირება. „საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიმართ შემდეგი სიგნალის გაგზავნაა საჭირო : რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მისცეს სიგნალი რუსეთს, რომ მსოფლიო უკრაინის დახმარებით არ დაიღლება. „ვაგრძელებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის, იქნება მნიშვნელოვანი აქტივობა - ახალი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ახლა მთავარია გარანტიები, რომ უკრაინას მომავალ წელსაც საკმარისი მხარდაჭერა ექნება. რუსეთის მიმართ შემდეგი სიგნალის გაგზავნაა საჭირო: რაც არ უნდა გააკეთონ, მსოფლიო არ დაიღლება თავისუფლებისა და საე

ბექა ლილუაშვილი - რას ნიშნავს სამუშაო ფორმატები და რატომ ვითხოვთ მათ შექმნას... (ვიდეო)

რას ნიშნავს სამუშაო ფორმატები და რატომ ვითხოვთ მათ შექმნას... ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  406575836_1704017016776400_3992934436293476473_n.mp4

ბერდია სიჭინავა - ბატონ გაიაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა. ის არის ადამიანი, რომელიც პანდემიის დროს საკუთარი მოქალაქეების ფულს იჯიბავდა, სწორედ მისი კომპანია ემსახურება სახელმწიფო ჩარტერებს (ვიდეო)

“ბატონ გაიაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა. ის არის ადამიანი, რომელიც პანდემიის დროს საკუთარი მოქალაქეების ფულს იჯიბავდა, სწორედ მისი კომპანია ემსახურება სახელმწიფო ჩარტერებს. ასეთ ადამიანს ჩამოაწერეს 20 მილიონი ლარის დავალიანება და წარმოუდგენელია ამ საკითხში არ ყოფილიყო ჩართული სახელმწიფო სამსახურები.”      ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. ბს.mp4

Forbes - საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს

საქართველო მნიშვნელოვნად ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს, - ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა 13 000 კომპანია დაარეგისტრირეს. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა წელიწადში 6 100 კომპანია შექმნეს, მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ, თითოეულ ამ ქვეყანაში რუსებმა, 2023 წლის განმავლობაში, 3,400 კომპანია დაარეგისტრირეს. „საქართველოში კომპანიების ასეთი მასიურ

ადვოკატის განცხადებით, 23 წლის სამხედრო, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს

23 წლის სამხედრო, რომელიც 13 წლის გოგონას პირადი ცხოვრების ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და მტკიცებულებებზე საუბრობს, ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდება მხოლოდ მოსაზრებების საფუძველზეა წარდგენილი. კობაიძის თქმით, მძ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის „ილ-76“-ის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) მიხედვით ჩ

თსუ - აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას,- ამის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხ

„საქართველოსთვის“ - სააკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ჩვენი მოსაზრება დაადასტურა, შესაბამისად, პრეზიდენტის შემოთავაზებულ პლატფორმაზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ

პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არ იღებს მონაწილეობას პრეზიდენტის შეთავაზებულ პლატფორმაში და აცხადებს, რომ მათი მოსაზრება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ განცხადებაში დაადასტურა. პარტია აცხადებს, რომ ვერ დაუშვებს, მიხეილ სააკაშვილის „პოლიტპატიმრობაზე სპეკულაცია კიდევ ერთხელ გამოიყენონ“ ქვეყნის ევროპული მომავლით სავაჭროდ ევროკავშირის გაფართოების საკითხის განხილვისა და საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების საკითხის განხილვის წინ. ამა

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს

ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან თეთრ სახლში ვიზიტისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა და ორივე ლიდერმა აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, რომ უკრაინის დამატებითი დაფინანსება სწრაფად დაამტკიცოს. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, თქვენ მოგისმენთ და საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განუცხადა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს.

„ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლთათვის“ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ის 47 წლის იყო. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”. პუბლიკა

გიორგი შარაშიძე - ყველა ავტორიტეტული კვლევით პარტია “საქართველოსთვის” რეიტინგი არის მზარდი. ჩვენი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი, რომ ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ ორმა რადიკალურმა ძალამ, ჯამში 50% ვერ მიიღონ

"ყველა ავტორიტეტული კვლევით პარტია “საქართველოსთვის” რეიტინგი არის მზარდი. ჩვენი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი, რომ ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ ორმა რადიკალურმა ძალამ, ჯამში 50% ვერ მიიღონ.”    გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/278187671794247/

უკრაინელი მღვდელი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს და დეპორტაცია საქართველოში მოახდინეს

გამოცემა Україна Православна-ს ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მოძღვარი, მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დეპორტაცია საქართველოში გაუკეთეს. დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი სერგიუსის განცხადებით, არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი რუსეთის ხელისუფლებამ 2023 წლის სექტე
×
×
  • შექმენი...