Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.124
  • comments
    0
  • views
    733.717

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გუდამაყრის ხეობაში ჯომარდობისას დაიღუპა ორი უცხოელი ტურისტი

ადგილობრივების ცნობით, გუდამაყრის ხეობაში, მაშველებმა მდინარიდან ორი უცხოელი ტურისტის ცხედარი ამოასვენეს. პირველის ცხედარი გუშინ, მეორესი კი დღეს აღმოაჩინეს. ისინი მდინარემ გუშინ, ჯომარდობის დროს გაიტაცა. ნეტგაზეთი

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო, - ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „აზიმუტის“ ვებ-გვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი. კერძოდ, მსურველებს ავიაკომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ. „ეხოკავკაზა“ წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიი

უკრაინული მედია - უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2.7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების გამო დააკავეს

უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ქრთამის აღების ფაქტზე უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს,- ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით, 2.7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს. უკრაინულ მედიასთან საუბარში წყაროები აცხადებენ, რომ ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პ

ემანუელ მაკრონი - უკრაინას მივაწვდით რაკეტებს, რომლის მოქმედების რადიუსი მას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის გეგმაზე მიანიშნა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მაკრონმა TF1-თან ინტერვიუში განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში გასაგზავნი იარაღის შესახებ დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ შორის იქნება რაკეტები, რომელთა ფრენის დიაპაზონი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს. ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა, Caesar-ის თვითმავალი ჰაუბიცების, AMX-10 RC ტიპის მსუბუქი ტანკებისა

კახაბერ ქემოკლიძე - "ქართულმა ოცნებამ" АЗИМУТ-ის სახით, იმ კომპანიას აუნთო მწვანე, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს

დღევანდელი ოცნების ყველაზე ამორალური ნაძირლობა იმაში მდგომარეობს, რომ ნაძირლობას და სახელმწიფოს ღალატს ერთად სჩადიან და შემდეგ გეუბნებიან, რომ თურმე ეს ღალატი და ნაძირლობა შენს “საკეთილდღეოდ” კეთდება (სამარცხვინო დასაქცირებულ მოსამართლეებზე ბოლომდე გადაფარების არ იყოს)…, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს. მისი თქმით,  "ქართულმა ოცნებამ" АЗИМУТ-ის სახით, იმ კომპანიას აუნთო მწვანე, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღია

რატომ არის Azimuth Airlines სანქცირებული უკრაინაში და რა ეღირება მოსკოვი-თბილისის ბილეთი

რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines უკრაინაში სანქცირებული კომპანიების სიაში 2022 წლის 19 ოქტომბრიდან არის. ავიაკომპანია 17 მაისიდან რეისს მოსკოვი – თბილისი – მოსკოვი კვირაში შვიდჯერ შეასრულებს. უკრაინის საგარეო უწყების მხარდაჭერილ პორტალზე სანქცირების მიზეზი ასეა განმარტებული: „აზიმუთის“ აპლიკაციაზე უკვე იძებნება თბილისის რეისი ბილეთები. 19 მაისის რეისზე ერთი გზის ბილეთის ფასი 487 ლარიდან იწყება და 1800 ლარამდე მერყეობს. ფასი ხელბარგის წონის მიხედვით იცვლება. დღეს, 15 მა

პარტია “საქართველოსთვის” რეგიონულმა მდივანმა შალვა კერესელიძემ და პოლიტ. საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ, რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები გამართეს

პარტია “საქართველოსთვის” რეგიონულმა მდივანმა შალვა კერესელიძემ და პოლიტ. საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ, რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები გამართეს.   როგორც სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წერს, რაჭის, გურიისა და აჭარის რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს დეპუტატებთან და პარტიის წევრებთან შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში და მაღალმთიან დასახლებებში არსებულ პრობლემებზე, გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.   "ხ

ლევან ბერძენიშვილი - ჩემ სახლთან 20-მდე ახალგაზრდა იყო მობილიზებული, კუნთმაგარი, ნიღბით და ღიმილით - ხელისუფლებას ჩემ წინააღმდეგ უწიგნური ხალხი ჰყავს მომართული

პროფესორ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლთან „15-დან 20-მდე მკლავძლიერი და კუნთმაგარი ახალგაზრდა იყო მობილიზებული“. როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუს“ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებას უწიგნური ხალხი მის წინააღმდეგ ჰყავს მომართული. „მე სახლში არ ვიყავი. ჩემს სახლთან მობილიზებული იყო 15-დან 20-მდე ახალგაზრდა. კერძოდ, მკლავძლიერი, კუნთმაგარი, ნიღბით და ღიმილით. როცა ჰკითხეს, რა უნდოდათ - გაიღიმეს, არაფერი უთქვამთ, მე მელოდებოდნენ. სანამ მე მივედი, ოჯახმა პოლიცია

გორელმა დავით კლდიაშვილმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს, – ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათი თქმით, ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით. „დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპ

გორელმა დავით კლდიაშვილმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

კომაროვის სკოლის წარმომადგენელმა, დავით კლდიაშვილმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კომაროვის სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე სკოლის ცნობით, დავით კლდიაშვილი რეიტინგული სიის სათავეში დაიკავა ადგილი (მეორე ადგილი).     ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც ევროპის სახელმწიფოები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 22 ქვეყნის 23 გუნდი (128 მოსწავლე) მონაწილეობდა. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, კომაროველებმ

გახარია - ჩვენ თუ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი რელიგია, ჩვენი კულტურა, ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები რომ იყვნენ კონკურენტულები თანამედროვე სამყაროში, ერთადერთი გამოსავალი არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში არის შესაძლებელ, რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და ეს ტყუილები, რასაც ახლა გვიყვებიან, ნუ უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და ჩვენი ისტორია ყოველთვის გვაჩვენებდა იმას, სად, როდის და ვისთან ერთად იყო ყველაზე უფრო დაჩაგრული ქართული ენა, ქართული ეკლესია, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა და სად მუშაობს კულტურული მრავალფეროვნება., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წე

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. უწყების ინფომაციით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. „მოგეხსენებათ, პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევ

19 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით სამ მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტის 19 მაისის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით სამ მინისტრს მოუსმენენ. ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნით ინტერპელაციით პარლამენტში დაბარებული არიან შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის ფორმატში რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. მინისტრის მიმართ მათი კითხვა ეხება, თუ რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც

საპარლამენტო ოპოზიცია მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განსახილველად გატანას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განსახილველად ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გატანას ითხოვს. ბიუროს მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგში “ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა შეტანილია, თუმცა ბოლო - 108-ე საკითხად არის წარმოდგენილი. ბიუროს სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორია, რიგითობის შეცვლა მოითხოვა. “რატომ ხდება ისე, რომ განსახილველად ახლადშემოტანი

საერთო ფოტოს გამოქვეყნების გამო ქალის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს - პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უწყების ცნობით, ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დამნაშავედ ცნეს. publika

3 ავიაკომპანიის განაცხადი გვაქვს მიღებული, დღის ბოლომდე დავასრულებთ დოკუმენტაციის შესწავლას - მინისტრი

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რუსეთიდან ფრენებთან დაკავშრებით ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და საქართველოს ხელისუფლებას ამაში რამე წვლილი არ მიუძღვის. ლევან დავითაშვილის თქმით, პირდაპირი ფრენების აღგენის შესახებ პუტინის განკარგულებისთანავე, გასული კვირის ბოლოს უკვე  საქართველომ  მიიღო რამდენიმე განაცხადი, როგორც რუსული, ისე ქართული ავიაკომპანიებისგან. მისი თქმით, 3 ავიაკომპანიის გა

შეკითხვა ისაა, რატომ აძლევს პუტინი საქართველოს ამ „საჩუქარს“ ახლა - დეგნანი ფრენების აღდგენაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ აცხადებს, რომ მთავარი შეკითხვაა, რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა. მისი თქმით, ქართველების უმრავლესობა უფრო ბედნიერი იქნებოდა, პუტინს რუსული ჯარი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა. „მე მესმის, რატომ აქვთ ქართველებს კითხვის ნიშნები პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის. მე ვფიქრობ, აქ კითხვა იმაში მდგომარეობს,

მოსკოვთან ელექტროგადამცემი ხაზები დანაღმეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ კლიმოვსკში [54 კმ მოსკოვიდან] ელექტროგადამცემი ხაზების ბურჯები დანაღმეს – იუწყება სახელისუფლებო სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით. მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ ხმაურდება. ბოლო კვირებში, გახშირდა ცნობები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ელექტროგადამცემ ხაზებთან აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ. ამჟამად ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები და უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] თანამშრომლები. ნეტგაზეთი

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების დაწყება რამდენიმე კომპანიას უნდა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება რამდენიმე კომპანიას უნდა. საქართველოს სახელმწიფო უწყება არ აკონკრეტებს, აქვს თუ არა ნებართვა გაცემული. "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნება

კობახიძე: ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა „როსავიაციაში“ ნიშნავს სანქციების დაწესებას

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფრენებთან დაკავშირებით ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა „როსავიაციაში“ ნიშნავს სანქციების დაწესებას. „როსავიაცია“ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოა. 15 მაისიდან  ძალაში შევიდა კრემლის განკარგულება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ასევე, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით აღდგა პირდაპირი ფრენები საქართველოსთან. დღეს განცხადება გაავრცელა სამოქალაქო ავიაციის სააგენტ

საქართველოში ერდოღანმა არჩევნები წააგო

თურქეთის არჩევნებისთვის საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ოპოზიციამ მოიგო როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო კენჭისყრა. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, “ანადოლუს” პარალელური დათვლის შედეგებიდან ვიგებთ. სააგენტოს თანახმად, გახსნილია საარჩევნო ყუთების 100%. “ანადოლუს” ცნობით, საქართველოში მყოფ თურქეთის მოქალაქეთა შორის აქტივობამ, ჯამში, 43.93% შეადგინა. 1013 საპრეზიდენტო ბიულეტენიდან 8 გაბათილდა. ამ მონაცემებით, ამომრჩეველთა 63.58%-მა თურქეთის უმსხვილესი

"უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს" - დღეს პარლამენტთან 19:00 საათზე აქციაა დაგეგმილი

ავტორი:თამთა ჯიჯავაძე დღეს, 15 მაისს, 19:00 ზე პარლამენტის უკან დაგეგმილია აქცია - "უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს". აქციის ორგანიზატორი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფია, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ შექმნეს პეტიცია „უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის“. პეტიციას უკვე 6000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. „ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები რომლებიც ვაპროტესტებთ რუსეთთან პირდაპირი ფრენების ა

ლარს ლოკე რასმუსენი - დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება - დიახ

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ლარს ლოკე რასმუსენმა აღნიშნა, საქართველოში მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს. „პირველი, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიუ

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 15 – 16 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსაური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიმა გაფაროვასთან. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც
×
×
  • შექმენი...