Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.439

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულ 8 ადამიანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულ 8 ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. საქმის პროკურორები არიან ვაჟა თოდუა და შმაგი გობეჯიშვილი. ბრალდებულები, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს, არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ისაკ ალიევი, თორნიკე გოშაძე, ზვიად ცეცხლაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი. მათ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 18, 229-ე მუხლებით გათვალისწ

ლიეტუვა საქართველოს არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად არ მიიჩნევს — ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ლიეტუვა არ მიიჩნევს, რომ საქართველოში თავისუფალ და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა. მისი თქმით, ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს სურთ გაიგონ,  რეალურად რა მოხდა. „თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ამ საკითხზე ევროკომისიასთან თანამშრომლობაზე, უარს იტყვის გამოძიებაზე, ესეც ნიშანდობლივია. თუ მათ არ უნდათ გავიგოთ, რა მოხდა, ეს ნიშნავს თვალთმაქცობას, თითქოს საქართველო კვლავ

ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან მამუკა მდინარაძის შეთავაზებას პასუხობს

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პასუხობს “ქართული ოცნების” აღმსრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეთავაზებას თავდებობის შესახებ. ჭიჭინაძის წერილს მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს. “მამუ, ძაან საყვარელი ხარ, მარა არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ”, – წერს ჭიჭინაძე. გუშინ, 20 იანვარს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მზად არის, ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში ჩაუდგეს, ოღონდ იმ დათქმით, თუ “თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას”. მდინარაძეს გუშ

ბერდია სიჭინავა - ივანიშვილის ძალაუფლება დგას პროპაგანდაზე, რეჟიმის დამფინანსებლებზე და ძალადობაზე, სამივე უნდა მოიშალოს (ვიდეო)

ივანიშვილის ძალაუფლება დგას პროპაგანდაზე, რეჟიმის დამფინანსებლებზე და ძალადობაზე, სამივე უნდა მოიშალოს.     რეჟიმის ყველა სპონსორი არის პასუხისმგებელი იმ პროცესებზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ყველა მათგანი უნდა დასანქცირდეს.     ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1131797441976851

უკრაინის საელჩომ საქართველოში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის საერთაშორისო ორგანიზაცია „როტარისთან“ ერთად 11 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეიძინა

საქართველოში უკრაინის საელჩომ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „როტარისთან“ ერთად 11 ტონა ჰუმანიტარული დახმარება შეიძინა. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ტვირთის ნაწილი, ჯამში 5 ტონა ბათუმში გაიგზავნა, 6 ტონა კი თბილისში დარჩა და ის მიეწოდება უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იძულებულები არიან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე თავი საქართველოს შეაფარონ. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა ჩვენთვის, დღე, როდესაც

ნათია მეზვრიშვილი: "გადავამზადეთ გამომძიებლები, პირველივე ძალადობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გავხადეთ, გავზარდეთ სასჯელი რეციდივზე, გავამკაცრეთ გენდერული ნიშნით ძალადობაზე სასჯელი"

- Tekla Kenteladze ქალბატონო ნათია, თქვენი პოსტი გავაზიარე გუშინ და დამიწერეს რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი, ვინც ეს სისტემა შექმნა. მე არ ვიცნობ თქვენს საქმიანობას დეტალურად, ამიტომ ვერაფერი ვუპასუხე. არის სადმე ინფორმაცია იმაზე თუ რა გააკეთეთ ამ სისტემის ფარგლებში მდგომარეობის გამოსწორებისთვის? განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში - Natia Mezvrishvili გრძელი ისტორიაა, მოკლედ ვიტყვი: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა იყო გავრცელებული და სამართალდამცავები

კულება: უკრაინას არ აქვს "ბინძური ბომბი" და არ აპირებს მის მოპოვებას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერში წერს, რომ მის ქვეყანას არ აქვს ე.წ. "ბინძური ბომბი" და რომ რუსეთი, შესაძლოა, თავად ემზადება მის ასაფეთქებლად. "რუსული ტყუილი იმაზე, რომ თითქოს უკრაინა გეგმავს 'ბინძური ბომბის' გამოყენებას, იმდენადვე აბსურდულია, რამდენადაც სახიფათო", - წერს კულება. "პირველ რიგში, უკრაინა ერთგულია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა: ჩვენ 'ბინძური ბომბები' არც გვაქვს და არც ვაპირებთ მათ მოპოვებას. მეორე - რუსები ხშირად სხვებს ადანაშაულებენ ხ

შვედეთის ელჩი - ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია, საშინაო დავალება ახლა საქართველოს მიერ არის შესასრულებელი

ჩვენ მკაფიოდ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროკავშირის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია, საშინაო დავალება ახლა საქართველოს მიერ არის შესასრულებელი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა, სადაც სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ეფექტიანობის შესახებ კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს. როგორც ელჩმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლ

სი ძინპინი აცხადებს, რომ მზადაა, შეერთებულ შტატებთან ორმხრივი სარგებლის მიზნით იმუშაოს

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა შეერთებულ შტატებთან იმუშაოს, რათა გამონახოს გზები ორმხრივი სარგებლის მიზნით თანამშრომლობისთვის. მისი მტკიცებით, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიერონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა, რათა ხელი შეუწყონ მსოფლიოს სტაბილურობას. Reuters-ი წერს, რომ ორ ქვეყანას რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ტაივანის მიმართ ჩინეთის პოლიტიკასთან და ჩინეთის რუსეთთან ურთიერთობებთან, უთანხმოება აქვთ. რამდენიმე კვირის წინ პეკინი

ექიმის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, გიორგი ბერიაშვილის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს კლინიკაში მიყვანისას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ოპერაცია ჩაუტარდა. „პაციენტი შემოიყვანეს წუხელ, ღამის 02:00 საათზე. აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულმკერდზე, თავზე, მდ

ტაშკენტში შარლ მიშელისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

ტაშკენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზოევის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის სურვილს, გააძლიეროს უზბეკეთთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების რეგიონთაშორისი თანამშრომლობა. უზბეკეთისა და ევროკავშირის ლიდერებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მიმართონ ერთობლივ ძალისხმევას, რათა გაზარდონ მათი პოტენციალისა და შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება. მხარეები მიესალმნენ

ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს. კოლეგებმა საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ.

ევროკომისია მომავალ კვირას უკრაინას 18 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს წარუდგენს

ევროკომისია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მომდევნო თვეებში. ამავე ცნობით, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ამ კვირაში უკრაინას შესთავაზებს ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს, რომელიც მოიცავს 1,5 მილიარდ ევრომდე თვეში, საერთო ჯამში კი მისი მოცულობა 18 მილიარდ ე

ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მცველმა აღიარა რუსეთის ჯაშუშობა

გასული წლის აგვისტოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ბრიტანელმა დევიდ სმიტმა დანაშაული სრულად აღიარა. ეჭვმიტანილმა ლონდონის სისხლის სამართლის სასამართლოში თქვა, რომ 2020 წლიდან იგი რუს სამხედროებს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მუშაობის შესახებ, სადაც მუშაობდა დაცვის თანამშრომლად. სმიტმა ასევე გააკეთა ფარული ვიდეოთვალთვალის კამერის ჩანაწერების ასლები, გადაიღო თავი ფარული კამერით, შეაგროვა საიდუმლო დოსიე ბრიტანელი აგენტების პირადი მონაცემებით

„უკრაინის რკინიგზა“ ხერსონში სამგზავრო მატარებლის აღდგენას აანონსებს

„უკრაინის რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია ხერსონის მიმართულებით სამგზავრო მატარებლის აღდგენის პროცესი. „რკინიგზა ადგილზეა. ხალხი გველოდება. ასე რომ, მალე იქნება მატარებელი ხერსონში“, - წერს ამის შესახებ ტელეგრამის საკუთარ გვერდზე კომპანიის ხელმძღვანელი, ალექსანდრ კამიშინი.   „განაღმვის სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ამას დრო სჭირდება. დაზიანებულ გზებსა და დამტვრეულ ვაგონებს მალე აღვადგენთ“, - წერს კამიშინი. 11 ნოემბერს, უკრაინის ქალაქი

„ვინც მეორე შვილს გააჩენს, ყოველთვიურად 500-500 ლარი მივცეთ“– ფრიდონ ინჯია ინიციატივით გამოდის

„გამოვაცხადოთ ეტაპი, ყოველთვიურად 500-500 ლარი მივცეთ, ვინც მეორე შვილს გააჩენს“‚ – ამის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. დეპუტატის თქმით, ყოველ წელიწადს 100 000 ადამიანი მიდის საქართველოდან, ამიტომ, მისი აზრით, ამოცანა უნდა იყოს, როგორ დავტოვოთ მოსახლეობა სოფლად:         გამოვაცხადოთ ეტაპი, ყოველთვიურად 500-500 ლარი მი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფოლკლორის სპეციალისტი ზურაბ კიკნაძე

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფოლკლორის სპეციალისტი ზურაბ კიკნაძე. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ. მისი ნათარგმნია "გილგამეში", რომელიც 1963 წელს გამოიცა. ზურაბ კიკნაძე 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო. წლების წინ, 1992 წელს ის იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1996 წლიდან კი "გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა საქართველოს წარმომადგენლობის" მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

უკრაინის საგარეო უწყება - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა სისხლიანი ამანათები მიიღეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებს სისხლით შეღებილი ამანათები გაუგზავნეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მსგავსი გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიასა და იტალიაში, ასევე გენერალურმა საკონსულოებში ნეაპოლში (იტალია), კრაკოვსა (პოლონეთი) და ბრნოში (ჩეხეთი). „თვითონ შეფუთვები სპეციფიკური ფერის სითხეში იყო გაჟღ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“( ს/კ 400254087, მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N 22), რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობ

ილია იაშინს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბუჩიდან ვიდეოჩართვისთვის

მოსკოვის სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელებაში დამნაშავედ მიიჩნია ოპოზიციონერი ილია იაშინი და მას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ზოგადი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას დანაშაულად ჩაუთვალეს ვიდეოჩართვა უკრაინის ქალაქ ბუჩის მოსახლეობის მასობრივი მკვლელობების შესახებ. 8,5 წელი ყველაზე მკაცრი სასჯელია არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების საქმეებზე უკვე გამოტანილ განაჩენებს შორის. ამ მუხლით სასჯელის ზედა ზღვარი 10 წელია. განაჩენის წაკითხვისას მოსამართლემ სრულად

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 74 წლისთავი აღინიშნება. ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით, გაერო-ს წევრმა-სახელმწიფოებმა ყველა ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა ფუნდამენტური უფლებისადმი პატივისცემის

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი ეწვევა

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეუფარდეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე 24 ნოემბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველომ ორი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, 2000 წელს დაბადებული ბრალდებული ბ.გ. და 1997 წელს დაბადებული ა.ხ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე პირადი შეხვედრისას, დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხო

სალომე ზურაბიშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. ავსტრი

კულტურის სამინისტრო გელათთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მასში მოცემული რეკომენდაციები იქნება „ერთადერთი სახელმძღვანელო“, რის მიხედვითაც კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრა გაგრძელდება

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გელათთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მასში მოცემული რეკომენდაციები იქნება „ერთადერთი სახელმძღვანელო“, რის მიხედვითაც კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრა გაგრძელდება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ იუნესკოს დასკვნაზე ისაუბრა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, ეს ერთობლივი დასკ
×
×
  • შექმენი...