Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.569

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზურაბიშვილი კომპს: ქართველ ხალხს ამ ურთულესი გამოწვევების დროს ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საქართველოს ევროინტეგრაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ხორციელდება.   საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ უდიდესი იმედი და სტიმული მისცა ქართველ ხალხს, რომელიც დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს და ამ ურთულესი გამოწვე

„დღეს თბილისი ევროპის დედაქალაქია!” – პაატა ციკოლიას სიტყვა ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე

„ახლა საქართველოში, თბილისში, ხდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული, რამაც შეიძლება შეცვალოს საქართველოს ისტორია; რაღაც ძალიან დრამატული”, – ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლის „მედეა სეზონი 1, ეპიზოდი 6″ დასრულების შემდეგ, სპექტაკლის რეჟისორმა და პიესის ავტორმა პაატა ციკოლიამ მაყურებელს სიტყვით მიმართა: ასიათასობით ადამიანი ქუჩაში დგას და გამოხატავს პროტესტს, ეს სამი კვირაა გრძელდება. ყოველ ღამე საქართველოს ახალი თაობა ფეხზე დგას საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში

საით მიდიხარ, საქართველო? - ტოივო კლაარი

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „დღეს მიზეზი გვაქვს საზეიმოდ. მაგრამ გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებზე უნდა იდგეს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე, სადაც “ხალხის მტრების” სიებისა და ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არ არის. Quo vadis (ლათ. საით მიდიხარ), საქართველო?”, – წერს ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ “X”-ზე. გუშინ, 8 მაისს, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამარ

მმართველ უმრავლესობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესში ცვლილებები შეაქვს და ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმი შემოაქვს

მმართველ უმრავლესობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესში ცვლილებები შეაქვს და ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმი შემოაქვს. საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო, ცესკოს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწ

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საბოლოო მოსმენით მიიღო

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება". კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკ

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება. პარლამენტში ინიცირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: - დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი - X

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ. ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი სოციალურ ქსელში გვიზიარებს. „დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება აირჩია. მოგეხსენებათ, MIT მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. MIT-ში სწავლის გად

კონგრესმენი უილსონი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დასაწესებლად კანონპროექტს წარადგენს

აშშ-ს ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ “X”-ზე წერს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეჩერდეს რუსული კანონი და გადარჩეს საქართველოს სუვერენიტეტი. კომისია ამ განცხადებას თან ურთავს გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარი იმაზეა, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი სანქციების შემუშავებაზე მუშაობს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის რუსული ყაიდის კანონის მიღების გამო. უილსონი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. “რუსეთისგან შთაგონებულმა კანონმა საქართველოში უპრეცედენტო პროტესტის მისცა

ცაჰკნა: შესაძლოა განვიხილოთ სანქციები, უვიზო რეჟიმისა და კანდიდატის სტატუსის შეჩერება

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას და არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონის საპასუხო ზომად ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება, პერსონალური სანქციები და კანდიდატის სტატუსის შეჩერება განიხილოს. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დათქმები

დავით ბაქრაძის განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლე პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ - სომხეთმა, არგენტინამ და სამხრეთ აფრიკამ დაუჭირა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გაეროში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლე პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ - სამხრეთ აფრიკამ, არგენტინამ და სომხეთმა დაუჭირა. ამასთან, როგორც ბაქრაძემ განაცხადა, რეზოლუციის განხილვის დროს არაერთმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიმართ. „ეს არის

„ნიუ იორკ თაიმსი“ - საქართველოს მიერ პორტუგალიის დამარცხება ევრო-2024-ის უდიდესი შოკია, ესპანეთთან მატჩში ქართველები კიდევ ერთი გადატრიალების მოხდენას შეეცდებიან​

საქართველოს მიერ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების დამარცხებას „ნიუ იორკ თაიმსი“ ევრო-2024-ის უდიდეს შოკად აფასებს. „ევრო 2024-ის ყველაზე დიდი შოკი (FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით), საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა, რითიც ქვეყნისთვის სადებიუტო მასშტაბურ ტურნირში პლეი ოფში ადგილი უზრუნველყო“, – წერს გამოცემა. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ საქართველომ პირველი გოლი მეორე წუთზე უზომოდ ნიჭიერი ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით გაიტანა, რასაც მეორე ტაიმში გიორგი მექაუტაძის პენალტი მოჰყვ

სანიოლი: ჩემი მომავალი? არასდროს იცი, რა მოხდება, თუმცა საქართველოში ბედნიერი ვარ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ საქართველოში მუშაობით ბედნიერია. კითხვაზე, რა გეგმები აქვს მომავალში ფრანგ მწვრთნელს, სანიოლი ამბობს, რომ მომავალზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, თუმცა საქართველოში ყოფნით კმაყოფილია. „ჩემთვის პატივია ვიყო იმ ბიჭების მწვრთნელი, რომლებმაც ამდენი სიხარული მომანიჭეს ამ 3.5 წლის განმავლობაში. ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში, ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ საოცარ ტურნირზე. მომავალში არ ვი

კახაბერ ქემოკლიძე - ამ ბიჭებმა გაგვახსენეს, რომ დიდი გამარჯვებები შესაძლებელია და თუ დავიჯერებთ, რომ ეს მიღწევადია, აუცილებლად ასე იქნება (ვიდეო)

ამ ბიჭებმა გაგვახსენეს, რომ დიდი გამარჯვებები შესაძლებელია და თუ დავიჯერებთ, რომ ეს მიღწევადია, აუცილებლად ასე იქნება.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/862367919119889

გახარია - ეს არჩევანი დღევანდელ "ოცნებას" 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაუდგა - გადავიხადო ნებისმიერი ფასი, ჩემი პოლიტიკური რეპუტაცია, ქვეყნის საგარეო კურსი, კორუფცია, შევინარჩუნო ძალაუფლება ნებისმიერ ფასად თუ დავთმო

"მე არასდროს მითქვამს, რომ ანგელოზი ვარ, ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, თუმცა ბევრი საჭირო საქმე გამიკეთებია" - ამის შესახებ ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" "დღის ამბებში" სტუმრობისას განაცხადა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას, იყო თუ არა ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს "ქართული ოცნების" მიერ საგარეო ვექტორის ცვლილების შემაკავებელი.  გიორგი გახარიას თქმით, მისი გადადგომის შემდეგ დემოკრატიული უკუსვლა, საქართველოს საგარეო კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და კორუფცია ეტაპობრივად გა

ლევან გოგიჩაიშვილი - “ოცნება” არის კორუმპირებული, უშინაარსო, წარსულზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც არის ოქროს ფონდთან, ახალგაზრდებთან დაპირისპირებული და მათი იმედი არის მხოლოდ მანიპულაციები (ვიდეო)

“ოცნება” არის კორუმპირებული, უშინაარსო, წარსულზე ორიენტირებული გუნდი, რომელიც არის ოქროს ფონდთან, ახალგაზრდებთან დაპირისპირებული და მათი იმედი არის მხოლოდ მანიპულაციები. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/461556883315052/

გიორგი შარაშიძე - 12 წლის შემდეგ “ოცნებისგან” დარჩა ერთი დიდი ტყუილი, ახლა მთავარია დავიცვათ ხმები და არ მივცეთ საშუალება "ოცნებას" არჩევნები გააყალბოს (ვიდეო)

12 წლის შემდეგ “ოცნებისგან” დარჩა ერთი დიდი ტყუილი. ახლა მთავარია დავიცვათ ხმები და არ მივცეთ საშუალება "ოცნებას" არჩევნები გააყალბოს.  გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/840592104695221/

გიორგი შარაშიძე - კალაძე ის მერია, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, ეკლესიაზე გველაპარაკება და თვითონ ანჩისხატისა და ტვერელის ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებსა და იპოდრომს ანადგურებს

კალაძე ის მერია, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, ეკლესიაზე გველაპარაკება და თვითონ ანჩისხატისა და ტვერელის ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებსა და იპოდრომს ანადგურებს. ამ ადამიანებს, ევროპა მხოლოდ საკუთარი თავისთვის და თავიანთი შვილებისთვის უნდათ, ჩვენ კი უფსკრულში მიგვაქანებენ.  გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1518617459018203/

სოფიო ხორგუანი - არჩევნებზე უნდა წავიდეთ, როგორც ზეიმზე, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ის ნატვრა და სურვილი ავიხდინოთ, რაზეც ვოცნებობთ ჩვენ და ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები

ინტერვიუ უფლებადამცველ სოფიო ხორგუანთან. უფლებადამცველი ქალაქ ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, მათ შორის საარჩევნოდ ადგილობრივების განწყობებზე საუბრობს. - ხშირად აკრიტიკებთ ხელისუფლებას, რა არის თქვენი მთავარი პრეტენზია? - არ უნდა იყოს კონფლიქტი მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. სახელმწიფო არ უნდა იყოს ის, ვისიც უნდა გეშინოდეს. ის უნდა გეიმედებოდეს, ვისაც შენი პრობლემების მოგვარებას დაავალებ, კი არ სთხოვ, არამედ დაავალებ. ეს არის თანამედროვე სახელმწიფო,მაგრამ ხე

მეთიუ მილერი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - შეერთებულ შტატებში, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების გადაწყვეტილება არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, არამედ გარკვეულმა ძალებმა მიიღეს. მეთიუ მილერს დაუსვეს

თეონა აქუბარდია - ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია - შევჯერდებით „ტექნიკურ მთავრობაზე“, ქვეყანას ევროკავშირის გზაზე დავაბრუნებთ და ევროკავშირშიც შევიყვანთ

ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია, -ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ოპოზიციის სახით აჯაფსანდალი გვაქვს და იმასაც ვერ ბედავენ თქვან, როგორია მათი მთავრობის შემადგენლობა". თეონა აქუბარდიას განმარტებით, ახლა მთავარია 26 ოქტომბრის არჩევნები და ქართველი ხალხის გამარჯვება. „ახლა, როცა ნახეს, რომ „ტექნიკური მთავრობა“ არჩევნების შემდგომ დასახელდება, გაბრაზებ

ნათია მეზვრიშვილი - გუშინდელი დღიდან მოყოლებული “ოცნებაში” იცოდნენ განაჩენი, რა ელოდათ და რაც უფრო გაუსწორებენ თვალს ამას, მით უფრო დიდ სიგიჟეებს გააკეთებენ

გუშინდელი დღიდან მოყოლებული “ოცნებაში” იცოდნენ განაჩენი, რა ელოდათ და რაც უფრო გაუსწორებენ თვალს ამას, მით უფრო დიდ სიგიჟეებს გააკეთებენ. არ წამოვეგოთ ამას, არ შეგვეშინდეს და ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1085701519799761/

დაველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას, მაგრამ გულხელდაკრეფილები არ ვისხდებით – მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში. „როგორც წესი და რიგია, როგორც კანონი ითხოვს და როგორც გვჩვევია, დაველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას. მაგრამ გულხედაკრეფილები არ ვისხდებით და ვიმუშავებთ, რომ ეს მტკიცებულებები მიეწოდოთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს“, – განაცხადა მან. ოპოზიციური კოალიციებიდან არჩევნ

ეკლუნდი: წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ ყოფილა დაცული დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტები. ეკლუნდმა თქვა: „ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალისხმევა, რომ ძირი გამოეთხარა, ხელი შეეშალა სადამკვირვებლო მისიებისთვის, დაკვირვების პროცესებისთვის, კანონ

ნათია მეზვრიშვილი - ჩატარებული არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას, ის არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არც კონკურენტული (ვიდეო)

"ჩატარებული არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას, ის არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არც კონკურენტული". ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1271808097341189/

ზაზა თავაძე - ხელისუფლებამ ხმის ფარულობის უფლება დაარღვია, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 24-ე მუხლი, რაც დაადასტურა მოსამართლე ხუჭუამ (ვიდეო)

ხელისუფლებამ ხმის ფარულობის უფლება დაარღვია, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 24-ე მუხლი, რაც დაადასტურა მოსამართლე ხუჭუამ. ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/27482241838086725
×
×
  • შექმენი...