Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    887.875

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთზე - ერთ წევრ სახელმწიფოს ვერ მივცემთ საშუალებას უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება ჩაშალოს - ასე თუ ისე, ამას გავაკეთებთ

ერთ წევრ სახელმწიფოს ვერ მივცემთ საშუალებას უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება ჩაშალოს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს ამ სახსრების უკრაინისადმი გადაცემა უკვე იანვარში. უკრაინა ომის მდგომარეობაშია და სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ჩვენ არ შეგვიძლია ერთ წევრ სახელმწიფოს ევროკ

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დასაწყებად ერევანში ჩადის

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი ორშაბათს ერევანს ეწვევა, რათა დაიწყოს დიალოგი ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, - ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. „მარგარიტის სხინასი ერევანში, სომხეთი შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის ვიცე-პრემიერს მჰერ გრიგორიანს, საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, სიტყვით გამოვა სიტყვით ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში და

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაზიანებულია შემაშფოთებელი განცხადებებით და ქმედებებით მმართველი პარტიის მხრიდან - მსგავსი ტაქტიკა ავტორიტარული რეჟიმების მსგავსია

გავიგონეთ ცრუ ბრალდებები და უხეში დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ, რომლებსაც მმართველი პარტიის ოფიციალური პირები ავრცელებენ, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის წევრები. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს მსგავსი ცრუ ნარატივების გამოაშკარავებას და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხის გაცემას. “ჩვენ ასევე გავიგონეთ ცრუ ბრალდებები და უხეში დეზინფორმაცი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია - ბოლო თვეებში მმართველი ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომელთაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს

იმედი გვქონდა, რომ კანდიდატის სტატუსი ძლიერი სტიმული გახდებოდა საქართველოს მთავრობისთვის, მაგრამ ბოლო თვეებში საქართველოს ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომელთაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია. “26 ოქტომბერს 3 მილიონ

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი

რომის სტატუტის ყველა ხელმომწერმა უნდა შეასრულოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციას უკავშირდებოდა. იუროვამ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის მიმდინარე ქმედებები ადასტურებს რუსეთის განზრახვას, სამუდამოდ გაიყვანოს ეს ბავშვები უკრაინიდან. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას - ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს არასამთავრობოების სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება

საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტქ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას ამ ადამიანების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. „ვფიქრობ, ჩემი მხრიდან მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა კვლავ იმის თქმა, რომ ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს ძლიერ სასამართლო სისტემას პროკურატურის სი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ევროკავშირი ქართველ ხალხს არ მიატოვებს

ქართველი ხალხი ავლენს თავის უდავო ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისა და ევროპული მომავლის მიმართ. ევროკავშირი არ მიატოვებს მათ, - ამის შესახებ დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მან საქართველოსთან დაკავშირებული დებატების დროს განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით გააკეთა. „გავაძლიერებთ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკ

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი - ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას - სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. "ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში დაზუსტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო" ,- წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი. ევროკომი

ევროკომისიის ანგარიში - საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს

იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს, - ამის შესახებ „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშშია ნათქვამი. „საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელო

ევროკომისიის ანგარიში - 2023 წელს სოციალურ ქსელებში რუსული დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა

ევროკავშირის კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური კომპანიები რუსულ დეზინფორმაციას ვერ აჩერებენ. ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს სოციალურ ქსელებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ზეგავლენის დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა. ანგარიშის ავტორთა თქმით, რუსული დეზინფორმაციის რაოდენობა „ტვიტერში” მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის მილიარდერმა, ილონ მასკმა შეისყიდა და აღნიშნული სოციალური ქსელის უსაფრთხოების სტანდარტები გააუქმა. „კრემლის მხარდამჭერ ანგარიშებს კვლავაც აქვთ წვდომა დიდ აუდ

ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა

ევროკომისიამ უნგრეთს 13 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა გაუყინა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ევროკომისიამ უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა განაცხადეს, რომ ქვეყანა ვერ მიიღებს 5.8 მილიარდი ევროს ოდენობის თანხას, ვიდრე არ განახორციელებს რეფორმებს სასამართლო დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. პარალელურად, კომისიამ ასევე რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გაყინონ 7.5 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა, რომელსაც უნგრეთ

ევროკომისიამ სლოვაკეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში შედეგების თაობაზე გააფრთხილა

ევროკომისიამ სლოვაკეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში შედეგების თაობაზე გააფრთხილა. ამის თაობაზე კომენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ გააკეთა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე იუროვამ განაცხადა, რომ ბრატისლავაში იყო და ისაუბრა სლოვაკეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც “უცხოურ აგენტებთან ბრძოლის” ინიციატივებს ჰგავს. “ძალიან მკაფიო ვ

ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად, ყველა სფეროს. ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში ვალდებულებების განსახორციელებლად. ქვეყ

ევროკომისიამ მოლდოვასთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო

ევროკომისიამ მოლდოვასთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო. დახმარების პაკეტი ქვეყანას ევროკავშირისკენ გზაზე დაეხმარება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა, რის შემდეგაც დახმარების შესახებ დეტალური ინფორმაცია ევროკომისიამ გაავრცელა. განცხადების თანახმად, ევროკომისიას მოლდოვისთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის “ზრდის გეგმა” მიიღო, რაც ევროკავშირისგან ყველაზე დიდი ფინანსური დახმარების პაკეტია ქვეყნის დამოუკიდებლობის

ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინადადება მოამზადა

ევროკომისიამ მოამზადა წინადადება ვიზა ფასილიტაციის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს შეთანხმების ნაწილის შეჩერების შესახებ. ევროკომისიის თანახმად, თუ საბჭო ამ წინადადებას მიიღებს, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში შესასვლელად. „დღეს ჩვენ ვიღებთ ზომებს, რათა საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დავაკისროთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი რეპრესიების გამო. ეს მკაფი

ევროკომისიამ განბლოკა უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარება

ევროკომისიამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარების განბლოკვის შესახებ. აქამდე უნგრეთი ამ დახმარებას ვერ იღებდა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამო. ევროკომისიის განცხადების თანახმად, ბუდაპეშტმა შეასრულა პირობები, რომლებიც საჭირო იყო ამ დახმარების მისაღებად. „გარდიანის“ ცნობით, ეს საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებაა. უნგრული სამოქალაქო საზოგადოების ცნობით, მთავრობას ბოლომდე არ შეუსრულებია პირობები, ხოლო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები, მა

ევროკომისია უკრაინას 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისია უკრაინას დღეს, მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, 1.5 მილიარდი ევროს მიაწვდის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“ დაწერა. „დღეს ჩვენ უკრაინას, წლიური მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში, მორიგ 1.5 მილიარდ ევროს მივაწვდით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, რათა მან რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოს. „გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას რუს

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის წინადადებით გამოდის

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის იდეით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. წინადადების თანახმად, ახალმა სასანქციო პაკეტმა უნდა გაითვალისწინოს სამ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა. ფონ დერ ლაიენის თქმით, ახალი სანქციების ფარგლებში სასანქციო სიაში დაახლოებით კიდევ 200 ფიზიკური პირი უნდა შევიდეს და აიკრძალოს ოთხი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა. ფონ დერ ლაიენის წინადადება ასევე მოიცავს რუსეთში უპილოტო საფრენი აპარა

ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს დღეს წარადგენს

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა 22 ივნისს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება. ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარადგე

ევროკომისია რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა 22 ივნისს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება. ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარად

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. "საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭო

ევროკომისია მომავალ კვირას უკრაინას 18 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს წარუდგენს

ევროკომისია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მომდევნო თვეებში. ამავე ცნობით, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ამ კვირაში უკრაინას შესთავაზებს ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ პაკეტს, რომელიც მოიცავს 1,5 მილიარდ ევრომდე თვეში, საერთო ჯამში კი მისი მოცულობა 18 მილიარდ ე

ევროკომისია იხრება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ - წყაროები ბრიუსელში

არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია. ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ამ მზაობას თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს. წყაროების თანახმადვე, ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიშ

ევროკომისია არ ეთანხმება მიშელის განცხადებას EU-ს გაფართოების თარიღზე

ევროკომისია არ ეთანხმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წლის დასახელებაზე. Politico-ს თანახმად, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერის მოადგილემ, დანა სპინატმა გუშინ, 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე. “ჩვენ თარიღზე არ ვართ ორიენტირებული, არამედ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლო მუშაობაზე ვართ ორიენტირებული, რათა გაწევრიანდნენ ევროკავშირში”, — განმარტა სპინატმა. მისი თქმით, შარლ მიშელს გაფართოების შესახებ განცხადებამდე ეს საკი

ევროკომისია - საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი

მომავალი წლის განმავლობაში საქართველომ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, თავიდან უნდა აიცილოს ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში , - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ პოლიტიკური დიალოგის წარმართვა ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თა
×
×
  • შექმენი...