Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.434

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - ებრაელ თანამოქალაქეებსა და მსოფლიოში ყველა ებრაელს ვულოცავ პასექის დღესასწაულს, ვუერთდები მათ სიხარულს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ებრაელებს პასექის დღესასწაულს ულოცავს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებსა და ყველა ებრაელს მსოფლიოში ვულოცავ პასექის დღესასწაულის დადგომას. თავისუფლების სიყვარულის, ერთგულებისა და მადლიერების, ღვთის სამართლიანობისა და მფარველობის გამომხატველი ეს დღესასწაული სიმბოლურია ყველა იმ ერისათვის, რომელსაც თავი დაუღწევია ტირანიისათვის ან აგრძელებს ბრძოლას მის წინააღმდეგ. ვუერთდები თქვენს ს

A კატეგორიის ტაქსებს, რომელთა გამოშვების ვადა არ აღემატება 10 წელს, პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

A კატეგორიის ტაქსებისთვის, რომელთა გამოშვების ვადა 10 წელს არ აღემატება, კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ. „ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა გამოშვების ვადა არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა საპროტესტო მსვლელობა დღესაც გამართეს - მშობლები იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართვას ითხოვენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან პრეპარატ "ვოსორიდიტის" ქვეყანაში შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ. მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე 3 მოთხოვნა დააყენეს. ერთ-ერთი მშობლის, ლია შავიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, საკოორდინაციო საბჭოს მუშაობასა და ყველა პროცესში, რაც მედიკამენტ “ვოსორიდიტის“ საქართველოში ჩამოტანას უკავშირდება, ჩართული იყოს მინიმუმ სამი მშობელი. “ჩვენი მოთხოვნაა საკოორდ

Politico - ჯო ბაიდენი, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გეგმავს, რომ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადოს, - ინფორმაციას Politico ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს - ყველა აღჭურვილობას, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა წარსულში მიაწოდეს კიევს, მაგრა

ვაკეში, კაფე ,,სტრადაში“ მოქალაქის დაჭრაში ბრალდებული მიმალვაშია. გამოცხადდება ძებნა - პროკურატურა

პროკურატურამ ვაკეში, კაფე ,,სტრადაში“ მომხდარი მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული მიმალვაშია. შემთხვევა 25 მაისს მოხდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. საგამოძიებო უწყების განმარტებით, ამის შემდეგ ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდება. პუბლიკა

მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა

„ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემები Meduza და 161.ru, ასევე რუსული “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ. ადგილობრივი გამოცემა 161.ru-ს წყაროების ცნობით, როსტოვის ოლქში გეგმა “ციხესიმაგრე” გამოცხადდა. „არის ბრძანება სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, „როსგვარდიის" სრული შემადგენლობა, ასევე გავაძლიეროთ პოსტები “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან” და “დონეცკის სა

ბექა ლილუაშვილი - დღეს არანაირი უპირატესობა “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურ მოძრაობასთან” აღარ შერჩა (ვიდეო)

“დღეს არანაირი უპირატესობა “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურ მოძრაობასთან” აღარ შერჩა. 2010, 2011, 2012 წლის, მათთვის კარგად ნაცნობი ავტორიტარული რეჟიმის ელემენტებს იყენებს ყოველდღიურად. შესაბამისად, როგორც დაასრულა ნაციონალურმა მოძრაობამ, ისე დაასრულებს ეს ხელისუფლებაც მმართველობას. რაც უფრო მეტად გაამყარებს ამ რეჟიმს, მით უფრო სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი.”   ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 358064276_1959152757791125_8795509724744753292_n.mp4

ხულო "საქართველოსთვის" - ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირადი თუ კორუფციული ინტერესებიდან გამოდინარე გადაწყვიტა ცენტრალური გზის მიმდებარედ თავისუფალი ტერიტორიის მოწესრიგება (ფოტოები)

"წარმოგიდგენთ ხულოს მუნიციპალიტეტის დაბის ე.წ ქვედა ცენტრის ტერიტორიას, სადაც არის ხულო- ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირადი თუ კორუფციული ინტერესებიდან გამოდინარე გადაწყვიტა ცენტრალური გზის მიმდებარედ თავისუფალი ტერიტორიის მოწესრიგება. აღნისნულთან დაკავშირებით 2021 წელს გამოცხადდა ელ. ტენდერი, რომლის საფასურს შეადგენდა მილონ 57000 ლარი. ხოლო ელ. ტენდერის დასრულების შემდგომ მეწარმესთან ხეშეკრულება გაფორმდა ჯამში 948386 ლარზე."

"საქართველოსთვის" - ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩვნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება, წერტილი!

"ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩვნებისთვის არც ერთ პარტიასთან არ გაერთიანდება, წერტილი!" პარტია "საქართველოსთვის" 

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან ერთად იარაღის წარმოებაზე - ის, რაც ფანტასტიკა იყო, რეალობად იქცევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ერთად იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ ისტორიულს უწოდებს. "არსებობს ამერიკის ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვითი სისტემების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის, ერთობლივი წარმოების შესახებ. ეს არის ის, რაც ბოლო დროს აბსოლუტურად ფანტასტიკა იყო, მაგრამ რეალობად იქცევა. ჩვენ ამას რეალობად ვაქცევთ", - აღნიშნა ზელენსკიმ. 22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთ

მიშა დაუშვილი - პრეზიდენტის იმპიჩმენტი ახლა ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის ტოლფასია (ვიდეო)

“პრეზიდენტის იმპიჩმენტი ახლა ევროინტეგრაციის იმპიჩმენტის ტოლფასია. შესაძლოა “ნაც.მოძრაობა” აღმოჩნდეს სწორედ იმპიჩმენტის მხარდამჭერი. ამის მაგალითები გვაქვს, უკეთესი არგუმენტი რა უნდა იყოს, როცა უკვე მხარი დაუჭირეს რამდენიმე თვის წინ ოცნების წარმოდგენილ მოსამართლეებს.” მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  384739098_995336054919252_1364675704547599804_n.mp4

მიშა დაუშვილი - დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი და მთავარი მოთხოვნა უკვე ეხება არა კანდიდატის სტატუსს, არამედ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ (ვიდეო)

“დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი და მთავარი მოთხოვნა უკვე ეხება არა კანდიდატის სტატუსს, არამედ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. ერთი მხრივ ხელისუფლებიდან რასაც ვისმენთ არის, არა საქმეზე საუბარი, არა მოქალაქეების საჭიროებებზე, არა ევროინტეგრაციის პროცესზე მუშაობა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაცია ბევრი მიმართულებით. მეორე მხრივ ვხედავთ, ოპოზიციას, რომელიც ასევე საუბრობს ყველაფერზე გარდა საქმისა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწ

შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან - ქუთაისი საქართველოსთვის (ფოტორეპორტაჟი)

შეხვედრა გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან ქუთაისი #საქართველოსთვის  

იენს სტოლტენბერგი - ვლადიმერ პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა, ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი - უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს. „პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელებული შეჭრის მიზანი იყო, არ დაეშვათ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ შეჭრიდან თითქმის ორი წლის ომის შემდეგ, უკრაინა ნატო-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა dpa-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხ

ანა ბუჩუკური -  ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” ისტერიკულ გამოხმაურებას ვუყურებდით ჩვენს პოზიციაზე მათ ბელადთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ, კი “ოცნების”, რადგან არ აქვს პასუხები ჩვენს კითხვებზე (ვიდეო)

“გარდა იმისა, რომ “ოცნება” და “ნაცები” ბევრი რამით დაემსგავსნენ ერთმანეთს, ერთ-ერთი ნიშანდობლივი მსგავსებაა, ის ვინთ მათიანი არარის და ფიქრობს განსხვავებულად აგენტებს გვეძახიან , ერთი ამერიკის აგენტს, მეორე კი რუსეთის. ამ მსგავსების ამოსავალი წერტილი, გარდა იმისა, რომ ისინი ერთი ჯოხის ორი ბოლო არიან, არის ბელადომანია.  ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” ისტერიკულ გამოხმაურებას ვუყურებდით ჩვენს პოზიციაზე მათ ბელადთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ, კი “ოცნების”, რადგან არ აქ

ანა ბუჩუკური - კობახიძეს ვურჩევდი, "ტიკ-ტოკზე" ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს. მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება

მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი - კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ- ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს - მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძეს უპასუხა. ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან "ქართული ოცნების" ლიდერები და გახარიასთან დაკავშირებულ საკითხზე თავად ივანიშვილმა უნდა ისაუბროს საჯაროდ. "მე არ ვიცოდი, რომ ირაკლი კობახიძე ჩემი პერსონალური "

ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ – უკრაინის საელჩო ქართველებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

უკრაინის საელჩო ქართველებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. „ძვირფასო ქართველო ძმებო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში. 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ხუთჯვრიანი დროშის დამტკიცებით დასრულდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის, როგორც სახელმწიფოებრივი სიმბოლოს ისტორია. სანამ ჩაანაცვლებდნენ, არაერთი გარდამტეხი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა: ნახა როგორც რეს

ბრეგაძე: 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები უფასოდ ჩანაცვლდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, 2011 წლამდე გაცემულ ლამინირებულ პირადობის მოწმობებს მოქალაქეებს ახალი, ID ბარათებით უფასოდ ჩაუნაცველებენ. ბრეგაძემ აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე, სამინისტროს 2024 წლის გეგმებზე საუბრისას გააკეთა. „2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებ

„ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობას აუქმებს

„ქართული ოცნება“ აუქმებს ოპოზიციის კვოტით არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. აღნიშნული ცვლილებება მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას შეიტანა. მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე დღეს, 9 თებერვალს, მიმდინარეობს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს – ერთი არჩეულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან, მეორე კი ცესკოს პროფესიული წევრებიდანაა არჩეუ

15 და 27-წლიანი სტაჟის მქონე თანამშრომლები ახმეტელის თეატრიდან დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს - „გილდია“

დამოუკიდებელი პროფკავშირის, „გილდიის“ განცხადებით, ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრიდან, დასაბუთებისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სამსახურიდან გაათავისუფლეს 27 და 15-წლიანი სტაჟის მქონე 2 კაპელდინერი. თეატრის თანამშრომლები, გაურკვეველი მიზეზით, იანვარში გაათავისუფლეს. „გილდია“ აცხადებს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ  დადების შედეგად გრძელდებ

ლილუაშვილი - რუსთავის იერსახის ფასად, განაშენიანების პრინციპების დარღვევის ფასად, მხოლოდ და მხოლოდ, კორუფციულად ფულის საშოვნად "ოცნებამ" და "ნაც.მოძრაობამ" ერთად მხარი დაუჭირეს კობახიძე-კალაძის დაჯგუფების - არქის კონკრეტულ პროექტს

"რუსთავის იერსახის ფასად, განაშენიანების პრინციპების დარღვევის ფასად, მხოლოდ და მხოლოდ, კორუფციულად ფულის საშოვნად "ოცნებამ" და "ნაც.მოძრაობამ" ერთად მხარი დაუჭირეს კობახიძე-კალაძის დაჯგუფების - არქის კონკრეტულ პროექტს, რომელსაც რუსთავის თავმჯდომარემ მხარი არ დაუჭირა, ამ ყველაფრის გამო კი რუსთავის მერმა რუსთავის სასამართლოს უჩივლა სასამართლოში. "  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7210

ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია დააკავეს. თავდაპირველად გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით,

ამირან გამყრელიძე „რესპუბლიკურზე“ - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფინანსური გათვლა რომ ვნახე, თუ რამდენი მილიონი ლარი ჯდებოდა ახალი კლინიკა, ცოტა ეჭვი შემეპარა სისწორეში

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფინანსური გათვლა რომ ვნახე, თუ რამდენი მილიონი ლარი ჯდებოდა ახალი კლინიკა, ცოტა ეჭვი შემეპარა სისწორეში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ დაკავშირებით წარდგენილი გეგმები მოუმზადებელი იყო, პროცესი კი ტრანსპარანტული უნდა ყოფილიყო. ამასთან, განმარტა, რომ არ შეიძლება ხელაღ

„მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიაზე შეღავათები რომ არსებობდეს, მთას ხალხი აღარ დატოვებს“ - ენერგეტიკოსი

ზემო სვანეთი საქართველოს მთიან რეგიონებს შორის ერთადერთია, სადაც ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდიან. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან სვანეთის მოსახლეობასთან სიტყვიერი შეთანხმების შედეგად, ფიზიკური პირები დენს უფასოდ იღებენ, კომერციული სექტორი კი მხოლოდ მინიმალურ თანხას იხდის. ამ შეღავათებს ფიზიკური პირების ნაწილი კრიპტო-მაინერების ასამუშავებლად იყენებს. ამის გამო, მესტიაში სერიოზულ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება, რადგან ელექტროენერგიის გადაჭარბებული მოხმარების გამო, ხშირად მოს

"გახარია საქართველოსთვის" - დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი, როგორც მომავალ არჩევნებში ერთმანეთისთვის კოალიციის შექმნის გენერალური რეპეტიცია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:   "ქოცების" და "ნაცების" კოალიციამ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გახარიას გუნდის წევრი, გადააყენეს. დღეს, რუსთავის საკრებულოში, „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ღია გარიგების და თანამშრომლობის შედეგად, იმპიცმენტის გზით, თანამდებობიდან გადააყენეს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია. აღნიშნული ფაქტი, რუსთავის საკრებულოს შენობას
×
×
  • შექმენი...