Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    887.872

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებს და „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირებას ითხოვს. რეზოლუციას მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 72-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. ბიძინა ივანიშვილის გარდა, სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებისთვისაც ითხოვს. რეზოლუცია, სახელწოდებით „გაღრმავებული დემოკრატიული კრიზისი საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო საარჩევნო გაყალბების შემდეგ“, ასევე ითხოვს ბიძინა ივა

ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ

ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, არ აღიაროს რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები "უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში". ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. კერძოდ, საუბარია ვიზების გაცემის აკრძალვაზე. შესაბამის წინადადებას მხარი 531-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 - წინააღმდეგი იყო, კიდევ 34-მა - თავი შეიკავა.   ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის კონფლიქტ

ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გარკვეული დათქმით დაწესების შესახებ შესწორებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გარკვეული დათქმით მხარი დაუჭირა. კერძოდ, რეზოლუციის მეხუთე შესწორებაში, რომლის ავტორიცაა ევროპარლამენტის დეპუტატი მირიამ ლექსმანი, აღნიშნულია, რომ ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე, სანქციები უნდა დაუწესდეს იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდა, რომ საქართველო ხელს უწყობს რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში. „[ევროპარლამენ

ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები დანიის პრემიერზე თავდასხმას ეხმაურებიან

ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურნენ. „დანიის პრემიერ-მინისტრზე დღეს საღამოს განხორციელებული თავდასხმა შემაძრწუნებელია. ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს“, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა X-ზე. დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარები ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც გააკეთეს. „დღეს

ევროპარლამენტის საიტი "პრო-კრემლისტური ჯგუფის" კიბერშეტევამ გათიშა

ევროპარლამენტის საიტი გათიშულია. რამდენიმე საათის წინ დეპუტატებმა რუსეთი "ტერორირზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ" გამოაცხადეს. ევროპული პარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ტვიტერზე დაწერა, რომ "საიტზე კომპლექსური კიბერშეტევა მიმდინარეობს. პასუხისმგებლობა პრო-კრემლისტურმა ჯგუფმა აიღო".     23 ნოემბრის სხდომაზე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ნიადაგს ამზადებენ საიმისოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა საერთაშორისო ტრიბ

ევროპარლამენტის რეზოლუციის თანახმად, უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებებზე ლუკაშენკო რუსეთთან ერთად პასუხისმგებლობას იზიარებს

ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლება, რუსეთთან ერთად, იზიარებს პასუხისმგებლობას უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო დანაშაულებებზე, რისთვისაც ის პასუხისმგებელია საერთაშორისო ტრიბუნალისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინაშე. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში.   დოკუმენტში ევროპარლამენტარები იმეორებენ მოწოდებას ევროკავშირის ქვეყნებისა და ევროკომისიის მიმართ, დააწესონ იგივე სანქციები ბელარუსის მიმართ, რაც რუსეთს დაუწესეს. ისინ

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევროდეპუტატ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, ბელგიის მთავრობის მიერ წამოწყებული გამოძიების გათვალისწინებით, რობერტა მეცოლამ მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა უფლებამოსილება, რომელიც დელეგირებული ჰქონდა ევა კაილის, როგორც ვიცე-სპიკერს. მანამდე კაილი საბერძნეთში საკუთარი პარტიიდან გარიცხეს. შეგახსენებთ, 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: “თბილისო, ჩვენ გვესმის შენი, გხედავთ”

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპას ესმის ქართველების ხმა. ამის შესახებ რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-წერს, მათ შორის, ქართულ ენაზეც. “თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად”, – წერს რობერტა მეცოლა.  

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს, 6 ივნისს ოფიციალურად დაიწყო

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს, 6 ივნისს, ოფიციალურად დაიწყო და 9 ივნისამდე გაგრძელდება. არჩევნები ნიდერლანდებიდან დაიწყო – საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:30 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ამომრჩევლები მომავალი 5 წლისთვის ევროპარლამენტის 720 კანონმდებელს აირჩევენ – ამომრჩეველთა რაოდენობა ჯამში, დაახლოებით, 370 მილიონს შეადგენს. გასულ არჩევნებზე, 2019 წელს, ამომრჩეველთა აქტივობა 50,7% იყო, თუმცა მაჩვენებელი განსხვავებულია ქვეყნების მიხ

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს სრულდება

დღეს ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო დღეს, კენჭისყრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და პოლონეთში იმართება. ევროპელმა ამომრჩევლებმა ტრანსნაციონალურ პარლამენტში 720 დეპუტატი უნდა აირჩიონ. The Guardian-ის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები მიანიშნებს, რომ პროევროპული ჯგუფები უმრავლესობას შეინარჩუნებენ, მაგრამ მათი გავლენა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ნაციონალისტური და ულტრამემარჯვენე პარტ

ევროპარლამენტი შეთანხმდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები არ აღიაროს

ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ ცნოს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. შესაბამის გადაწყვეტილებას 540-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, ექვსი ინიციატივის წინააღმდეგი იყო, 36-მა კი თავი შეიკავა. აქტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ორივე ინსტიტუტის მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შევა. ევროპარლამენტის წევრებ

ევროპარლამენტი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გადაცემის მოწოდებით გამოდის

ევროპარლამენტი უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გადაცემის მოწოდებით გამოდის. აღნიშნულის შესახებ ევროპარლამენტის მიერ 16 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. ევროპარლამენტის რეზოლუცია მტკიცედ გმობს მოსკოვის აგრესიას, კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის ხალხისა და ხელმძღვანელობის მიმართ ურყევ სოლიდარობას და უკრაინისთვის საჭირო დახმარების გადაცემის განხილვისკენ მოუწოდებს. “ისინი [ევროპარლამენტარები] უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისადმი მხარდაჭე

ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს

დღეს, 14 დერეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 8 ნოემბერს უყარა კენჭი. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე. კემბერს, ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. ანგარიშის ავტორი ესტონელი ევროპარლამენტარი ს

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მიიღებს

28 ნოემბერს, ევროპარლამენტში მნიშვნელოვან რეზოლუციას მიიღებენ, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე - როგორც უკვე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს რეზოლუცია, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, „საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით

ევროპარლამენტი „საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე“ ხვალ დებატებს გამართავს, 27 იანვარს კი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენებას წარადგენენ

ევროპარლამენტი 21 იანვარს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ევროპარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ბრიუსელიდან იუწყება, ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების თემაა: „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში. დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული. გარდა ევროპარლამენტის დებატებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგ

ევროპარლამენტი - ვიმეორებთ მოწოდებას, სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე - რეკომენდაციას ვუწევთ ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების სისტემურ გადაწყვეტას

ვიმეორებთ მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მისამართით, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის მიერ მომზადებული შესწორების მიხედვით, ევროპარლამენტი „ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებ

ევროპარლამენტარი: მარნეულში იყო გაყალბების ფესტივალი, მთელი პალიტრა

ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ, რომელიც საქართველოში არჩევნებს ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ფარგლებში აკვირდებოდა, ერთ-ერთ ფრანგულ გადაცემაში იმ დარღვევებზე ილაპარაკა, რომლებიც აქ თავისი თვალით ნახა და აღბეჭდა. ნატალი ლუაზოს თქმით, ის აკვირდებოდა არჩევნებს თბილისის გარეუბანსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში. რაც შეეხება დარღვევებს, ლუაზოს თქმით, მან მარნეულში ნახა დაშინება, გაყალბება, ხმების ყიდვის შემთხვევები. „ეს იყო გაყალბების ფესტივალი“, – თქვა ნატალი ლუაზომ.

ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი საქართველოს შესახებ დებატებზე - ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია და დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს

ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია და დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თბილისიდან ახლახან დავბრუნდი და რაც იქ ვნახე, სიმართლე გითხრათ, გამაოგნებელი იყო. მთავრობა, რომელიც გაყალბებული არჩევნების შემდეგ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს და ცდილობს ევროპული დე

ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი - საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით - ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დავიწყოთ

საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით და ხელმძღვანელით, ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დავიწყოთ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰო ტერასმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში დემოკრატიასთან მიმართებით არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მდგომარეობა უარესდება. ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი - "ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია

"ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია,- ასე პასუხობს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, თითქოს ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა "ქართული ოცნების" შეფასებებს დაემთხვა. "ტყუილები იქამდე იზრდებიან, სანამ თავიანთ მთქმელებს არ გადაყლაპავენ. "ქართული ოცნების" უკანასკნელ ფანტაზიას - თითქოს ეუთო/ოდირმა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა - სიმართლის შენიღბვა არ შეუძლია: ამომრჩეველთა დაშინება

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო დებატებისას - ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით და ვერ ვხედავთ რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ დაპატიმრებას, ცემას? - საქართველოში ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წევრებს ციხეში უშვებენ

ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით და ვერ ვხედავთ რეპრესიებს ამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ? მათ დაპატიმრებას, ცემას. ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წევრებს ციხეში უშვებენ, - ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს იმას, რომ მათ არჩევნები მოპარეს და გააყალბეს. „ძვირფასო კოლეგებო, თუ არ გესმით, რას ამბობენ მომიტინგეები თბილისში ყოველ ღამით, ნება მომეცით, გ

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო - საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი - ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს

ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო (საფრანგეთი) სოციალურ ქსელში წერს. „დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი, მაშინ როცა ქართველები ყოველდღიურად დემოკრატიისა და ევროპის მიმართ ერთგულების დასადასტურებლად დემონსტრაციებს მართავენ. მთელი ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარ

ევროპარლამენტარი მიხალ ვავრიკიევიჩი - სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით საქართველოში არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა - ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმთან კავშირშია

სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ აქ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ვიმყოფებით, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში. ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა, ამიტომ ჩვენ მომავალში თავ

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი თამაზ გინტურის მკვლელობაზე - ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, მათ შორის, მიზანმიმართული სანქციების გზით

ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი გამოვიდა. ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა დაგმო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დააფიქსირა. „ნება მომეცით დავიწყო იმით, რომ მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს, ანა, ფოტიგას და ჩემს ყველა კოლეგას, აღნიშნული რეზოლუც

ევროპარლამენტარი იოზას ოლეკასი - რუსეთის აგრესია 2008 წელს, შემდეგ 2014 წელს უკრაინაში, საკმარისი არ აღმოჩნდა იმის გასაცნობიერებლად, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული, ახლა ამას ყველა ხედავს

მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესს და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, იოზას ოლეკასმა მადრიდში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. „ის, რომ რუსეთი მშვიდობისთვის არ არის მოწოდებული, საამისოდ ბევრი მტკიცებულება გვაქვს. ჩვენ, ბალტიელები და თქვენ, თქვენი რეგიონის ქვეყნები ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთი მშვიდობას და მეზობლებს საფრთხეს უქმნის. ჯერ საქართველოსკენ მიმართული აგრესია 2008 წელს, პუტინის რეჟიმის აგრესია
×
×
  • შექმენი...