Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.316

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ეუთო/ოდირი: ხდებოდა ამომრჩევლების აღრიცხვა, რაც ბადებს ეჭვს, რამდენად შეეძლოთ მათ ხმა შიშის გარეშე მიეცათ

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. მისია 530 დამკვირვებლისგან შედგებოდა. ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალური კოორდინატორი, საფრანგეთის სენატის წევრი პასკალ ალიზარდი ამბობს, რომ  კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადება კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა კენჭისყრის დღე დაძაბული იყო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა. ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა ხაზი გაუსვა პარტიებს შორის ფინანსურ დისბალანსს და ასევე ისაუბრა

ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის ლიდერები საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებაზე - კარგი ამბავი მოლდოვასთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის

კარგი ამბავი მოლდოვასთვის, დიდი სიახლე ევროპისთვის, - ასე ეხმაურება ლატვიის პრეზიდენტი, ედგარ რინკევიჩი მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებას. „ძვირფასო მაია სანდუ, თბილად გილოცავთ მოლდოვას პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. კარგი ამბავი მოლდოვასთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლისთვის“, - წერს ედგარ რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ში. მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ესტონეთის

ანა ბუჩუკური - თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს

თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა “ინტერპრესნიუსს” თსუ-სთან განუცხადა. ბუჩუკურის თქმით, ივანიშვილი ამდენი წლის მანძილზე ახალგაზრდებს ვერ ხედავდა და ახლა მოუწევს, რომ დაინახოს. „ახალგაზრდების აქციები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად. მე არ ვარ ორგანიზატორი, უბრალოდ ამ ადამიანების გვერდში ვდგავარ

მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული პირებიდან რამდენიმე, მათ შორის „მთავარი არხის“ ოპერატორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული პირებიდან რამდენიმე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის არიან „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე, ასევე ორი ქალი მომიტინგე, რომლებიც „ძლიერი საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები არიან. როგორც ოპერატორმა სერგი ბარამიძემ პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, მას სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აღენიშნება დაზიანებებიც. მისი განმარტებით, ის პ

ზაზა თავაძე - ჩვენ ვართ ყველა მშვიდობიან აქციაზე, სადაც ჩვენი ამომრჩეველია, სადაც ხალხია და სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ ივანიშვილის მიტაცებულ, გაყალბებულ არჩევნებს (ვიდეო)

AQPc9KDbWyk_2gx0zJvyKoS-CI05pssPlkXQTrI6AfNpn1ZhpNYQv0lNgU_5qE8SWtIGbc5cixSF04B2CZYUyL_x.mp4 ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე. ვიდეო:   AQPc9KDbWyk_2gx0zJvyKoS-CI05pssPlkXQTrI6AfNpn1ZhpNYQv0lNgU_5qE8SWtIGbc5cixSF04B2CZYUyL_x.mp4

29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. მათივე ცნობით, თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით

გიორგი გახარია - გაცემულია არაკანონიერი ბრძანება - „იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით!“ - როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა

ყველა ვხედავთ, რომ გაცემულია არაკანონიერი ბრძანება - იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენით! - როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემენ და პოლიცია, ზურგს უშვერს, სამარცხვინოა, უბრალოდ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მეცხრე დღეა, ადამიანებს ღამ-ღამობით იტაცებენ და დაკავების შემდგომ მათზე ძალადობენ. „ფაქტია და ყველა ვხედავთ, რომ არის გაცემული არაკანონიერი ბრძანება -იძალადეთ, არ შემოგაკვდეთ და რაც გინდათ ის ქენი

პაველ ჰერჩინსკი - ის, რაც საქართველოში ხდება აშკარად ითხოვს სანქციებს და ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად - ერთსულოვნების მიღწევა დამოკიდებულია 27-ვე დედაქალაქზე

ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ ურთიერთობასთან, რაც ევროკავშირს საქართველოსთან ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, რა ზომებია მაგიდაზე საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, 16 დეკემბერს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ელჩმა უპასუხა, რომ "ყველა ზომა მაგიდაზეა". „ყველა ზომა მაგიდაზეა. საქართველოს ბევრი წლის განმავლობაში პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონ

"ბევრს არაფერს ვიტყვი მასზე, ერთის გარდა..." - რას წერს ზაზა სარალიძე გიორგი გახარიაზე

ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება. "ოციოდე დღის დანიშნული იყო გიორგი გახარის შს მინისტრად, როდესაც ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა. ბევრს არაფერს ვიტყვი მასზე, ერთის გარდა - ამ ადამიანს შეუძლია მოსმენა, გაანალიზება და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. ჩემი პატივისცემა გიორგის და მის გუნდს. ყველაზე რთული პერიოდიდან გამოიყვანა ჩემი ოჯახი სამუდამო განადგურებისგან, როცა უკიდურეს ზომამდე ვიყავი მისული (ბევრს უნდოდა მასეთი შედეგი) რასაც ვერ ვიტყვი ვერც ერთ

ანდრო ჭიჭინაძე ციხიდან მამუკა მდინარაძის შეთავაზებას პასუხობს

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პასუხობს “ქართული ოცნების” აღმსრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეთავაზებას თავდებობის შესახებ. ჭიჭინაძის წერილს მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს. “მამუ, ძაან საყვარელი ხარ, მარა არ დაგავიწყდეს, რო უდანაშაულო ადამიანზე ლაპარაკობ”, – წერს ჭიჭინაძე. გუშინ, 20 იანვარს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მზად არის, ანდრო ჭიჭინაძეს თავდებში ჩაუდგეს, ოღონდ იმ დათქმით, თუ “თუ ის გაითავისებს, რა ჩაიდინა, რაში იღებდა მონაწილეობას”. მდინარაძეს გუშ

აქციაზე ნაცემი ზურაბ შონია: თავჩახრილს მირტყეს და მერე ჩამსვეს მანქანაში

2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ საპოლიციო ძალების მიერ სასტიკად ნაცემი მოქალაქე ამბობს, რომ სანამ დაკავების მანქანამდე მიიყვანდნენ, სასტიკად სცემეს. ეს კომენტარი მან TV პირველთან გააკეთა – კადრებში ჩანს, რომ ზურაბ შონიას თვალი აქვს დაზიანებული. 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა. უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯ

პარტია „საქართველოსთვის“ - თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს ვულოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები საქართველოს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს რამაზან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავენ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რამაზან-ბაირამი შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულია. „ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს ვულოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს. ეს შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულია. ჩვენ ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი, სამაგალითო ისტორია გვაქვს.

გიორგი გახარია - 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ - როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ

9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ - მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. გიორგი გახარიას განცხადებით, 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე ყველა ვალდებული ვართ, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ნამდვილი მშვიდობისთვის. „9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა

ლევან მურუსიძე - ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ხომ არ წავიდე საერთოდ სასამართლო სისტემიდან - მეთქი, მაგრამ არ მოისვენეს - დღეს არ აქვთ საშუალება, თორემ ცეცხლზეც დაგვწვავდნენ არასამთავრობოები

ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია - ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მან ჟურნალისტებთან იმ მოტივაციაზეც ისაუბრა, რის გამოც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურა დააყენა. როგორც

უკრაინის გენშტაბი: შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან. გენერალური შტაბის განცხადებით, მოწინააღმდეგე ცდილობს დროებით დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებას, ცალკეულ მონაკვეთებზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეკავებას და შეტევას ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით. უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორი

ბრიტანეთის ახალი პრემიერი: ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვიქნებით

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, უფლებამოსილების ოფიციალურად შესრულების დაწყებიდან რამდენიმე საათში ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. სუნაკმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს შეუძლიათ ჰქონდეთ დიდი ბრიტანეთის უცვლელი სოლიდარობის და მხარდაჭერის იმედი. „ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვიქნებით“, - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.   უკრაინის შემდგომი დახმარება იყო ერთ-

უკრაინა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი აფეთქებებს მოაწყობს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქებებს მოაწყობს, რასაც შემდეგ კიევს დააბრალებს. გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლექსი გრომოვის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ე.წ. მეორე არმიას არ გააჩნია არანაირი ჰუმანურობა, ხოლო კრემლი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები "პათოლოგიური მატყუარები არიან", სავარაუდოა, რომ მოწინააღმდეგე უკან დახევისას განახორცი

ექიმის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, გიორგი ბერიაშვილის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სასტუმრო „ლუქსში“, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, ხელყუმბარა ააფეთქა, კრიტიკულ მდგომარეობაშია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს კლინიკაში მიყვანისას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ოპერაცია ჩაუტარდა. „პაციენტი შემოიყვანეს წუხელ, ღამის 02:00 საათზე. აფეთქების შედეგად აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები ქვედა კიდურებზე, გულმკერდზე, თავზე, მდ

5 წლის ელენე ხერგიანს სასწრაფო ოპერაციისთვის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

5 წლის ელენე ხერგიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, მისი დიაგნოზია ყიფლიბანდის ნაადრევი გაძვლიანება, რაც თავის ტვინს ხელს უშლის განვითარებაში, იწვევს მის დაზიანებას, რამაც გამოიწვია პატარა ელენეს ჯანმრთელობის დარღვევა, დაუქვეითდა მხედველობა, ყურთასმენა და ყოველივე ეს აისახა ბავშვის მეტყველებაზე. ელენეს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მსგავსი ოპერაციები საქართველოში არ კეთდება. აუცილებელია, მას ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდეს თურქეთის

კორუფციასთან ბრძოლა და მერიის ანგარიშვალდებულების გაზრდა – ფრაქციამ „თბილისი საქართველოსთვის“ მოქალაქეებს ანგარიში წარუდგინა

კორუფციასთან ბრძოლა და მერიის ანგარიშვალდებულების გაზრდა – ფრაქციამ „თბილისი საქართველოსთვის“ მოქალაქეებს ანგარიში წარუდგინა თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ მოქალაქეებს წლიური ანგარიში წარუდგინეს. ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა შეხვედრაზე საკრებულოში საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს გაუსვეს ხაზი: – კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა – მერიის ანგარიშვალდებულე

შამილ ბასაევის ბანდის უვადო პატიმრობაში მყოფ წევრს სასამართლომ კიდევ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ჩეჩნეთის ვედენოს რაიონის სასამართლომ შამილ ბასაევის რაზმის ორ წევრს, სტავროპოლელ მაქსიმ პონარინსა და ყარაჩაევო-ჩერქეზელ რაშიდ ატუოვს 12-12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ფედერალური ჯარების წარმომადგენლების სიცოცხლის მოსპობისთვის. აქედან მაქსიმ პონარინი უკვე იმყოფება სამუდამო პატიმრობაში, ხოლო რაშიდ ატუოვს 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გამოძიების ვერსიით, ატუოვი და პონარინი ბასაევისა და ხატაბის მეთაურობით 2000 წლის 29 მარტს ვედენოს რაიონის სოფელ ჯანი-ვედენოს მახლობლად თავს დაესხნენ ჩეჩნეთის კომენდა

ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევში აღდგა წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქში აღდგა წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება მას შემდეგ, რაც ორშაბათს რუსეთმა დარტყმები განახორციელა უკრაინის ენერგომომარაგების ობიექტებზე, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებზე, რის გამოც შეწყვეტილი იყო დენის მიწოდება, მობილური სატელეფონო ქსელების მუშაობა და შეზღუდული იყო წყლით მომარაგება. „კიეველთა ოჯახების წყლით მომარაგება სრულად აღდგა. მადლობა ‘კიივვოდოკანალსა’ და DTEK-ს, რომლებიც თითქმის ერთი დღის განმავლობაში მუშაობდნენ დედაქალაქის მოსახლეობისთვის წყ

ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მცველმა აღიარა რუსეთის ჯაშუშობა

გასული წლის აგვისტოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ბრიტანელმა დევიდ სმიტმა დანაშაული სრულად აღიარა. ეჭვმიტანილმა ლონდონის სისხლის სამართლის სასამართლოში თქვა, რომ 2020 წლიდან იგი რუს სამხედროებს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მუშაობის შესახებ, სადაც მუშაობდა დაცვის თანამშრომლად. სმიტმა ასევე გააკეთა ფარული ვიდეოთვალთვალის კამერის ჩანაწერების ასლები, გადაიღო თავი ფარული კამერით, შეაგროვა საიდუმლო დოსიე ბრიტანელი აგენტების პირადი მონაცემებით

სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა

სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, არის მსხვერპლი. სტამბოლის გუბერნატორის ალი იერლიკაიას განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა. როგორც მან განაცხადა, არიან როგორც დაღუპულები, ისე დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება. თურქეთის ხელისუფლებამ მედიასაშუალებებს შემთხვევის ადგილიდან მაუწყებლობა ან ფოტოების გამოქვე

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმო
×
×
  • შექმენი...