Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.560

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ხალხს" - პრეზიდენტმა ელჩებს, ჯარსა და პოლიციას მიმართა

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას აჩერებს, პრეზიდენტი ევროკავშირის წევრები ქვეყნების ელჩებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც მან მიმართა პოლიციას, ჯარს და დიპლომატიურ კორპუსს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ელჩებს მოუწოდა, დღესვე მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც აქამდეც უნდა მიეღოთ. ამასთან, პრეზიდენტმა მიმართა ქართულ ჯარსაც და აღნიშნა, რომ ის არის ქვეყ

თეიმურაზ ჯანჯალია: თანამდებობა ბოლოდროინდელი მოვლენების გამო დავტოვე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია ამბობს, რომ „ზოგიერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი” მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. თეიმურაზ ჯანჯალიამ პოსტი გუშინ, 30 ნოემბერს დატოვა. დღეს, 1 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება„ქართულმა ოცნებამ” მიიღო. publika

თეონა აქუბარდია - მოქალაქეების ძალას ვერც ერთი შავნიღბიანით ვერ გადატეხავს ივანიშვილი. ამ ქაოსიდან ერთადერთი გამოსავალია ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება (ვიდეო)

"მოქალაქეების ძალას ვერც ერთი შავნიღბიანით ვერ გადატეხავს ივანიშვილი. ამ ქაოსიდან ერთადერთი გამოსავალია ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება." თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1894879897585881

Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი, Instagram-ი, Messenger-ი, WhatsApp-ი შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლებს საკუთარ ანგარიშებზე შესვლა უჭირთ. Meta-ს პროდუქტები 11 დეკემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, გლობალურად გაითიშა. Downdetector-ის მონაცემებით, 22:10 საათისთვის Meta-ს მომხმარებლებისგან 100 ათასზე მეტი "რეპორტი" შევიდა. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა Meta-მ და აღნიშნა, რომ პრობლემაზე მუშაობენ. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებელს. "ვიცით, რომ ტექნიკური პრობლემა ზ

დღეს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება

დღეს, თბილისსა და რეგიონებში 15 აქცია-მსვლელობა გაიმართება. კერძოდ, დედაქალაქში, 14:30 საათზე, კამპუსის შენობიდან (დავით აღმაშენებლის 240) გაიმართება კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში; 15:00 საათზე, მზიური, ამფითეატრში, შეხვედრა მაისის სტუდენტურ მოძრაობასთან 16:00 საათზე, იპოდრომზე, აქცია-კონცერტი „მუსიკალური აქცენტები - მიტაცება“. ასევე, 17:00 საათზე - მეტრო „დელისიდან“ საბურთალოელების მარში გაიმართება. 18:00 საათზე- რესპუბლიკის მოედანზე მიხა ხელაშვილის სახელობის მარში იგეგმება

ავჭალაში, კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ე.წ. ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში მოხდა. მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ინტერპრესნიუსს“ მოზარდის დაღუპვის ფაქტი კლინიკაში დაუდასტურეს. ინფორმაციისთვის, „ტიტანიკის“ კორპუსი ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლია. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წ####ბით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა

დონალდ ტრამპი ოპონენტებს პოლიტიკურ დევნაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ სავარაუდოდ კვლავ იყრის კენჭს პრეზიდენტად

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საკითხზე მომუშავე საგამოძიებო კომიტეტის წინაშე ჩვენების მისაცემად მის დაბარებას ეხმაურება და ოპონენტებს პოლიტიკურ დევნაში სდებს ბრალს. ტეხასში „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა „დემოკრატები“ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში. „მათ დაბარების უწყება გამომიგზავნეს. დაფიქრდით ამაზე, ამ თაღლითმა ხალხმა. ერთადერთი რამ, რისი

NASA-ს ხომალდმა დედამიწა და მთვარე ერთ კადრში გადაიღო — #1tvმეცნიერება

თქვენ წინაშეა დედამიწის და მთვარის ფოტო. სურათის მარჯვენა მხარეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პლანეტაა, მაგრამ მთვარის შემჩნევა ცოტა რთულია. ხედავთ? NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა Lucy-მ, რომლის მიზანიც იუპიტერის სიახლოვეს არსებულ ასტეროიდთა კვლევაა, ეს ფოტო 13 ოქტომბერს, დედამიწასთან გადაფრენისას გადაიღო. ჩვენი პლანეტისა და მისი ბუნებრივი თანამგზავრის ასეთი ხედით გადაღება არც ისე ბევრ კოსმოსურ ხომალდს შეუძლია. მთვარე დედამიწისგან საშუალოდ 384 000 კილომეტრით არის დაშორებული. კ

შარლ მიშელი - ყაზახეთი და უფრო ფართო რეგიონი შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის

ყაზახეთი და უფრო ფართო რეგიონი შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყაზახეთში ვიზიტისას განაცხადა. მიშელის თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია მიწოდების დივერსიფიკაცია. შარლ მიშელის განცხადებით, ყაზახეთი ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა საერთაშორისო არენასა და რეგიონში. „მინდა მოგილოცოთ, პირველი ევროკავშირი-ცენტრალური აზიის ლიდერთა შეხვედრის მასპინძლობა. ცენტა

აშშ-მა ჰიპერბგერითი შეიარაღების კომპონენტები წარმატებით გამოსცადა

აშშ-მა ჰიპერბგერითი შეიარაღების კომპონენტები წარმატებით გამოსცადა. პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რაკეტა ვირჯინიის სანაპიროდან გაუშვეს, რაც იარაღის ახალი კლასის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჰიპერბგერითი საშუალებების გაშვება რაკეტის გამოყენებით ხდება, რომელიც მიზნის მიღწევამდე ატმოსფეროს ზედა ნაწილში მიფრინავს და ბგერის სიჩქარეს ხუთჯერ აჭარბებს. ჰიპერბგერითი რაკეტა საათში 6 000 კილომეტრს ფარავს. დასავლური მედია წერს, რომ აშშ-მა და მისმა გლობალურმა კონკურენტე

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინაში რიში სუნაკის ვიზიტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის უკრაინაში ვიზიტი უკვე მზადდება. ინფორმაციას ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო ავრცელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ დანიშვნის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა პირველი საერთაშორისო სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა. “ვიცი, რომ ეს ძალიან კარგი საუბარი იყო, რომლის დროსაც, კერძოდ, შეთანხმდნენ იმაზე, რომ რიში სუნაკი უკრაინაში გამართავს ვიზიტს. კონკრეტულად როდის მოხდება ეს?- ჩვენ უკვ

5 წლის ელენე ხერგიანს სასწრაფო ოპერაციისთვის საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

5 წლის ელენე ხერგიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, მისი დიაგნოზია ყიფლიბანდის ნაადრევი გაძვლიანება, რაც თავის ტვინს ხელს უშლის განვითარებაში, იწვევს მის დაზიანებას, რამაც გამოიწვია პატარა ელენეს ჯანმრთელობის დარღვევა, დაუქვეითდა მხედველობა, ყურთასმენა და ყოველივე ეს აისახა ბავშვის მეტყველებაზე. ელენეს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მსგავსი ოპერაციები საქართველოში არ კეთდება. აუცილებელია, მას ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდეს თურქეთის

დევი მეზურნიშვილი - პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება

"პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება. წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში, ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქ

გაერო-ში იმედოვნებენ, რომ მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა მუშაობას განაახლებს

გაერო-ში იმედოვნებენ, რომ მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მარტინ გრიფიტსმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა შეაჩერა და არ შეუწყვიტავს. „მჯერა, მარცვლეულის ექსპორტის შავი ზღვის ინიციატივა განახლდება. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამაში დავრწმუნდეთ. ამისთვის 18 ნოემბრამდე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ეს ინიციატივა შეჩერებულია და არა შეწყვეტილი. სხვაო

ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევში აღდგა წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქში აღდგა წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება მას შემდეგ, რაც ორშაბათს რუსეთმა დარტყმები განახორციელა უკრაინის ენერგომომარაგების ობიექტებზე, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებზე, რის გამოც შეწყვეტილი იყო დენის მიწოდება, მობილური სატელეფონო ქსელების მუშაობა და შეზღუდული იყო წყლით მომარაგება. „კიეველთა ოჯახების წყლით მომარაგება სრულად აღდგა. მადლობა ‘კიივვოდოკანალსა’ და DTEK-ს, რომლებიც თითქმის ერთი დღის განმავლობაში მუშაობდნენ დედაქალაქის მოსახლეობისთვის წყ

ბორის ჯონსონი პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე - არა მგონია, ასე მოიქცეს, გიჟი იქნებოდა

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. „არა მგონია, ასე მოიქცეს, გიჟი იქნებოდა“, - აღნიშნა ჯონსონმა. მისი თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენება ნიშნავს, რომ პუტინი "მყისიერად შეიტანს განაცხადს ცივილიზებული ქვეყნების კლუბიდან რუსეთის გასვლის შესახებ". „ეს იქნება სრული კატასტროფა რუსეთისთვის, რომელიც აღმოჩნდება კრიოგენურ ეკონომიკურ ყინვაში“, - აღნიშნა ჯონსონმა.  

პირველად საქართველოს ისტორიაში Fia Motorsport Games 2022-ზე ქართველებმა უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს

პირველად საქართველოს ისტორიაში მარიამ დავითიძემ, ნიკა კობოსნიძემ, არჩილ ციმაკურიძემ და მარი წიკლაურმა Fia Motorsport Games 2022-ზე, ერთ-ერთ დისციპლინაში - 4-საათიან კარტინგ ენდურანსის რბოლაში უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს.    მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო რბოლა ვერ გაიარეს სრულად და სტარტი მე-9 პოზიციიდან აიღეს,  თითქმის შეუძლებელი წარმატების მიღწევა შეძლეს და რბოლა მე-4 ადგილზე დაასრულეს.    ბრინჯაოს მედლამდე მათ სულ რაღაც 6 წამი დააკლდათ.   ფედერაციის ყველ

ანა ჯაბაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის სიტყვების დამარცვლით წარმოთქმასაც ცდილობს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულის შესახებ ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე განმარტებით, გამსახურდია სიტყვების დამარცვლით წარმოთქმასაც ცდილობს. „ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰემოდინამიკური მაჩვენებლებისა და სასიცოცხლო კრიტერიუმების მხრივ სტაბილურია. მაგრამ მოგეხსენებათ, მძიმე ტრავმების შედეგად თავის ტვინის ღრმა დაზიანება აქვს, რის გამოც, შეზღუდული აქვს კოგნიტ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ხელაძის განცხადებას მოჰყვა. როგორც ხელაძემ სხდომაზე განაცხადა, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ტრაგედიით დივიდენდების მიღებას და ამ ფაქტის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. ამასთან, მმართველი გუნდის დეპუტატმა ოპოზიციონერი კოლეგები სპეკულაციებშიც დაადანაშაულა. ხელაძის ამ განცხადებას ოპონენტების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც, რამ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მსოფლიო ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა

უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მსოფლიო ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, მსოფლიოში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ პოლიტიკასა და ეკონომიკას, პოლიტიკასა და უსაფრთხოებას შორის ურთიერთობას. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მსოფლიო „ხუთ ქვეყანაზე მეტია“, რითაც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრზე მიანიშნა. „პოლიტიკა ნიშნავს ხვალინდელი დღ

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის

შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე და ახლა, “შექმნილი რეალობის გათვალისწინებით”, მზადაა დიალოგისთვის. “ჩვენ ჯერ კიდევ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არასდროს გვითქვამს მათზე უარი, მზად ვართ ისინი ვაწარმოოთ, რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ამ მომ

სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა

სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა, არის მსხვერპლი. სტამბოლის გუბერნატორის ალი იერლიკაიას განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა. როგორც მან განაცხადა, არიან როგორც დაღუპულები, ისე დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება. თურქეთის ხელისუფლებამ მედიასაშუალებებს შემთხვევის ადგილიდან მაუწყებლობა ან ფოტოების გამოქვე

სტამბოლის გუბერნატორის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა

სტამბოლში აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 38-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სტამბოლის გუბერნატორი ავრცელებს. თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აფეთქება ერთი საათის წინ სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა.   ავტორი - გივი ბარამიძე

კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა - არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა [ვიდეო]

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის არგენტინის ნაკრებისა და საუდის არაბეთის მატჩით გაიხსნა და პირველი სენსაციაც დაფიქსირდა – არგენტინამ 1:2 წააგო და მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყო.     სამხრეთამერიკელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გახსნა უკვე მეორე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ლიონელ მესის დარტყმული საუდელთა მეკარემ მოიგერია. არგენტინელებმა აქტიურობა განაგრძეს და მე-10 წუთზე გოლიც გაიტანეს – კუთხურის გა

მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დენი არ მიეწოდება მოლდოვის ნაწილსაც

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს. უკრაინის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, კიევში კი, წყლის მიწოდება შეწყდა. მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ერთდროულად მიიტანა. გავრცელებული ცნობით, რაკეტები უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მიფრინავს. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ერთდროულად ცხრა ერთეული „ტუ-95“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი
×
×
  • შექმენი...