Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.099
  • comments
    0
  • views
    691.857

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ერთად უნდა გავიჭირვოთ“ - როდის დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია

წერეთლის გამზრის სრული რებალიტაცია აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, შეიძლება ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამის საჭიროება არ არის და მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა მოხდეს, მაგრამ სრული რეაბილიტაცია აუცილებელია. „აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, განახლება. წერეთლის გამზირზე სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მსგავსად სრული რე

უნებართვო გარე ვაჭრობაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდეს

უნებართვო გარე ვაჭრობაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდეს. ამას “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონის პროექტი მთავრობამ მოამზადა. მოქმედი კოდექსით დადგენილი ნორმის თანახმად, გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე იწვევს ფიზიკური და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ამასთან, იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირე

თბილისის პარკინგი ავტომანქანებს უცხოური სანომრე ნიშნით ზოგ შემთხვევაში არ აჯარიმებს

თბილისში პარკირების წესების დარღვევისას უცხოურნომრიანი ავტომანქანები მძღოლის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში არ ჯარიმდებიან. ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის მერიაში დღეს, 5 აპრილს განუცხადეს. ნეტგაზეთი აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სოციალურ ქსელში ესმა გუმბერიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შშმ პირებისთვის განკუთვნილ პარკინგზე დგას ავტომანქანა რუსული ნომრებით. თბილისის პარკინგის თანამშრომელი მოქალაქეს ეუბნება, რომ “უცხო ნომრებზე, მით უმეტეს რუსულებზე”, ჯარიმას “არ აწერი

ერთ-ერთი სამინისტროს 3 000-მდე კომპიუტერზე დაყენებული იყო პროგრამა და გროვდებოდა მონაცემები - პერსონალურ მონაცემთა სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა არაგეგმური შემოწმების შედეგად, ერთ-ერთ სამინისტროში დასაქმებულების კომპიუტერში გააქტიურებული პროგრამა აღმოაჩინა. სამსახურის ცნობით, ამ პროგრამით კომპიუტერით განხორციელებული ქმედებების დეტალური ინფორმაცია გროვდებოდა. სამსახურმა გამოარკვია, რომ ზემოაღნიშნულ პროცესში დამუშავებულ მონაცემებს შრომითი საქმიანობის ფარგლებში თანამშრომელთა მონიტორინგის მიზნით იყენებდა ერთ-ერთ დეპარტამენტი (მაგალითად, დეპარტამენტის უფროსი მივლინების დროს აკონტროლებდა თავისი თან

ომის ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში სულ მცირე 50 უფლებადამცველი და ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის განმავლობაში, სულ მცირე 50 უფლებადამცველი, ჟურნალისტი და ჰუმანიტარული მისიების მოხალისე დაიღუპა. ასეთი რიცხვია მოტანილი საერთაშორისო პროექტ Front Line Defenders-ის ანგარიშში. პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთს, ომის დასაწყისიდანვე, მიზანში ჰყავდა ამოღებული უკრაინელი უფლებადამცველები, რომლებიც უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების მოპოვებით იყვნენ დაკავებული. ეს ფაქტობრივი მასალა აუცილებელია მომავალი ს

გრიგორიადისის დედა: სრული სიამაყით ვამბობ, რომ ვარ ლაზარეს დედა

7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა თამთა კალანდაძე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც მის შვილზე გული შესტკივა. ვიდეომიმართვა მან "TV პირველს" გაუგზავნა. "მე ვარ თამთა კალანდაძე - ლაზარეს დედა. ამას ვამბობ სრული სიამაყით იმიტომ, რომ ჩემი შვილი ჩემს თვალში გმირია, რომელსაც გული შესტკივა თავის სამშობლოზე და გულანთებული, ნათელი ადამიანია. მე ჩემს შვილს რომ ვუყურებ, მის თბილ და მოსიყვარულე გულს ვხედავ და არა დახატულ იმიჯს", - ამ სიტყვებით იწყებს ლაზარეს დედა ვ

სალომე ზურაბიშვილი - ებრაელ თანამოქალაქეებსა და მსოფლიოში ყველა ებრაელს ვულოცავ პასექის დღესასწაულს, ვუერთდები მათ სიხარულს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ებრაელებს პასექის დღესასწაულს ულოცავს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებსა და ყველა ებრაელს მსოფლიოში ვულოცავ პასექის დღესასწაულის დადგომას. თავისუფლების სიყვარულის, ერთგულებისა და მადლიერების, ღვთის სამართლიანობისა და მფარველობის გამომხატველი ეს დღესასწაული სიმბოლურია ყველა იმ ერისათვის, რომელსაც თავი დაუღწევია ტირანიისათვის ან აგრძელებს ბრძოლას მის წინააღმდეგ. ვუერთდები თქვენს ს

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, სპეციალური ვებგვერდი ამოქმედდა

პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც, ხელმისაწვდომი გახდა ვებგვერდის, taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, შესაბამისად, უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდის, taxi.tbilisi.gov.ge განახლებული ვერსია მთელი რიგი შესაძლებლობებით, რომელსაც ეს ეტაპი ითვალისწინებს. ვებგვერდზე განთავსებულია მოხმარების ინს

გარდაიცვალა ჯამლეტ ხუხაშვილი

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა. ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო საქართველოს პირველი არხის სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (20

სკვერების თვითნებურად გადათხრა-დაზიანებასა და მათი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე დატოვებაზე საჯარიმო სანქციები შემოდის

სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო, ფიზიკური პირი - 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 1 000 ლარით დაჯარიმდება. იგივე ქმედება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთში ჩადის, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში მარკინ პრჟიდაჩმა ორი დღის წინ განაცხადა. „ვიზიტი პრეზიდენტ დუდას მოწვევით გაიმართება. იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა პრჟიდაჩმა. ვიზიტის ფარგლებში, ვოლიდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ ანჯეი დუდას და პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის შეხვდება

“ლატვია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველა მიმართულებით ხელს შეუწყობს“ - ლატვიის ელჩი

„ლატვია ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მიმართულებით, რაც ევროინტეგრაციაში დაეხმარება. ჩვენ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს როგორც აგრარული, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. თუმცა, შეგვიძლია უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო უკეთესად“, - განაცხადა ლატვიის ელჩმა ედიტ მედნიმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრის დროს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით თანამშ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ, უარი თქვას „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტში ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული ე.წ. პერსონალური მიდგომის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა რთული იქნება, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნეს. „თანამომხსენებლები ხ

უკრაინაში გაასამართლებენ 15 რუს ჯარისკაცს, რომელსაც 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი ერთი თვე სარდაფში ჰყავდა დაკავებული

უკრაინაში 15 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ, რომელსაც ჩერნიგოვის ოლქში, იაგოდნოეს სკოლის სარდაფში 368 ადამიანი თითქმის ერთი თვე ჰყავდა დაკავებული. გენერალური პროკურატურის ცნობით, 15 რუს სამხედრო მოსამსახურეს ბრალი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევისთვის წაუყენეს.   „რუსეთის ფედერაციის 15 სამხედრო მოსამსახურეს ჩერნიგოვის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის გაასამართლებენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში, ჩერნიგოვის ოლქის ოკუპირებულ

ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილეზე: რადგან ჩემი დისშვილია უნდა დაიჩაგროს?

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, უქმნიდა თუ არა უხერხულობას, რომ მისი დისშვილი ომბუდსმენის მოადგილედ დაინიშნა. ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ მას არ აქვს უხერხულობა ამის გამო, რადგან ნათია ჯულაყიძე კვალიფიციური კადრია და ის პარტიაშიც ბევრ საქმეს აკეთებდა. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გუშინ მოადგილეები წარადგინა – ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური. ნათია ჯულაყიძე პარტია „მოქალაქეების

დონალდ ტრამპი გაათავისუფლეს და მან სასამართლოს შენობა დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოს შენობა დატოვა. ის დღეს მანჰეტენის საოლქო პროკურატურის ოფისში დაკითხვაზე გამოცხადდა, სადაც ფორმალურად დააკავეს სასამართლოს სხდომამდე, რომელიც დღესვე გაიმართა. დონალდ ტრამპს 34-პუნქტიანი ბრალდება წარუდგინეს. დონალდ ტრამპი ბრალს არ აღირებს. CNN-ის ცნობით, სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ დონალდ ტრამპს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. publika

დონალდ ტრამპი დააკავეს

დონალდ ტრამპი დააკავეს. როგორც დასავლური მედია წერს, სასამართლოში მისვლის შემდეგ, დონალდ ტრამპი ოფიციალურად არის დაკავებული და პოლიციის პატიმრობაში იმყოფება მომავალ სასამართლო სხდომამდე. ტრამპი ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს. ipn

სალომე ზურაბიშვილი - ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია, ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება. „ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. გილოცავთ! ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ფინეთი ნატოს 31-ე წევრი დღეს ოფიციალურად გახდა. ცერემონია ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ოფ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9 აპრილს პრეზიდენტი ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, ღონისძიება აპოლიტიკურია, მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებას

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ღონისძიება აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყლიბებას. „9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეა

სენაკის მერის ბიძის კომპანია ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს — TI-საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ინფორმაციით, სენაკის მერიის მიერ 2022 წლის მარტში გამოცხადებულ 5 ტენდერში, რომელთა ჯამური ღირებულება 2 614 550 ლარია, სენაკის მერ ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია „არქეოპოლისმა” და ბიძაშვილ იოსებ გადელიას კომპანია „ინდიკომ” უკონკურენტოდ გაიმარჯვეს. სენაკის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ვახტანგ გადელია ადრე თავადაც მუშაობდა „არქეოპოლისში”. 2009-2013 წლებში სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. „არქეო

ფინეთის პრეზიდენტი - ბევრი ისტორიული მომენტი გვინახავს, მაგრამ დღევანდელი დღე ყველაზე ისტორიულია - რუსებმა სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია

რუსებმა, გარკვეულწილად, სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია , - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. “მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მახსოვს, რომ ფინეთის გაწევრიანებას ჯერ კიდევ 2021 წელს განვიხილავდით, მას შემდეგ კიდევ ლამის 10-ჯერ გვისაუბრია. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ფინეთისთვის. ვხედავ, რომ ნატოსთვისაც მნიშვნელოვანია. უსაფ

ფინეთი ნატო-ს წევრი ოფიციალურად გახდა

ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ გაწევრიანების ოფიციალური პროცესი ცოტა ხნის წინ დაასრულა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის“. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადი

სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სასამართლომ ბრალადწარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ყოფილ მაღალჩინოსანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას გოგაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მ

ანა ბუჩუკური - დეჟავუ მქონდა, „wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კეზერაშვილს ბიძინობა უნდა

დეჟავუ მქონდა, „wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კეზერაშვილს ბიძინობა უნდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ადამიანები პოლიტიკაში არაფორმალურად არ უნდა მონაწილეობდნენ. „ძალიან უცნაური ეთერი ჰქონდა ბატონ კეზერაშვილს, ბოლომდე ვერ ვუყურე, კვარაცხელიას თამაში იყო, მაგრამ რასაც ვუყურე, კითხვები უფრო მეტი გააჩინა, ვიდრე რამეს უპასუხა. ზოგადად, ვერავის აუკრძალავ პოლიტიკაში ყოფნას, მაგ

მიხეილ დაუშვილი - თუ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება სრულად ჩვენი მოქალაქეების დამსახურება და არავისი სხვისი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო

პარტია "საქართველოსთვის" წევრისა და დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიამ ცალსახად თქვა თავის შუალედურ დასკვნაში, რომ „დეოლიგარქიზაციას“ სჭირდება სისტემური მიდგომა და არა ის მიდგომა, რომელიც დღევანდელ პროექტშია ასახული. მისივე თქმით, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოს ძირეული რეფორმაა.     "ამიტომ კიდევ ერთხელ, თუნდაც ერთობლივად, მაგრამ გავატაროთ რეალური სისტემური რეფორმები, რათა
×
×
  • შექმენი...