„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს ჯერ არ უმსჯელია, თუ რა ტიპის რეაგირება ექნება აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თამაშის წესები იყოს დაცული. მე ყველას პირობას ვაძლევ, საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც, რომ ვერც ერთი უსამართლო ქმედებით ვერ მოხდება საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და მისი ინსტიტუტები იყვნენ დამოუკიდ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების უკან კორუფციული პროცესები დგას.
„მომიწევს ცოტა მძიმე შეფასების გაკეთება – კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, – ამის შესახებ კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.
სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრები მიიჩნევენ, რომ დასანქცირებული მოსამართლეები უნდა გადადგნენ თანამდებობიდან, ამასთან, პარლამენტმა უნდა მიიღოს ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. ორმაგი 2/3-ის პრინციპით მიღებასთან დაკავშირებით და ვენეციის კომ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთს მოუწოდა, გამოიჩინოს ლიდერობა საჰაერო კოალიციაში და უკრაინას თანამედროვე F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაში დაეხმაროს.
„როდესაც ბრძოლა მოითხოვს არტილერიას, მისი მიწოდება უნდა მოხდეს. როდესაც გამარჯვება ითხოვს ტანკებს, ფრონტის ხაზზე მათი გრუხუნის ხმა უნდა ისმოდეს. როცა დამოუკიდებლობა ჰაერს მოითხოვს, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, როგორი რეაგირება ექნება რუსეთი ჩვენს თვითმფრინავებზე, არ უნდა იფიქრო, რომელი ნომერი გამოიყურება უფრო უსაფრთ
ჟენევაში გამართულ საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდზე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიების პოლიტიზების თავიდან აცილება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, 4-5 აპრილს გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელზეც რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ გალუზინი წარმოადგენდა, ხაზი გაესვა „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობებს, კონფრონტაცია უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ.
„აქცენტი გაკეთდა „კოლ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს რამდენიმე მოსამართლე დაასანქცირა. როგორც სახელმწიფო მდივანი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო. სანქცირებულებს შორის მოხვდნენ მოსამართლეები: მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მოსამართლე, ლევან მურუსიძე, რომელიც აშშ-მ დაასაქცირა.
ლევენა მურუსიძემ ქონებარივი დეკლარაცია 2022 წლის 26 ი
ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!- ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება.
„ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უ
აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას ეხმაურება. აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი, ჯიმ რიში, Twitter-ზე წერის, რომ დღევანდელი სანქცირებები ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისაღები.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.
პუბლიკა
მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში ცეცხლი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
მედიას ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განუცხადა.
"ზნამენკას 19-ში, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა ხანძარი. ინტენსიური წვა შეინიშნება მესამე სართულის ფანჯრიდან". – ამბობენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ხანძარს სირთულის ხუთი დონიდან მეორე აქვს მინიჭებულ
უფფ, არაუშავს, რა ვქნათ ეხლა, ცხოვრება გაგრძელდება, რა. არ მეკუთვნის დასანქცირება. რავიცი ეხლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხო არ მოვიკლავ ეხლა, ხო? რა გავაკეთო. ძაან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება.
თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ეხლა, ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ეს ესე არის, ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობაა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამ
4-მა მოსამართლემ მათი ქმედებებით უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მიმართვაში განაცხადა, რომლთაც 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ ს
რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმში „პირველი საკონტეინერო მატარებელი“ ჩავიდა.
მედია ვარაუდობდა, რომ ეს იყო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის რუსეთის კიდევ ერთი სქემა.
გამოცემა SOVA წერს, რომ სოხუმიდან თურქეთში ტვირთის გასაგზავნად ანატოლიის გემი გამოიყენებოდა.
ამავე ინფორმაციით, ახლა ტრანზიტის ფაქტი დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეების დასანქცირებას პოსტით ეხმაურება.
მისი თქმით, ეს არის პასუხისმგებლობების პერსონალიზების ნათელი მაგალითი.
"ხელის სხვისკენ გაშვერა აღარ მუშაობს. ყველას ინდივიდუალურად მოუწევს პასუხისგება ქვეყნის და მისი მომავლის მტრობისთვის. ამიტომ, პოლიტიკური მენეჯმენტიდან დაწყებული, შუა რგოლით და რიგითებით დამთავრებული კარგად დაფიქრდით, სანამ უკანონობას ჩაიდენთ ან უკანონო და
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის თანახმად, განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება.
გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად ასარჩევად პ
შოტლანდიის პოლიციამ ფინანსური თაღლითობის ბრალდებით, შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრის ნიკოლა სტერჯენის მეუღლე პიტერ მურელი ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავა.
„ბრალდებული დაკავებულია და მას დეტექტივები კითხავენ“, – განაცხადეს შოტლანდიის პოლიციაში.
„ბიბისის“ ინფორმაციით, შოტლანდიის პოლიცია იძიებს, თუ სად გაქრა დამოუკიდებლობის მხარდამჭერი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის მიერ 2017 წელს შეგროვებული 600 000 ფუნტზე მეტი.
პეტერ მურელი, რომელიც შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას ორი ათწლე
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ.
მათივე ცნობით, განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 40 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
ნატო გააგრძელებს იმ პარტნიორი ქვეყნების, მათ Შორის საქართველოს მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ივლისის თვეში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე ისაუბრეს.
„ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ
პოლონეთი მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინამ უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მიიღოს ნატოს სამიტზე, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ივლისში გაიმართება, თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 5 აპრილს.
"ჩვენ ვცდილობთ ნატოს მომავალ სამიტზე, ვილნიუსში, უკრაინისთვის მოვიპოვოთ... უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები, რომლებიც გააძლიერებს უკრაინის სამხედრო პოტენციალს", - თქვა დუდამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
რადიო თავისუფლება
არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" ეჭვობს, რომ შესაძლოა, 17 მარტის ღამეს დიდ დიღომში 12 წლის ანას გვამის გადამალვა სცადეს. 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ოჯახის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ გარემოებაზე საუბრობს.
"გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები. დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის
ჩემი უმცროსი ძმა, ომის დაწყებიდან ერთად ვიყავით, ირპენი, გოსტომელი, ბუჩა, ერთად მივიღეთ მონაწილეობა გათავისუფლებაში, ერთად მოვიწამლეთ ზარინით, ერთად ჰოსპიტალში . პროფესიონალი მებრძოლი და მედიკი.
ძალიან დიდი დანაკარგია ჩემთვის და ჩვენი მებრძოლი მეგობრებისთვის .
გასკდა გული ამდენი ძვირფასი ადამიანის დაკარგვას ვერ გადავიტან. დათო ქუჩუკიანი. დიდება შენ ძმაო. დიდება გმირებს. _ წერს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე და და უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპული 32 წლის დ
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე განმარტავს, თუ რატომ არ შეუძლია უცხოური ნომრის მქონე ავტომობილის მძღოლის დაჯარიმება „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლებს.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსული, მათ შორის, არც რუსული ნომრით მოძრავი ავტომობილების მფლობელი ფიზიკური პირების პერსონალურ მონაცემებზე და მითითება მხოლოდ რუსული ნომრით მოძრავი მანქანების არდაჯარიმებასთან დაკავშირებით არ არსებობს.
მისივე თქმით, თბილისის მერია საკითხის მოსაწესრიგებ
ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge, მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, უშედეგოდ ცდილობს მიიღოს საჯარო ინფორმაცია რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის თვითმმართველობებისგან. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვს საჯარო უწყებებისგან, მათი შიდა აუდიტის სამსახურების, 2022 წლის, ანგარიშების/დასკვნების და რეკომენდაციების გაცნობას.
მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის მომზადების შემდეგ, რუსთავის მერიამ საკითხზე საპასუხო წერილი გამოაგზავნა. საჯარო უწყება, უარს აცხადებს შიდა აუდიტის შემოწმების შედეგად მომზადებული ანგარ
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ გამოაცხადა.
მოსამართლემ ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაცვის მხარე ბრალდებულის მიერ ფაქტის გულწრფელი აღიარებიდან გამომდინარე სასჯელის მინიმუმის გამოტანას მოითხოვდა, რასაც ბრალდების
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ.
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ საპრეზიდენტო სასახლეში, რის შემდეგაც დელეგაციები გამართავენ მოლაპარაკებებს.
ეს ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვარშავაში მას შემდეგ რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკრაინის პირველი პირი უცხოეთში ომის პერიოდში რამდენჯერმე იმყოფებოდა, რა დროსაც ის ვაშინგტონს, ლონდონსა და ბრიუსელს ეწვი