სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“( ს/კ 400254087, მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N 22), რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობ
ბელგიის პოლიციამ, რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული სულ მცირე, ოთხი ადამიანი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით.
ჩხრეკის სერიის განმავლობაში პოლიციამ დაახლოებით 600 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო, წერს გამოცემა Politico.
ბელგიის პროკურატურა დაკავებულების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა გამოცემა Le Soir-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 25 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა და 61 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურ
არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მიესალმებიან და საქართველოს პარლამენტს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ სამართლიანი და სანდო სასამართლოს გარეშე შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა.
ამასთან, მესამე სექტორი ერთობლივ განცხადებაში იმასაც უსვამს ხაზს, რომ მართლმსაჯულების სისტ
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ იმედი აქვს, უკრაინაში გასაგზავნად მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი იქნება მზად.
ევროკავშირის სამიტის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული, რომ 2 ბატალიონი, ანუ დაახლოებით, 80 ერთეული Leopard 2-ის ტანკი, ნამდვილად მზად იქნება მარტის ბოლომდე უკრაინაში გასაგზავნად, შოლცმა უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ, საბოლოო ჯამში, მოხერხდება“.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ „ეს ადვილი არ იქნება“.
შეგახსენებთ,
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კარიერული დიპლომატი რობინ დანიგანი ამჟამად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა. 2018-2021 წლებში ის ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მსახურობდა. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს.
2014-2017
მეცო-სოპრანო, საერთაშორისო ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებელი ნინო სურგულაძე საქართველოში თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა.
ნინო სურგულაძემ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ათასობით დაღუპული ადამიანის გამო ელჩს თანაგრძნობა და სამძიმარი გამოუცხადა.
ქართველმა მეცო-სოპრანომ ალი ქაან ორბაის 20 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში დახმარება შესთავაზა.
ფონდ „ნატვრის ხის“ ხელმძღვანელის თქმით, საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხ
გარდაიცვალა უკრაინულ პოლკ „აზოვის“ პირველი ბატალიონის მეთაური, ოლეგ მუდრაკი, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში თანამებრძოლებთან ერთად მონაწილეობდა ქალაქ მარიუპოლის დაცვაში და შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა. უკრაინული მედიის მიერ მუდრაკის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ 35 წლის ოფიცრის სიკვდილი გულის გაჩერებამ გამოიწვია.
მუდრაკი უკრაინისთვის 2014 წლიდან იბრძოდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იგი თანამებრძოლებთან ერთად იცავდა საზღვ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი და გასაგებია საერთაშორისო პარტნიორების წუხილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით; თუმცა გამჭვირვალობა აუცილებელია და მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს გაგრძელდება.
„მაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის - დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით... გასაგებია წუხილი, რომელიც მათ აქვთ, იმ პროპაგანდი
“კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას” – ამბობს გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ.
„მე ტექსტს არ ვიცნობ, მაგრამ ევროკავშირის დემარში გარკვეულ უმართლობის ელემენტებს მოიცავს” – ამბობს იგი.
„შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე
თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი და ფასეული ღირებულება არ არსებობს!
სწორედ ამ ღირებულებაზე დაყრდნობით და მასზე შეთანხმებით უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს. იქნება ეს კანონის ცვლილება თუ კონკრეტული რეფორმა. - არ აქვს მნიშვნელობა.
არა რუსულ კანონს და საერთოდ ყველაფერ რუსულს!
Tbilisi Open Air/AlterVision განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წელს პროექტი 14 წლის ხდება, თუმცა ეს ძალიან მცირე მონაკვეთია იმ დროსთან შედარებით, რომელიც ქვეყანასა და ხალხს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ თავისუფლებისათვის ბრძოლაში აქვს გატარებული.
დღეს 8 მარტს თბილისში ორი საპროტესტო აქცია იგეგმება რუსული კანონის წინააღმდეგ.
15:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანიდან გაიმართება ქალთა მარში – ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ!
19:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილია საპროტესტო აქცია – არა რუსულ კანონს – გამოდი ღირსების დასაცავად!
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მს
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსები თავისუფალი არიან გადაადგილებაში და სჯობს, ბედნიერება იქ ეძებონ, სადაც მათი სამშობლოს დროშებს არ დაწვავენ.
„არიან ასეთი ადამიანები. დიახ, ისინი თავისუფალი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს და ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ, სამშობლოა. არავინ უშლის ხელს ბედნიერების სხვაგან ძიებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს ა
პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, სოციალურ ქსელში რუსთავის მერიაში მიმდინარე პროცესებზე პოსტს აქვეყნებს:
"რუსთავში მიმდინარე პროცესები:
- რუსთავის მერია, რომ მუნიციპალიტეტის ბეჭედს უმალავდა საკრებულოს და უკანონოდ არ ამოწმებდა კანონიერად მიღებულ აქტებს, ყველას გახსოვთ.
- ამის შემდეგ საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტს აქვს 2 ბეჭედი, მიუხედავად ამისა, დაახლოებით ნახევარი წელი, საკრებულოს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მერიას არ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სანამ ქვეყანა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის წამალს შემოიტანს, სამინისტროს ამ თემაზე მეტი დრო და მეტი კონსულტაცია სჭირდება.
საუბარია პრეპარატზე, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მარეგულირებლებმა აღიარეს. პრეპარატი იშვიათი გენეტიკური დაავადების – აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ გამოიყენება.
„იმედთან“ ინტერვიუში გაბუნია ამბობს, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია იშვიათი დაავადებები და ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს პარლამენტის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“, „მთავარისა“ და „TV პირველის“ გადამღები ჯგუფებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებას.
კოალიციის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები სადამსჯელო ხასიათს ატარებს, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ გაცხადებული ბოიკოტისა და პოლარიზებული მედიაგარემოს ფონზე.
პარლამენტის აპარატმა „TV პირველის“ გადამღები ჯგუფის წევრებს, ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძესა და ოპერატორ ირაკლი მურმანიშვილს, ა
არაფორმალურ მმართველებს უნდა ვებრძოლოთ და ვხედავთ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მხარესაც, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილის თქმით, არაფორმალური გავლენები და შავი ფულის როლი ქართულ პოლიტიკაში გასანულებელია.
„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში არაფორმალური გავლენების და შავი ფულის არსებობა ძალიან დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე. როგორც ჩანს, არაფორმალურ მმართველებს უნდა ვებრძოლოთ და ვხედავთ არა მხოლოდ ხელისუფლების მხ
ანა ბუჩუკური:
მე-6 დღეა ჭიათურაში მაღაროელები გაფიცულები არიან და ითხოვენ ღირსეულ შრომით პირობებს.
დღეს მერს მივმართავ, ხვალ პარლამენტის ტრიბუნის დროს დავუთმობ ამ თემას. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ და ვერ იქნება.
გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს, ვისაც როგორ შეგვიძლია!
„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებს, „გამოდის, რომ რასაც ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს ეძახდა, მართალი იყო”.
„როდესაც კონკრეტული ადამიანი შენ გეძახის რეზიდენტს და მერე აღარ მინდა გავიმეორო რას გეძახის, ამის მერე თუ კიდევ ფიქრობ ასეთი პიროვნების შეწყალებაზე, მაშინ ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი. რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილის, გამოდის, რომ ის ყოფილა მართალი და ის
„მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რუსული თვითმფრინავებისთვის ცის გახსნით, ქართულ მიწაზე მათი ზარზეიმით მიღებითა და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით კი არ უნდა ამაყობდეთ, ან კიდევ რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაზე ფიქრობდეთ, არამედ, თუ რამე შეგიძლიათ, სჯობს თქვენს პოლიტიკურად თანამოაზრე ოკუპანტ მეგობრებს მოსთხოვოთ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე კი არ გაფიქრონ და მათთვის სასარგებლო საქმეები გაკეთებინონ, არამედ ხანდახან საქართველოს მოქალაქეების ინტერეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ შალვა იაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეუცვალა და 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შალვა იაშვილი 25 აპრილს მას შემდეგ დააკავეს, რაც რენატა ბეგიაშვილმა თავისი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მეუღლის მხრიდან ძალადობაზე დაწერა.
შსს-ს გამოძიების ვერსიით, 22 აპრილს ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყ
ნატო-სთვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო და ამ 2-3 წელში მოახერხეთ, რომ ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ხსენება არ არის, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს სამიტზე უკრაინისთვის უკვე ორი პოლიტიკური შედეგი სახეზეა, ნატო- უკრაინის კომისია გადაკეთდა ნატო-უკრაინის საბჭოდ, რომლის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება სახელმწიფოს მეთაურების დონეზე და ასევე, მკაფიოდ ცხადდება, რომ უკ
“საქართველო, ფაქტობრივად, ნატოს დღის წესრიგიდან სრულად არის ჩახსნილი, ეს კი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არის უკიდურესად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის.”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი
360126817_818919879531044_2163372382875490963_n.mp4
თქვენ გგონიათ, სავაჭრო ცოტა აქვთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაცებს“ ერთმანეთში?! დამერწმუნეთ „ნაცებს“ და „ოცნებას“ ბიზნესინტერესებიც ძალიან ბევრი აქვთ საერთო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ამასთან, ბუჩუკური არც იმას გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზეც ვაჭრობდეს.
„ცოტა გამკვირვებია, როცა ამ კითხვას (თუ რაზე დაყრდნობით საუბრობს ამაზე) სვამთ, მე ვიყავი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რომ მხარდაჭერა გამოუცხად