Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.562

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გრიგორიადისისთვის კარვის ჩამორთმევით უკანონოდ შეიზღუდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება - NGO-ები

„კარვის, როგორც საკუთრების, ჩამორთმევისას, პოლიციელებს ბექა გრიგორიადისისთვის არ განუმარტავთ მისი ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა“, – 11 არასამთავრობო ორგანიზაცია მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მიმართ უფლებების დარღვევაზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციების ცნობით, ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციის სპეციალური მიზანი იყო, აქციის მონაწილეებისათვის არ მიეცათ კარვის გაშლის უფლება. მათი განცხადებით, კ

თბილისის მერია მუხიანელების პროტესტს პასუხობს: სტადიონის ადგილას კორპუსების მშენებლობა ნამდვილად იგეგმება

თბილისის მერიამ მუხიანის მოსახლეობის ნაწილის პროტესტის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გობრონიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის ადგილზე კორპუსების მშენებლობა ნამდვილად იგეგმება. მერიის ცნობით ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა 2008 წელს დამტკიცდა, თუმცა, პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა. „ბოლო კორექტირებით, რომელიც 2019 წლით თარიღდება, პროექტის გაკეთილშობილება მოხდა, კერძოდ, შემცირდა განაშენიანების ინტენსივობის ფართობი 5 268 კვ.მ.-ით. ასევე, ნაცვლად შვიდი 16-სართული

ბერდია სიჭინავა - მომაკვდავი სააკაშვილი გაცოცხლდა და უკვე ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი სარდალიც გახდა... ეს ყველა ქაოსსა და ალიაქოთზე თანახმა იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს

დასხივებული და მოწამლული, მომაკვდავი სააკაშვილი გაცოცხლდა და გამოჯანმრთელდა, პოლიტიკიდან არსად წასული ისევ ქართულ პოლიტიკაში “დაბრუნდა” და უკვე ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი სარდალიც გახდა! ეს ყველა ქაოსსა და ალიაქოთზე თანახმა იქნება, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს! პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი - ბერდია სიჭინავა. Facebook    

„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე - მთავრობა რთვლის სუბსიდირებაზე ყოველწლიურად არაეფექტურად ხარჯავს ასეულ მილიონობით ლარს

შალვა კერესელიძე: მთავრობა რთვლის სუბსიდირებაზე ყოველწლიურად არაეფექტურად ხარჯავს ასეულ მილიონობით ლარს ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე. რეზიუმე: საქართველოში ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლიდან იწყება, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა. ვინაიდან იმჟამინდელი ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია გახლდათ, ემბარგომ იმდროინდელ ქართულ მეღვინეობას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოუტან

უკრაინამ Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. შეზღუდვები აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენებისა და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს. სანქციების ხანგრძლივობა 10 წელს შეადგენს. პრესონალური სანქციები დაუწესდა კომპანიის დირექ

მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პრემიერობის კანდიდატი კი არა, არაფრის კანდიდატი არ გვეყოლება საერთო - ჩვენ არავისთან შერწყმას და გაერთიანებას არც ვგეგმავთ, არც ვგეგმავდით და არც დავგეგმავთ

ჩვენ არავისთან შერწყმას და გაერთიანებას არც ვგეგმავთ, არც ვგეგმავდით და არც დავგეგმავთ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც ყველაზე ეფექტურად და ხშირად ეხმარება „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში. „არავითარ გაერთიანებას ჩვენ განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ განვიხილავთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ნებისმიერ ძალებთან თან

შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ტაშის გამო უსაყვედურა

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ტაშის გამო უსაყვედურა. პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავენ. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლა დაამთავრდა და მმართველი პარტია გააკრიტიკა, ადმინისტრაციის წევრებმა ტაში დაუკრეს – ისინი სხდომას თვალ-ყურს ლოჟიდან ადევნებენ. შალვა პაპუაშვილმა მათ უთხრა: რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის კი საჭიროა, 100 ხმა. სხდომის დაწყებამდე, „ოცნების” წევრემ

თელ-ავივზე ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, არიან დაშავებულები

თელ-ავივზე ნახევარი საათის შუალედით ორი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთამ, „ალ-კასამის ბრიგადებმა“ აიღო. „ალ-კასამის ბრიგადებმა“ განაახლეს თელ-ავივის დაბომბვა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სიონისტების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის საპასუხოდ“, - აცხადებენ „ალ-კასამის ბრიგადებში“. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და 3 ა

ალექსანდრე მოწერელია - სამწუხაროდ, დღესაც დაძაბულია ვითარება მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის საკითხთან დაკავშირებით - მოსახლეობას არავინ ესაუბრება, დაჰპირდნენ საჯარო განხილვას, მაგრამ არანაირი ქმედება არ განხორციელებულა (ვიდეო)

“სამწუხაროდ, დღესაც დაძაბულია ვითარება მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის საკითხთან დაკავშირებით. მოსახლეობას არავინ ესაუბრება, დაჰპირდნენ საჯარო განხილვას, მაგრამ არანაირი ქმედება არ განხორციელებულა, პირიქით უფრო იძაბება მდგომარეობა, ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი ჰქონდა ადგილი. ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ “ოცნების” ხელისუფლებას, სანამ უბედურება დატრიალდება დროულად ჩაერთეთ და დაელაპარაკეთ მოსახლეობას. პრობლემა არსებობს, ამ პრობლემას სჭირდება გადაწყვეტა და დროული მიხედვა.”  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებას, ხელფასს და მეუღლის ბიზნესწილს მალავს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში სამი უძრავი ქონება და აღებული ხელფასი არ გაასაჯაროვა, - აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს. მათი ცნობით, ზავრადაშვილმა ასევე არასრულყოფილად ასახა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. „დარღვევა I: ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში (36.5 კვ.მ) არ ასახა. ასე

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება: 16% - კარგად 41% - საშუალოდ 30% - ცუდად 11% - უა

სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე - თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. შესაბამის საკითხზე მას კითხვა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ის ყველაფერს განიხილავს“. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კონსენსუსი დააბრუნოს, თუმცა შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ

23 დეკემბრიდან საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულება: წვიმა, ძლიერი ქარი, მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი, ზღვაზე შესაძლებელია 6 ბალამდე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. „მოსალოდნელ

პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი - რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა

რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა, - ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა მაცეი კლიშჩმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, წინა ღამე “რთული იყო” უკრაინისთვის და “დაძაბული იყო პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყველა ელემენტისთვის”. კლიშჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ფრენის მთელ გზას პოლონეთის რადიოლოკაციური სისტემები ადევნებდნენ თვალს. მისი თქმით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარ

მიშა დაუშვილი - ღია შეთავაზება მაგიდაზე უდევთ, თუ ეყოფათ გამბედაობა, გახარია აქ არის და სთავაზობს დებატებს (ვიდეო)

"ღია შეთავაზება მაგიდაზე უდევთ, თუ ეყოფათ გამბედაობა, გახარია აქ არის და სთავაზობს დებატებს."  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GGA-_Bh3otyk7ucAANFG76yfrzYDbmdjAAAF.mp4

ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში

აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციას: უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ ამას, ვიდრე ეს დეკემბერში იყო. ვფიქრობ, რომ შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევრო

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა ტერორის დაბლოკვაა

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა რუსეთის ფედერაციის ტერორის დაბლოკვას ნიშნავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებენ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსე

გიორგი შარაშიძე - რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა „განაცებული ოცნების“ რეალური სახე - სიმართლის მოსმენის გამო სახედაკარგული „ოცნების“ უმრავლესობა

რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა „განაცებული ოცნების“ რეალური სახე - სიმართლის მოსმენის გამო სახედაკარგული „ოცნების“ უმრავლესობა, რომელიც სრულიად უწყინარ სიტუაციაში, როცა საკრებულოს ტრიბუნიდან მოვუწოდეთ, ბოდიში მაინც მოეხადათ თბილისელებისთვის იმ დისკომფორტისთვის, რაც წერეთლის გამზირის სამუშაოების გამო ბოლო ათი თვეა ექმნებათ ჩვენს მოქალაქეებს, შეტევაზე გადმოვიდა და ნაცებისთვის დამახასიათებელი რადიკალური ფორმებით დაგვესხა თავს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თბილისის სა

მიშა დაუშვილი კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ პროცსებზე - როცა ხელისუფლებლის წარმომადგენლების ახლობლებს ეხება საქმე, თუნდაც მათ მკვლელობა ჰქონდეთ ჩადენილი, გირაოს სანაცვლოდ უშვებენ გარეთ, ხოლო დანარჩენებს უმკაცრესად სჯიან

მიშა დაუშვილი კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ პროცსებზე:   "როცა ხელისუფლებლის წარმომადგენლების ახლობლებს ეხება საქმე, თუნდაც მათ მკვლელობა ჰქონდეთ ჩადენილი, გირაოს სანაცვლოდ უშვებენ გარეთ, ხოლო დანარჩენებს უმკაცრესად სჯიან." ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/223936627454162/

ხულოსა და ქედაში სტიქიის შედეგად ორი ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთ-ერთი უბნის ინსპექტორია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხულოსა და ქედაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორის შსს ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული პირი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძეა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ზვავის ჩამოწოლისას საკუთარ სახლში იმყოფებოდა. „შინაგან ს

რობინ დანიგანი - საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახშია და მტკიცედ მჯერა, რომ შეძლებს მიზნის მიღწევას

ჩემი პრიორიტეტი, როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, არის ჩვენი მეგობრობის გაღრმავება და საქართველოს მხარდაჭერა მის დემოკრატიულ გზაზე, განსაკუთრებით მის გზაზე ევროკავშირში წევრობისკენ - საქართველოს ადგილი დემოკრატიულ, დასავლურ ოჯახშია და მტკიცედ მჯერა, რომ საქართველო შეძლებს მიზნის მიღწევას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა „სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“ (რონდელის ფონდი) მიერ ორგანიზებულ რონდელის უსაფრთ

ევროპული საბჭო - ყურადღებას ვაპყრობთ საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოვუწოდებთ

ევროპული საბჭო მიესალმება უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის პროგრესს ევროკავშირის გზაზე აუცილებელი რეფორმების კუთხით წინსვლის საქმეში. ევროპული საბჭო ყურადღებას აპყრობს საქართველოს მიმდინარე ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც გუშინ, საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. „ევროპულმა საბჭომ შეაფასა გაფართოებისა და შიდა რეფორმებისთვის მზადება და განაცხადა, რომ ორ

ბათუმის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის"  წევრმა, აკაკი გვიანიძემ ისაუბრა ქალაქის ჩაბეტონებისა და უპასუხისმგებლო ურბანული პოლიტიკის შესახებ, რამაც "ოცნების" გაღიზიანება გამოიწვია (ვიდეო)

"ეს არის "ოცნების" რეაქცია სიმართლეზე."   დღეს ბათუმის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის"  წევრმა, აკაკი გვიანიძემ ისაუბრა ქალაქის ჩაბეტონებისა და უპასუხისმგებლო ურბანული პოლიტიკის შესახებ, რამაც "ოცნების" გაღიზიანება გამოიწვია. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1454769975434944/

ბექა ლილუაშვილი - სამარცხვინოა, რაც დღეს ვნახეთ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. რა ფასეულობებზე, ღირებულებებზე ან საერთოდ რაზე უნდა ისაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებიც ქალების მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ ლანძღვას და გინებას ავლენენ

"სამარცხვინოა, რაც დღეს ვნახეთ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. რა ფასეულობებზე, ღირებულებებზე ან საერთოდ რაზე უნდა ისაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებიც ქალების მიმართ ასეთ შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ ლანძღვას და გინებას ავლენენ… მერე ასეთი ხალხი, ოჯახურ ფასეულობებზე, მორალზე და ქართულ ტრადიციებზე დაიწყებს საუბარს." საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

აშშ-ის საელჩო - ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს - ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველებს დედა ენის დღეს ულოცავს. “ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დედა ენის დღეს! ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ”, - წერია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს. 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 35 წლის წინ, 1978 წელს, საბჭოთა ხელისუ
×
×
  • შექმენი...