Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    888.137

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ელეონორა არჩაია - მოგმართავთ ინიციატივით, დაინერგოს უფასო კვების პროგრამა ქუთაისის სკოლებში

ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია სკოლაში ბავშვებისთვის უფასო კვების ინიციატივით გამოდის. პარტია “საქართველოსთვის” წევრის თქმით, ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ მოსწავლეების მესამედი სასკოლო საათებში საკვებს ვერ იღებს, ამის მიზეზი კი საქართველოში არსებული სიღარიბეა. ელეონორა არჩაიას თქმით, აუცილებელია განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით დაინერგოს უფასო კვების პროგრამა ქუთაისში. “მოგეხსენებათ, თუ რამხელა გამოწვევაა ბავშვთა სიღარიბე საქართველოშ

ელეონორა არჩაია - ვუერთდები პარტია “საქართველოსთვის” მოწოდებას „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია

ვუერთდები პარტია “საქართველოსთვის” მოწოდებას „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც ცალსახად, უკან გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას, - ამის შესახებს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის"  ქუთაისის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია წერს.  მისი თქმით,

ელეონორა არჩაია - დაინიშნოს ქუთაისსა და აეროპორტს შორის მუდმივი სატრანსპორტო მარშრუტი; შეიქმნას ტექნიკურად გამართული სისტემა, რომელიც უპრობლემოდ მოემსახურება ქუთაისში ჩამოსულ ასიათასობით სტუმარს

2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ერთი მილიონი მგზავრი მიიღო. მოგეხსენებათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული აეროპორტი ჩვენი ქალაქისა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და სიცოცხლისათვის. ტურისტები ქალაქში ათასობით დოლარს ხარჯავენ, რაც საკმაოდ დადებითად აისახება ქუთაისის ბიუჯეტზე და უამრავი ოჯახისათვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. სამწუხაროდ, აეროპორტიდან ქუთაისამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს. ეს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივე

ელეონორა არჩაია - არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას წაართვას ევროპული მომავალი

ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორ არჩაია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას უარყოფითად აფასებს. პოლიტიკოსის თქმით, იშვიათად დგება მომენტი, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვდგავართ თუ არა ისტორიის სწორ მხარეს. “არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, საქართველოს მოსახლეობას წაართვას ევროპული მომავალი. როგორც არ უნდა შენიღბონ კანონპროექტის ავტორებმა, რუსული კანონი სამუდამოდ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობას დასავლეთთან, განსაკუთრებით მაშინ, რო

ელეონორა არჩაია - ადგილობრივი მოსახლეობა წლებია, უშედეგეოდ ითხოვს ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე მდებარე ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყოს ბიოთერმული ორმო ნარჩენებისთვის, რომელიც ოდნავ მაინც გააუმჯობესებს არსებულ ეკოლოგიურ გარემოს

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ელეონორა არჩაიამ, ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე მდებარე ნაგავსაყრელი დაათვალიერა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის სამუშაოს შემსრულებელს შეხვდა. მისი განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა წლებია, უშედეგეოდ ითხოვს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, ამასთან, მოსახლეობა ითხოვს, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყოს ბიოთერმული ორმო ნარჩენებისთვის, რომელიც ოდნავ მაინც გააუმჯობესებს არსებულ ეკოლოგიურ გარემოს.    ,,ბოლო დღეებში ჩატარებუ

ელგუჯა ხოკრიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების პროტესტი, რომ გამოხატონ თავიანთი ნება (ვიდეო)

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების პროტესტი, რომ გამოხატონ თავიანთი ნება.  გუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/503106826100076

ელგუჯა ხოკრიშვილი - ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ დღესაც, რომ არჩევნებს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ (ვიდეო)

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ დღესაც, რომ არჩევნებს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ. ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1100360334808152

ელგუჯა ხოკრიშვილი - ვერც ივანიშვილი და ვერც მისი მთავრობა ვერ დაგვიცავს ომისგან. მშვიდობის გარანტი არის მჭიდრო კავშირი ევროპულ სტრუქტურებთან და ევროინტეგრაცია (ვიდეო)

"ოცნება" საკუთარ მოსახლეობას ომით აშინებს, თუმცა ვერც ივანიშვილი და ვერც მისი მთავრობა ვერ დაგვიცავს ომისგან. მშვიდობის გარანტი არის მჭიდრო კავშირი ევროპულ სტრუქტურებთან და ევროინტეგრაცია. ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1189322825474082/

ელგუჯა ხოკრიშვილი - ეს თავდასხმა იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრების პასუხი, ივანიშვილის შიშის გამოძახილი. მიუნხენში ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები წარმატებით შედგა (ვიდეო)

ეს თავდასხმა იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრების პასუხი, ივანიშვილის შიშის გამოძახილი. მიუნხენში ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრები წარმატებით შედგა. პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ელგუჯა ხოკრიშვილი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3918985555011233

ელგუჯა ხოკრიშვილი - ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან ამ არჩევნებს არ აქვს

ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან ამ არჩევნებს არ აქვს. ელგუკა ხოკრიშვილი, პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1526552894696155

ელგუჯა ხოკრიშვილი - დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი მტკიცებულება მოვიპოვთ, რომლებიც ასახავს სისტემურ დარღვევებს

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი მტკიცებულება მოვიპოვთ, რომლებიც ასახავს სისტემურ დარღვევებს. ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2344016259280217

ელგუჯა ხოკრიშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს სწორი არჩევანი გაკეთდება - ევროპა საქართველოში და საქართველო არასდროს რუსეთში (ვიდეო)

დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს სწორი არჩევანი გაკეთდება - ევროპა საქართველოში და საქართველო არასდროს რუსეთში.  ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=886618199650095

ელგუჯა ხოკრიშვილი - ამ არჩევნების შედეგებს არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ (ვიდეო)

ამ არჩევნების შედეგებს არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1295574548102579

ეკლუნდი: წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ ყოფილა დაცული დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტები. ეკლუნდმა თქვა: „ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალისხმევა, რომ ძირი გამოეთხარა, ხელი შეეშალა სადამკვირვებლო მისიებისთვის, დაკვირვების პროცესებისთვის, კანონ

ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაბრუნდა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საჩხერის სამედიცინო ცენტრში დაუდასტურა. ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2019-2021 წლებში იკავებდა. მინისტრად დანიშვნამდე კი ის 2015–2019 წლებში „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო. ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ კი ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ნე

ეკა ჩავლეიშვილმა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო მოიპოვა

ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” განსახიერებული როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა მოიპოვა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო. მსახიობმა გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო მსახიობი ქალი. ეკა ჩავლეიშვილი აქამდე საუკეთესო მსახიობ ქალად  დასახელდა სარაევოს, ბელფასტის, ხიხონისა და კოტბუსის ფესტივალებზე. იგი ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე. „შაშვი შაშვი მაყვალი” ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის პრემიერაც გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - პარლამენტი ხომ გადაწვა ამ გავრილოვის შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით, მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა!

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „გავრილოვის შიკრიკი“ და ქვეყანაში „რუსული დღის წესრიგი გამტარებელია“. ამის შესახებ ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს. „ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ, რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს. პარლამენტი ხომ გადაწვა ამ გავრილოვის შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით, მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა! საბრალოა ეს პოლიტიკური ზო

ეიფელის კოშკთან საავტომობილო გზები საფეხმავლო ზონად გადაიქცევა

პარიზში, ეიფელის კოშკთან არსებული საავტომობილო გზები შესაძლოა, საფეხმავლო ზონად გადაიქცეს. ინიციატივით ქალაქის მერი, ანნ იდალგო გამოდის. მისი პროექტის მიხედვით, ეიფელის კოშკსა და ტროკადეროს სანაპიროს შორის მთელი სივრცე ავტომობილებისგან გათავისუფლდება. ყოფილ სამანქანო გზებზე ხეები დაირგვება და პარიზის გულში დიდი პარკი შეიქმნება. იდალგო ამ პროექტს 2018 წლიდან უჭერს მხარს. თუმცა, მისი განხორციელება იმ საფრთხის გამო შეფერხდა, რომ გზების ჩაკეტვა ქალაქის სხვა უბნებში საცობებს გამოიწვევდა.

ეთერები დაეთმოს საჯარო დისკუსიებს – საზმაუს თანამშრომლების ნაწილის განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობენ და აპროტესტებენ ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 60 თანამშრომელი აწერს, აღნიშნულია, რომ გრძნობენ, რა მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მიესალმებიან და მოითხოვენ, მათი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს. „საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ისტორიული არჩევანია,

ეთერ გოგიტაშვილი - 90-იანი წლების მოვლენებმა ძალიან დააზიანა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციები, მათ შორის ქრიზანთემების კოლექცია... 2000 წლიდან დავიწყეთ აღდგენა და დღეისათვის ბაღში 170-მდე ჯიშია თავმოყრილი

როგორც მოგეხსენებათ, 2 და 3 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექციის მრავალფეროვნება და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია, ასევე თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია.   ამასთან დაკავშირებით "იმედის დილა" ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების საცდელ-საკოლექციო ნაკვეთის კურატორს, ქალბატონ  ეთერ გოგიტ

ეზრა ზეია - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. ეზრა ზეიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გულწრფელი საუბარი ჰქონდა. „აშშ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის ე.წ. „უცხოური

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს. ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი მედიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დარჩა შთაბეჭდილება, რომ დელეგაციის წევრები „სწორად აფასებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გვაქვს“. მიგინეიშვილის თქმით, შეხვედრაზე ანდრო ჭიჭინაძის გარდა, სხვა ათობით დაკავებულებზე და ასევე, ძალადობის მსხვერპლ ასობით ადამიანზე ისაუბრეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ, უარი თქვას „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტში ე.წ. პერსონალურ მიდგომაზე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული ე.წ. პერსონალური მიდგომის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა რთული იქნება, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნეს. „თანამომხსენებლები ხ

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვება გაუმართლებელია - მისი მდგომარეობით ძალიან შეშფოთებული ვარ

მზია ამაღლობელის წინასწარ დაკავებაში დატოვება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტიმ განაცხადა. შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტით 21-23 იანვარს იმყოფებოდა და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. მან შეშფოთება გამოხატა 2024 წლის აპრი

ევროსაბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა

ევროპულმა საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა. საბჭოს განცხადებით, სავიზო ვალდებულების მოხსნის შესაძლებლობა მხოლოდ კრიტერიუმების სრულად შესრულების შემდეგ განიხილება.
×
×
  • შექმენი...