Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    887.976

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ემანუელ მაკრონი - უკრაინისთვის შეიარაღების და აღჭურვის მიწოდების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე - მივიჩნევ, რომ უკრაინელებს შორ მანძილზე დარტყმის საშუალება უნდა ჰქონდეთ

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი კიევისთვის შორსსასროლი რაკეტების მიწოდებას დაიწყებს. მისივე თქმით, ეს უკრაინელებს თავდაცვის საშუალებას მისცემს. “მივიღე გადაწყვეტილება უკრაინისთვის შეიარაღების და აღჭურვის მიწოდების გაზრდის შესახებ, რადგან მივიჩნევ, რომ უკრაინელებს შორ მანძილზე დარტყმის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ეს უნდა მოხდეს ჩვენი დოქტრინის შენარჩუნებით, რომელიც უკრაინას თავის ტერიტორიის დაცვის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნატოს

ემანუელ მაკრონი - უკრაინას მივაწვდით რაკეტებს, რომლის მოქმედების რადიუსი მას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის გეგმაზე მიანიშნა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მაკრონმა TF1-თან ინტერვიუში განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში გასაგზავნი იარაღის შესახებ დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ შორის იქნება რაკეტები, რომელთა ფრენის დიაპაზონი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს. ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა, Caesar-ის თვითმავალი ჰაუბიცების, AMX-10 RC ტიპის მსუბუქი ტანკებისა

ემანუელ მაკრონი - საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოვხატეთ - მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს

საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოვხატეთ - მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს. „რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხო

ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი იმედოვნებს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთს იმედი აქვს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს. „ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლეთ პარიზში! საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. იგი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს ევროპულ გზას დაუბრუნდეს“, - წერს მაკრონი „ფეი

ემანუელ მაკრონი - რუსეთის ენერგეტიკული მუქარების ფონზე, მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი კლიმატურ ვალდებულებებზე

მსოფლიომ არ უნდა თქვას უარი გასულ წელს გლაზოგში გამართული სამიტის დროს აღებულ კლიმატურ ვალდებულებებზე რუსეთის ენერგეტიკული მუქარების წინაშე, – ამის შესახებ ეგვიპტეში მიმდინარე გაერო-ს კლიმატურ სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ემანუელ მაკრონის თქმით, მსოფლიომ უნდა დაზოგოს ენერგია და განავითაროს განახლებადი წყაროები ენერგორესურსებზე ფასის მკვეთრი ზრდის ფონზე. „ჩვენ არ შევწირავთ ჩვენს კლიმატურ ვალდებულებებს რუსეთი

ემანუელ მაკრონი - როგორც ყოველთვის, სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან - ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე

როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან საქართველოზე და ევროკავშირის კანდიდატურაზე ისაუბრა. „დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე,

ემანუელ მაკრონი - მინდა, გავიმეორო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზის დამცველების მიმართ და გამოვხატო ღრმა შეშფოთება უხეში რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და ევროპული გზის ღალატის გამო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მეთაურის „შემაშფოთებელი განცხადებებისა“ და „ევროპული გზის ღალატის“ გამო. მაკრონის თქმით, აღნიშნული სრულიად საპირისპიროა იმის, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ. ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონლად ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაიმეორა მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ. მაკრონმა ისაუბრა რუსეთის გავლენებზე ევროპაში და აღნი

ემანუელ მაკრონი - იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს თავის ევროპულ არჩევანს

იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს და საკუთარ დემოკრატიულ მოდელს , - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „განხილვის თემას ასევე წარმოადგენს ევროპული დემოკრატიის მოდელი : საქართველო, მოლდოვა. ჩვენ გვქონდა კიბერთავდასხმები, ამომრჩეველთა მოსყიდვა, მანიპულაცია. ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა ეს. მინდა, მივულოცო მაია სანდუს გამარჯვება და იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს ევროპულ

ემანუელ მაკრონი - ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს

ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე, შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს. როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლა დიდი შვიდეულის ლიდერებთან შესახვედრად არის „უნიკალური შესაძლებლობა, გადასცეს თავისი გზავნილები და გაუზიაროს თავისი მოსაზრებები“. „მჯერა, რომ ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი“, – განაცხადა ემანუ

ემანუელ მაკრონი - დარწმუნებული ვარ, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, თუმცა დროს და პირობებს უკრაინა განსაზღვრავს

დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, თუმცა დროს და პირობებს უკრაინა განსაზღვრავს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის აბსოლუტურად რადიკალური პირობების წამოყენება ნაჩქარევი იქნებოდა, „ადგილზე მაღალი დაძაბულობის“ გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის და წყლის შეწყვეტას, რომლის მიზეზი რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვაა.

ემანუელ მაკრონი - ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გავზარდოთ, კერძოდ საჰაერო თავდაცვა - ზამთრამდე უნდა ვიმოქმედოთ

ჩვენ ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება გავზარდოთ, კერძოდ საჰაერო თავდაცვა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Twitter-ის პირად გვერდზე წერს. მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეს დილით სატელეფონო საუბრის დროს დაუდასტურა. “ამ დილით პრეზიდენტ ზელენსკის დავუდასტურე: ჩვენ ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება, კერძოდ საჰაერო თავდაცვა. უკრაინის

ემანუელ მაკრონი - ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით

ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა აგრესიის ბუნება შეცვალა და უფრო მკაცრი გახდა. „ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის

ელჩის ცნობით, გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას აჩერებს

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობას ყინავს. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ეს შეეხებათ სტუდენტებს, ასევე, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობას. 27 ნოემბერს ფიშერმა, ასევე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბაზრიდან გავიდა „ჰაიდელბერგ ცემენტი”.   პუბლიკა

ელჩის ინფორმაციით, მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება

თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ,  თურქეთში საქართველოს საელჩო დაეხმარება, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა. „მოამბის“ წამყვანის კითხვაზე, ქართველების ნაწილს, რომლებიც მიწისძვრით დაზარალდნენ და სურთ სამშობლოში დაბრუნება, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ, ხომ არ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები ამ ადამიანების დასახმარებლად, თურქეთში ს

ელჩი: რუსული კანონის გამო ესტონეთი საქართველოსთან ჩვეულ საქმიანობას ვერ გააგრძელებს

ესტონეთის ელჩი, რიინა კალიურანდი ამბობს, რომ რუსული კანონის გამო ესტონეთი საქართველოსთან ჩვეულ საქმიანობას ვერ გააგრძელებს, ვინაიდან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც დასავლეთმა საქართველოს ურჩია. ამის შესახებ მან ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. რიინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „საქმე მხოლოდ ამ კანონს არ ეხება, არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე საკამათოა და ეწინააღმდეგე

ელჩი - ძალიან მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად, აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდიოდეს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იქნას 12 პრიორიტეტზე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მისაღწევად, - ამის შეახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება. „როგორც იცით, ამჟამად ევროკომისია ანგარიშის მოსამზადებლად მუშაობს. ეს ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება, რომელშიც რეკომენდაციებიც იქნება მოცემული. შემდეგ კი, უმაღლეს პოლი

ელჩი - საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალება ჯერ არ არის დადასტურებული - ადგილზე, ჰათაის გუბერნიაში მიდის სამუშაოები

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ერთი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ელჩის თქმით, ჯერჯერობით მისი გარდაცვალება ოფიციალურად დადასტურებული არ არის და ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. "დადასტურდა საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. სამი საქართველოში უკვე გადასვენებულია. დანარჩენზე ჩვენ, საელჩო-საკონსულო სამსახური ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მათი გადასვენებაც მოხდება საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთი პრობლემური საკითხი,

ელჩი - გაკვირვებული ვარ ყურადღებით, რომელიც სახდეპის შიდა მემორანდუმს დაეთმო - ქართულ ენასაც არ აქვს გენდერის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები - მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ და ყველამ ის ენა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც სხვების პატივისცემას გამოხატავს

გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს განაცხადა. რობინ დანიგანმა ენტონი ბლინკენის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გამოქვეყნებული შიდა მემორანდუმის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. „უნდა ვთქვა, რომ გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო,

ელჩი - აშშ ყველა მხარესთან მუშაობას გააგრძელებს, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, მათ მიერ მიცემული ხმები ფარულია, პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანია

ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, საარჩევნო პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე რამდენიმე თქვენგანს არჩევნების შესახებ პირადად ვესაუბრე და ვიცი, რომ თქვენ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. აშშ ყველა მხარე

ელჩი - არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი - ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არ გვინდა მოსახლეობის დაზარალება, არ გვსურს ხალხის დასჯა, რომელიც გამოხატავს ევროკავშირის ღირებულებების მიმართ ერთგულებას

როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ეს ასევე მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოს მოსახლეობის დაზარალება და დასჯა არ სურს. „ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ არ გვინდა მოსახლეო

ელისო ბოლქვაძე გელათზე - საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი - ყველა დოკუმენტს არ ვიცნობ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი - ყველა დოკუმენტს არ ვიცნობ, რაშიც გავერკვიეთ და მივმართეთ კულტურის სამინისტროს, დამაჯერებელი პასუხები მივიღეთ, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან გელათთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. ბოლქვაძე აცხადებს, რომ გელათთან დაკავშირებით "თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას ხედავს". „გელათის თემატიკა ყველა ჩვენგანისთვის არის ძალიან მტკივნეული, რა თქმა უნდა, ჩვე

ელისეის სასახლე - „დიდი შვიდეული“ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინა კრედიტს 2024 წლის ბოლომდე მიიღებს. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ოფიციალურად „დიდი შვიდეულის“ 13-14 ივნისს დაგეგმილ სამიტზე დამტკიცდება, რის შემდეგაც ქვეყნებს მოუწევთ მისი განხორციელების ტექნიკური ასპექტების დადგენა. შეგახსენებ

ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილეზე: რადგან ჩემი დისშვილია უნდა დაიჩაგროს?

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, უქმნიდა თუ არა უხერხულობას, რომ მისი დისშვილი ომბუდსმენის მოადგილედ დაინიშნა. ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ მას არ აქვს უხერხულობა ამის გამო, რადგან ნათია ჯულაყიძე კვალიფიციური კადრია და ის პარტიაშიც ბევრ საქმეს აკეთებდა. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გუშინ მოადგილეები წარადგინა – ნათია ჯულაყიძე და ელენე ღუდუშაური. ნათია ჯულაყიძე პარტია „მოქალაქეების

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 20 სექტემბერს, ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ქონება შვილს გადაუფორმა

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ქონების ნაწილი, 12 უძრავი ნივთი შვილს, ანზორ ფარცხალაძეს გადაუფორმა. ჩუქების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტები ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე იძებნება და 20 სექტემბრით თარიღდება. ფარცხალაძის მიერ შვილისთვის ნაჩუქარ ქონებას შორისაა ნომრები სასტუმრო კომპლექსებში, მიწის ნაკვეთები, ბინები და კომერციული ფართები თბილისში. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თან

ელეონორა არჩაია - წარმოუდგენელია, გულგრილად უყურებდე ტელეეკრანებს და ხედავდე, თუ როგორ ძალადობენ ჩვენს შვილებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე...

წარმოუდგენელია, გულგრილად უყურებდე ტელეეკრანებს და ხედავდე, თუ როგორ ძალადობენ ჩვენს შვილებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია წერს.   ელეონორა არჩაიას განცხადებით, ხელისუფლება დანაშაულის დაუსჯელობით ახალისებს ძალადობას და აგრესიას. "თანამედროვე ცივილურ ქვეყანაში განსხავავებული აზრის გამო ქვის სროლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ეს ქმედება ცდება რიტორიკას და საფრთხეს უქ
×
×
  • შექმენი...