Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.466

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

იულია ნავალნაია ევროპარლამენტში - პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია, მან ჩემი ქმარი მოკლა

პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. ამის შესახებ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. პუტინმა ჩემი ქმარი ალექსეი ნავალნი მოკლა. მისი ბრძანებით, ალექსეი სამი წლის განმავლობაში აწამეს. მას პატარა საკანში აშიმშილებდნენ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იყო და ვიზიტების უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ მის სხეულსა და დედას მიაყენეს შეურაცხყოფა. პუტინს ყველაფერი შეუძ

გიორგი შარაშიძე - “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” რომ ჩავტოვოთ 50%-ს ქვემოთ, ამის გასაღები მხოლოდ გახარიას პარტიას უჭირავს

“ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” რომ ჩავტოვოთ 50%-ს ქვემოთ, ამის გასაღები მხოლოდ გახარიას პარტიას უჭირავს.” გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/370335359222478/

ადგილობრივების ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში მოკლულ 21 წლის გოგოს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული

ადგილობრივების ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, წინუბანში მოკლულ 21 წლის ქეთი ჯავახიშვილს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სავარაუდო დამნაშავე იმავე დასახლების მცხოვრებია. ამასთან, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აღნიშნული პირი გოგონას ფულს სძალავდა. „მავთულით ჰქონდა ხელები შეკრული, დასახიჩრებული იყოო. მგონი, შინაურები არიან, ეჭვი აქვთ ახლომდებარე კორპუსში მცხოვრებზე, ფულს სძალავდა ის ბიჭი მგონი, ასეთი ლაპარაკი მიდის. ამ გოგოს

ოდესაზე საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა

3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ოდესის ოლქის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო მიიღო, რომელსაც ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის სამი წლის ბავშვი. დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი. რუსეთმა ქალაქზე თავდასხმა დღეს დილით განახორციელა. უკრაინის ტერიტორიაზე შესული დრონი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.

ბექა ლილუაშვილი - ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით სანამ არ იქნება გადაწყვეტილი დანიშვნისა და დამოუკიდებლობის საკითხი და არ ექნება ბიუროს საგამოძიებო ფუნქცია, მანამ ეს უწყება იქნება ბუტაფორია

"ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით სანამ არ იქნება გადაწყვეტილი დანიშვნისა და დამოუკიდებლობის საკითხი და არ ექნება ბიუროს საგამოძიებო ფუნქცია, მანამ ეს უწყება იქნება ბუტაფორია."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/954734856353080/

ონლაინ სექსუალური შევიწროების შემთხვევაზე ექიმმა პოლიციას მიმართა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)-ის განცხადებით, ორგანიზაცია იცავს ქალს, რომელიც პროფესიული საქმიანობის გამო ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნეა. ეკა კვირკველია ექიმი რეზიდენტი რეპროდუქტოლოგი, სექსოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის მიწვეული ლექტორია, რომელიც 1 წელზე მეტია პაციენტების საგანმანათლებლო ბლოგს აწარმოებს ონლაინ პლატფორმებზე, სადაც მის პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობს. PHR-ის ინფორმაციით 2024 წლის 5 მარტს ო

ანა ბუჩუკური - ყველაზე მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა“ - სირცხვილია, ხან ეკლესიას ამოეფარნენ, ხან ოჯახის ღირებულებებს, ნუ იმალებიან!

ყველაზე მთავარი პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“. ჯამში რომ აიღოთ, როგორ პროპაგანდას ეწევა თავად „ოცნება“, რამდენჯერ ახსენებს ლგბტ-ს, რამდენჯერ ახსენებს ერთსქესიანთა ქორწინებას, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მათგანს და ზოგიერთ პროპაგანდისტს სიამოვნებს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მმართველი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყველა

ლევან გოგიჩაიშვილი - ვინც ამ ქვეყანაში ევროპულ გზას უშლის ხელს, ისინი არიან რუსები, რუსულ საქმეს აკეთებენ და ამ ქვეყანაში რუსული საქმის კეთება არის დასჯადი, პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა (ვიდეო)

ვინც ამ ქვეყანაში ევროპულ გზას უშლის ხელს, ისინი არიან რუსები, რუსულ საქმეს აკეთებენ და ამ ქვეყანაში რუსული საქმის კეთება არის დასჯადი, პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/798651692211095/

ანა ბუჩუკური რუსთავის მერს - ნინო, „განაცებას“ გილოცავ! - ხუმრობის გარეშე, უკვე მჯერა, რომ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ შეიძლება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სია ჰქონდეთ

ნინო, „განაცებას“ გილოცავ! - ხუმრობის გარეშე, მე უკვე მჯერა, რომ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ შეიძლება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სია ჰქონდეთ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა რუსთავში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნებისა“ და მისი პარტიის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მისივე თქმით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გადაყენება „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ თანამშრომლობის კლასი

ნათია კუპრაშვილი - დამირეკეს, დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ ბინასთან მელოდებიან, პირდაპირი მუქარაა - საჯარო განცხადებაც საკმარისი უნდა იყოს, რომ გამოძიება დაიწყონ

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, უცხო ნომრიდან უკვე მეოთხედ დაურეკეს და დაემუქრნენ.   ნათია კუპრაშვილის განმარტებით, უცნობმა პირმა, რომელიც ნომერზე ურეკავდა, მისი სახლის მისამართი დაუსახელა და უთხრა, რომ ბინასთან ელოდებოდა. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. „დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მოვედი უკვე ბინასთან და ქვემოთ გელოდებითო. ცხადია [აქციას] უკავშირდება. მანა

ბექა ლილუაშვილი -  “ოცნება” შევიდა ფაზაში, საიდანაც მას არანაირი რეინკარნაციის შესაძლებლობა და რესურსი არ აქვს (ვიდეო)

“ოცნება” შევიდა ფაზაში, საიდანაც მას არანაირი რეინკარნაციის შესაძლებლობა და რესურსი არ აქვს. ეს არის მდგომარეობა, სადაც ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ ძალადობასთან ერთად, პოლიტიკურ იარაღად უკვე “ოცნება” იყენებს ფიზიკურ ძალადობასაც. “ოცნება” გაგრძელებად იქცა იმ ხელისუფლების, რომლის დამარცხებაშიც , საქართველოს მოქალაქეების მოწადინებით, თავადვე იყო ჩართული 2012 წელს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com

"გახარია საქართველოსთვის" - ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა... უმოქმედობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების დანაშაულში თანამონაწილეობაა, რაზეც პასუხისმგებლობას დაეკისრება ყველა პასუხისმგებელ პირს

პარტია "გახარია საქართველოსთვის": "ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა. გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა „ოცნებამ" კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა. ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა. ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების - საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენე

საგარეო უწყება - ევროპის საბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში, ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში აღინიშნა საქართველოს კანდიდატის სტატუსი - დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ძალები საქართველოდან

სტრასბურგში, 16-17 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალია მონაწილეობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მინისტერიალი საზეიმოა და ორგანიზაციის დაარსების 75 წლის იუბილეს მიეძღვნა. მინისტერიალში ასევე მონაწილეობდა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი თამარ ტალიაშვილმა. „ლიხტენშტაინის თავმჯდომარეობამ წარმოადგინა საიუბილეო დეკლარაცია, რომელ

შარლ მიშელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს - ყველა პოლიტიკოსს და ლიდერს მოვუწოდებ, კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს. ამჟამინდელ ფორმაში - კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება. საქართველოში ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოვუწოდებ, რომ კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა და საქართველოს ევროპულ კურს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა - ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - წინ, საქართველო!

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. "ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიან

მიხაელ როთი "აგენტების კანონის" მიღებაზე: არ დანებდეთ, არჩევნები მალე იქნება

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ აქციაზე საქართველოს დროშით გაზიარება        იხ. კომენტარები  ბეჭდვა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე (ყოფილ

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე - ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია. სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს. “საგადასახადო კოდექსის“ პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83- ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლებ

ბექა ლილუაშვილი - რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს - ჩვენი გუნდი შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ „ქართულ ქარტიას“ ხელს ვერ მოაწერს

რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ "ქართულ ქარტიას" ხელს ვერ მოაწერს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, მის პარტიას მიაჩნია, რომ დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. ამასთან, ლილუაშვილი

გიორგი გახარია - მადლობა ღირსეული და თავდადებული ბრძოლისთვის! მადლობა, რომ მთელს მსოფლიოს აჩვენეთ - ჩვენ ვართ საქართველო!

"მადლობა ღირსეული და თავდადებული ბრძოლისთვის! მადლობა, რომ მთელს მსოფლიოს აჩვენეთ - ჩვენ ვართ საქართველო!" გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/1000906778159409  

ნათია მეზვრიშვილი - გუშინდელი განცხადების სახით ვნახეთ მტკიცებულება, რომ რუსეთი გარდაუვლად ჩაერევა ოქტომბრის არჩევნებში და “ოცნებას” დაეხმარება არჩევნების გაყალბების პროცესში (ვიდეო)

გუშინდელი განცხადების სახით ვნახეთ მტკიცებულება, რომ რუსეთი გარდაუვლად ჩაერევა ოქტომბრის არჩევნებში და “ოცნებას” დაეხმარება არჩევნების გაყალბების პროცესში.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1001546498087787

კახაბერ ქემოკლიძე - საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გულწრფელობას ქართულ პოლიტიკაში და ეს ეხება ყველას, ოპოზიციიდან დაწყებული, მთავრობით დამთავრებული (ვიდეო)

საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გულწრფელობას ქართულ პოლიტიკაში და ეს ეხება ყველას, ოპოზიციიდან დაწყებული, მთავრობით დამთავრებული.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1005738790689494

ვიკა ფილფანი - ახალგაზრდებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ზუსტად ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და განსაზღვრავს მომდევნო 30 წელს, სადაც ცხოვრება მოუწევთ (ვიდეო)

ახალგაზრდებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ზუსტად ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და განსაზღვრავს მომდევნო 30 წელს, სადაც ცხოვრება მოუწევთ.  ვიკა ფილფანი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1440645416613597/

გიორგი შარაშიძე - “ოცნების” მხრიდან დაანონსებული საკონსტიტუციო უმრავლესობა არაფერია, თუ არა მასობრივი გაყალბებისთვის მზადება (ვიდეო)

“ოცნების” მხრიდან დაანონსებული საკონსტიტუციო უმრავლესობა არაფერია, თუ არა მასობრივი გაყალბებისთვის მზადება.  გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/406797899046442/

გიორგი გახარია - მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნონ ყველა განკარგულება... ეს განკარგულებები, რომ გამოქვეყნდეს, "ოცნება" არჩევნებს მოიგებს კი არა, ბევრი ქვეყნიდან გაიქცევა (ვიდეო)

"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნონ ყველა განკარგულება. მათ თუ უნდათ ეს არჩევნები იყოს ღია და კონკურენტული, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმირებული არჩვანის გაკეთების შესაძლებლობა, მაშინ ყველაფერი უნდა გამოაქვეყნონ. ბევრად უფრო რთული იქნება მათთვის არგამოქვეყნებული განკარგულებები. ამ პატარა, მშიშარა, კორუმპირებულ ბიჭებს ჰგონიათ, საქართველოს მოქალქეებს რომ ფული მოპარეს, ვინმეზე მაღლა დადგნენ. ეს განკარგულებები, რომ გამოქვეყნდეს, "ოცნება" არჩევნებს მოიგებს კი არა, დარწმუნებული ვარ

ყოფილი ელჩი ამბობს, თუ ვის დაეხმარება ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი ქვეყანა საქართველოში რუსული კანონის მიღების შემდეგ

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დიანა იანსე ამბობს, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შვედეთი ფოკუსირებას აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებაზე. „ჩვენ ერთ-ერთი მთავარი დონორი ვართ საქართველოში. დროთა განმავლობაში ჩვენ საგრძნობლად შევამცირეთ სამთავრობო უწყებებისთვის გაწეული მხარდაჭერა. და ჩვენ ახლა ვაკეთებთ რეფოკუსირებას და ვაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ქვეყანაში შექმნი
×
×
  • შექმენი...