Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.698

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრემიერი - 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი თანამოქალაქე, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა სიღარიბის განულება და მოხარული ვართ, რომ წინსვლა გვაქვს

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა აპრილის ეკონომიკური ზრდის მონაცემები. აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საშუალო იანვარ-აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო 9 პროცენტი. „მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. თავდაპირველად პროგნოზირებული იყ

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია - ონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ბზარები გაუჩნდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს. „4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორ

მიხეილ დაუშვილი - ნატა საბანაძე იყო მრჩეველი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა, მის განცხადებებს კი ვიზიარებ - სამწუხაროდ, „ოცნებამ“ დემოკრატია გაანადგურა

ნატა საბანაძე იყო მრჩეველი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა - მის განცხადებებს ვიზიარებ. სამწუხაროდ, "ოცნებამ" დემოკრატია გაანადგურა, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც კონგრესში ნატა საბანაძის სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, სანქციებთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნატა საბანაძის განცხადებებს ეთანხმება. როგორც დაუშვილი აღნიშნავს, "ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნატა საბანაძეს ათას სიბინძურეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „

მიხეილ დაუშვილი - თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებულ იყოს

თუ ჩვენ გვინდა ანაკლიის პროექტისგან რეალური და ძლიერი საპორტო ინფრასტრუქტურა მივიღოთ, ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ ინტერესები დაბალანსებულ იყოს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი იყოს როგორც ჩინური, ასევე დასავლური მხარე. „ჩვენი პოზიცია იყო და ახლაც ასეთია, რომ როცა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე და გაღრმავებაზე ვსაუბრობთ - ეს სწორია, გ

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს - ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მარკ რუტეს ხელმძღვანელობა წარმატებული იქნება ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარებისთვის, მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის გაფართოებულ ალიანსს. „ვულოცავ მარკ რუტეს ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტუ

საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღე ბოტანიკურ ბაღში

12 ივლისს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ  ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618) ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს. ღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფები გამართავენ საინტერესო ღონისძიებ

ბერდია სიჭინავა - ხელისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, მათი ქმედებები არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი (ვიდეო)

ევროპული მომავალი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი. ხელისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, მათი ქმედებები არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1411955206182623/

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ დააინიცირებს სამართლიან, კრიმინალის ანალიზზე დაფუძნებულ ამნისტიას, რომელიც დაიცავს ბალანსს პატიმრების ინტერესებსა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესს შორის (ვიდეო)

ჩვენ ვიქნებით პირველი პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნების შემდეგ დააინიცირებს სამართლიან, კრიმინალის ანალიზზე დაფუძნებულ ამნისტიას, რომელიც დაიცავს ბალანსს პატიმრების ინტერესებსა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესს შორის.      ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/893411555929935/

რაგბი | გამოცემა Planetrugby - საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ტესტემატჩების სერიის მესამე მატჩი სიდნეიში ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა. მართალია, „ბორჯღალოსნები“ 29:40 დამარცხდნენ, მაგრამ ავტორიტეტული სარაგბო გამოცემა Planetrugby-ისგან ქართველების თამაშმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა: „ქუდი მოიხადეთ საქართველოს ნაკრების წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავია. ქართველმა მორაგბეებმა ავსტრალიას ოთხი შესანიშნავი ლელო დაუდეს, ხოლო სიდნეიში შეკრები

„როცა შენი ოკუპანტები მოგიწოდებენ, რომ გააკეთო, ამან უნდა დაგაფიქროს" - რა თქვეს კონგრესში „ოცნებაზე"

გუშინ, 23 ივლისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საქართველოსა და მოლდოვის შესახებ. თავის გამოსვლებში კონგრესმენებმა გააკრიტიკეს „ქართული ოცნება” და აღნიშნეს, რომ მათი ქმედებები აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქართველი ხალხის არჩევანს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ჯოშუა ჰაკი, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს დამატებით ზომებზე, რაც მათ შორის მოიცავს მთავრობისთვის გამოყ

ბექა ლილუაშვილი - არჩევნებზე მარტო პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია - ასევე, "ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები

არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ის ადასტურებს, რომ პარტიას „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან აქვს მოლაპარაკებები. „არჩევნებზე ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ. ახლა არ არსებობს არც კოალიციები, არც ბლოკები, არსებობს ერთიანი სია. ანუ, ვინც ერთიანდება, ისინი საკუთარ პარტიას, იდენტობას თმობენ და ერთიანი სიით, სხვა სახელით და სხვა

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა

მოძრაობა „სირცხვილია“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა. მოძრაობის წევრებმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც ისინი აღნიშნავენ, დარეგისტრირება გადაწყვიტეს იმიტომ, რომ არ გაუქმდეს ორგანიზაცია მოახლოებული არჩევნების წინ, არ დაკარგონ არსებული რესურსები, არ დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, რომელიც, მათივე განმარტებით, კ

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-ს ძალებმა რეგიონში რუსული დრონები უნდა ჩამოაგდონ

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, ლაურინას კაშიუნასის განცხადებით, ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს საჰაერო პატრულირების მისიის ალგორითმში ცვლილება უნდა განხორციელდეს. მედიის ინფორმაციით, ლაურინას კაშიუნასი მიიჩნევს, რომ ალიანსის მისიამ არა მხოლოდ პატრულირება უნდა მოახდინოს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, თუ დრო ამის საშუალებას იძლევა, შეამოკლოს გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვი ნატო-ს დონეზე, რათა მათ დაუყოვნებლივ გაანადგურონ დრონები." მინისტრის თქმით, ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევის საფრთხის აღმოჩ

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ ცდილობს, ნიადაგი მოამზადოს სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლო დროინდელი ბრიფინგებით ცხადი ხდება, რომ „ოცნება“ ცდილობს ნიადაგი მოამზადოს სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამავე მიზნით, „ოცნება“ ცდილობს დასავლეთი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულოს. „პარლამენტის თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის ბოლო დროინდელი

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის

მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ძვირფასო პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, უდიდესი პატივისცემა მაქვს საქართველოს ევროპული გზისადმი თქვენი ერთგულებისადმი. ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტში ხდება - მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. და განმსაზღვ

"ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც ეუბნებოდა, როცა სიგიჟეს აკეთებდა" - გახარია ივანიშვილს პასუხობს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და ექსპრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ივანიშვილთან დებატებისთვის ნებისმიერ დროსა და ფორმატში არის მზად. გახარიამ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილი "TV იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებდა, რომ გიორგი გახარიას გუნდს გასამართლება ემუქრება, ბრალად კი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებაში დახმარება ედებათ. "ბიძინა ივანიშვილს მე ბევრჯერ ვუთხარი, თუ რაიმე პ

სოფიო ხორგუანი - საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ნამდვილ სიმართლეს, სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოს, ევროპულ კეთილდღეობას

საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ნამდვილ სიმართლეს, სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოს, ევროპულ კეთილდღეობას, ნამდვილ მშვიდობასა და ნამდვილი ღირსებით და თავისუფლებით არჩევანის გაკეთების უფლებას, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის’’ წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფიო ხორგუანმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა რეგიონულ მედიას თანამშრომლობისათვის და დამოუკიდებელი, ობიექტური ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხორგუანმა საზოგადოე

სალომე ზურაბიშვილი - ევროპული საქართველო 52%-ით იგებს გაყალბების მცდელობებისა და დიასპორის ხმების გარეშეც

ევროპული საქართველო 52%-ით იგებს გაყალბების მცდელობებისა და დიასპორის ხმების გარეშეც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. მისი თქმით, საქართველომ აჩვენა დემოკრატია. „ევროპული საქართველო 52%-ით იგებს არჩევნების გაყალბების მცდელობებისა და დიასპორის ხმების გარეშეც. საქართველომ აჩვენა დემოკრატია, ევროპულობა და ზრდასრულობა… მეამაყება და დარწმუნებული ვარ ჩვენს ევროპულ მომავალში!” - წერს ზურაბიშვილი. ipn

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებს დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნებათ, მათ შორის, ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ადვოკატ ბექა ბასილაიაზეც

ადვოკატების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ადვოკატზე, ბექა ბასილაიაზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ის ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში უფლებადამცველები აცხადებენ, ყველა დაკავებული ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. მათი უმეტესობა იზოლატორებში ადგილის არ არსებობის გამო შესახლების რიგში საპოლიციო მანქანებში იმყოფება. ადვოკატები ამბობენ, რომ მათ დაზიანებები თვალნათლივ ეტყობათ. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს და

„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის 500-ზე მეტი თანამშრომელიც გაემიჯნა

„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებიც ემიჯნებიან. შესაბამის განცხადებას ხელს 500-ზე მეტი თანამშრომელი აწერს. ისინი აცხადებენ, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება მათთვის „მეტად მტკივნეულია“. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხ

ჯო უილსონი - მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა - მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს

მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს - მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა „გლობალნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და „ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულ

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია და შიგნით შევიდა, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია და შიგნით შევიდა, ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. როგორც მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე განმარტავს, მასზე არც დაკავების მომენტში და არც შემდეგ, სამართალდამცავებს არ უძალადიათ. უფლებადამცველის თქმითვე, მას პოლიციელები ტელეფონით უღებდნენ და თან კითხვებს უსვამდნენ, შემდეგ კი, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. ტყეშელაძის განმარტებით, დაკავებულ ქალს 11 წლის შვილი ჰყავს და მასზე ნერვიულობს. ადვოკ

მარია ზახაროვა - საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება

ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „რაც შეეხება საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შემდგომ პერსპექტივებს, ჩვენ ამ გზის გავლისთვის მზად ვართ იმდენად, რამდენადაც ამისთვის თბილისი მზად იქნება“, - განაცხადა ზახაროვამ. მისივე თქმით, მოსკოვს ქართველი ხალხის გონიერებისა და კეთილშობილების სჯერა. „ჩვენ გვჯერა
×
×
  • შექმენი...