თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მზადაა ამ მიმართულებით კომპლექსური მუშაობისთვის. მისი თქმით, უპირველად უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები.
გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით.
„მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე
ხუმრობთ, რომ შეიძლებოდა, ეს ჩვენს თავზე მიგვეღო? ხაბეიშვილს და მარგველაშვილს გადეცით, ერთმანეთს მიხედონ. ხაბეიშვილმა და მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია? სერიოზულიც არ არის, სასაცილოა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
დაუშვილი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს: „ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ – თვითმარქვია ოპოზიცია“.
კონცეფცია ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით არის ადეკვატური, სწორი და მართებული, – აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ლომინაძეს განმარტებით, ჯანდაცვის კომიტეტი აღნიშნულ პროცესში აქტიურადაა ჩართული.
„დღევანდელი შეხვედრა სამედიცინო საზოგადოებასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის გარანტიები, რაც პრემიერ-მინისტრმა და მინისტრმა ბრძანეს, ეს გარანტიე
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ვინც ითხოვს, თავადაც გადასარევად ხვდება, რომ ეს არასწორია, მათ შორის არათავსებადია კონსტიტუციურ წესრიგთან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, მოსამართლეების გათავისუფლების საკითხი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან განიხილებოდეს.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი აჟიოტაჟის შექმნაა.
„სასამართლო ხელისუფლების
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დღეს, 10 აპრილს გახსნა დანარჩენ საქართველოსთან გასული კვირის ბოლოს ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეებს ორმხრივად გადაადგილება ისევ შეუძლიათ ორივე, ე.წ. გამშვები პუნქტით - ენგურის ხიდით, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს და საბერიო-ფახულანის პუნქტით, რომელიც აფხაზეთის გალის რაიონის და სამეგრელოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზ
აღდგომის ღამეს თბილისში მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 და 17 აპრილს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებით შეცვლილ განრიგებზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
თბილისის მეტრო 15 აპრილის 23:00 საათიდან უფასო იქნება და ნაცვლად 00:00 საათისა, იმუშავებს 04:00 საათამდე;
გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათის, საბურთალოს,
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიას ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობის შესახებ თანხმობა არ გაუცია, მაგრამ ნებართვის გაცემას გეგმავენ.
მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია ისტორიული ზონაა, რისთვისაც პროექტის დამტკიცებამდე საბჭოს თანხმობაა საჭირო, ხოლო ტენდერის გამოცხადება საჭირო არ არის.
„მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკვერის მშენებლობის შესახებ მერიაში პროექტი გასულ კვირას შემოვიდა, დღე არ მახსოვს. ჯერჯერობით თანხმ
11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ.
სალომე ზურაბიშვილთან გაგზავნილ მოთხოვნას 46 დეპუტატი აწერს ხელს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი „რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება იქნება, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომ
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის ექვს პოზიციას დაარტყეს, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მთელი დღის განმავლობაში კიდევ 11 დაარტყმა განახორციელეს მათი მიმართულებით.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 9 აპრილის 18:00 საათის მონაცემებშია აღნიშნული.
2022 წლის 24 თებერვლიდან, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 აპრილამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა 178 150 რუსი აგრესორი გაანადგურეს, მათ შორის 470 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღის განმავლობაში
103 წლისა გარდაიცვალა ნიურნბერგის სასამართლო პროცესის უკანასკნელი გადარჩენილი პროკურორი, ბენჯამინ ფერენცი.
ფერენცი 1920 წელს დაიბადა უნგრეთში. ის ერთი წლისაც არ იყო, როცა მისი ოჯახი შეერთებულ შტატებში გადავიდა, უნგრეთში ებრაელების დევნას გაექცა.
მან ჰარვარდში სამართალი ისწავლა და 1945 წელს შეუერთდა ჯგუფს, რომელიც აგროვებდა ნაცისტური არმიის სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებებს, კერძოდ კი, მუშაობდა ამერიკული არმიის მიერ გათავისუფლებულ საკონცენტრაციო ბანაკებში.
27 წლის ასაკში ის გახდ
თბილისში, ვარკეთილში მკვლელობა მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ, ფარდულში დაიწყო, სადაც სუფრა იყო გაშლილი.
მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ავტორი - ლიზა დვალი
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა, - ამის შესახებ CNN-ს წყარომ განუცხადა, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული პირია.
პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს „უწყებათაშორისი ძალისხმევა“ გაჟონვის გავლენის შესაფასებლად.
„თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს გადაღებული დოკუმენტების ავთენტურობის განხილვასა და შეფასებას, რომლებიც ვრცელდება სოციალურ მედიასა
მოსამართლე ირაკლი შენგელია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით არის საუბარი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, „რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ინტერესების გამტარებელი მედიასაშუალებები აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას რიკოთის პროექტთან დაკავშირებით“.
მათივე თქმით, ტყუილია, თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. გზების დეპარტამენტის განცხად
ცნობილი კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე ჯამლეტ ხუხაშვილი თბილისის ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდს, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართა, სპორტული საზოგადოება და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი 1963 წლიდან იყო საქართველოს პირველი არხის სპორტული კომენტატორი; 1980-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრ
მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიაში პირველ ვიზიტს გეგმავს.
როგორც გამოცემა Bild-ი წერს, უკრაინის პირველი პირი მომავალ თვეში ქალაქ აახენში შარლემანის პრიზის მისაღებად აპირებს ჩასვლას.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის შესაძლო კონტრშეტევამ შესაძლოა დაჯილდოების ცერემონიაზე ზელენსკის ვირტუალურად დასწრება გამოიწვიოს.
გარდა ამისა, Bild-ი იუწყება, რომ ცერემონიას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც დაესწრება.
პაპმა ფრანცისკემ წმ. პეტრეს მოედანზე, აღდგომის საზეიმო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ვატიკანში შეკრებილ დაახლოებით 100 000 მორწმუნეს, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან, ტრადიციული სააღდგომო სიტყვით "Urbi et Orbi" ("ქალაქსა და მსოფლიოს") მიმართა.
მედიის ცნობით, კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა "საყვარელი უკრაინელი ხალხის" მშვიდობისთვის ილოცა და ღმერთს შეევედრა რუსეთის ხალხს აღდგომის ნათელი მოეფინოს.
„დაე, უფალმა ანუგეშოს დაჭრილები და ყველა, ვინც ომის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა
მათზე ჰყვებიან და საგულდაგულოდ შენახულ თითო-ოროლა ნივთს უფრთხილდებიან. ვინ როგორ ინახავს 9 აპრილის მსხვერპლთა მოგონებებს.
ქურთუკის სახელოები
ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში ერთი სახლია. სახლი იმ ქუჩაზე დგას, რომელსაც ახლა მამუკა ნოზაძის სახელი ჰქვია.
მამუკა ამ სახლში ბოლოს 1989 წლის 1 აპრილს შევიდა. მის დას ეს ზუსტად ახსოვს. მამუკა სტუდენტი იყო, თბილისში ცხოვრობდა და მშო
პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა საქართველოს პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს.
9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი შესრულდა.
როგორც პარტიის წევრებმა აღნიშნეს, 9 აპრილს, ქართველი ხალხის ერთიანობამ და თავგანწირვამ მოიტანა გამარჯვება - ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო და ამის დასაცავად ქვეყანას ისევ უწევს ბრძოლა.
ის 19 წლის გოგონა ჩემში ისევ ცოცხლობს და მე ამაყი ვარ, რადგან ვიდექი იქ, სადაც იყო სიმართლე, თავისუფლება და ჩემი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენ ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენი მომავალი, რა თქმა უნდა, ევროპისკენ არის. ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში, - ამის შესახებ 9 აპრილის სიმბოლომ ნანა მახარაძემ პრეზიდენტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ღირსების მედლით დაჯილდოვდა.
მან პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბი
საქართველოს ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების შეკრებაზე ხელისუფლების წარმომადგენლები „ვერ მოვიდნენ კი არა, არ მივიდნენ.“
მისივე თქმით, სწორი პოზიცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უჭირავს, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია.
„ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ იმის შეხსენება გვჭირდება, რომ
უკრაინული მხარე უკმაყოფილოა ვატიკანის გადაწყვეტილებით, რომლითაც დიდ პარასკევს რომში გამართული ჯვრის ტარების მსვლელობაში უკრაინელი მოზარდების გვერდით რუსი მოზარდებიც მონაწილეობდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, ამით ვატიკანმა აგრესორი და მსხვერპლი ქვეყანა ერთმანეთს გაუთანაბრა.
„ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ პაპის ფრანცისკეს შეშფოთების გამო უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. სამწუხაროდ, იძულებული ვართ განვაცხადოთ, რომ წლევანდელი პროცესია კიდევ ერთხელ
მადლობა საქართველოს პრეზიდენტს დიდებული წუთებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიის ასე ამაღელვებლად გაცოცხლებისთვის, მებრძოლი ქალების დაფასებისთვის და ქვეყნის უახლესი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში სწორ ადგილას დგომისთვის, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 9 აპრილის ტრაგედიამ დამოუკიდებლობა მოიტანა, დღევანდელი ბრძოლა კი, საქართველოს ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრად აქცევს.
"სამწუხაროდ,
მინდა, გაგიზიაროთ ერთი არახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რამდენიმე წელია, მივწერე თუნდაც თბილისის მერს და სხვებს, რომ ვაკის პარკში ის მემორიალი, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომს, უნდა იყოს გადაკეთებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, მემორიალი უნდა მოიცავდეს ყველა იმ ბრძოლას, რომელიც საქართველოს ჰქონდა.
„უნდა იყოს გადაკეთებული, რომ, მეორე მსოფლიო ომთან ერთად, ყველა ჩვენი ბ